Qwelly ბლოგი! - ქველი (480)

ბაზიერებს დააქვთ პოეზია

ალბათ დამიწერდნენ ყველას ტრაგედიად,

გულში გადახარჯულ სევდას მე რომ დამაქვს.

ფიქრში მოგონილს და ზღაპრულ ამბებიანს.

სცენა აზიარებს ყველა მელოდრამას.

ისეც გალეული სული მოთარეშე.

ისევ დაწრიალებს უხმო ტკივილებით .

ხშირად დავფიქრდები რა ვარ შენს…

გაგრძელება

დაამატა manana_მ!
თარიღი/დრო: მარტი 20, 2016 წელი. 12:00pm — არ არის კომენტარები
_______________

სტატისტიკა დაიკარგა ინიციატივაში

      რამდენიმე თვეა აქტიური კამათი მიმდინარეობს სკოლებში ახალი საგნის შემოღებასთან დაკავშირებით. საგანს ჰქვია "მე და საზოგადოება", და როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა განაცხადა ეს საგანი გახლავთ ახალი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილი. სამინისტროს ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე, 2015 წლის 17 აგვისტოს განცხადებიდან ირკვევა, რომ "მე და საზოგადოება" - ახალ საგანში ძირითადი…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 19, 2016 წელი. 2:30pm — 5 კომენტარი
________________

უსარგებლო თავისმართლება

      დილიდან არეული დაიარებოდა და საბოლოოდ მიხვდა რომ ძალიან ეძინებოდა, ამიტომ ჩემს ოთახში შემოვიდა, გვერდით მომიწვა და დაძინება გადაწყვიტა. მაგრამ როგორც ყველა ბავშვი ჯერ ანცობისთვის ჰქონდა გონება მიმართული.

- აი, ხომ მოიგო ბარსელონამ, რომ მეუბნებოდი ვერ მოიგებსო.

- როდის მოიგო?

- მმ, 3-1 მოუგო არსენალს.

- რას ამბობ ბიჯო, შენ სიზმარი ხომ არ ნახე, არსენალმა მოიგო ზუსტად.

- რა არსენალმა? ბარსამ გაიტანა სამი გოლი. აბა…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 17, 2016 წელი. 4:30pm — არ არის კომენტარები
_______________

საზღვრებს გარეთ

საზღვრები, საზღვრებს გარეთ, ადამიანი, შესაძლებლობები, თავისუფლება, ქველი, ბლოგი, qwelly, blog, freedom tavisufleba, shesadzleblobebi, sazgvrebi, borders

შესაძლებლობები საზღვრებს სცდება..

იქნებ არც კი განსხვავდები ჩემგან?

რამდეჯერ მიფიქრია იმ ადამიანებზე ვისზეც წამიკითხავს, მინახავს ან გამიგია..

როგორ მოვიქცეოდი მათ ადგილას? მეც რომ მის პირობებში გავზრდილიყავი? მეგრძნო? შემყვარებოდა? შემძულებოდა? მასსავით მარტო ვყოფილიყავი?

როგორ მოვიქცეოდი მის ადგილას?

ან შენ როგორ მოიქცევი ჩემს ადგილას?

შემიძლია ვიგრძნო ან იგრძნო ჩემს…

გაგრძელება

დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: მარტი 16, 2016 წელი. 2:00am — 8 კომენტარი
________________

მკვლელზე გათხოვების მოტივი

      დაპირებულის შეუსრულებლობა არ მეპატიება, ამიტომ გადავწყვიტე კიდევ ერთი ცნობილი და ჩემთვის ახლადგაცნობილი ოსკაროსანი ფილმი მოვაქციო დღიურში. ამჯერად შორეულ ვესტერნში უნდა გადავინაცვლოთ და ამ მხარის სიმბოლოს, კლინტ ისტვუდის ოსკაროსან ფილმს შევეხოთ. მისი ორიგინალი დასახლებაა "Unforgiven", ქართულად თარგმნეს როგორც "უპატიებელი", თუმცა ალბათ შეიძლებოდა შეუმწყანრებელი ყოფილიყო. ფილმს რომ ნახავთ,…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 15, 2016 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

მეამბოხე თავისუფლების სულისკვეთებით

რიჩარდ ბახის, "თოლია ჯონათან ლივინგსტონ"-ის მიხედვით

      ნაწარმოები თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანის სულისკვეთებით არის სავსე, წერის მანერა სადა და დახვეწილია, ისეთია ბევრ რამეზე რომ დაგაფიქრებს და ეს ფიქრები თითქმის მთელი ცხოვრება რომ შეგაწუხებს, აგაწრიალებს. ნაწარმოების დანიშნულებაც ხომ ესაა, შეძრას მკითხველი რაღაც ასწავლოს ისეთი რაც აქამდე არც კი უფიქრია. როდესაც თავისუფლების ფენომენზე ვფიქრობ ყოველთვის…

