თოვს და...
სველი ტოტებივით
დამძიმებული ხელებით ვდგავარ.
შეციებული,
მხრებში მოხრილი...
ვდგავარ და ფიფქებს ვუშვერ
ნაწვიმარ თვალებს.
დიდი ხანია აღარ ჰყოფნით
ჰაერი კედლებს.
დიდი ხანია უშუქობა წელავს ღამეებს.
აღარ ვეძებ სიტყვებს სიჩუმისთვის.
ვინც მოკუმულ ხელებზე შემომხედავს,
ისინიც ეტყვიან სათქმელს,
თუ ჩემი ესმის.
აღარ ვმალავ,
რომ ზოგჯერ,
ყველაზე მეტად მინდა
ვინმემ მკითხოს -
"როგორ ხარ".
და როცა მოდის არავინ,
და მეუბნება არაფერს,
სიჩუმის გარდა,
თვითონვე ვეკითხები საკუთარ თავს -
როგორ ხარ-მეთქი.
აღარ ვადებ ერთ ხელს
ჩემს მეორე ხელს.
მე მაინც მე ვარ.
თოვს და...
ყველაზე მეტი, რაც გამაჩნია,
შენზე ფიქრია.
შენი მელანქოლიით სავსე თვალები,
და მათში დანახული მე.
17.02.2015.
ნახვა: 240
ტეგები: Tamuna Rastless Blog, blog, qwelly, ბლოგი, დღე, დღიური, ერთი, ქველი ბლოგი, ჩანაწერი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მაისი 25, 2026.
საათი: 11:25am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა joenwalker_მ.
თარიღი: მაისი 25, 2026.
საათი: 5:41am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია