სიზმარი ნახა მისტერ ბანკნოტმა, ვითომ მართლა ბანკნოტი იყო, ანუ ადამიანიც და ბანკნოტიც ერთსა და იმავე დროს. ოქროს სარკეში შეჰყურებდა საკუთარ ორბუნებოვან გამოსახულებას... არც ის სარკე ყოფილა მხოლოდ და მხოლოდ სარკე, ამ სიტყვის ვიწრო გაგებით, კარიბჭეც იყო, რა თქმა უნდა, ოქროსი.
ჯერჯერობით ამაში უცნაური არაფერი ყოფილა. მისტერ ბანკნოტი სწორედ ასეთნაირად, კეწკეწა, კრიალა, ტკიცინა ქაღალდის ფულის სახით აღიქვამდა საკუთარ თავს. მეტსახელიც…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 24, 2018 წელი. 2:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ულვაშას მარცხი შეემთხვა, თანაც ერთი კი არა, რამდენიმე ერთად. მაგიდაზე ახტა, ღვინით სავსე ბროლის ფუჟერი გადააყირავა. ღვინო ხომ დაიღვარა, ფუჟერიც დაიმსხვრა, მისი ნამსხვრევები მთელ მაგიდაზე მიმოიფანტა. ულვაშამ სასწრაფოდ ისკუპა მაგიდიდან, სიჩქარისაგან მეტისმეტად ფართო ნახტომი გამოუვიდა, ტახტს გაცდა და ფანჯრის ფარდას დაებღაუჭა. ფარდაც ჩამოგლიჯა. ამის შემდეგ გაქცევა სცადა, მაგრამ ვერ მიართვეს. გაცეცხლებულმა დიასახლისმა კუდში დროზე სტაცა ხელი.…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 28, 2018 წელი. 4:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ახლა, ვუსმენდი წვიმის
აკორდებს, აჟღერებულს
მსოფლიო მელანქოლიის მინორში...
ჩემს ფანჯრებზე იმარცვლებოდა
ნოტებად და მესმოდა
როგორ აყოლებდა ხმას
რომელიღაც რომანტიკოსი ჩიტი...
ვფიქრობდი არაფერზე,
და მაინც,
ალბათ რაღაცაზე...
ჩემი ნაბოდვარით აჭრელებული
ფურცლები მოვაგროვე
და გავაკეთე ბევრი
ქაღალდის თვითმფრინავი...
ბახის "ჰაერით" ავუვსე ავზები,
რიგრიგობით ვუშვებდი
ხელიდან, და…
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 28, 2016 წელი. 5:00pm —
1 კომენტარი
________________
დაამატა მარი_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 3, 2016 წელი. 3:30pm —
3 კომენტარი
________________
შეწუხებული მუზა სხვა დროს სხვა კლინიკაშიც წავიყვანე. მას გავუმხილე, რომ თვალით ნახულს და ყურით გაგონილს, რატომღაც, სარკის ფილოსოფია დავარქვი. გაეღიმა; ალბათ მისი წილიც დაინახა ჩემებურ წარმოსახვაში.
პატარა კლინიკის მოსაცდელში დავჯექი. მეხუთე ვიყავი, თუმცა ჯერ ანალიზის…
დაამატა ნათელა_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 14, 2015 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
როცა მგონია, რომ ამდენი ხნის მერე
გამოჩნდები და იმ ნაბიჯების ხმას გაამართლებ,
რომელიც თითქოს ფეხდაფეხ დამყვება,
შენ არ მოდიხარ.
როცა წვიმს და მოქცევა იწყება.
როცა ყველაფერს თეთრი ნისლი ფარავს.
და მხრებზე მაწევს…
გაგრძელება
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 30, 2015 წელი. 8:00pm —
3 კომენტარი
________________
ასეც ხდება.
ზოგიერთებისთვის წასვლა უფრო მარტივია,
ვიდრე ერთმანეთთან მისვლა
და უბრალოდ ჩახუტება.
ჩემთვის ყოველთვის მოსვლა იყო
უფრო მარტივი,
ვიდრე მეგრძნო,
როგორ რჩებოდი ჩემს ზურგს უკან,
ხელში შერჩენილი განახევრებული სიგარეტით,
ღრმა სუნთქვით,
სიშორისკენ მიმართული მზერით..
დამძიმებული ნაბიჯებით..
და მეც, მარტოჩრდილად დარჩენილს
გზა გამეკვლია შინისაკენ.
სადაც წვიმები უფრო…
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 14, 2015 წელი. 11:00am —
არ არის კომენტარები
_______________
მენავეების ხმაური და გონდოლების ზედაპირული შეცურვა წყალში...
- შენ! იცი, რომ წყლის სიწყნარე იზიდავს ადამიანებს?
- კი, მაგრამ აქ ხომ არავინ მოდის...
- როგორ არა, აქ წყვილები ერთმანეთს სიყვარულს უხსნიან.
- და შენ გჯერა?
- კი მჯერა!
- არა ! ეს მოჩვენებითია, შენ შეგხვედრია? ის აქ არ ხარობს.
