- აქეთ! აქეთ, აქ შევძლებთ დამალვას. - მიოდი თოვლით გათეთრებულ ჩხირებში შეძვრა.

      ტარაკანმა გადაწია ჩხირები და ჯერ მარია გაატარა, შემდეგ კოლომბო შეხტა. სამივე გაიყუსენ და თვალები დიდზე გააფართოვეს. თოვლის ქულას ჯერ ვერ გაიგო რა ხდებოდა. ტარაკანმა ხელი გაუშვა თოვლიან ჩხირებს და იქით წავიდა, საიდანაც მორბოდნენ, გზაზე ავიდა და მოსახვევამდე ირბინა, შემდეგ უკუსვლით უკან დაბრუნდა და იმ ადგილამდე ასე იარე, საიდანაც გადმოიხვიეს. შემდეგ მანაც გადმოუხვია და ადგილ-ადგილ ჩაიცუცქებოდა, გასწორდებოდა. როდესაც მიუახლოვდა სამალავს მის უკან ნაფეხურების კვალი გამქრალიყო.

      სწრაფად გადაწია ჩხირები და ისიც კოლომბოს გვერდით აღმოჩნდა.

- რას ვაპირებთ? - შეშინებულმა იკითხე მარიამ.

- არაფერს, დაველოდოთ როდის ჩამოივლიან, ალბათ ჯერ ახალ სამოსახლოს ათვალეირებენ - კბილებში გაცრა კოლომბოს.

- შეგეშინდა ონავარო? - ჩაიხითხითა ტარაკანმა.

- ხმა ჩაიკმინდე, რა დროს თამაშია.

      ამასობაში მდევნელთა გუნდიც გამოჩნდა. სიხარულით და ყიჟინით გარბოდნენ გზაზე.

- ჩემი მოსახვევი თან წაუღიათ.

- ახალს გიშოვით საყვარელო - გაეარშიყა მიოდი. მაგრამ როგორც კი კოლომბოს მზერას მოკრა თვალი, ხმა გაკმინდა და კუთხეში მიყუჩდა.

- ესენი ვინ იყვნენ? - საბოლოოდ თოვლის ქულამაც ამოიღო ხმა.

- ესენი მტრები არიან თოვლის ქულა.

      არ იცის თოვლის ქულმა მტერი რა არის, მაგრამ ის უკვე იცის რომ მტერი საშიშია და უნდა დაემალოს.

ნახვა: 171

ტეგები: Qwelly, ბლოგი, გაქცევა, ზამთარი, თოვლის_ქულა, პირველი_მტერი, ქველი

Kakha: თებერვალი 10, 2016||9:19pm

ამ ჩანაწერზე გამახსენდა ოგი და მისი მეგობარი ტარაკანები :DD 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

რეალობის აღქმა

გამოაქვეყნა Kakha_მ.
თარიღი: ნოემბერი 28, 2021.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

   რეალობა პირობით მოვლენაა, თან ცვლადი და არც ისე შორს არ იძლევა გახედვის საშუალებას, რაც დღეს მონაპოვარი და განმტკიცებული და სწორი გვგონია ის ხვალ არა, ზეგ უკვე დიდი შეცდომააა, ადამიანის ფსიქიკა ძალიან სენსიტიური მოვლენაა, რაც იმას ნიშნავს მეგობრებო რომ დღეს უცებ რომ ვინმემ გვითხრას 18 წლის უკან მომხდარი ფაქტი რაც ყველას ჰგონია რომ…

გაგრძელება

DR8926-300 Nike Air Max 90 "Green Snakeskin" will be released in 2022

გამოაქვეყნა W Y_მ.
თარიღი: ნოემბერი 27, 2021.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

As the Nike Air Max 90 inches approaches its 32nd anniversary, it has some non-original but eye-catching styles. Recently, Tinker Hatfield's iconic design incorporates green snakeskin panels and pink-style children's exclusive suits. Although the new surface layer retains the model's standard mesh sole, synthetic leather and TPU components, most of its upper also has a scaly covering layer. This detail can pay tribute to the upcoming animal-inspired Nike Sportswear series, as other Air Max…

გაგრძელება

როგორ იღებენ ფინალური ფანტაზია XIV მოთამაშეები Taffeta Cloth?

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2021.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Players who have entered the charm of Final Fantasy XIV must have heard of Taffeta Cloth suits, which are known for their attractive appearance. To make this suit, players need Taffeta Cloth, which is specifically for Taffeta Shawl and Loincloth. Any craftsman in Final Fantasy XIV will know that rare crafting materials usually require a lot of polishing. Taffeta Cloth is no exception. Player retainers are the only way to Buy FFXIV Gil.

To obtain Taffeta Cloth, Final Fantasy XIV…

გაგრძელება

აზარტული თამაშების აკრძალვები, სოც. გარემო და დასჯილი პრეზიდენტი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 22, 2021.
საათი: 11:23pm 1 კომენტარი

      როგორც ჩანს თბილი გიორგობა გვექნება და ზამთარსაც, მეტწილად თბილად შევხვდებით. ვნახოთ, როგორ გამართლდება სინოპტიკოსების პროგნოზი. ქვეყანაშიც დათბა და აქციებიც კვლავ ანონსდება. მსჯავრდებული პრეზიდენტი უკეთ არისო და მის სტუდია კვლავ აქტიურია, პრემიერი და მისი ინიციატივები იყო დღეს მეინსტრიმული, განსაკუთრებით აზარტული თამაშები და სოც. დახმარებები. დოლარის ღირებულება - 3.1134 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters