გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      არა, არ შეუძლია სხვანაირად. არაფერს შეგარჩენს, აუცილებლად წასართმევად გამოგენთება, თუნდაც არაფრად ჭირდებოდეს. იმ დღეს ყვავილების გვირვგინი მედგა თავზე, მშვენიერი ნაირფერი სურნელოვანი გვირგვინი... იმდენხანს მოვუნდი იმის დაწვნას. ცისფერმა ჩხიკვმა წამახმარა ნისკარტი, თორემ ალბათ ასეთი კოხტა არ გამოვიდოდა... დავიმაგრე თავზე, ცისფერი ჩხიკვი ამ საქმეშიაც მომეხმარა... გავუყევი მწვანე ბილიკებს.

      ვხედავ, ადამი მოაბიჯებს. თუმცა, მოაბიჯებს კი არადა, მოხტის, მობუქნაობს, გადახტება ხან აქეთ, ხან იქით. ისეთი მოუსვენარია, მეტი რომ აღარ შეიძლება. თვალებსაც რაღაც უცნაურად, სულელურად აჭყეტს. მე არ მოვრიდებივარ, ჩემს გზას მივუყვებოდი. ხელცარიელს აბა რას გამომრჩება მეთქი, ვიფიქრე...

      დამინახა, თუ არა, მაშინვე ჩემსკენ გამოიქცა. მომვარდა, თავიდან ყვავილების გვირგვინი მომგლიჯა და თვითონ ჩამოიფხატა თავის გაბურძგნულ თავზე.

      თქვენ გგონიათ, მოუხდა? არაფერიც. კიდევ უფრო სულელური იერი მიიღო.

      მერე კი რა სასაცილო იყო, რომ იცოდეთ: სულ დაავიწყდა, თავზე ყვავილების გვირგვინი რომ ედგა (აბა მე ეს როგორ დამავიწყდებოდა!), მოეღრიცა გვერდზე იმდენ სირბილში და ხტუნაობაში. შევხედე, სიცილით ჩავბჟირდი, თან პირზე ხელი მივიფარე, არ მინდოდა, დაენახა ჩემი სიცილი, ვიცი მისი უკუღმართი ხასიათის ამბავი და სიფრთხილეს ვამჯობინებ.

      მაინც მიხვდა რაღაცას, თავზე მოისვა ხელი, მოიძრო ყვავილების გვირგვინი, ძირს დააგდო და ზედ ფეხებით შედგა. აი ნამდვილი სულელი.

ტბორში ყველაფერი ორია

      ტბორის ნაპირას ვთბებოდი რბილ ბალახზე გაწოლილი, ორი მზის ცქერით ვერთობოდი. ველოდი, როდის შეხვდებოდნენ მზეები ერთმანეთს, როდის გადაიქცეოდა ორი მზე ერთ მზედ, მერე კი ისიც გაქრებოდა. ყოველი მზის ჩასვლისას ხომ ასე ხდება ამ ტბორში.

      უცბად ვხედავ, ტბორში მოჭვრიტინე მზის სახეს თეთრი ღრუბელი გადაეფარა. მაღლა ავიხედე, ლურჯ ცაზე მსუფევ მზესაც წამოჰპარვია თეთრი ღრუბელი. ახლა უკვე თეთრი ღრუბელიც ორია, ერთი მათგანი ლურჯი ცის თაღზეა, მეორე ტბორის წიაღში. მათ მიღმა ორი მზე მიმალულა.

      გადაიარა თეთრმა ღრუბელმა ცის თაღზე, ტბორშიაც გადაიარა მისმა ორეულმა. ისევ ორმა მზემ შემომაჭყიტა თვალები. ცოტა ხანში მზეს ისევ წამოეპარა ღრუბელი... როგორც ცაზე, ისე ტბორშიც.

      განა მარტო მზე და ღრუბლები, თვითონ ლურჯი ცაც ორია. ერთი მაღლა, ჩემს თავს ზემოთ კამკამებს, მეორე ტბორის წიაღში ჩაფენილა. ისინიც ისე ჰგვანან ერთმანეთს, როგორც მზის და თეთრი ღრუბლების ორეულები. ოდნავი სხვაობაც კი არაა მათ შორის. ლურჯი ცა ტბორის წიაღში იყურება და იქ თავის თავს ხედავს, თავის ბინადარ მზესთან და ღრუბლებთან ერთად, და ყველაფერი ორია, მხოლოდ ტბორია ერთი.

      მერე სხვა რაღაცეებიც დავინახე; თურმე ტბორის ნაპირას გადმოხრილი მწვანე ბუჩქებიც იყურებიან ტბორის წიაღში და იქ თავის თავს ათვალიერებენ. მოშორებით მოშრიალე მწვანე ხეების დანახვაც შევძელი, მიწაზე პირქვე გაწოლილმა, ცხვირი ლამის წყლის ზედაპირს შევახე... და საერთოდ, მთელი სამოთხის ბაღი მოჩანს ამ კამკამა ტბორში, მოშრიალე ტანმაღალი ხეებით, ნაირფერი ყვავილებით და მთელი თავის ბინადრებით.

      ტბორის ნაპირას ნუკრი გამოჩნდა, ისიც ორია, ერთი მწვანიანზე, მეორე ტბორის წიაღში. ყველაფერი ორია, რაც კი ამ ტბორში ჩამოიხედავს, და ერთი ბეწოთიც კი არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ისე ჰგვანან ერთმანეთს.

      უცბად ტბორის კამკამა ზედაპირი შეირხა, ათრთოლდა, პატარა წრიული ტალღები გაიშალნენ ყველა მხარეს. რაღაც დაეცა მის ზედაპირზე. ზემოთ ავიხედე, კაჭკაჭი დავინახე, თურმე ნისკარტით კაკალი მიჰქონდა, გაუვარდა და ტბორში ჩავარდა.

      აძიგძიგდნენ, ათრთოლდნენ ტბორში ჩაფენილი ლურჯი ცა, მზის ელვარე სახე და თეთრი ღრუბლები. ტბორის წიაღში ყველაფერი თითქოს ნაწილნაწილ იშლება, ისე თრთის და ცახცახებს. ახლა უკვე აღარ ჰგვანან ერთმანეთს სამოთხის ბაღი და მისი ორეული, და ასე მეჩვენება, თითქოს ორეულები ცდილობენ გაექცნენ თავიანთ ნამდვილ სახეს, ტბორის კამკამა ზედაპირის მაღლა რომ სუფევს. ეს განსაკუთრებით მზის შესახებ ითქმის, თვითონ ნამდვილი მზე, შეკრული და მთლიანი, ჩვეულებისამებრ, გულიანად იცინის, მისი ორეული კი ისე დაიშალა და დაიფანტა, ვეღარც კი წარმომიდგენია, ოდესმე თუ მოიყრიან თავს ისევ. სხვისა არ ვიცი, მზის ორეული კი ნამდვილად ცდილობს გაქცევას სადღაც.

      მაგრამ აი, დაწყნარდა ტბორის ზედაპირი, იმ კაკლის გარდა აღარაფერი დასცემია მის კამკამა ზედაპირს. პატარა წრიული ტალღები გაუჩინარდნენ. ტბორის წიაღში ჩაფენილი ორეულებიც თანდათან დამშვიდნენ, ოდნავ შესამჩნევადღა თრთოდნენ. მერე კი სულაც შეწყვიტეს თრთოლვა, ისინიც უძრავდ გაირინდნენ. სამოთხის ბაღი და მისი ორეული ისევ უწინდებურად შეაჩერდნენ ერთმანეთს, უშფოთველად და აუმღვრევლად.

      მერე უკვე მე თვითონვე ვისროლე კენჭი ტბორში (აღარ დამიცდია, კაჭკაჭს ისევ როდის გაუვარდებოდა კაკალი ნისკარტიდან), ისევ ათრთოლდნენ და აძიგძიგდნენ ტბორის წიაღში ჩაფენილი მზე, თეთრი ღრუბლები და მწვანე ხეები. ახლაც ცდილობენ სადღაც გაქცევას ათრთოლებულ-აცახცახებული ორეულები, მაგრამ ვერსადაც ვერ გარბიან. ამაოა მათი მცდელობა, ვერაფრით ვერ გაექცევიან თავიანთ ნამდვილ სახეს. ორი მზის ტბორი თანდათან მშვიდდება, ორეულებიც თავიანთ პირვანდელ სახეს იბრუნებენ.

      ისევ ვისროლე კენჭი ტბორში, ყველაფერი თავიდან დაიწყო...

      მართლაც რომ მშვენიერი გასართობი ვიპოვნე...

