გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
ადამი სულ მთლად აუტანელი გახდა. არ შეუძლია, მშვიდად და აუჩქარებლად ისეირნოს სამოთხის ბაღში. გამუდმებით დარბის, დახტის, ყირაზე გადადის, თან ისე ყიჟინებს, გეგონება ერთი კი არა, რამდენიმე ადამიაო. საიდან სად აღარ გაიგონებ მის ყურისწამღებ ხმას...
ხანდახან კიდევ ყოვლად უცნაურ გასართობს გამოიგონებს ხოლმე. იმ დღეს შევესწარი, ხეზე ჯოხს უბრახუნებდა, ხის ტოტებზე კი დაფეთებული წითელი ციყვი აწყდებოდა აქეთიქით. ერთი მითხარით, განა ამას თამაში ჰქვია? ძლივს დავამშვიდე მერე წითელი ციყვი, როცა ადამი, ბოლოს და ბოლოს, გაეცალა იქაურობას, მისი ყიჟინა ახლა სხვა მხრიდან მოისმა.
ამ ბოლო დროს ქვების სროლა დაიწყო. მოაგროვებს ქვებს, დაახვავებს ერთ ადგილას, და რაც კი თვალში მოხვდება, ყველაფერს ქვებს უშენს. ძალიან უხარია, თუ მიზანში მოახვედრა (ნეტავი რა უხარია?). ოღონდ რაიმეს მოახვედროს ის ქვა, სხვას არას დაეძებს. იმ დღეს სამოთხის ჩიტს ესროლა ქვა, ამას როგორ ვიფიქრებდი? მესმის რომ მწიფე ვაშლს ესროლო ქვა, თუ ხეზე ასვლა არ გეპრიანება, ხის ტოტზე შემომჯდარ მშვენიერ ფრინველს რას ერჩი?
სულაც არ მეხალისებოდა ადამთან ლაპარაკი, მაგრამ მეტის მოთმენა აღარ შემეძლო და სამოთხის ჩიტს გამოვექომაგე:
- ხან ქვებს ისვრი, ხან ჯოხს უბრახუნებ ყველაფერს, რასაც კი მიწვდები, - ვეუბნები ადამს, - შენი ყიჟინისგან ხომ ყურთასმენა აღარ არის. აბა მიიხედ-მოიხედე, სამოთხის ბაღში ვინ იქცევა შენსავით? ასე ყველას თავს მოაბეზრებ.
თქვენ გგონიათ, რამე მომისმინა? ის კი არადა, ახლა მე გამომიდგა ჯოხით. ძლივს გავასწარი. არა, მეტისმეტად სულელია და თავკერძა, მასთან არასოდეს ვითამაშებ.
კენჭებით ვთამაშობდი, ხან მაღლა ვისროდი და მერე ისევ ვიჭერდი, ხან მწვანე მოლზე ვალაგებდი ნაირნაირ ფიგურებად. კარგად გავერთე, კენჭები ნაირფერად ბრჭყვიალებდნენ მზის სხივებზე და ეს მეტად მომწონდა.
თითქოს განგებ, ყველას ახლა მოენატრა ჩემთან თამაში.
აი, დათუნია მობაჯბაჯებს, თათით თავისკენ მიხმობს. მეთამაშეო, მეორე თათს გემრიელად ილოკავს, ალბათ თაფლით გაითხუპნა.
- რა კარგ დროს გამოჩნდი, დათუჩა. მოდი, ფერადი კენჭებით ვითამაშოთ.
დათუჩამ სცადა, ძალიანაც მოინდომა, მაგრამ თამაში არ გამოუვიდა. ის კი არადა, თაფლით გათხუპნულ თათებზე მიეწება კენჭები, ძლივს მოვაცილე.
- ხედავ, არაფერი გამოგდის, - ვუთხარი.
დათუნია ბურტყუნით გამეცალა, მგონი, გულნაკლული დარჩა.