- ხარობს! კი შემხვედრია, გაიხედე ის ყველგან არის სადაც გინდა…
დაამატა makuna_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 4, 2015 წელი. 11:30pm —
2 კომენტარი
________________
ხანდახან, მაინც დავფიქრდები ხოლმე,
ჩემი დღეებიდან
რომელი მენატრება ყველაზე მეტად.
და ისევ იქ მივდივარ.
შუა შემოდგომის ბოლო დღესთან.
ყოველთვის,
როცა გავდივარ ადგილებს,
რომლებმაც ერთად დაგვიმახსოვრეს,
ფეხებში მედებიან მოგონებები,
და ნაბიჯარეულს ისევ მინდება
შეუჩერებლად ვიარო.
შენი თითების შეხებამდე.
ისევ დადგება…
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 13, 2015 წელი. 1:00am —
1 კომენტარი
________________
ისეთი ღამეებია რთული, როცა კოშმარები კი არ გესიზმრება, თვითონ გადაიქცევი საკუთარი თავის კოშმარად. უძილო, უჰაერო, უსიბნელო (როცა საიდანღაც შუქი გიწვავს ისედაც ამწვარ თვალებს), უსულო ღამეები, რომლებიც გაძლებას გართმევენ, მთელ შინაგანს გტკენენ... და ფიქრობ, არ ჯობია ადგე და ფანჯრიდან გახვიდე? სწორედ მაშინ, როცა მზის პირველი სხივის ნახვას მოასწრებ,…
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მაისი 26, 2015 წელი. 1:00am —
არ არის კომენტარები
_______________
აღარ ვიცი,
როდის ამოდის მზე.
როდის შემოდის ჩემს ოთახში
მისი სინათლე.
გადის დღეები
და ჩვენ ჩუმად ვართ.
ალბათ ამიტომ.
არც ერთხელ გითქვამს
მზის ამოსვლა ვნახოთო ერთად.
მაგრამ კმაროდა ისიც ჩემთვის,
რასაც ამბობდი.
და ფანჯარასთან მდგარი,
მარტო,
ციდან მოფრენილ მზის ბეღურებს
მხრებზე ვისვამდი.
ახლა ვუყურებ მხოლოდ ღამეს.
და სიმარტოვეს.
და აღარც ვიცი,
თუ…
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მაისი 18, 2015 წელი. 1:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
წვიმს და ფანჯარასთან ვდგავარ ძველებურად,
ისევ უძილო და ღამენათენები.
გხედავ ეზოში ხარ, მელოდები
გვირილებით ხელში.
როგორ მინდა გამოვაღო კარი,
კიბეზე დავეშვა,
და არეულ ნაბიჯებს შევაძლებინო
შენამდე მოიყვანონ ჩემი გაყინული თითები.
მაგრამ მაინც,
ძველებურად ვდგავარ…
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 25, 2015 წელი. 5:30pm —
8 კომენტარი
________________
დღესაც,
როცა გარეთ მშვენიერი ამინდია,
და ვუყურებ როგორ დასეირნობენ:
ამაყად მომზირალი სახეები,
რომლებიც საკუთარი თუ
ოთხფეხა მეგობრის,
ძვირფასიანი „იმიჯის“ მიღმა
ვერავის და ვეღარაფერს ამჩნევენ;
ხელჩაკიდებული წყვილები,
რომელთაც ყველაზე მეტად არ სჭირდებათ
იცოდნენ, რას ვფიქრობ მე,
როცა მათ ვხედავ;
და გონებაშიც
კარუსელივით ტრიალებენ
მთელი მე-თი…
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 17, 2015 წელი. 9:30pm —
3 კომენტარი
________________
იყო და არა იყო რა, ერთ ლამაზ, მზიან დღეს დაიბადა სიყვარული. სიყვარულმა მრავალ ქარს, ქარიშხალს და ბოროტებას გაუძლო. სიყვარულს უყვარდა, სილამაზე, სინაზე და მშვენიერება.
სიყვარულის ნაყოფი იყო, უნაზესი არსება ია და პეპელა, ვარდი და ენძელა. ისინი სიყვარულით არსებობდნენ და დღითიდღე მშვენდებოდნენ. მატი შვილებიც სიყვარულად იწოდებოდნენ და ასე მრავლდებოდნენ სიყვარულში. ცისარტყელა ყოველ დღე ალამაზებდა და…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: მარტი 11, 2015 წელი. 7:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
და გააგრძელონ ვაგონებმა უსასრულოდ
რელსებზე დაგან...
მიდიოდეს არსად.
უბრალოდ მიდიოდეს.
ასე.
დროში გაწელილი...
და სხვაგან.
ჰორიზონტს იქით.
დილიდან ნერვებს წუხილი მიჭამს და გავქრე…
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მარტი 3, 2015 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მარტი 3, 2015 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
თოვს და...
სველი ტოტებივით
დამძიმებული ხელებით ვდგავარ.
შეციებული,
მხრებში მოხრილი...
ვდგავარ და ფიფქებს ვუშვერ
ნაწვიმარ თვალებს.