რა არის სამოთხე?

      - მითხარი რაიმე სამოთხის შესახებ...

      თვალები გავახილე. გველს კისერი მოუღერებია, თავისი ბნელი ლაქებით დამყურებს. არადა, თითქოს მისი ჭაჭანებაც არ იყო, როდესაც დასაძინებლად მოვიკალათე.

      - მეძინება, - ვამბობ და თვალებს ვხუჭავ, - სხვა დროს ვისაუბროთ.

      როგორც ჩანს, გველს არ ეძინება, ლაპარაკის ხასიათზეა.

      - მითხარი რაიმე სამოთხის ბაღის შესახებ, - ისე ჩამესმა მისი ხმა.

      - რა უნდა გითხრა, - ვეუბნები თვალგაუხელელად, - შენ ხომ ყველაფერი იცი ისედაც...

      - ჩემთვის არა, სხვების გასაგონად უნდა თქვა რაიმე.

      - ვინ სხვების, - ვბუტბუტებ ნახევრად ძილში წასული, - ვინ არიან ისინი...

      - ისინი, რომლებიც შენგან ელიან პასუხს, ელიან ძალიან, ძალიან ბევრ კითხვაზე, ვერც კი დაითვლი, იმდენჯერ გკითხავენ, სამოთხის ბაღი რა არისო... უკვე მესმის მათი ჟრიამული, დროის უკუნეთს ავსებს მათი ხმების ექო...

      - შენ თვითონ უთხარი ჩემს მაგივრადაც.

      - ჩემს ხმას ვერ გაიგონებენ, თვითონვე უნდა თქვა შენი სათქმელი. იცოდე, მოსვენებას არ მოგცემენ, ყველა სხვა ხმას დაფარავს მათი ღაღადისი...

      - მაფშალიას ხმასაც?

      - მაფშალიას ხმასაც.

      თვალები გავახილე, ეს მგონი მართლაც არ უნდა იყოს უბრალო ამბავი. განა შეიძლება მაფშალიას ხმა რაიმემ დაფაროს?

      - რა უნდა ვთქვა, რის შესახებ უნდა ვუამბო მათ...

      - თუნდაც ის ცხადი სურათ-ხატება აღწერე, რასაც ახლა შეჰყურებ. მერე შენი სიზმრებიც გაიხსენე...

      სიხარულისგან ტაშიც კი შემოვკარი ამის გაგონებისას.

      - თავიდანვე გეთქვა ასე, მე ხომ მშვენივრად ვიცი, თუ რა არის ცხადი და სიზმარი (რამდენჯერ გვილაპარაკია ამაზე). ცხადი ისაა, რასაც ახლა თვალხილული შევყურებ, და რაც ასე ძალიან მომწონს. აი ახლა, ჩემს თავს ზემოთ ტანმაღალი ხე შრიალებს, ირგვლივ ფერადფერადი ყვავილები იფურჩქნებიან. მათ შორის სამოთხის ჩიტი დაგოგმანებს, შორიახლოს ფარშევანგს გაუშლია თავისი ნაირფერი ბოლო... ბუჩქებიდან შვლის ნამიანი თვალები იჭვრიტება, და ყველა მე შემომციცინებს. მელოდებიან, როდის ვითამაშებ მათთან. ყველაფერ ამას ცხადად ვხედავ, თვალახელილი.

      - სიზმარში რაღას ხედავ?

      - ზუსტად იმავეს, რასაც ცხადში, ოღონდ უკვე თვალდახუჭული, - ვამბობ და ისევ ვხუჭავ თვალებს. ამ საუბრისთვის ნამდვილად არ ღირდა ძილის დაფრთხობა. უკვე ბევრჯერ ვილაპარაკეთ სიზმრის და ცხადის მონაცვლეობაზე.

      მაგრამ გველი მაინც არ ცხრება.

      - მერედა, ჰგვანან ერთმანეთს? - მეკითხება შემპარავი ხმით.

      - რაზე ამბობ? - ვეღარ ჩავხვდი ნახევრად მძინარე.

      - ცხადი და სიზმარი თუ გვანან ერთმანეთს.

      - რა თქმა უნდა, გვანან.

      - ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებიან?

      - არაფრით.

      - ერთი ბეწოთიც კი?