მალე სხვებიც გამოჩნდნენ, მელაკუდა, ფოცხვერი, ირემი თუ ხარი... ყველას რა ჩამოთვლის... ირგვლივ შემომეჯარნენ და თვალს არ მაცილებენ. ერთი იმასღა ელიან, როდის მოვიცლი მათთან სათამაშოდ. ლომიც გამოერია მათში, ზვიადი მზერით გამოირჩევა. ამაყად დგას, ხმას არ იღებს, მაგრამ ვიცი, ერთი სული აქვს, როდის მივალ მასან და როდის ავუწეწავ ფაფარს.
- როგორმე სხვა დროს აგიწეწავ ფაფარს, ახლა ხომ ხედავ, სხვა გასართობი მოვძებნე, - ვეუბნები ლომს და კენჭებს მაღლა ვისვრი. Kარგად ვიცი, არც მისი თათები გამოდგება კენჭაობის სათამაშოდ. ლომმა ცოტა ხანს კიდევ მიყურა, მერე თავი ჩაღუნა და გასწია, რათა სხვა გასართობი მოეძებნა.
ყველამ კარგად დაინახა, თუ როგორ გავისტუმრე დათვი და ლომი, ადგილიდან მაინც არ იძვრიან, თვალმოუშორებლად შემომყურებენ, იქნებ გულმა მათკენ გამიწიოს.
მგელიც რომ ახლა გამოჩნდა... განურჩეველი იერი იყურება, ვითომც აქ არაფერიო, მაგრამ თვალს წამითაც ვერ მაცილებს. ეს იმის უტყუარი ნიშანია, რომ მასაც ჩემთან თამაში მონატრებია. თეთრი კრავი გვერდით უდგას, ლამის ზედ ეკვრის თეთრ გუნდასავით.
- ვერც შენ გეთამაშები, მგელო. სჯობია, ისევ კრავს ეთამაშო.
მგელი მაშინვე გატრიალდა, ისევ კრავს მიუბრუნდა. მისი ადგილი ახლა ირემმა დაიკავა, ნამიანი თვალებით შემომციცინებს, და სულ ამაოდ...
ირემს სპილო მოჰყვა, მერე კენგურუ... რომელი ერთი ჩამოვთვალო...
- დაიცადონ, არა უშავთ რა, - ვამბობ ჩემთვის და ისევ მაღლა ვისვრი ფერად კენჭებს. ვიცი, ცოტათი გულნაკლულები დარჩნენ, მაგრამ როგორც კი მათთან თამაშს ისევ დავიწყებ, ყოველივე დაავიწყდებათ.
უცბად ფერად კენჭებში მწვანე კაკლები გამოერია, სადღაც მაღლიდან ჩამოცვივდა. ვხედავ, ხის ტოტზე წითელი ციყვი შემოსკუპებულა და მწვანე კაკლებით თამაშობს.
- მოდი, ვითამაშოთ, - ვუთხარი მაშინვე. ციყვმაც იმწამსვე ისკუპა ტოტიდან.
ჰოდა, მაჯობა წითელმა ციყვმა ფერადი კენჭებით თამაშში. ხლა უკვე მე დავრჩე გულნაკლული, მაგრამ არც იმდენად, სულ ცოტათი.
ბარაქიანად იწვიმა, ბაღის მწვანე ბილიკები ერთიანად დაინამა; ზოგ ადგილას პაწია ტბორებიც კი გაჩნდნენ. ორი მზის ტბორს ცხადია, ვერ შეედრებოდნენ სიდიდით. როდესაც მზემ ისევ გამოანათა, სულ მალე ამოშრნენ ის პაწია ტბორები. ერთერთის ფსკერზე ჩემი ფერადი კენჭები ვიპოვნე. ამას წინათ დიდხანს ვითამაშე ამ კენჭებით, მერე იქვე მივყარე და დამავიწყდა.
გველს ვუამბე ეს ყველაფერი (მიყვარს მისი ქარაგმებიანი ლაპარაკი. მართალია, ხანდახან ძალიან ვიღლები, სამაგიეროდ ძალიან საინტერესოა).
- როგორია ეს დავიწყება, კარგია თუ ცუდი? - ვკითხე გველს.
- არც კარგია, არც ცუდი, - თქვა გველმა.
