გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - ყური დამიგდე, მინდა რაღაც გითხრა, - ბუტბუტით მეუბნება მდინარე.

      - რა უნდა მითხრა? - ვეკითხები, თან თვალი მის ამწვანებულ ნაპირზე მრჩება, სწორედ იქ, სადაც ფარშევანგები დაგოგმანებენ, მათთან თამაში მირჩევნია.

      - ვინ აღარ მინახავს ჩემს ნაპირებზე...

      - მაინც ვინ გინახავს?

      - მაგას რა ჩამოთვლის, - წყნარად მეხმიანება იგი, - ალბათ ვერასოდეს დავასრულებ, მათი ჩამოთვლა რომ დავიწყო, ვისაც კი ჩემს ნაპირებზე უსეირნია. მე იმის თქმა მინდა, რომ მათ შორის არავინ მინახავს შენსავით უზრუნველი და მხიარული.

      ასეთი რამ პირველად გავიგონე და ცოტათი გამიკვირდა.

      - დავიჯერო, სამოთხის ბაღში არავინაა ჩემსავით მხიარული?

      - მხოლოდ მზე თუ შეგედრება ამ მხრივ, სხვა არავინ.

      - მაინც რას ნიშნავს მეტი ან ნაკლები მხიარულება, რას შეიძლება შეადარო? - ვეკითხები მდინარეს. ვხედავ, ლაპარაკის ხასიათზეა და ხათრს არ ვუტეხ.

      - მხიარულება სიხარულის ანარეკლია,--ბუტბუტებს მდინარე,- სიხარული კი თავნება ტალღას მოჰგავს. ბუმბულივით მსუბუქად აგიტაცებს, ერთიანად ცისარტყელას ფერებში გაგხვევს. მერე კი, ხედავ, სადღაც სულ სხვაგან მიექანება, თითქოს ახალი კალაპოტი აირჩიაო.

      - მერე არ შეიძლება ისევ იპოვო სიხარული?

      - ეს ყოველთვის არ ხერხდება, ხანდახან იგი მეტისმეტად შორს მიაქვს დინებას. ამას უკვე სევდა ჰქვია.

      - სამოთხის ბაღში თუ გინახავს ვინმე სევდიანი?

      - როგორც არა... აი მაგალითად ტირიფი. იგი სულ ტირის, ტირის... ტირის...

      ძალზე შემებრალა ტირიფი, მაგრამ ახლა თამაშის გარდა სხვა აღარაფერი მინდა.

      - ვნახავ ტირიფს და გავამხიარულებ, - ვპირდები მდინარეს. თან გასაქცევად ვემზადები.

      - ნუკრსაც ძალიან ნამიანი თვალები აქვს, თითქოს ეს-ესაა ტირილს მორჩაო, - წყნარად დუდუნებს მდინარე.

      - ოდესმე ნუკრსაც გავამხიარულებ, სათამაშოდ გამოვიტყუებ...

      - ხანდახან მთვარე ჩამოიხედავს ჩემს ტალღებში, ისიც ძალიან სევდიანია, - თითქოს თავისთვის ბუტბუტებს მდინარე.

      - გველმაც თქვა ერთხელ, სევდიანი მთვარეო.

      - ვიცნობ გველს, - წაიდუდუნა მდინარემ, - არც ისაა მაინცდამაინც მხიარული.

      ფარშევანგების ყივილი გაისმა, მომბეზრდა ამდენი სევდა...

      - გასწი, ითამაშე, ფარშევანგები გიხმობენ, - ბუტბუტებს მდინარე, მიმიხვდა გულისნადებს.

      უკანმოუხედავად გავრბივარ.

      - როცა გველს ნახავ, ჩემგან მოკითხვა გადაეცი, - ხმა დამაწია მდინარემ.

ჩინარი

      ჩრდილში ვისვენებდი თამაშით დაღლილი. უცბად მეტად საამო ხმა ჩამესმა, ვიღაც მეძახდა.

      მივიხედმოვიხედე, არავინ ჩანდა ჩემს გვერდით. ხმა კი ისევ მესმოდა ,,ევა, ევა!~ ჩუმი შრიალით იმეორებდა იგი.

      ზევით ავიხედე, გვერდით რომ ვერავინ მოვიძიე. უამრავი მწვანე ფოთოლი დავინახე, ბზრიალტრიალით ეცეკვებოდნენ საკუთარ ყუნწებს და ჩემს სახელს იმეორებდნენ.

      თურმე ჩინარის ძირას ჩამოვმჯდარვარ დასასვენებლად, ისიც მაშინვე შემეხმიანა თავისი კოპწია, ზურმუხტივით პრიალა ფოთლებით.

