განსაკუთრებული კრიზისის დროს, ფილმებზე წერა შესანიშნავი გამოსავალი ყოფილა. არადა დასაწერის მეტი რა არის, აგერ დღეს ახალი წელია და სკოლა-ბაღებშის სწავლა იწყება, ერთი კარგი პოსტი განათლებაზე ურიგო არ იქნებოდა; ქუთაისში 60 000 სტუდენტისთვის უნივერსიტეტი უნდა აშენდეს და მშვენიერი ამბავია განხილვისთვის, მართლა გვჭირდება ის უნივერსიტეტი თუ არა?! წეღან ყური მოვკარი, ოთარ ეგაძე თეატრიდან გაუშვესო, ნეტავ რატომ?! ეკონომიკა, ეკოლოგია, განათლება, სარწმუნოება. წერე რამდენიც გინდა, მაგრამ მე მაინც კინომანიას მივყოფ ხელს, რადგან, სულ რომ არაფერი, პირობას შესრულება უნდა და ისე არ გამოვა საქმე არაფერი დავწერო.

Qwelly, ანტისახელისუფლებო, კინომანია, რაიკომი, ქველი

      საბჭოთა კავშირში, ანტისაბჭოური კინო გადაიღო ისე, რომ საბჭოელებს მოეწონოთ (თუმცა, მოწონებაზე ბოლომდე ვერაფერს გეტყვით), ცოტა გასაკვირი ამბავია (თუნდაც, დაკვეთას ასრულებდე).

  • ფილმს ჰქვია გალაკტიონისებურად - მშობლიურო ჩემო მიწავ და საბჭოურად რაიკომის მდივანი. ტიან-შანივით ორი სახელი აქვს.
  • რეჟისორი: რეზო ჩხეიძე;
  • სცენარისტები: რეზო ჩხეიძე და სულიკო ჟღენტი;
  • კომპოზიტორი: გია ყანჩელი.

      ფილმი გადაღებულია 1980 წელს, 2 ორსაათიანი ნაწილისგან შედგება და საკავშირო ეკრანზე მისი ჩვენება 5 წლის ინტერვალით გაიმართა - პირველი ნაწილი 1980 და მეორე ნაწილი 1985 წელს. აქედან გამომდინარე, ცოტა რთულია გავიგოთ, "ზემოთ" მოეწონათ თუ არა ფილმი.

      80-იანების პერიოდში, საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების ამსახველი ფილმი და საბჭოთა კავშირის ჭკვიანი და მიზანმიმართული მმართველის უკომპრომისო ბრძოლა ბიუროკრატიასთან, უპასუხისმგებლობასთან და მისთანებთან.

      სიუჟეტი მარტივი და კომ.პარტიისთვის გასახარი - მესხეთის რაიკომის (რაიონული კომიტეტი) ახლადარჩეული პირველი მდივანი საკუთარი მხარის აყვავებისთვის წარმოუდგენელ იდეებს სთავაზობს საკუთარ მოსახლეობას. შესასრულებლად დავალებები სხვადასხვა სამმართველოების დირექტორებს ეძლევათ, რაც მათთან დაპირისპირებას იწვევს. ფილმი სავსეა მარტივი სიმბოლოებით - წისქვილებთან მებრძოლი დონ კიხოტი შუა ფილმში; ფრანი; აჩეხილი ვაზი; მიტოვებული სახლი და სოფელი; წყლის მომყვანი მამა-შვილი; სოფლის ზარები; ფილმის დასასრულს, ბარათაშვილის მერანიც გარბის და უკან, ტრაქტორები მიწას ხნავენ და რაიკომის მდივანს თბილისში, ცეკაში (ცენტრალური კომიტეტი) იბარებენ. ჩემი აზრით სასაყვედუროდ და დაკავებული თანამდებობიდან მოსახსნელად (რადგან, მერანის მთელი იდეა ისაა, რომ გაკვალულ გზაზე "ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს" ანუ გიორგი თორელი უნდა მოეხსნათ), თუმცა საბოლოო გამოსვლა მოსკოვში, ამას არ მოწმობს.

      რატომ ვთვლი რომ ფილმი ანტისაბჭოურია? - იმიტომ რომ რეალურად ასეთი რაიკომის მდივნები არ არსებობდნენ (ჩემი აზრით).

