კეთილი იმედის კონცხის სამხეთ აფრიკულ ფილიალში, კონტინენტის დასალიერზე, ტერასაზე კარგად მოჩანდა ოკეანეს ღელვა, შემოდგომისას ეს კარგად ჩანს, ძველბიჭური და ლახლახა სიარულის მანერის მქონეს აქ ბევს ნახავთ, ხშირი გადაღლილობას, ზოგჯერ უკმაყოფილო გამოხედვებიც ერთვის თან, რაც მართალია, მართალია, ნორმალურად რამის კეთების უნარს ნამდვილად მოკლებული ვარ. ეს ამბავიც, ალბათ, ამ მიზეზით დატრიალდა... როცა სამი-ოთხი კაცი მაღზიაში ვიყავით…
გაგრძელება
დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 29, 2016 წელი. 7:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ბოლო ორი ღამე ფილმებში არ მიმართლებს. მიუხედავად იმისა, რომ შერჩეულ თრილერ-დეტექტივებს მსოფლიო მოწონებები და რეიტინგები არ აკლდა. არც დასამახსოვრებელი დამრჩენია რამე და არც გასაზრდელი. ორ ფილმს მოგიყვებით ერთად.
პირველი იყო Snowpiercer (ქართულად თარგმნილი როგორც "თოვლს მიღმა"). პომიდვრებმა (Rotten Tomatoes 95%) და როჯერტ ებერტმა (Roger Ebert - 3.5/4) შემაცდინეს და…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 27, 2016 წელი. 11:00pm —
3 კომენტარი
________________
Within a Valuable metal Saucer are numerous more article content with regards to characters for this MMOG to assist you to mess up their crooked smile down into along with: ffxivmall Final protective Ideal VIII’s Tripartito Triad, numerous minigames, chocobo motorbike racing coupled with mating, little sun dresses disasters coupled with numerous fishing gear to assist you to aum?ne your prized players! Generally the at no cost week's time time start immediately away from December twenty…
გაგრძელება
დაამატა fanzhou_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 25, 2016 წელი. 6:30am —
არ არის კომენტარები
_______________
მშვენიერი წვიმიანი დღეა, - განაცხადა პარკში გამავალ მოაჯირს დაყრდნობილმა მეზობელმა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არსებობდა ორი ერთმანეთისგან სავსებით განსხვავებული ემი: ერთი გათხოვებამდე, მეორე გათხოვების შემდეგ, სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, მოკლედ მოვჭრი: ავდექი და ჰემინგუეის ქუჩაზე მდებარე ბარში შევედი და კარგად წავუგრადუსე, ზედმიწევნით ვუწევდი ჩემ ხასიათს კონტროლს (11 ათასიანი ვალი უკვე თვეებია არ გადამიხდია, და დანარჩენი 4…
გაგრძელება
დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 21, 2016 წელი. 9:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
თქვენ უნდა გენახათ, როგორ გავათრიე ჩემზე დიდი წითელი სავარძელი აივანზე. იმდენი ვებრძოლე აივნის ვიწრო კარს, რომ მივხვდი თავსატეხები მიყვარს. დაახლოებით რვა წუთი ვფიქრობდი რა ტრაექტორიით გამეძვრინა კარებში ეს ფუმფულა სიამოვნება, ისე რომ პრიალა წკრიალა მინის კარები არ დამემსხვრია. თავსატეხი წარმატებით ამოვხსენი, სუპერგმირიც მეგონა თავი. მოვკალათდი ამ ღრუბელში, იმ იმედით რომ წავიკითხავდი, მაგრამ ნურას უკაცრავად, კითხვაზე მეტად დაკვირვება და…
დაამატა გოგონა ყვავილის სახელით_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 20, 2016 წელი. 12:51am —
3 კომენტარი
________________
ბევრი თეორია არსებობს ადამიანზე, მის ბუნებაზე, ქცევებზე, რომლებიც ხან უჩვეულოა, ხანაც სრულიად ჩვეულებრივი გარშემო მყოფი საზოგადოებისთვის. ადამიანი, იმის მიუხედავად რომ ხანდახან კარგავს თავის ნამდვილ, ადამიანურ სახეს და ცხოველი ხდება, მაინც ვფიქრობ რომ ღმერთის ხატად არის შექმნილი, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანშია ის რაღაც რასაც სახელს ვერ მოუძებნი და ზოგიერთი ნამუსს, ზოგი სულს, ზოგი კი შინაგან კულტურას უწოდებს. რა არის ის რაღაც…
დაამატა ნინო მუშკუდიანი_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 19, 2016 წელი. 11:25pm —
3 კომენტარი
________________
პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დაბადებულებს, წარსული, ფენტეზის ჟანრის ფილმებად გვესახება და ბრტყელ-ბრტყელ ტექსტებში გამოკვეხებულ სამყაროდ რჩება. ასეთ ფონზე, ჩრდილოეთ კორეა ნამდვილი საგანძურია. ისევე, როგორც ნიუ იორკში მოხვედრა მომავალში მოგზაურობას ჰგავს (ოღონდ, ძალიან შორეულში აღარ), ასევე წარსულში სამოგზაუროდ ჩრდილოეთ კორეა ზედგამოჭრილი ადგილია. ფოტოებს, რომლის ჩვენებასაც ვაპირებ, თითქოს უკვე შევხვედრილვარ ბებია-ბაბუების თაობის…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 19, 2016 წელი. 6:52pm —
2 კომენტარი
________________
სხვადასხვა ადგილების მონახულების შემდეგ მიხვდებით რომ ხალხი მოგზაურობს სხვადასხვა მიზეზების გამო, ზოგი თავგადასავალს ეძებს, ზოგს კი ისტორიული ადგილის ნახვა სურს, უმეტეს მათგანს აინტერესებს უბრალოდ ახალი ადგილის ნახვა და ახალი კულტურის გაცნობა.