      რა დიდებულია ჩინარი, თან რა გულისხმიერია... ფართოდ გაუშლია გოლიათური მხრები, მზის მცხუნვარე სხივებიდან მიფარავს, თან საამური შრიალით მესაუბრება. ბევრნაირი ხმა მესმის სამოთხის ბაღში, მათ მრავალნაირობას რა ჩამოთვლის, მათ შორის ჩინარის ხმა ნამდვილად გამორჩეულია, განსაკუთრებით მესალბუნება თამაშით დაღლილ-დაქანცულს.

ნისლი

      თეთრი ნისლი დაეფინა სამოთხის ბაღს, ყოველივე თავის ფაფუკ წიაღში ჩაიხვია. ვეღარ ვხედავდი ხასხასა ყვავილებს, მაღალი მწვანე ხეები აჩრდილებს დაემსგავსნენ. მზეც ნისლის თეთრი ფარდის მიღმა გაუჩინარდა.

      - ხელს მიშლი თამაშში, - ვუსაყვედურე ნისლის თეთრ ფარდას, - მზეც მომენატრა, ყვავილებიც. შენი გადამკიდე ვეღარაფერს ვხედავ.

      ყური ვინ მათხოვა! პირიქით, ნისლი კიდევ უფრო შესქელდა, მკვრივმა თეთრმა ბოლქვებმა ზევითქვევით იწყეს ფარფატი. ეს მე სრულიადაც არ მომეწონა.

      - ყველასთან ვითამაშებ სამოთხის ბაღში, - დავემუქრე ჩემს ირგვლივ მოფარფატე თეთრ ბოლქვებს, - თქვენთან კი არასდროს, გესმით? არასდროს არ ვითამაშებ.

      უცბად ვხედავ, თეთრმა ბოლქვებმა გაიწგამოიწიეს, ნისლის ფარდა გაირღვა და მზე დავინახე, მაგრამ როგორი... სულ მთლად შეცვლოდა იერსახე. მზეც თეთრი იყო ნისლის ქულასავით. ის ახლა მთვარეს უფრო ჰგავდა.

      - ჭიტა! დაგინახე მზეო, - შევძახე გახარებულმა.

      - მეც დაგინახე, - გამიღიმა მზემ. მკრთალი იყო ეს ღიმილიც, მაგრამ მზისთვის ჩვეული სიხალისე მაინც თან ახლდა.

      ისევ შესქელდნენ ნისლის ბოლქვები, მზეც ისევ მიიმალა მათ მიღმა. ცოტა ხანში კვლავ გაიწგამოიწიეს, და ახლა ყვავილები დამანახეს. ფერი ოდნავ გაკრთობოდათ, მაგრამ მაინც ლამაზები იყვნენ.

      - რა კარგია, რომ ისევ გხედავთ, ყვავილებო, - შევეხმიანე ყვავილებს.

      - ჩვენც გხედავთ, ჩვენც გვიხარია შენი დანახვა, - გამომეპასუხნენ ყვავილები.

      თეთრი ნისლის ფარდა კვლავ აეფარა ყავილებს, მერე ისევ გადაიწია და ტანმაღალი მწვანე ხეები აღიმართნენ ჩემს წინ.

      მთელი დღე ასე ვითამაშე ნისლის მკვრივ ბოლქვებთან. ხან შექუჩდებოდნენ, ხან გაიწგამოიწეოდნენ, ხან რას და ხან რას გაამჟღავნებდნენ, ნისლისგან ოდნავ იერშეცვლილებს, და ეს მეტად თავშესაქცევი იყო.

      მერე კი მაღლა აიწიეს ნისლის თეთრმა ბოლქვებმა, ცის ლურჯ თაღს დაუბრუნდნენ, თეთრ ღრუბლებად იქცნენ. მართლაც მშვენივრად გავერთე მათთან თამაშით, ოღონდ ეს იყო, რომ მდუმარედ მეთამაშებოდნენ, ერთხელაც არ გაუღიათ ხმა. ჩანს, ასეთი ხასიათი აქვთ, სიჩუმე უყვართ.

მზე და უკუნეთი

      ვიცი, თვალებს ამიჭრელებს, მაინც შევყურებ მზეს. ვცდილობ, რაც შეიძლება დიდხანს ვუყურო. მაინტერესებს, სანამდე გავუძლებ.

      თავის მხრივ მზეც შემომყურებს, თან ჩემს თავგამოდებაზე ეცინება.

      თვალები უკვე ამიჭრელდა, მაინც არ ვეპუები მზეს, ისევ თვალმოუცილებლად შევყურებ, თვალებიც სულ უფრო მიჭრელდება. ახლა მზე ოქროსფერი კი აღარაა, არამედ ცისარტყელას ყველა ფერები გადასდის; წითელი, ყვითელი, ლურჯი...

      - აღარ მინდა შენი დანახვა, - ვეუბნები და თვალებს ვხუჭავ.

      - ეგ ვერ გიშველის, - იცინის მზე ნიშნისმოგებით, - ჩემს სხივებს მაინც ვერ დაემალები.

      მართლაც მზე ისევ წითლად ბრიალებს დახუჭული ქუთუთოების მიღმა.

      ხელები ავიფარე დახუჭულ ქუთუთოებზე, მზე ერთხანს კიდე ბრიალებდა წითლად, მერე ნელ-ნელა გაბაცდა.

      - შემომხედე, ჩემთან ერთად გაიცინე, - მიხმობს მზე. მე ყურს არ ვუგდებ, ხელები კვლავ დახუჭულ ქუთუთოებზე მაქვს აფარებული. წითელი ბრიალა ფერი სულ მთლად მიინავლა, მისი ნასახიც კი აღარ დარჩა.

      - შენ ახლა უკუნეთს ხედავ, - ჩამესმა ვიღაცის ჩუმი ხმა.

      თვალები გავახილე. ჩემს გვერდით გველი იზლაზნება. ნეტავი ვიცოდე, თავიდანვე აქ იყო, როცა მე და მზე ვთამაშობდით, თუ ახლახანს მოცოცდა?

      ვკითხე, არ მიპასუხა, თითქოს ვერ გაიგონაო. უკვე ვიცი, ასეთი ხასიათი აქვს; თუ არ მოინდომა, ხმასაც ვერ ამოაღებინებ. უძრავად წევს და მიყურებს თავისი ბნელი ლაქებით. ჰო, მართლა, აი სადაა ნამდვილი უკუნეთი; მის თვალებშია ნამდვილი უკუნეთი.

ნახვა: 23

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მოთხრობა, სამოთხე, ქადაგიძე, ქველი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მომწავლელი პარლამენტი, მოსამართლეების გადადებული საქმე, კონფერენცია რუსულად და დოლარი ქვემოთ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 13, 2019.
საათი: 9:11pm 0 კომენტარი

      ხვალინდელი აქციების მოლოდინით კიდევ ერთი კვირა მიილია - ხვალ დიდი აქციობანა გაიმართება თბილისში. დღევანდელი დღე კი მოწამლული პარლამენტის და მის შიგნით თუ გარეთ განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა - სად მაჟორიტარები, სად მოსამართლეები და სად ცუდად გამხდარი დეპუტატები. ასევე, პრემიერის რუსულენოვანი კონფერენცია გახდა რამდენიმე ნიუსის მიზეზიც. ცხადია, ლარის კურსზე 2,9-ის კლებაც არ დარჩენილა უყურადღებოდ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები…

გაგრძელება

პარლამენტის შინ და გარეთ არეულობები, დაპირისპირებები და საბოლოოდ დამტკიცებული მოსამართლეები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 12, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      12 დეკემბერი სრულად პარლამენტმა დაისაკუთრა. დილიდან ჯერ პარლამენტის წინ იყო არეულობა და გაურკვევლობა, დაპირისპირებები, პიკეტირება და გზის პოლიციური გახსნა და მოგვიანებით, პარლამენტის შიგნით გაიმართა განკითხვა-განუკითხაობა მოსამართლეების დანიშვნი თაობაზედ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 12 დეკემბერი, 2019

      პარლამენტთან დილიდან და მთელი დღე - პარლამენტის ყველა შესასვლელთან ოპოზიციის…

გაგრძელება

ადამთან საუბარი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: დეკემბერი 12, 2019.
საათი: 1:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - ამჩნევ რაიმეს?

      - რაზე ამბობ...

      - სამოთხის ბაღში რაღაც გაუგებარი ხდება.

      - მაინც რა?

      - შეიცვალა. ისეთი აღარაა, როგორიც უწინ იყო...

      მეძნელებოდა ამაზე საუბარი, მაგრამ რახან სათქმელი უკვე ვთქვი, სიტყვა აღარ გავწყვიტე. გულდაწყვეტით შევჩივლე ადამს, რომ სამოთხის ბაღს ვეღარ კი ვცნობ ამ ბოლო…

გაგრძელება

მთავარსარდალი მთავარ ჯარზე და გალახული ოპოზიციონერები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 11, 2019.
საათი: 9:00pm 2 კომენტარი

      დეკემბერი დადგაო და აქციების ჯერ კიდევ არ სცივათ. თვის განზოგებას, მასშტაბური აქციები და გამოსვლებიც კი იგეგმება, მაგრამ ეს მომავლისთვის. დღის მთავარი თემა პრეზიდენტის განცხადება გახდა - უჩვეულოდ, სალომე ზურაბიშვილი ნიუსების მეინსტრიმში მოხვდა. ამჯერად, ქალი მთავარსარდალი ქართულ ჯარზე და უფრო სწორად, ქართულ ძალაზე თუ უძლურებაზე ალაპარაკდა. დღის მთავარი თემა იყო გაბაშვილი-უგულავას აეროპორტის თავგადასავალიც.

საქართველოს და…

გაგრძელება

Qwelly World

free counters