      - თუნდაც ერთი ბეწოთი. სიზმარშიაც ტანმაღალი ხეები დამშრიალებენ თავზე, ირგვლივ ფერადფერადი ყვავილები იჭურჩქნებიან, მათ შორის სამოთხის ჩიტი დაგოგმანებს. იქვე ფარშევანგს გაუშლია ბოლო, ბუჩქებიდან ნუკრი იჭვრიტება... და ყველა ყელგადაწევით მეხვეწება, ჩვენთან ითამაშეო...

      - ჰოდა, შენი სათქმელიც ეს არის, ევა, - ამბობს გველი.

      - რომელი სათქმელი, რაზე ამბობ...

      - როცა ცხადი და სიზმარი ისე ჰგავს ერთმანეთს, რომ ვერც კი გაარჩევ, რომელი რომელია... სამოთხეც სწორედ ესაა...

      მთლად გამოფხიზლდი, ისე მომეწონა გველის სიტყვები.

      - ადრე ამაზე არ მიფიქრია, - ვეუბნები გველს, - ცხადი და სიზმარი მართლაც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, ისე როგორც კამკამა ტბორში არეკლილი და ჩაფენილი სამოთხის ბაღი ჰგავს თავისთავს. მათ შორის არავითარი განსხვავება არაა... სულ ერთი ბეწოც კი...

      მერე დავფიქრდი. უცბად გამახსენდა ტბორის დაჭმუჭნულ-დატალღული ზედაპირი, როცა მასზე კაკალი დაეცა.

      - ამას წინათ კაჭკაჭს კაკალი გაუვარდა ნისკარტიდან, - ვეუბნები გველს, - კაკალი ტბორს დაეცა. ჰოდა, ტბორის ფსკერზე ჩაფენილი სამოთხის ბაღი სულ სხვანაირი გახდა. ტბორში ყველაფერი აცახცახდა, ათრთოლდა, თითქოს ნაწილებად დაიშალაო. აღარც მზე ჰგავდა თავის თავს ტბორის წიაღში, აღარც თეთრი ღრუბლები, არც ტანმაღალი ხეები, ყვავილები თუ ბუჩქებიდან მომზირალი შვილის ნუკრი. ისე ჩანდა, თითქოს ერთმანეთს გაურბიანო. სიზმარი და ცხადი თუ გაექცევა ოდესმე ერთმანეთს?

      - ასედაც ხდება, - ყრუდ გაისმა გველის ხმა.

      - როდის? - ვიკითხე და ისევ ძილი მომერია.

      გველის ხმა აღარ გამიგონია. არ ვიცი, მიპასუხა თუ არა. მერე მე ჩამეძინა და სიზმარშიც გველი ვნახე. ყელი მოუღერებია, თავისი ბნელი ლაქებით დამყურებს და მეუბნება:

      - მითხარი რაიმე სამოთხის ბაღის შესახებ...

ნახვა: 254

ტეგები: Qwelly, ადამი, ბლოგი, მოთხრობა, სამოთხე, ქადაგიძე, ქველი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

6 Advantages Of Great deal CLEARING FOR A BUSINESS

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:57am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

MMOexp:Make great RPGs even better

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:23am 0 კომენტარი

I've had this thought – or a less metaphorical version of this thought – a lot this year. 2023 was an amazing year for playing games, and maybe an even better year for waiting to play games. The comeback-cementing release of Cyberpunk 2077: Phantom Liberty and its accompanying 2.0 update is probably the most extreme example of waiting for improvements. But even for games that were initially released this year, waiting even a month or two could lead to a dramatically improved first… გაგრძელება

One of the most intriguing features

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:55am 0 კომენტარი

Beyond Combat: A Story to Unfold:

While Throne and Liberty offers large-scale player versus player (PvP) and player versus environment (PvE) combat experiences, the developers emphasize the importance of the narrative. The game features a "story-driven adventure," weaving a captivating storyline into the core gameplay. This integrated Throne and Liberty Lucent narrative adds purpose and direction to the player's…

გაგრძელება

With the support of their loyal

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:32am 0 კომენტარი

Featuring a rich and atmospheric setting, diverse character classes, and a wide array of weapons and abilities to master, Dark and Darker offers endless possibilities for customization and strategy. Whether you prefer to Dark And Darker Gold brave the depths of the dungeons alone or team up with friends to conquer formidable foes, there's something for every adventurer in this epic fantasy adventure.

Building a Brighter…

გაგრძელება

Qwelly World

free counters