გაგრძელება

დაამატა mariami_მ!
თარიღი/დრო: მარტი 15, 2016 წელი. 3:00pm — 2 კომენტარი
________________

დამნაშავე სიტყვები

- წავედით, ვიპოვეთ ახალი თავშესაფარი. კედლებიც გვექნება და ჭერიც. რბილი საწოლიც თოვლის ქულასთვის - სიხარულით შემოვარდა კოლომბო.

- შორს არის?

- არა, მალე მივალთ და დაცულებიც ვიქნებით.

- კოლომბო, იცი დღეს აქ ჯესიკა იყო - თოვლის ქულა თამაშ-თამაშით მივიდა კოლომბოსთან.

- ჯესიკა? - კოლომბომ მარიას გადახედა.

- ჰო, მგონი ჯესიკა ერქვა. რავიცი, მარიამ ასე დაუძახა და... მარია, ხო ჯესიკა იყო? - მიმართა თოვლის ქულამ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 12, 2016 წელი. 8:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ანტირასისტული და სემიტური ოსკარი

      ოსკაროსან ფილმებზე გადართვა საინტერესო იდეა გამოდგა. ვიფიქრე, 90-იანებით დავიწყებ და ყველა ოქროსკაცუნააღებულ ფილმს ვნახავთქო, მაგრამ სულმა წამძლია და პირველი ვნახე "წვიმის კაცი" (1989 წელს აიღო ოსკარი) და იქიდან მოვყვები. უკვე 97-წელზე ვარ ამოსული, ვინაიდან "კრავთა დუმილი" (1992 წლის ოსკარი), "შინდლერის სია" (1994 წლის ოსკარი), "ფორესტ გამპი" (1995 წლის ოსკარი) და…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 9, 2016 წელი. 9:30pm — 1 კომენტარი
________________

ამ სოფლის იქით სხვა სოფელია

      დღევანდელ დღეს წმიდა ეკლესია მიცვალებულებს იხსენიებდა.. ტაძარი სავსე დამხვდა, შავებში ჩაცმული დიაცთა უმრავლესობით. ბევრს ძალიან კარგად ვიცნობდი და მათი სევდის მომსწრე ვიყავი, რომელიც შვილის გარდაცვალებით იყო გამოწვეული. ვერ გავუძელი ამდენი ცრემლიანი თვალების ნახვას, რომელიც ჩემთვის ძალიან ნაცნობი იყო. მეც დავატარებ დიდ სიცარიელეს და ტკივილს გულით, რომელიც ახლახანს კიდევ უფრო გამიღრმავდა და უფრო მეტად მძიმე სატარებელი გამიხდა. არ მიყვარს და არ…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: მარტი 6, 2016 წელი. 12:30am — 2 კომენტარი
________________

სიყვარულის გაურკვევლობა

      გაოცებული დიდხანს უყურებდა ქვემოდან, ვიდრე კისერი არ ეტკინა.

- პატარავ, შენ ალბათ თოვლის ქულა ხარ, ხომ?

- აქ რა გინდა ჯესი? - გამოჩნდა მარიაც.

- დავინახე კოლომბო როგორ გავიდა თქვენი ახალი თავშესაფრიდან და ვიფიქრე უნდა გველაპარაკა.

- რაზე?

- იცი მარია, არ მომწონს, რომ განაწყენებულები ხართ ჩემზე.

- არ მიკვირს, არავის მოსწონს შემცირებები, განსაკუთრებით მათ ვინც სხვების ხარჯზე უშრომლად ნებივრობენ. მაგრამ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 4, 2016 წელი. 9:00pm — 3 კომენტარი
________________

სიკვდილ-სიცოცხლე აზდაკის გარეშე

      ქუჩაში მიდიოდა ორსული ქალი; ერთი ბავშვი ხელში აეყვანა, მეორეზე ხელი ჩაეკიდა, სულ უფროსი, ასე ექვსიოდე წლის, კაბის კალთაზე ხელჩაფრენილი მიყვებოდა; მომავლისათვის საიმედო სურათმა გენეალოგიური ხის ასოციაცია შემიქმნა.

      გზის გადაჭრისას ქალი ძალიან ფრთხილობდა, მძღოლმაც გამოიჩინა სიფრთხილე.

      ვიღაც მუშა "კაჭკაზე" მარჯვედ ხელებჩაფრენილი ტვირთს მიარბენინებდა ნაბიჯაჩქარებული მეპატრონის ფეხდაფეხ. მუშას სახეზე უნებური, რაღაც…

გაგრძელება

დაამატა ნათელა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 4, 2016 წელი. 1:30pm — არ არის კომენტარები
_______________

გაცრეცილი ახლანდელობა

      ის ცა მენატრება, ის დიდი მინდვრები, სადაც ყვავილებს ვკრეფდი თაიგულად ვკრავდი და სახში დედასთან მივარბენინებდი. იები მენატრება, ტყის სურნელიი, გაზაფხულზე მზის სიხივები რომ ეცემა მიწას და ოხშივარი ასდის მთებს, ყანებს მინდვრებს და ჭალებს. მენატრებააა ყველაფერი, შენი გაზაფხული მენატრება, ცაზე კოპლებად დაყრილი ღრუბლები და ამ ღრუბლებიდან მზის სხივების გარდატეხაა.

      ეხლა მახსენდება დედის დღესთან დაკავშირებით, ბავშვები როგორ მივრბოდით…

გაგრძელება

დაამატა ნათი მორბედაძე_მ!
თარიღი/დრო: მარტი 3, 2016 წელი. 2:00am — არ არის კომენტარები
_______________

ოსკარის 2016 წლის დაჯილდოების გამარჯვებულები

ოსკარი 2016 სრული სია

      კინომოყვარულები 28 თებერვალს ტელეეკრანებთან შეიკრიბნენ ოსკარის რიგით 88-ე დაჯილდოების სანახავად, რომელიც ტრადიციულად დოლბის თეატრში გაიმართა. 24 კატეგორიაში დარიგდა ოსკარები და მათ შორის საუკეთესო ფილმისთვის ჯილდო მოიპოვა ტომ მაკკარტნის ფილმა "სფოთლაითი (ყურადღების ცენტრში)"

     გამარჯვებულების და ნომინირებულების…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 29, 2016 წელი. 2:00pm — 17 კომენტარი
________________

მარტოობა სულს ათავისუფლებს

      მახსოვს, ბავშვობაში, დაძინების წინ, წარმოვიდგენდი თითქოს წყალში ვიძინებდი. უცნაურია, მაგრამ სრული სიცხადით მახსოვს როგორ ვიწექი ბნელ ოთახში, საბნიდან მხოლოდ თავი მიჩანდა და ფეხებს ისე ვამოძრავებდი ლოგინში, როგორც წყალში ცურვისას არის საჭირო. მახსოვს ფიქრებიც და ოცნებებიც - მექნებოდა ერთი კაფსულა-საწოლი, სადაც ვიწვებოდი დილიდან საღამომდე და საღამოდან დილამდე, მექნებოდა საჭმელი და რომელიმე ოკეანეში გადავაგდებინებდი ამ კაფსულას, ვიდრე ფსკერამდე…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 25, 2016 წელი. 8:00pm — 6 კომენტარი
________________

უცხოელი საკუთარ სამშობლოში

      არის მომენტები, როდესაც გიწევს უცხოელ მეგობრებს ესაუბრო. მიუხედავად სირთულისა, ზოგჯერ დიალოგები ძალიან საინტერესოდ წარიმართება ხოლმე და ერთ-ერთი ასეთი დიალოგი ჩემს მეგობართან. (პირადი მიმოწერის გამოქვეყნებაზე ნებართვა გაცემულია).

     …

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 23, 2016 წელი. 9:00pm — 4 კომენტარი
________________

სიამოვნება ზურგით თრევით

      ბევრი აღარ უხეტიალიათ. მალე მონახეს პატარა სახლი შეეფარნენ და იმ ღამით იქ დარჩნენ. მეორე დილით კოლომბო, ტარაკანი და მიოდი საჭმლის მოსატანად წავიდნენ. მარია სახლის სადარაჯოდ დარჩა და თოვლის ქულაც მან ჩაიბარა.

- რატომ არ შეიძლება მეც რომ კოლომბოს და ტარაკანს გავყვე? - თოვლის ქულას თამაში უნდოდა და ტარაკანი ამისთვის ყველაზე კარგი ვარიანტი იყო.

- იმიტომ რომ ჯერ პატარა ხარ. დაგავიწყდა? ორი დღის წინ თოვლში ვერც კი დადიოდი.

-…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 22, 2016 წელი. 9:00pm — არ არის კომენტარები
_______________

დამალობანა მტერთან

- შებინდებამდე აქ დავრჩეთ და მერე მოვნახოთ ახალი სახლი.

- კი მაგრამ სად უნდა გავათიოთ კოლომბო, საშინლად ცივა, თუ თავშესაფარი არ ვიპოვეთ, გავიყინებით.

- ნუ გეშინია მარია, ვიპოვით, დაგავიწყდა? ეს ხომ კოლომბოა - ტარაკანმა ირონიულად გადახედა უფროსს.

- მართალია დამცინის ეს ვაჟბატონი, მაგრამ მართალს ამბობს - კოლომბო ვარ და აუცილებლად ვიპოვით თავშესაფარს. შენ რას იტყვი თოვლის ქულა?

      თოვლის ქულა ფიქრებში იყო გართული და მათ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 19, 2016 წელი. 8:00pm — არ არის კომენტარები
_______________

რჩევების ერთი ათეული

1. არასოდეს შეგეშინდეს ადამიანო მარტოობის ... იცოდე რომ სიმარტოვე საკუთარი თავის შეცნობაში გეხმარება ...

2. ნურასოდეს ნუ დაიჩივლებ, რომ ვინც გიყვარს შენგან ძალიან შორსაა ...

3. გეშინოდეს იმ ადამიანების რომლებიც მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავენ შენს მიმართ დამოკიდებულებას მაშინ, როდესაც მათ შენი სულის შესახებ არაფერი იციან ...

4. არასდროს არ დაფრთხე განშრებით ... ცხოვრება განშორებების გარეშე არ არსებობს ... განშორება დიდი…

გაგრძელება

დაამატა nutsa_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 19, 2016 წელი. 4:30am — 2 კომენტარი
________________

პირველი მტერი

- აქეთ! აქეთ, აქ შევძლებთ დამალვას. - მიოდი თოვლით გათეთრებულ ჩხირებში შეძვრა.

      ტარაკანმა გადაწია ჩხირები და ჯერ მარია გაატარა, შემდეგ კოლომბო შეხტა. სამივე გაიყუსენ და თვალები დიდზე გააფართოვეს. თოვლის ქულას ჯერ ვერ გაიგო რა ხდებოდა. ტარაკანმა ხელი გაუშვა თოვლიან ჩხირებს და იქით წავიდა, საიდანაც მორბოდნენ, გზაზე ავიდა და მოსახვევამდე ირბინა, შემდეგ უკუსვლით უკან დაბრუნდა და იმ ადგილამდე ასე იარე, საიდანაც გადმოიხვიეს. შემდეგ მანაც…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 10, 2016 წელი. 8:30pm — არ არის კომენტარები
_______________

უბედურება მშობლების დაკვეთით (ჭეშმარიტი სიყვარულის მსხვერპლნი)

      გაზაფხულის მშვენიერი დილა იყო... მზის სხივები არემარეს ანათებდა. დიდ და ლამაზ მოედანზე ორი ბედნიერი წყვილი მოსეირნობდა.

      ნიკას და ლიზის ერთმანეთი ბავშვობიდან უყვარდათ და მათ ეს სიყვარული ახლა უფრო გაამყარეს. შესტრფოდნენ ერთურთს... ბედნიერებას ასხივებდნენ,ცხოვრება უხაროდათ, მაგრამ წუთისოფელი გაახარებს ერთობ ვინმეს?

      ლიზის მშობლებმა მდიდარი სასიძო მოძებნეს და შვილის დაუკითხავად ქორწილის დღეც დათქვეს. ლიზის…

გაგრძელება

დაამატა თამუნა გოგინაშვილი_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 8, 2016 წელი. 12:00pm — 16 კომენტარი
________________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Skull and Bones

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

Surviving the Crucible of Raid Bosses

The Snow's robust build enables it to Skull and Bones Items endure relentless assaults from formidable raid bosses such as the Op Welling.

Master the ship's bracing mechanics to mitigate incoming damage and regenerate stamina efficiently.

Approach engagements with the Op Welling cautiously, employing strategic healing and bracing techniques to sustain prolonged combat.

Despite facing significant adversary firepower, the Snow's…

გაგრძელება

The dodge roll

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Beyond its practical implications

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.



But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Perfect Foodstuff Truck Catering for your personal Function

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი







Foods truck catering provides a vibrant and flavorful touch to any event, but with so many solutions obtainable, picking out the suitable one can be a frightening process. Worry not! Here's a comprehensive guidebook to assist you to navigate the globe of foods truck catering and choose the ideal a single in your upcoming occasion.



Assess Your Function Requires



Before diving into the planet of foodstuff vehicles, have a minute to evaluate your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters