თქვენ უნდა გენახათ, როგორ გავათრიე ჩემზე დიდი წითელი სავარძელი აივანზე. იმდენი ვებრძოლე აივნის ვიწრო კარს, რომ მივხვდი თავსატეხები მიყვარს. დაახლოებით რვა წუთი ვფიქრობდი რა ტრაექტორიით გამეძვრინა კარებში ეს ფუმფულა სიამოვნება, ისე რომ პრიალა წკრიალა მინის კარები არ დამემსხვრია. თავსატეხი წარმატებით ამოვხსენი, სუპერგმირიც მეგონა თავი. მოვკალათდი ამ ღრუბელში, იმ იმედით რომ წავიკითხავდი, მაგრამ ნურას უკაცრავად, კითხვაზე მეტად დაკვირვება და არაფრის კეთებით ტკბობა მყვარებია. სუპერგმირთან ერთად ზარმაციც ვყოფილვარ. ჩემი სტატუსი ძალიან მომეწონა, ვუცქერდი ზღვას, თოლიებს და ქვემოთ მოფუსფუსე საზოგადოებას. გვერდითა აივნიდან სიმღერის ხმა მომესმა, ძალიან მომეწონა. გადავწყვიტე გამეგო რა სიმღერას უსმენს ჩემი მეზობელი. ავდექი მივაყურადებთქო ვიფიქრე და ასე ვიდექი დაახლოებით 10 წუთი ყურებჩამოყრილი.
და რა მოხდა ?!
ჩემი მეზობელი სუპერგმირია. არ მინდა მას ეს ტიტული გავუყო. მეგონა მარტო მე შემეძლო წითელი სავარძლის აივანზე გატანა. რამდენი ცუდი ფიქრი მიტრიალებს თავში. დავრეკავ ადმინისტრაციაში გავაფრთხილებს, რომ სასტუმროს საკუთრებას უდიერად ეპყრობიან, გარეთ მარტო მზეში უდევთ და არც იყენებენ ან ვეტყვი, რომ მძიმეწონიანია და შეიძლება გატეხოს. მალევე დავყარე ფარ-ხმალი, თავი დავარწმუნე იმაში, რომ ეს სავარძელი მე უფრო "მიხდება" და ჩემი სუპერგმირი მეზობლის სუპერ სიმღერას უკვე მერამდენე საათია ვუსმენ. წვიმის წვეთიც დამეცა ფეხზე, ნეტა საშუალოდ რამდენ ქალაქში აპირებს წვიმას ? უი, საშუალოზე გამახსენდა, მესამე დღეა ვფიქრობ ერთ უცნაურ კითხვაზე და პასუხი ჯერაც ვერ მიპოვნია . აქვს თუ არა სიტყვა საშუალოს ანტონიმი ?!
თავს არ ვუტყდები, მაგრამ ვხვდები, რომ მალე წითელი ღრუბელი პატარა ოთახს უნდა დავუბრუნო.
ბოროტი ფიქრი:
მეზობლებს არ ვაფრთხილებთ, რომ წვიმას აპირებს, გვეზარება. ჩვენ ხომ ზარმაცი სუპერგმირები ვართ.
როგორ მინდოდა დამეკომენტარებინა, დატოვე გარეთ, წვიმაში სავარძელი ორიგინალური სანახავია, მითუმეტეს თუ შიგნით გოგონაა მოკალათებული წიგნით ხელში და კითხულობს "წვიმა ზღვისპირეთში". საქმე ისაა, რომ ამ სასტუმროს მენეჯერი ჩემი ახლობელია და მეცოდება მისი სავარძლები ))
წითელი სავარძლის შეტანის ოპერაცია წარმატებით დასრულდა. სამწუხაროდ, ჩემი ახლობელი არ იყო სასტუმროს მენეჯერი, თორემ დიდი სიამოვნებით დავტოვებდი გარეთ წვიმაში.
p.s ჩემთან ერთად სუპერგმირი მეზობელიც წვალობდა თავის აივანზე, შევამჩნიე ^_^ (ჰეფიენდინგ)
სამწუხაროდ, ასეა საყარო მოწყობილი, მე ახლობელი მერგო, შენ სასტუმრო ((
კომენტარი
Welcome to
Qwelly
მარტი 4, 2023 6pm_დან მარტი 31, 2023 7pm_მდე – New York City
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 20, 2023.
საათი: 11:49pm
0 კომენტარი
3 მოწონება
ახალი კვირა ახალი მინისტრით უნდა დაიწყოო ჩვენს წინაპარ პოლიტიკოსებს უთქვამთ რიტორიკაში. განათლების მინისტრი შეიცვალა და ამიერიდან ჩხენკელის ნაცვლად ამილახვარი გვიმინისტრებს. მიშას ჯანმრთელობის აქციებიც დაბრუნდა და სხვა აქციებიც დაანონსდა - 9 აპრილს. პროკურატურაც მეინსრიმობდა დღეს და ოცნებიდან წასული დეპუტატებიც. ჯანდაცვა და ტრადიციულად პოლიტიკური საკინკლაო ამბებიც მრავლად არის. ჩინეთის პრეზიდენტი რუსეთში ვლადიმერ პუტინს შეხვდა. დღეს 1 აშშ…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 20, 2023.
საათი: 9:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
The Dark Web is a part of the web that's not obvious to plenty of people. It truly is an nameless community of websites and various on the web products and services that aren't indexed by normal search engines like google for instance Google, Bing, or Yahoo. It really is employed for a range of actions, together with promoting illegal items, internet hosting destructive program, and supplying anonymity for legal pursuits.
The Dark Web may have a substantial…
გამოაქვეყნა Nfkjasfas_მ.
თარიღი: მარტი 20, 2023.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The process of rummaging through the old diaries became an exploration into my private RuneScape documents; I recorded successes on stage OSRS gold, adventures and discoveries, like my first go to in Varrock. Conscient of my weak fight stage, and fearful of loss of life on the hands of monsters a considerably more effective than myself, I decided to stick to the path and keep me from the monsters lurking within the uncharted lands.
It turned out to be an in fact, a decision that went…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: მარტი 18, 2023.
საათი: 7:49pm
0 კომენტარი
2 მოწონება
წლის მთავარ კინომოვლენა-კინოდაჯილდოება, ოსკარი 2023, გასულ კვირას შედგა. არაფრით გამორჩეული, დასამახსორებელი და აჟიოტაჟგამომწვევი არ გამოდგა. მეტნაკლებად წინასწარგანსაზღვრული შედეგებით დასრულდა ნომინანტებს შორის გამარჯვებულების გამოვლენა, თუმცა რაც არ კარგავს აქტუალობას, ვარსკვლავთა ტანზე მორგებული კაბები - ტრადიციულად, ლუის ვიტონი, არმანი, დოლჩე გაბანა, ელი სააბი, დიორი, ვალენტინო და ა.შ. და ა.შ. ტრადიციულად ვიწყებთ ნიკო კიდმანით:…
© 2023 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია