დაპირებულის შეუსრულებლობა არ მეპატიება, ამიტომ გადავწყვიტე კიდევ ერთი ცნობილი და ჩემთვის ახლადგაცნობილი ოსკაროსანი ფილმი მოვაქციო დღიურში. ამჯერად შორეულ ვესტერნში უნდა გადავინაცვლოთ და ამ მხარის სიმბოლოს, კლინტ ისტვუდის ოსკაროსან ფილმს შევეხოთ. მისი ორიგინალი დასახლებაა "Unforgiven", ქართულად თარგმნეს როგორც "უპატიებელი", თუმცა ალბათ შეიძლებოდა შეუმწყანრებელი ყოფილიყო. ფილმს რომ ნახავთ, მგონი დამეთანხმებით. ფილმმა ოსკარი აიღო 1993 წელს, რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი გახლავთ პატივცემული ისტვუდი, მასთან ერთად არიან მორგან ფრიმანი და ამავე ფილმისთვის ოსკარით დაჯილდოებული ჯინ ჰეკმანი.

      ყველაფერი იწყება ვესტერნული მზისჩასვლით, რომლის ფონზეც, ხის ძირას კაცი მიწას თხრის.

უპატიებელი, პატიება, შეწყნარება, შეცოდება, ქველი, qwelly, blog, movie, კინო, კინომანია, ფილმები

ტექსტი:

იმ მომხიბვლელ და ახალგაზრდა ქალბატონს შეიძლება ბედნიერი მომავალი ჰქონოდა, ამიტომ დედამისმა დიდი დარტყმა მიიღო, როდესაც გაიგო რომ მისი ქალიშვილი ცოლად უილიამ მანის მიჰყვებოდა. ის ცნობილი ყაჩაღი და მკვლელი იყო, რომელიც მანკიერი მიდრეკილებებით გამოირჩეოდა, მაგრამ სიკვდილის მიზეზი მისი ქმარი არ ყოფილა, როგორც ეს დედამისს ეგონა, არამედ ის ჩუტყვავილამ იმსხვერპლა. ეს მოხდა 1878 წელს.

      ამბავი ხდება 1880 წელს, ამერიკაში, ვაიომინგის შტატში. არ მინდა პოსტი სპოილერი იყოს, ამიტომ რამდენიმე იდეას გეტყვით, რაც შეიძლება ფილმის ყურებისას მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ყურადღების გასამახვილებლად.

      1. ფილმში ქალები, სიტყვიერ დონეზე ხასიათდებიან, როგორც ნივთები, საგნები, რომლებიც ფულის შოვნისთვის გამოიყენება. მეორე მხრივ, ყველაფერი ამ ფილმში ერთი მეძავის გამო ხდება და მას ეწირებიან ადამიანები.

      2. ფილმის მთავარი თემაა ღალატი! მთლად ზედაპირზე არ დევს, მაგრა ცოტა დაკვირვება და ადვილად დაინახავთ ღალატს და მის შედეგებს, თუ გაიხსენებთ რომ ქალაქს სადაც ეს ყოველივე ხდება ჰქვია "ბიგ ვისკი".

      3. წინა პოსტში რასიზმის თემას შევეხე, აქ, ველურ დასავლეთში მსგავსი ამბები არ ხდება და მორგან ფრიმანს პრობლემებიც არ აქვს.

      4. განსაკუთრებით მოგეწონებათ ინგლისელი ბობი, თავისი პატრიოტული იდეები, რომლებითაც ქართველებს არ ჩამოუვარდება.

      5. სიბერე და ახალგაზრდობა - მნიშვნელოვანი პასაჟი ამ ფილმში. და აქვე უნდა დავწეროთ მომდევნო მთავარი გმირი - "საქმე და არაფერი საქმის გარდა", რომელიც, როგორც ხდება ხოლმე ფილმებში, მთლად ჩანაფიქრისამებრ არ ხორციელდება.

      6. რა იქნებოდა ვესტერნი სიღარიბისა და ფულის გარეშე, ამიტომ ესეც მრავლად არის ამ ფილმში.

ფილმი სრულდება:

რამდენიმე წლის შემდეგ, მისის ანსონია ფეზერსმა ჰოდგერმანის ოლქში იმოგზაურა, რათა თავისი ერთადერთი ქალიშვილის საფლავი მოენახულებინა.

უილიამ მანი კი თავის შვილებთან ერთად იმ ადგილიდან გაემგზავრა, ამბობენ, რომ სან ფრანცისკოში, სადაც თავისი წარმოება შექმნა და გამდიდრდა. მაგრამ დღემდე მაინც ვერავინ აუხსნა მისის ფეზერსს, თუ რატომ გაჰყვა ცოლად თავისი ერთადერთი ქალიშვილი უილიამ მანს - ცნობილ ყაჩაღსა და მკვლელს, რომელიც მანკიერი მიდრეკილებებით გამოირჩეოდა.

ნახვა: 167

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ისტვუდი, კინომანია, ფილმი, ფრიმანი, ქველი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

გველის ტყავი გველის მაგივრად

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ნოემბერი 21, 2019.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ერთხელ ყვავილოვან მდელოზე დავსეირნობდით მე და ჩემი პაწია მზეები. მე მათ ვასწავლიდი, თუ როგორ უნდა…

გაგრძელება

ობიექტური სასამართლოს მოლოდინის ხმაური, ექიმი საოკუპაციო ტყვეობაში და რეფინანსირება და თბილისი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2019.
საათი: 11:44pm 0 კომენტარი

      სასამართლო საინფორმაციო ობიექტივის ფოკუსში იყო. ბევრ საქმეს შორის, რომელიც დღეს იმართებოდა, განსაკუთრებით აქტუალური და ხმაურიანი იყო, მოლოდინისამებრ, 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა სასამართლო.…

გაგრძელება

კვლევა ცხელ კვალზე, აქციის შედეგები და დაკავებულების სასამართლო, ექიმი ოკუპაციურ ტყვეობაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 19, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      პიკეტირების, ბოქლომების, ქვიშებისა და შეშის აქციები არ აპირებენ დასრულებას, თუმცა სამუშაო კვირა უფრო მშვიდი და ნაკლებ ხმაურიანი გამოდგა, როგორც მოსალოდნელი იყო, პრინიპში. მაგრამ ამ სიჩუმეში,…

გაგრძელება

პარლამენტის პიკეტირება და კარვობანა რუსთაველზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 18, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      კვირით დაწყებული აქციები ორშაბათსაც გაგრძელდა და პიკეტირებული პარლამენტი სპეცრაზმით გათავისუფლდა - ცხადია დღის მთავარი თემა ეს იყო და რა თქმა უნდა, ახსენებდნენ პრორუსობისა და რუსეთუმეობის…

გაგრძელება

Qwelly World

free counters