სალამი, ჩემო ძვირფასო ჯონათან! გადავწყვიტე, შენთვის ჩემი ფიქრებიდან ამონარიდი მომეწერა... ვიმედოვნებ ზღვის ნაპირზე შესვენებისას, ნახავ, რომ შენს სახელზე წერილია და წაიკითხავ... მეც შენნაირი სული ვარ ჯონა, ცხოვრებას მონდომებული და არა უაზრობაშემოცმულ, ნაღრძობ ყოფას დაჯერებული... მეც მიყვარს თავისუფლების შეგრძნება და ფრენა ოცნებებით... ბევრჯერ დავენარცხე მწარედ შენსავით, მაგრამ სულ კოელიო მახსენდება: "მეოცნებე ყველაზე მოუთვინიერებელი არსებაა ამქვეყნად"... ჰოდა ჩვენც ვიფრინოთ, ვიფრინოთ _მდე-ს გარეშე...

      იცი, ხანდახან, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს ცხოვრება კი არა, სიზმარია... ვზივარ ავტობუსში, მესმის ადამიანების ხმა, ხმაურობს რადიოც, მაგრამ მგონია, რომ ჩემივე "რამდენიმეწამიანი" სიზმრის მთავარი მოქმედი პირი ვარ და სხვები უბრალოდ მონაწილენი არიან... იქნებ გაორებული ვარ სულიერად... ან არასწორ დროს დავიბადე და ეს უცხოობის შეგრძნებაც ამის ბრალია, ან მართლაც "მეს" სიმრავლისგან შევდგებით, როგორც მეგობარი ჰესე იტყოდა... მგონია, შენც შეიძლება იგივეს განიცდიდე ჯონათან... გწერ ახლა და იქნებ ესეც სიზმარში ხდება, რომლის სინამდვილეც ადამიანებმა დაიჯერეს... მაღაზიიდან გამოსული, ნაყიდი თავდაჯერებულობით, ამაყად მომზირალი ცარიელი სახეებით რომ საუბრობენ, რომელ კრუასანს რომელი ყავა შეუფერეს დილით და "ბრენდული" ახალი კოლექციის მოლოდინში, მღელვარებას რომ განიცდიან... ილუზიები შეიქმნეს და ამ სიზმარს ცხოვრება უწოდეს, მისი ნამდვილობა რომ ერწმუნათ და ზედმეტი ფიქრით აღარ დატანჯულიყვნენ... სად არის რეალობა?.. იქნებ სწორედ ისაა ილუზია, რასაც რეალურს ვუწოდებთ... გიფიქრია ამაზე? - ალბათ კი.. იქნებ მართლა სიკვდილის შემდეგ ვიღვიძებთ რეალობაში?.. "სიკვდილი - ეს ცხოვრების ოცნებიდან გამოღვიძებაა" - ესეც ჯონ კიტსი... ამაზე რაღა აზრის ხართ, ძვირფასო ლივინგსტონ?.. ახლა ყურსასმენში "მეფის" მარადიული სიტყვები მესმის - "მე გადმოვცურავ ზღვას"... მან მართლაც გადაცურა ზღვა... წინ მიიწევდა მშვიდი ცურვით და "მისი ზღვის" თავზე შენ ირაოთი ტკბებოდი ალბათ, ჯონათან... მიაღწია გაღმა ნაპირს, და რატომღაც, იქ ნათქვამი მისი სიტყვა, "თავისუფლებამშვიდობისა" მგონია... მასაც ხომ გამჯდარი ჰქონდა შენი მოტივები: "ზეცა არც ადგილია, არც დრო. ზეცა სრულყოფილების დაუფლებაა"... "სინამდვილეში ყოველი ჩვენგანი დიადი თოლიას, ანუ თავისუფლების ყოვლისმომცველი იდეის განხორციელებას წარმოადგენს"...

     ვზივარ ჩემს ამოჩემებულ ადგილას და გწერ ამ ყველაფერს... აქამდე სულ ფეხით ვიარე... არ მანაღვლებდა, რომ გავცდი სახლს, სადაც მელის ისევ ერთი და იგივე, დროის მექანიკური ხმაური, სულ დაცლილი ოთახების გაშტერებით მომზირალი ცივი კედლები, და არავინ... მოვდიოდი ტერფებატკიებული და ჩემთვის ვიმეორებდი აკუტაგავას სიტყვებს: "მე ნერვები მაქვს მხოლოდ... მე ნერვები მაქვს მხოლოდ"... კამიუს ტერმინს თუ გამოვიყენებთ, მეც აბსურდულ ადამიანად ვიწოდები... ბოლოს, ისევ მივალ სახლში, სადაც გამომწყვდეული მარტოობა დამხვდება ჩემივე გამოხედვით და შუაღამეზე, ფანჯარაში, ისევ გამოჩნდება ჩემი ძილდაკარგული სილუეტი... ეჰ, ჯონა, არარაობაა ეს სიტყვებიც... მაინც ვერ იტყვი ბოლომდე შენს შინაგანს... თუმცა, კენ კიზის თქმის არ იყოს, მე ვცადე მაინც, და ვიცი, გამიგებ...

ნახვა: 2196

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დღიური, ლივინგსტონი, სელინჯერი, ჩანაწერი, წერილი, ჯონათანი

Salius: მაისი 20, 2014||8:50pm

დიდი მადლობაა თამოო ამ პოსტისთვის, ძალიან მიყვარსს ♥

Restless: მაისი 20, 2014||8:51pm

მადლობა შენ :) :*

ლაშა: მაისი 21, 2014||1:58am

ამ შესანიშნავი წერილის ადრესატი → http://www.qwelly.com/profiles/blogs/jonathan :)

თამუნა, შენი წერის სტილით მოხიბლული, შენივე ბლოგის მკითხველ თაყვანისმცემლად მიგულე! :) ♥

Restless: მაისი 21, 2014||4:14pm

დიდი მადლობა ლაშა :) <3

Tamila Moshiashvili: მაისი 21, 2014||5:08pm

ჩემი მოწონებაც მიიღეთ! :) 

ნათია: მაისი 22, 2014||12:50pm

ძალიან კარგია, ძალიან მომეწონა ეს ჩანახატი და შემდეგშიც ყურადღებით ვიქნები .. სიამოვნებით გავეცნობი შენი (თქვენი) ჩანაწერების სხვა ნიმუშებს .  ჩემი აზრით, კარგად წერ'თ და წარმატებებს გისურვებ'თ :)

Restless: მაისი 22, 2014||1:56pm

დიდი მადლობა :)

Salius: მაისი 28, 2014||11:03am

თამოოოოოო ჩვენი თოლიის გამარჯვებას გილოცაავვ ^^ ჯონათანი ხომ განსაკუთრებულია ♥♥

Restless: მაისი 28, 2014||11:29am

დიდი მადლობა სალოო ^^ :)) <3 <3

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:43am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters