Qwelly ბლოგი! - ქველი (480)

შეწირული ორი ლეპტა

      დღეს სეზონისთვის შეუფერებლად ჩამოთბა. შუადღე იყო როცა გამეღვიძა და ჩიტების ჭიკჭიკიც კი მოვისმინე ჩემს ფანჯრებთან, ოღონდ ეს ისეთი ჭიკჭიკი არ იყო მთელი ზამთრი რომ ვუსმენდი კარალიოკის ხეზე მათთვის დატოვებული კარალიოკით პირჩამტკბარუნებულებს. არა, დღეს გაზაფხულის სიხარულის ჭიკჭიკს ჰგავდა მათი ხმიანობა. დღეც გაზაფხულივით მზიანი და თბილი გამოდგა, მხოლოდ იასამანი მოვინაკლისე და მისი სურნელი. ეს ამბავი აქ სრულდება.

      სვეტიცხოველში ვინც…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 6, 2016 წელი. 8:30pm — 4 კომენტარი
________________

გრძნობების კლასიფიკაცია

      ბოლო დღეებია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტის საზოგადოებრივი განხილვა მიმდინარეობს და ყველა ტიპის ყბა გამოიარა: იურიდიული, პოლიტიკური, ჟურნალისტური, სამეცნიერო, იუმორისტული, სამწერლობო, ბლოგერულიც ა.შ. ამ გამოვლილ ყბათაგან ყველა საუბრობს „რელიგიურ გრძნობებზე“, მაგრამ უმრავლესობა აღიარებს, რომ არც კი ესმით რა არის ეს. და სიმართლე რომ ვთქვა, მეც მათ რიგებს მივეკუთვნები.

      მიუხედავად იმისა, რომ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 3, 2016 წელი. 6:00pm — 1 კომენტარი
________________

ერთი შეხედვით „წვიმის წვეთი“

      ვფიქრობ, ზოგჯერ ცხოვრება წვიმასაც უნდა შეადარო, სადაც წვიმის წვეთები ადამიანები არიან, რომლებიც ქმნიან ეპოქას... ეპოქას, სადაც წვიმის ერთმა წვეთმაც კი შეიძლება გამოიწვიოს ულმობელი წარღვნა. ზოგი წვიმის წვეთი კი იმდენად სუსტია, რომ თვითმკვლელობით ასრულებს თავის ყოფას დედამიწაზე , რადგან ვერ უძლებს სამყაროს კანონებს , არ შესწევს ძალა დიდხანს იყოს იმ წვიმის წევრი, რომელშიც წვეთები ერთმანეთს ებრძვიან , პირველობისთვის ქმნიან ქაოსს, ვერ ეგუებიან…

გაგრძელება

დაამატა nina_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 1, 2016 წელი. 10:30pm — 2 კომენტარი
________________

ღიმილის ძალა

      განა გკითხავენ როგორ ხარ? ხომ არ გაწუხებს რამე? და თუ გკითხავენ გგონია აინტერესებთ?! არა! არავის არ აინტერესებს და ნურაფერს იტყვი, ნურაფერს აგრძნობინებ, მხოლოდ გაუღიმე! და ვინც აი იმ ღიმილში ამოიცნობს შენს დარდებს ის ადამიანი არ უნდა დაკარგო! არ დაკარგო და მუდამ გაუფრთხილდი, თორემ დღეს რთულია იპოვო ჭეშმარიტი მეგობრები..

      ჰო და კიდე.. ღიმილი აკეთილშობილებს ადამიანს.. ღიმილი :) ♥

დაამატა მარიამი_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 1, 2016 წელი. 9:30pm — 3 კომენტარი
________________

გი დე მოპასანი - წუთისოფელი

      ეს არის ნაწარმოები, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემზე და გამახსენა ქართული მენტალიტეტი და რეალობა, იმის მიუხედავად, რომ იგი დაწერა ფრანგული კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენელმა. მოპასანი სინამდვილის მხილების უდიდესი სურვილით შეეხო დედამიწაზე არსებულ ყველა პიროვნებას, ყველა ოჯახს, ყველას გულში შეაღწია, ადამიანებს თითქოს მოსტაცა "ღირსეული" თვისებები, ზნე - ჩვეულებები და მათი მეშვეობით შექმნა "წუთისოფლის" გმირები, რომლებსაც მთელი სიუჟეტის…

გაგრძელება

დაამატა nina_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 30, 2016 წელი. 11:00pm — 1 კომენტარი
________________

ჭრელი ფიქრები

      იანვრის მღელვარე ზღვა უფრო საინტერესოა, მშვიდი სანაპიროთი და ბღუჯა-ბღუჯა ნიჟარებით... ვიდრე ნიჟარასფერი სხეულები ივლისის ცისფერი ზღვის ფონზე...

      და ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ რომ "ირუჯები", მიძინებული ზღვის კალთაში მაგას აქვს ყველაზე დიდი "მუღამი"...

დაამატა სალომე_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 30, 2016 წელი. 3:00pm — 5 კომენტარი
________________

ვისთვის როგორ

      მზე ჩავიდა და მთვარე ამოვიდა კი არა ხალხნო, შეხედეთ:

      "მთიდან ჩამოსულმა ნახირმა თითქოს მზეც კუდზე მოიბა და სოფლის თავში ენგურში გადააგორა... უცბად შებინდდა."

      "ახალი მთვარე მთებით შეკრულ ზეცაზე ყანაში გავარდნილ ნამგალივით აპრიალდა."

ლ. გოთუა

დაამატა სალომე_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 30, 2016 წელი. 2:30pm — 3 კომენტარი
________________

გაქცევის დროა

- რა მძინარა ყოფილხარ თოვლის ქულა. - თვალი გაახილა თუ არა, თავზე მიოდი ედგა.

- გადი იქით შე აფერისტო, არაფერი აქვს ამას მოსაპარი ხომ ხედავ, რას ელაქუცები. - ტარაკანმა გვერდი გაჰკრა მიოდს.

      მიოდი სადღაც გაიძურწა.

- ადექი, ჭამის დროა თოვლის ქულავ, მარიამ რძე მოგიმზადა, შეუდარებლად ამზადებს ყველაფრს. წამო და მალე უკეთ იქნები.

      თოვლის ქულა ნელ-ნელა წამოდგა, საბნდა გამოძვრა. თავზე ჭერი რომ ეგონა, თხელი ყავისფერი და…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 29, 2016 წელი. 8:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მუზა

      იმისთვის რომ რაღაც შეიქმნას, ნაწარმოები, ტილო, მუსიკა... სულ ერთია, საჭიროა ზეგარდამო მადლი-შთაგონება ან მუზა.

      რა არის მუზა?

      ჩემი აზრით, ესაა ის ძლიერი ემოცია, რომელიც რაღაცას ან ვიღაცას მოაქვს... უნებურად

      შემდეგ უკვე, შინაგანობაში ნიაღვარად შემოდენილი ემოცია თითქოს გადამუშავდება და კვლავ გარეთ, ასოებად, ფერებად, ბგერებად იღვრება...

      ემოციაა საჭირო ასოების სიტყვებად ასაკინძად,…

გაგრძელება

დაამატა სალომე_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 22, 2016 წელი. 9:00pm — 6 კომენტარი
________________

უძლობა

      ფიქრებმა მაქციეს ღამურად, ღამით თვალს არ ვხუჭავ, დღისით კი ვსაყვედურობ თვალებს რომელიც ვეღარ უძლებს დაღამებამდე რამოდენიმე საათს. მეგონა გაივლიდა ეს ყველაფერი და მეც სხვა ნორმალური ადამიანებივით საღამოს 10 საათზე თუ არა 12ზე მაინც დავიძინებდი, მაგრამ მივხვდი რომ არაფერი გამომდის და ამდენი ფიქრის მიუხედავად მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ უძილობასთან ერთად.

დაამატა Lia_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 22, 2016 წელი. 5:00am — 2 კომენტარი
________________

ისევ მოკლე ჩართვები ყოველდღიურ ცხოვრებაში, ანუ ცნობისმოყვარე მე და მუზა

      რა ხანია მე და მუზა ერთმანეთს დავეკარგეთ. ეხლა ვთხოვე, ისევ გვეხილა ჩვეულებრივ კაცთა ყოველდღიური ცხოვრების ჭიამაია საით მიფრინავდა.

      მუზას მოლოდინში მოსაცდელ სკამზე ხანიერ ქალს მივუჯექი. ცოტა ხანში ტელეფონმა დარეკა. ჩემი არ იყო. ქალმა უპასუხა. ათი წუთის შემდეგ ახალგაზრდა გოგონა მოვიდა. ეტყობა, ნაგვიანევიშვილი ან ნაადრევი შვილიშვილი იყო. მან ქალს რაღაც მისცა. მერე უთხრა, ორი საათი დრო მაქვს, ეხლა გაგყვები, აიღე პენსია და ჩვენთან…

გაგრძელება

დაამატა ნათელა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 20, 2016 წელი. 5:00pm — 2 კომენტარი
________________

მაისი

მაისი ოცდაექვსობს,
ჩვენ კი რაღას ვაკეთებთ?!
სითყვებით რომ ვქლესაობთ,
საქმეში ხომ ვთამაშობთ.
მაისმა იმაისა,
ჩვენ კი დავრჩით ვარდებად.
წავა წლები,გადავა
და გაგვყვება დარდებად.
ჩვვენ გვეწადა დიდება,
თუმცა დავრჩით გიდებად.
...ისევ ბრძოლა გვინდება,
გამარჯვების ღირსება.

ნათელა გორგოშაძე-დუმბაძე
2015 წ. მაისი.

დაამატა ნათელა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 20, 2016 წელი. 4:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ნათლისღებას არაგვზე

      დღეს, საკვრიაო ქადაგების დასასრულს, მამაომ თქვა, რომ ხვალ, ორშაბათს, 18 იანვარს, ჩავატარებთ ღამისთევის მსახურებას, ღამისთევის შემდეგ კი არაგვში ჩავალთო. ამ სიტყვების თქმა იყო და ტაძარში ერთდროულად ჩამოიარა ბედნიერმა სახეებმაც და აციებულმაც. თვალებანთებული თუ სიცივეშეპარული მრევლი ერთმანეთს ეკითხებოდა - აპირებ ჩასვლას?! პასუხები არაერთგვაროვანი იყო: არ ვიცი; ვნახოთ; თუ ძალიან არ ეციება; თუ არ გავიყინები ჩავალ; ჩავდივარ აბა რას ვშვრები; არაა,…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 20, 2016 წელი. 3:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მოყოლილი ფილმები

      ფილმში მოქმედება სოფლად იწყება. მთავარ გმირს მამა გარდაეცვლება და ობლად დარჩენილი ქალაქში დასახლებას გადაწყვეტს. ჩასვლის პირველსავე დღეს ქალს გაიცნობს და ერთი ნახვით შეუყვარდება. ქალი გათხოვილია ბიზნესმენზე, რომელიც ხშირად მივლინებაშია. სილამაზით დაჯილდოებული ქალბატონი, სიმდიდრის მიუხედავად, მარტოობას ვერ გუობს და საყვარლების სიმცირეს არ უჩივის. ახლადდაობლებული მთავარი გმირი კი, მისი თანამზრახველი გახდება ერთ-ერთი საყვარლის მოცილებაში. ცუდად…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 18, 2016 წელი. 8:30pm — 9 კომენტარი
________________

მრისხანება ცილისმწამებლებისადმი

 - კიდევ რამდენი მომხსენებელია ვასილისკო? - აღფრთოვანებამ თითქოს დაღალაო ბელზებული.

 - ჯერ კიდევ ერიან ბატონთა ბატონო.

 - უხმეთ!

 - შემდეგი ვინც ჩვენი დღევანდელი შეკრების წინაშე სიტყვით გამოვა, მრისხანების ეშმაკი გახლავთ.

Qwelly, blog, ბლოგი, მრისხანება, სარწმუნოება, ქველი, ქრისტიანობა, შეკრებები ჯოჯოხეთში, ცილისწამება

      ეშმაკების გუნდში რხევა დაიწყო, თითქოს ვიღაც მოაპობდა იქაურობას. ნელ-ნელა ახალბედა ეშმაკუნებმა, რომლებიც მეტისმეტი ყელყელაობით ბელზებულისთვის თავისმოწონებას…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 17, 2016 წელი. 9:30pm — არ არის კომენტარები
_______________

თოვლის ქულა ახალ სახლში

 - მშვენიერი სახელია თოვლის ქულა. შემოხვალ ჩვენს სამეგობროში?

 - ბიჭებო, ვერ ხედავთ როგორ კანკალებს, შეციებული, შეშინებული და მოშიებული იქნება. ჩვენთან წავიყვანოთ, გავათბოთ და ვაჭამოთ საჭმელი - თქვა ოლეანდრის ღიმილმა და ნაზად აკოცა თოვლის ქულას.

      არ იცის რამდენად კარგი აზრია, მაგრამ მართლა ძალიან ცივა და მიუხედავად მზიანი დღისა, ფეხები მაინც მოყინული აქვს და ძალიან მოშიებულიცაა. ამიტომ გადაწყვიტა დამერჩილებოდა ბედს.

     …

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 15, 2016 წელი. 9:00pm — არ არის კომენტარები
_______________

განაზრებანი გულშემატკივართათვის!

      რამდენიმე კვირაა ქართული საზოგადოება მოიცვა ქართველი კალათბურთელის ზაზა ფაჩულიას გულშემატკივრობამ. ყველაფერი სოციალურ ქსელებში დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით სახელმწიფო დონეზეც კი დავიწყეთ გულშემატკივრობა, სატელევიზიო კამპანია, მინისტრების მოწოდებები და მხარდაჭერები და სხვა მრავალი. მართლაც, დიდებული საქმეა ქართველმა კალათბურთელმა მიიღოს მონაწილეობა NBA-ის All Star-ში. ესაა კიდევ ერთი შანსი, "ჯორჯიელობა" ამერიკის შტატს კი არა, დამოუკიდებელ,…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 13, 2016 წელი. 4:30pm — 16 კომენტარი
________________

ნათლიების გუნდი

 - მოდი, მოდი გამოგათრიო, რა იყო თოვლში გორაობა გიყვარს. თუ აქამდე შენიანები არასოდეს გინახავს? გამარჯობა! ბიჭებო, მოდით აქ, სივრცეში დაკარგული მეგობარი გვყავს.

      ამის თქმა იყო და სანდომიანთვალებიანი ყავისფერის გვერდით, სამი "ბიჭი" გამოჩნდა, ერთი შავი იყო, ერთი ყავისფერი და ერთიც კრემისფერი.

 - ვახ, რა საყვარლად გამოიყურება, სად იპოვე?

 - თოვლიდან გადმოვარდა, მერე გამოძვრა, მერე ჩემს ხმაზე გაიქცა და ახლა კიდევ გამოვაძვრინე…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 11, 2016 წელი. 9:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ტომატით გაჯერებული კინო

      პირველად ხდება რომ ფილმის ყურებისას ჩანიშვნას ვიწყებ, მაგრამ რა ვქნა სხვა გზა არ მაქვს. ძალიან მინდა ვუყურო, ორი დღის წინ დავიწყე, მაგრამ სამარცხვინო ამბავი დამემართა, ისე ვიყავი დაღლილი და გონებაგათიშული, დასასრულისკენ ჩამეძინა და რომ გამოვიღვიძე, ნორმალურად არ მახსოვდა ვინ ან რა ვნახე. ეგეც არ იყოს, არ მინდა "მაკულატურის" ეფექტი დამემართოს და 3 ან 4 ნახვა დამჭირდეს იმის გასაგებად საერთოდ რა ხდება. ამიტომ მოდი ფილმის აღწერას…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 8, 2016 წელი. 7:00pm — 1 კომენტარი
________________

მიწის სიხარული

      ორი ათასწლეული და კიდევ საუკუნის მეთექვსმეტედი გავიდა. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, იმ ხანად რომ დაბადებულიყავით. ალბათ როგორ ხარობდა ქვეყნიერება. პირველად დედამიწა ალბათ ხარებისას შეინძრა და გული აუჩქარდა, როდესაც მოისმინა იესოს სამომავლო განკაცების ამბავი, ხარება ხომ მაცხოვრის ადამიანში სრულად დამკვიდრების დღესასწაულია. რას გრძნობდა მიწა, როდესაც მიდგომილი ქალწული დააბიჯებდა? არ ვიცი. და დღეს შობაა. განცხადება უფლის განკაცებისა. როდესაც…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 6, 2016 წელი. 5:30pm — 1 კომენტარი
________________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Qwelly World

free counters