დიდი ხანია აღარ ჰყოფნით
ჰაერი კედლებს.
დიდი ხანია უშუქობა წელავს ღამეებს.
აღარ ვეძებ სიტყვებს სიჩუმისთვის.
ვინც მოკუმულ ხელებზე შემომხედავს,
ისინიც ეტყვიან…
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 24, 2015 წელი. 2:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღე თითქოს ჩვეულებისამებრ დაიწყო... ვინაიდან საკმაოდ დიდხანს უნდა მემგზავრა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ჩემთვის ჩვეულ დაკვირვებას მივმართე და პრობლებაც აქ დაიწყო... ჩემი ადგილი დავიკავე და დავიწყე ადამიანური თვალების ძიება, სიღრმისეულად ვერავისზე შევჩერდი... სულ ცოტაც და გვერდით 20-23 წლის კაფანდარა გოგონა დამიჯდა, რაღა თქმა უნდა მის თვალებს ვერ ჩავწვდებოდი, მაგრამ მოხდა საოცრება... დაჯდა თუ არა წიგნი ამოიღო და გამალებით დაიწყო კითხვა, ვუყურებ…
დაამატა khatuna zitanishvili_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 8, 2015 წელი. 7:00pm —
2 კომენტარი
________________
ყოველდღე,
როცა მხრებით დამაქვს
ნეკნებჩალეწილი დეკემბერი,
და წინ მხვდებიან
გამარტივებული სახეები,
ერთადერთი,
რაც შემიძლია გავაკეთო,
თავის დახრა და
მიწის ყურებაა...
რა უნდა ავარსკვლავებდეს
ზეცას თვალებში,
როცა წვეთწვეთობით გასდით დღეებს
ჩვენი სიახლოვე...
როცა უბრალოდ ყოფნა მიჭირს,
ნერვებმორეულს,
ცივ კედლებს არ აქვთ შენი მხრები,
რომ…
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 7, 2014 წელი. 2:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ქუჩა-ქუჩა დამაქვს
არანორმალური გულისცემა და
მშრალი ყინვით დაბზარული ძარღვები...
არც შენ მოდიხარ და
აღარც თოვლი მოდის...
უშენობისფერი დაჰკრავს ყველა ნაბიჯს...
გაბზარულ ლავიწებს ვუშვერ საკენკად
ჩემს ფანჯარასთან მოფრენილ ჩიტებს...
ფილტვებს აღარ ჰყოფნით
ჩემს თმას შეტოვებული
შენი სუნთქვა...
ცხოვრებას არ აქვს ორი თავი
რომ უპატრონოს ჩემნაირ…
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 4, 2014 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 8, 2022.
საათი: 11:08pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ტრადიციად ქცეული კითხვის დღე - 08.08.08 - ვინ დაიწყო ომი? და დაუსრულებელი ბრალდებები ერთმანეთის რუსეთუმეობაზე, ასეთია აგვისტოს პირველი დღეების პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში. დღესაც 08.08.22-ში, კვლავ გმირების საფლავები შეამკეს, დაგმეს ოკუპაცია და პარალელურად ქსენოფობიაც, ასევე განიხილებოდა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7141 ლარია.…
გამოაქვეყნა Muxia_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2022.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
1 Like
The Shattered League is running from today through March 3. If you've been wanting to get back into Old School RuneScape, this might be the right time to take the plunge. If you're planning on jumping into let us know your reasons below!
Runescape And Outriders aren't two games that people consider in tandem so the sight of a Runescape player address r/Outriders may be a shock. This led to an interesting discussion and post between fans of both games. The whole thing boils down…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ივლისი 31, 2022.
საათი: 11:25pm
0 კომენტარი
3 მოწონება
მას შემდეგ რაც, ჯეიმს ვებმა სამყარო ახალი თვალით გვაჩვენა, რა გასაკვირია რომ გაიზარდა მისი პოპულარობა მარკეტინგულ სამყაროშიც. ჯერ კიდევ გაფრენის წინ დამზადდა მოვლენის აღმნიშვნელი პატჩი (ჩვენებურად ალბათ უფრო ემბლემა, იარლიყი, სიმბოლო, რომელიც როგორც წესი ამოქარგულია გარკვეულ მატერიაზე და შემდეგ მაგრდება ტანისამოსზე ან სპეც ტანსაცმელზე. შეიძლება ბეიჯიც ეწოდოს და ა.შ.). ტიმ განიონის (Tim Gagnon) ემბლემებს თითქმის ყველა კოსმოსური მიღწევა ახსოვთ…
გამოაქვეყნა Nfkjasfas_მ.
თარიღი: ივლისი 29, 2022.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
The show is likely to follow the plot of the games fairly close, however, it could contain new features that contain flashbacks and characters that were mentioned, but were not featured on the screen. The show isn't set with a exact release date, however it is expected to launch sometime in 2023.
According to reports, the series may still filming, though it's likely to be close to wrapping the photography as of the moment.Twisted Metal will also be getting a small-screen debut and is…
გაგრძელება
© 2022 George.
•