      საკითხი ასე დგას - როგორ უნდა დაანახო ხელისუფლებას თავისი მანკიერება? როდესაც ხარ ხელოვანი, შენი ძალა არის შენი პუბლიკა, საზოგადოება, მაყურებელი. ერთი ვარიანტია - ადგე და მხატვრულად აქციო დოკუმენტური მასალა, გადაიღო ფილმი, სადაც ნაჩვენებია ყველა ის სისაძაგლე, სიბოროტე, სიმახინჯე რასაც ხელისუფლება სჩადიოდა ან სჩადის. შეუცვალო რეალურ პიროვნებებს სახელები, დოკუმენტური კადრების ნაცვლად, კარგად შერჩეული და სიუჟეტის შეუცვლელად გადაღებული კადრები დადო, და ასე უთხრა შენს მაყრუებელს, რა ცუდია ესათუის ხელისუფლება. ან ადგე და გადაიღო ფილმი, სადაც აჩვენებ, არა იმას თუ როგორია ახლა, არამედ იმას, თუ როგორი უნდა იყოს რეალურად კარგი მმართველი. რეზო ჩხეიძემ მეორე ვარიანტი წარმოადგინა. (ასეთ დროს, საფრთხე შემდეგია: თუ ფილმს იღებ, იმ მმართველობის დროს, რომლის კრიტიკაც გინდა ამგვარი, იდეალისტური მეთოდით წარმოადგინო, ხელისუფლება, შენს ფილმს დახატავს თავის სასიკეთოდ - ანუ, იმას კი არ იტყვის, რაიკომის მდივანი ასეთი უნდა იყოსო - არა, აი ასეთი თავდადებულები ვართ რაიკომის მდივნებიო - ამას გეტყვიან. ამიტომ საჭიროა ჭკვიანი მაყურებელი).

      აბა თავად გაიხსენეთ (მე არ მოვსწრებივარ რაიკომის მდივნებს), იყო ისეთი რაიკომის მდივანი, რომელიც პირველივე სამუშაო დღეს, კაბინეტში შესვლის ნაცვლად, თავის მოადგილეს ეტყვის, მოდი ჯერ სოფელი შემოვიაროთო და მთელ დღეს მხოლოდ სოფლის დათვალიერებას მოანდომებდა და გვიან ღამით, მშიერ-მწყურვალი მივიდოდა სასტუმროში? რაღაც ძალიან მეეჭვება. იყო ისეთი მდივანი, რომელიც მრავალი გაფრთხილების მიუხედავად - იცოდე, ზემოთ პრობლემები შეგექმნება და მოგხსნიანო - უარს არ იტყოდა საკუთარი რაიონის აყვავების უკეთეს მიზნებზე? ანდა ქრთამად მორთმეულ ფულით სავსე ჩემოდანს, მუშტიკრივით უპასუხებდა? ზუსტი პასუხი არ მაქვს, ამიტომ გთხოვეთ გაგეხსენებინათ, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ასე არ მოხდებოდა. ანუ რეზო ჩხეიძემ გადაიღო ისეთი რაიკომის მდივანი, რომელიც პრინციპში არც არსებობდა და ხელისუფლების მხირან საზოგადოებაში შექმნილ ასეთი მდივნების ხატს, ჩემი აზრით, დასცინა.

      ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მიდგომით, ფილმსაც მეტი მხატვრული ღირებულება ემატება (თუმცა, კონკრეტულად ამ ფილმის მხატვრულობაზე ან მსახიობების ოსტატობაზე ფსონს არ დავდებ) და საყურებლადაც არ კარგავს ესთეტიკას და ვფიქრობ, გავლენაც მხოლოდ პოზიტიური აქვს საზოგადოებაზე. ამიტომ გირჩევთ, ახლადგადაღებული ანტიფაშისტური ქართული სერიალის მინიმუმ 4 სერია გამოტოვოთ და მის ნაცვლად, ნახოთ მშობლიურო ჩემო მიწავ (რაიკომის მდივანი).

დამატებით რამდენიმე დეტალი ფილმის ნახვის მონდომებისთვის:

  • მთავარ როლს ასრულებს ერთ-ერთი შესანიშნავი რეჟისორი თემურ ჩხეიძე და მისი ორი კინოროლიდან ეს ერთ-ერთია (კარგია, რომ მსახიობობას თავი დაანება);
  • ყანჩელის მუსიკაზე დირიჟორობს და ჰერიო ბიჭებოს მღერის ჯანსუღ კახიძე; (მესხეთის მკვიდრი ყოფილხარ, შენ დაგელოცოს ირგვლივ ცა - თუ გაქვთ ამ ვერსიით მოსმენილი ჰერიო ბიჭებო, იცოდეთ რომ ეს ამ ფილმისთვის და ფილმიდან არის)

      ტრადიციულად, კომენტარებში ველი ნანახის შემდეგ განცდილ ემოციებს.

ნახვა: 1333

ტეგები: Qwelly, ანტისახელისუფლებო, კინომანია, რაიკომი, ქველი

George: სექტემბერი 27, 2016||11:49pm

სტატია კრიტიკას ვერ უძლებს ( მარტივი კითხვა : რამდენ რაიკომის მდივანს იცნობდა(იცნობს) ლაშა ? 

ლაშა: სექტემბერი 27, 2016||11:55pm

არცერთს, აღნიშნა ეს ლაშამ ტექსტშიც და მხოლოდ საკუთარ წარმოდგენებზე დაყრდობით დაწერა.

George: სექტემბერი 27, 2016||11:59pm

ასეთი შედეგით მას შეეძლო დაეწერა იუპიტერის მეორე თანამგზავრზე ! ( პ.ს. მამუკას მაგონებ - სისულელეს გამართლება *საკუთარი აზრით*

ლაშა: სექტემბერი 28, 2016||12:02am

იუპიტერის მეორე თანამგზავრზე უფრო ცოტა რამ ვიცი, თორემ დიდი სიამოვნებით - მეტი გასაქანი ფანტაზიას )) ისე კი საინტერესო იქნებოდა, ვისაც უნახავს რაიკომის მდივნები, მათი კომენტარი, როგორები იყვნენ ისინი? ისეთები როგორიც რეზო ჩხეიძემ გადაიღო? 

George: სექტემბერი 28, 2016||12:06am

ძალით ისულელებ თავს თუ გინდა ბევრი კომენტარი მოუხვეჭო ამ პოსტს ? (( ხომ დავაკომენტარე , რომ *სტატია კრიტიკას ვერ უძლებს*, მამუკაც ვახსენე ... სათითაოდ უნდა ვაკრიტიკო პოსტის *უნებლიე შეცდომები* , რომ მოგვიანებით   მთლიანად წაშალო ?

ლაშა: სექტემბერი 28, 2016||12:19am

პოსტის წაშლა, მომხვეჭელობა, მამუკა ... ახლა რეინკარნაციას დავიჯერებ. ჰმ, მოვსწრებოდი რაიკომის მდივნებს რა იქნებოდა. 

George: სექტემბერი 28, 2016||12:21am

მეტემფსიქოზი გინდოდა გეთქვა ?

George: სექტემბერი 28, 2016||12:27am

შეუჩერებელი ხარ , მოკლედ ( მაშ ასე : 1. ცოტა მაინც თუ ერკვევი კინოხელოვნებაში უნდა გცოდნოდა სტილი, რომელსაც სოცრეალიზმი ეწოდება ! (ქართულ ინტერნეტში და პრესაში მილიონობით სტატიაა და ერთშიც არ მინახავს კრიტიკა *აბეზარა*- სი ან და *ჭრიჭინა*- ს იმ არგუმენტაციით, რომ ასეთი ტაქსის მძღოლი ან მებროილერე (მეკვერცხე - მეწიწილე) გოგონა ბუნებაში არ არსებობს)

George: სექტემბერი 28, 2016||12:50am

თუ ცირკის კრიტიკა არაპატრიოტულია ? ( კეთილი და პატიოსანი - არაცირკი განვიხილოთ : *ფესვები* (მილიონობით ქართველს უტირია) რეალური გგონია ? - მაშინ რატომ არცერთი(!!!) ქართველი ემიგრანტი (რიგითებს ვგულისხმობ და არა ხელოვანებს)  არ გადმოასვენეს სსსრ- ში ?  ან სადაა ბოკერიას და ილია- უნის ბრძოლა ქურდულ სამყაროსთან  *ლიმონ* დევდარინის მაგალითზე?

George: სექტემბერი 28, 2016||12:58am

სამჯერ ვახსენე მამუკა, რომელიც ქადაგებდა საგნებზე, რომლებზეც წარმოდგენაც არ გააჩნდა - სამაგიეორდ ამპარტავნული იმპერატივით განაცხადებდა - *ეს ჩემი მოსაზრებაა* ! ( იმედია მის ნაირად არ თვლი მკრეხელობად როდესაც ფელინის ფილმში ( სოცრეალიზმის კლასიკა) ქრისტეს ქანდაქებას ვერთფრენით აქეთ-იქით დაატარებენ ? - არარსებულია თუ სასაცილო ?(

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:29am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom…

გაგრძელება

MMOexp: FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 5:04am 0 კომენტარი

In their way is Portugal, who accidentally put six goals accomplished Switzerland with Cristiano Ronaldo sitting on the bench. It won't be easy, but aloof how abundant of FC 24 Coins an underdog is Morocco vs. Portugal? Actuality is how FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup.

We aboutface to the best reliable antecedent of football admonition there is, FC 24, to accommodate us with some perspective. We best Morocco…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Qwelly World

free counters