ახლა, ვუსმენდი წვიმის
აკორდებს, აჟღერებულს
მსოფლიო მელანქოლიის მინორში...
ჩემს ფანჯრებზე იმარცვლებოდა
ნოტებად და მესმოდა
როგორ აყოლებდა ხმას
რომელიღაც რომანტიკოსი ჩიტი...

ვფიქრობდი არაფერზე,
და მაინც,
ალბათ რაღაცაზე...
ჩემი ნაბოდვარით აჭრელებული
ფურცლები მოვაგროვე
და გავაკეთე ბევრი
ქაღალდის თვითმფრინავი...
ბახის "ჰაერით" ავუვსე ავზები,
რიგრიგობით ვუშვებდი
ხელიდან, და სიმშვიდეგახდილი
ვუყურებდი,
როგორ დაფრინავდნენ
ხანმოკლე მარშრუტებით
ჩემს უჰაერო,
ობმოდებული სიცარიელით სავსე
ოთახებში.

ვუყურებდი ნაჩვევი განცდებით,
ვენებში ახეტიალებული
სიშორეზე ფიქრით,
ყველა უჯრედში გამჯდარი,
შავ-თეთრ კლავიშებზე
თითების თამაშის მონატრებით,
თავში დატრიალებული
მოგონებების კორიანტელით,
არეული გულისცემით,
ჩემებური სიგიჟით,
უმაღლეს ხარისხებში აყვანილი
სიცარიელით
და უცბად შემოხსენებული
არასერიოზული კაცი:
"ჰაა ჰა 30 78 90 დღე დამრჩა,
მე თქვენსავით უკვდავი არა ვარ!!"..

....

ეს, კიდევ ერთი
ნაბოდვარია, რომელიც
წერტილის დასმისთანავე
ქაღალდის თვითმფრინავად
გადაიქცევა, და მერე
უმისამართოდ
გაფრინდება...

Qwelly, blog, qwellyland, ბლოგი, დღიური, თვითმფრინავი, ქაღალდი, ჩანაწერი

ნახვა: 523

ტეგები: Qwelly, qwellyland, ბლოგი, დღიური, თვითმფრინავი, ქაღალდი, ჩანაწერი

vako: ივლისი 29, 2016||2:05pm

ქაღალდის ნავი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ხმელი ფოთოლი მარადისობად

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 23, 2021.
საათი: 10:02pm 0 კომენტარი

      ხელოვნების თანამედროვე ნიმუშები ძვირადღირებული პროდუქციისგან არ იქმნება - ბუნებას უკეთ უნდა ვაკვირდებოდეთ. ამ სიტყვების ავტორი მე არ ვარ, ის ესპანელ ხელოვან ლორა დალა ვეკიას (Laura Dalla Vecchia) ეკუთვნის. დიახ, პირდაპირი მნიშვნელობით ბუნების ნაჩუქარ ფოთლებს იყენებს მოლბერტებად. არსად არ დადის და არაფერის ეძებს - უბრალოდ მიწაზე იყურება და ჩამოცვენილ ფოთლებს, ბუმბულებს აგროვებს. მისი არტი, სწორედ ამ ხმელ ფოთლებზე იქმნება - ქარგას.…

გაგრძელება

ელდერ სქროლის ონლაინ შესაძლებლობები

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: ოქტომბერი 22, 2021.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Elder Scrolls Online has been very popular among players in recent years, so we have introduced in detail some methods to help players play Elder Scrolls Online better. If you are interested, let's take a look!

First of all, during the game, we recommend that players keep active skills at hand, which means they need to put them on the quick selection bar. This is particularly useful because it gives players the opportunity to use these active skills in battle and maximize them. In…

გაგრძელება

ონლაინ თამაშების დავალებები

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: ოქტომბერი 18, 2021.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Cooperative games are an important part of Elder Scrolls Online, and Dungeons and Trials have continued to grow since their launch. The dungeon is a place of instantiation, where you can see a group of four completing the set tasks and facing the deadly boss on the way. Trials provide roughly the same functionality, but are more challenging, have more Elder Scrolls Online Gold, and allow teams of up to 12 people. Since its launch, new dungeons and trials have been added every year, and this…

გაგრძელება

კატები ღმერთებთან და ადამიანებთან

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 17, 2021.
საათი: 11:04pm 2 კომენტარი

      ეგვიპეტში კატების საკრაულობა ცნობილი ამბავია. ადამიანებისა და კატების მეგობრობა ათობით ათასწლეულს ითვლის. კატის სიწმინდეც ძველი წლებისაა, ეგვიპეტში, ქრისტეს შობამდე, მესამე ათასწლეულში მას უკვე თავისი ქალაქიც ჰქონდა ბუბასტისი. იმ ქალაქში კი ეთაყვანებოდნენ კატისთავიან ქალღმერთ ბასტესს, რომელიც ნაყოფიერების, მხიარულების, სიყვარულისა და სიხარულის ღმერთია ეგვიპტურ მითოლოგია. სწორედ ის იქცა კატების, როგორც რელიგიური თაყვანისცემის ობიექტად ქცევის…

გაგრძელება

Qwelly World

free counters