ტურისტულ ქალაქებში შეხვდებით ტურისტების ბევრ სხვადასხვა კატეგორიას, მაგალითად რომში ძირითადად წყვილები და ოჯახები მიდიან, აგრეთვე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქები იზიდავენ ტურისტებს დიდი…
დაამატა mariami_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 19, 2016 წელი. 5:30pm —
1 კომენტარი
________________
გამეღვიძა.
რამოდენიმე წამი ვერ მივხვდი სად ვიყავი. ლეპტოპი ავიღე და გადავწყვიტე აღმეწერა ის ოთახი, სადაც ახლა ვცხოვრობ. წითელი სამეული, კუთხეში საწერი მაგიდა და მასზე რამოდენიმე წიგნი დევს, წიგნები ვიცანი, კაფკა, ფამუქი და მიშელ უელბერკის რუკა და ტერიტორია. ნეტა ტერიტორიულად სად ვარ, ან რუკაზე როგორ არის ეს ადგილი აღნიშნული?! იყოს, ამაზე მერე ვიფიქრებ. ოთახს დავუბრუნდები. მარცხენა მხარეს კარადა დგას, ერთი კარი ღიაა და…
დაამატა გოგონა ყვავილის სახელით_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 17, 2016 წელი. 8:00pm —
3 კომენტარი
________________
მარტში, ჰო, ალბათ მარტი იყო, როცა ახალ ოფისში ამაყად შევაბიჯე. უკვე ვიცოდი, რომ სამსახური მქონდა. მაგრამ მაინც ვნერვიულობდი. მეორე სართულზე ავწკაპუნდი, დერეფანს გავუყევი და თაგვისფერ კარებთან დაბალი, სასიამოვნო გარეგნობის, მომღიმარი პუტკუნაზე უფრო პუტკუნა ქალი დამხვდა. პირველი, რაც გავიფიქრე სამსახურს არ ეხებოდა:
- ნეტა რატომ აცვია ასეთი მჭიდრო შარვალი ?!
გამიღიმა და მთხოვა დამლოდებოდა. მეც ჩამოვჯექი. თან ფიქრი…
დაამატა გოგონა ყვავილის სახელით_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 15, 2016 წელი. 9:30pm —
2 კომენტარი
________________
მცხეთის წმინდა ათორმეტმოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლა უკვე ორი ათეული წლისაა. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები: მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) და მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე); ხელისუფლების წარმომადგენლები; მწერალი -…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 15, 2016 წელი. 8:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
განსაკუთრებული კრიზისის დროს, ფილმებზე წერა შესანიშნავი გამოსავალი ყოფილა. არადა დასაწერის მეტი რა არის, აგერ დღეს ახალი წელია და სკოლა-ბაღებშის სწავლა იწყება, ერთი კარგი პოსტი განათლებაზე ურიგო არ იქნებოდა; ქუთაისში 60 000 სტუდენტისთვის უნივერსიტეტი უნდა აშენდეს და მშვენიერი ამბავია განხილვისთვის, მართლა გვჭირდება ის უნივერსიტეტი თუ არა?! წეღან ყური მოვკარი, ოთარ ეგაძე თეატრიდან გაუშვესო, ნეტავ რატომ?! ეკონომიკა, ეკოლოგია, განათლება,…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 14, 2016 წელი. 6:27pm —
22 კომენტარი
________________
მემფისში (ტენესი) გამოჩენილი საზოგადოების (1824 წელს ზუსტად ამ ქალაქში ჯოჯრ ბერკლის ჩამოყალიბებული საზოგადოება დაიბადა) (შესაძლოა ახალი მცდელობაც მიბაძვა იყოს) წევრები, და მათ რიგებში მყოფი ოსტატები ახალი ქვეყნის შექმნის იდეას აყენებენ (ამერიკაში ახალი ქვეყნის შექმნის იდეა მხოლოდ "გენიოს" თუ მოუვა) პროექტი მეტისმეტად თავმდაბლური აღმოჩნდა (ასე განმარტა მისმა შესაძლო დამფინანსებელმა(რა თქმა უნდა ირონიულად)და საბოლო სიტყვაც თქვა, ქვეყანა კიარა პლანეტა უნდა…
გაგრძელება
დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 10, 2016 წელი. 7:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
თქვენ მცხეთელი ხართ? ძალიან მიყვარს მცხეთა, ძალიან ლამაზი ადგილია. როგორ მიხარია ხოლმე სვეტიცხოველში ჩამოსვლა. რაღაც განსაკუთრებულ სიმშვიდეს ვგრძნობ როცა მცხეთაში მოვდივარ. მე სამთავროში დავდივარ ხოლმე, დედებთან ისეთი კარგია. მცხეთაში საქეიფოდ ჩამოსვლა არის ყველაზე მაგარი მოგონებები ჩვენი სამეგობროსი. - ეს ტექსტები იმის მეათედია ან მეასედია რაც მომისმენია და რაც თქმულა ჩემს გარშემო მცხეთის შესახებ. ეს უბრალო ხალხისგან, მაგრამ რაც ისტორიამ…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 6, 2016 წელი. 9:09pm —
4 კომენტარი
________________
ოთხი ათეული წლის მიწურულს ყველაზე გავლენიანი ქალი სენეგალში, საპარფიუმერიო მრეწველობის ლიდერი, დღეს უკვე ელჩი ემ-დე-ეფ_ში(ხის წარმოების მეთოდში არ შეგეშალოთ), მიღწეული წარმატების, ხიბლის, ქარიზმის, ხელგაშლილობისა და კაცთმოყვარეობისთვის პრესის მიერ ფრიად დაფასებული მხცოვანი კუმიკო ასე განმარტავდა საკუთარ ჰუმანიტარულ აქციებს: მოგეხსენებათ, რომ ჩემი მოგების ნაწილს შიმშილობის წინააღმდეგ ბრძოლას ვახმარ, აგრეთვე უპოვართათვის შეძლებისდაგვარი დახმარების გაწევას ვახმარ.…
გაგრძელება
დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 5, 2016 წელი. 7:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
სუბიექტური ჭეშმარიტებისთვის გამორჩეული ადგილია ბლოგოსფერო და ჩემი ბლოგიც არაერთხელ გამხდარა მსგავსი ჭეშმარიტებების ადგილი (შესაძლოა, ზოგჯერ ობიექტურობაზეც ჰქონია პრეტენზია (ვიცი ახლა დაეჭვებით ან გაბრაზებით იკითხავთ, რას ნიშნავს სუბიექტური ჭეშმარიტებაო, მითუმეტეს ჭეშმარიტებებიო და მართალიც იქნები - ჭეშმარიტება ან არის, ან არ არის! რა შუაშია აქ სუბიექტური და ობიექტური?)). მაგრამ მე მაინც მინდა, რა ამის პასუხია და ... ჩვენს…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 3, 2016 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დიდი მზარეული ვინსენტი (ხანდახან ვიქტორი, ხან ვიკი) სანგრისკენ თავქუდმოგლეჯილი გავარდა და იქიდან გოლფის ჯოხით შეიარაღებული უცხო ქალთან საქმის გასარჩევად ისევ მისაღებში დაბრუნდა, ტელევიზორში მნიშვნელოვანი მატჩი იყო,(ალბათ რეალი ბარსელონას ერთამაშებოდა, მადრიდისტა და ბარსა) რომელსაც ვერაფრის დიდებით გამოტოვებდა, არადა ეს შეხვედრა რომელიც მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი იყო,(კარიერული მხრივ) არ ივარგებდა მისი "ჩაგდება", გოლფი კი საქმიანი მეგობრების და ახალი…
გაგრძელება
დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 2, 2016 წელი. 8:30pm —
1 კომენტარი
________________
თავისუფლების თემა და ღმერთის ყოვლისმცოდნეობის ამბავი, ხშირად გამხდარა განხილვისა და საუბრების მიზეზი, ზოგნი ფიქრობენ რომ ეს გადაუჭრელი დილემაა, ზოგნიც მარტივად პასუხობენ. ასეც და ისე, თემა ყოველთვის აქტუალურია და თუ წინასწარმეტყველის კუთხით შევხედავთ, ჩემი აზრით ტრაგიკულიც.
საგრადა ფამილიას ფასადიდან,…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 1, 2016 წელი. 8:30pm —
2 კომენტარი
________________
ხელოვნება მრავალფეროვანია, საუკუნეებმა განვლო და ეს გამოჩნდა, მაგრამ გამოჩნდა ხელოვნების ვარიაციული ფორმებიც, მაგალითად (აგერ პარიკმახერობაც კმარა!), ამ სფეროში შექმნილ ნიმუშებს უამრავი მიმდევარი ჰყავს, და კატალოგებიც სინათლის სიჩქარეზე უფრო მალე იბეჭდება, საოცარია მაგრამ დეადი მწერალიც კი აქაც იპოვის უამრავ დამალურ თუ მიუდგომელ ფსიქიკურ პროცესებსა თუ შინაგან დიალოგებს,(ხანდახან ცნობიერების ნაკადსაც) მართალია ჯოისის სტივენ დედალოსის და ბაკ მალიგანის სიღმეზე არა…
გაგრძელება
დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 1, 2016 წელი. 7:26pm —
2 კომენტარი
________________
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2021.
საათი: 11:23pm
1 კომენტარი
3 მოწონება
მაშინ როდესაც ქუჩაში გააადგილება აკრძალულია, ქართულმა პოლიტიკურმა სამყარომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო - ისტოირულს ამბობენ, თორემ რეალურად, მოკინკლავე პარტიებმა ხელი მოაწერეს დამეგობრების დოკუმენტს. ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამენტში შევა. დღის ბოლოს, ხელმოწერის შემდეგ შარლ მიშელმა მოგვილოცა და ხვალ ჩამოვალო. გარეთ კი წვიმის ანონსებია - 23 აპრილამდე წვიმა, ძლიერი ქარი და სეტყვაა მოსალოდნელი. კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია -…
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2021.
საათი: 10:04pm
0 კომენტარი
3 მოწონება
აპლიკაციების ეპოქაში ცხოვრობთ. განსაკუთრებული სიმრავლე მაინც ფოტოგრაფიასა და ფოტომანიპულაციაში შეინიშნება - იმდენი გაჯეტი და აპლიკაციაა შექმნილი, რომ ძნელია გაიგო რომელი ფოტოა რეალური და ნამდვილი და რომელი გაყალბებული. ადრე თუ ფოტომასალა რამეს ნიშნავდა და დოკუმენტად გამოდგებოდა, ახლა ასე მყარი არგუმენტი აღარ არსებობს. უმრავლესობა მაინც გასართობად იყენებს ამ აპლიკაციებს და დღევანდელი ჩვენი ბლოგიც, სწორედ ამ შინაარსისაა. როგორც ცნობილი გახდა,…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 16, 2021.
საათი: 11:00pm
1 კომენტარი
4 მოწონება
დენიელსონს ტყუილად არ უწერია - მთავრობამ ხელი მოაწერა და დღის მთავარ ამბად იქცა, თუმცა ოპოზიციას უხარია, მაინც აქციებს აანონსებს. ამინდი უახლოეს დღეებში ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს გვპირდება. ჰესის მოწონებას გვპირდება მინისტრი და ავლაბარში ტერორიზმი გააქტიურდა. პანდემია არ დასრულებულა - კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 293321, ბოლო დღე-ღამეში - 1077, გამოჯანმრთელებული - 279831, ბოლო დღე-ღამეში - 442, გარდაცვლილი -…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2021.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
4 მოწონება
სითბოსთან ერთად აქციების ანონსები ისმის, მაგრამ რეალურად დღეს მხოლოდ სამი ძირითადი მიმართულება გვქონდა - ოპოზიცია, ძველი, ტრადიციული სახეებითა და ტრადიციული ულტიმატუმებით, ჯერ კიდევ ოპოზიციად ვერ შერაცხული და არ ჩამოყალიბებული ახალი შეკრება გახარიას გარშემო და ცხადია, ნამახვანი ჰესის პრობლემატიკა. პანდემია არ დასრულებულა - კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 292244, ბოლო დღე-ღამეში - 1030, გამოჯანმრთელებული - 279389,…
© 2021 George.
•