- ეს როგორ! ან კარგი უნდა იყოს, ან ცუდი.
- ფერად კენჭებს არაფერი დაჰკლებიათ, შენ რომ ისინი დაგავიწყდა, - მეუბნება გველი, - არც შენ დაგკლებია რაიმე, ისევ იპოვნე უცვლელად. ასეთი დავიწყება ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან არაფერს ცვლის. ეს პატარა, ძალიან პატარა დავიწყებაა . . .
გველი მართალია, მართლაც არაფერი შეცვლილა. მე ისევ მაქვს ფერადი კენჭები, შემიძლია ვითამაშო, რამდენიც მინდა. პატარა დავიწყება პატარა ტბორივითაა.
უცბად გველის ხმა გაისმა:
- დიდი დავიწყებაც არსებობს . . .
- ეს რაღაა?
- როცა დიდი ტბორი უკვალოდ მიჩქმალავს ყველაფერს, რაც მის ფსკერზე .დაგრჩება... . . და როცა მის მოძიებას შეეცდები, შენს საკუთარ სახეს შემოგაჩეჩებს დაკარგულის სანაცვლოდ.
შემაშინა გველის სიტყვებმა. ჩემი ფერადი კენჭები ასეთი დიდი ტბორის ფსკერზე რომ მოხვდეს, ალბათ ვერასოდეს ვიპოვი მათ.
- ვერც ატმებს იპოვიდი. უკვე დამწიფდნენ და შენ გელოდებიან, - მესმის გველის შემპარავი ხმა.
უცბად გამახსენდა; ატმები შევათვალიერე სამოთხის ბაღში, სულ ცოტა აკლდა მათ დამწიფებას. წამოვხტი და უკანმოუხედავად გავიქეცი. მართლაც, უკვე დამწიფებულიყვნენ, მთელი ხე წითლად დაბრაწული ნაყოფით დახუნძლულიყო. გული ვიჯერე მათი ჭამით. განა ოდესმე ამ ატმების გემო დამავიწყდება?
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მარტი 15, 2024.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
1 Like
The New Apple PvP arenas are able here, calm with a avant-garde PvP rewards clue with its clandestine rewards, development, and adopted money to New World Gold collect
A new action arrangement has accustomed in MMORPG New World, all concentrated all-around PvP. As promised at the New Apple roadmap, The New Apple PvP arenas and the casting new PvP rewards tune, which offers accurate rewards for accustomed out a block of participant-on-participant brawling.
The new Amphitheatre…
გაგრძელება
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მარტი 14, 2024.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Bow characters are often one of the worst league-starter builders in Path of Exile because of gearing issues and too little life threatening on the ideal side of their passive tree.The gearing issue isn't a concern with Hazardous Rain. Provided that you own a bow with some sort of madness or toxin damage scaling, Toxic Rain becomes one of the best Bow abilities in the sport. Launching toxic arrows into the sky, this skill releases spores on effect that deal substantial chaos harm over time.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 12, 2024.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
NAD+ dietary supplements are appropriate for most of us at most moments. This compound participates in many physiological pursuits, making it universally useful.
Although it’s a perfectly-rounded therapy, NAD+ does relate to some wellness conditions. Folks generally look for it out to handle or reduce:
Fatigue and lower focus
Anxiety and extreme pressure
Despair or even a very low temper
Pores and skin problems like…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 11, 2024.
საათი: 11:01am
0 კომენტარი
2 მოწონება
11 მარტი კინომოყვარულთა და ამერიკული კინოს ხელოვანთა ზეიმით დაიწყო. რა თქმა უნდა ამერიკაში, კალიფორნიაში, ლოს ანჯელესში და დოლბის თეატრში. ოსკარების რიგით 96-ე დაჯილდოებას წელს ჯიმი კიმელი უძღვებოდა. მოულოდნელობებით სავსე ოსკარი იყო და არ ვიცოდით ვინ აიღებდაო, მასეც ვერ ვიტყვით, რადგან ნოლანმა ბომბასავით ფილმი…
© 2024 George. •
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია