ლაშა'ს ბლოგი || "ბლოგი" (50)

ვნებული და გამარჯვებული

      ვნების სახარებებს მედავითნის გვერდით ვუსმენდი. ცნობისმოყვარეობა მძლევდა და შიგადაშიგ თვალს ვაპირებდი მისი საკითხავებისკენ და ოდესღაც ნასწავლი ხუცური ასოების მოხაზულობებს ვიხსენებდი და სიტყვების ამოკითხვას ვცდილობდი. ბოლო სამი სახარება იყო დარჩენილი. ამ დროს უკვე ის ეპიზოდები იკითხება, როდესაც მაცხოვარი ჯვარზეა გაკრული, ნაცემი, ნაწამები წყალს ითხოვს... „შენი სხეულის თითოეულმა ნაწილმა ივნო ჩვენთვის“ - ამოიკითხა მედავითნემ.…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 30, 2021 წელი. 11:40pm — არ არის კომენტარები
_______________

ოსკარის 2021 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

ოსკარი 2021 სრული სია

      კოვიდსამყარომ ცოტა გადაგვავიწყა კინომანია და კინოს უმაღლესი ჯილდო - ოსკარი. დღეს გამთენიისას, ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 93-ე ცერემონია გაიმართა. ტრადიციულად, ამერიკა, კალიფორნია, ლოს ანჯელესი, დოლბის თეატრი. პანდემიის მიუხედავად 2020-ში კინოების გადაღება არ შეწყვეტილა და არც მაყურებლები დარჩენილან…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 26, 2021 წელი. 11:30pm — 1 კომენტარი
________________

ლაზარესთან მეგობრობა

      მომნატრებია მეტროთი მგზავრობა. დღეს ვიმგზავრე. ორი ადამიანი, ჩვენს წინ მსჯელობდა იმაზე, რა არის მეგობრობა - შენ რომ ჩემი გესმის და იცი მე რას ვფიქრობ, მე რომ შენი მესმის და ვიცი შენ რას ფიქრობ, ეს არის მეგობრობაო, უმტკიცებდა ერთი მეორეს. ამ დროს კახას გადავულაპარამე, ხედავ რა საინტერესოათქო. კახამ ჩვეული ფილოსოფიური სიდინჯითა და ჩაფიქრებით - დაიკიდე, ძალიან ბევრი დალიესო - მიპასუხა.

აღდგომა, ლაზარე, ეთიოპია, ეთიოპიური ხატწერა, მხატვრობა

      - რას ამბობ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 24, 2021 წელი. 10:30pm — 1 კომენტარი
________________

ხარება, როგორც გამოხსნის ზეიმი

      ეს დღესასწაული ასეთ მცირე ბლოგს არ იმსახურებს, მაგრამ ახლა ემოციამ ისე მომაბჯინა ყელში ბურთი, რომ მეტი ვერ დავწერე. დღეს ხარებაა ხალხო, ხარება...

      ეს სამყარო არსებობს სამ კატეგორიაში - დრო, სივრცე, მატერია (ნებისმიერი თანმიმდევრობა მისაღებია, რადგან ერთმანეთის გარეშე უბრალოდ არ არსებობენ). ყველაფერი რაც ამდენი საუკუნის მანძილზე მეცნიერებამ, ამ ღმრთაებრივმა ანარეკლმა გვასწავლა, ამ სამი კატეგორიიდან ერთ-ერთის შემეცნებაა - ან დროის,…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 7, 2021 წელი. 9:41pm — არ არის კომენტარები
_______________

კანონდამრღვევი

      ეს ამბავი, ორი დღის წინ მოხდა. ის-ის იყო კიბეები ჩავირბინე, ნაგვის ურნაში სახლიდან წამოღებული „პარკები“ ჩავყარე და გაჩერებაზე მარშრუტკის მოლოდინისთვის მოვემზადე, რომ ჩემს წინ პატრულის პატარა, ლამაზი, მოსკუპული მანქანა გაჩერდა. ახალგაზრდა ბიჭები ჩანდნენ. შუშა ნელ-ნელა ჩამოუწიეს. ვიფიქრე, რაიმეს კითხვა ან ადგილის მისწავლება ენდომებათ-მეთქი.

      - გამარჯობა, პირადობა თან გაქვთ?

      - დიახ - ვეცადე ხმაშიც კი კეთილგანწყობა…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 23, 2021 წელი. 10:00pm — 1 კომენტარი
________________

მოარული ვირუსები და ზრუნვა სახელმწიფო სერვისებით

      5 მარტის მშვენიერი საღამო იყო. ცოტა გრილი, მაგრამ მაინც მარტული. საათზე ათის ნახევარს უჩვენებდნენ ისრები. თომას ტრადიციული ძილისწინა ენერგიის მოზღვავება ჰქონდა და დაძინებას არ აპირებდა, ამიტომ ვთამაშობდით - „გარბოდე და მოგდევდე“-ს. არის ასეთი თამაში. განსაკუთრებულ გონებრივ დაძაბულობას არ მოითხოვს და პატარებს ამხიარულებს. მოულოდნელად, ბავშვი მოეშვა, მოიღვენთა, თავი მხარზე ჩამომადო და თვალებს ძალდატანებით ახელდა. რომ არ გვცოდნოდა მისი ხასიათი…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 12, 2021 წელი. 10:00pm — 1 კომენტარი
________________

დავასრულოთ გენ. გეგმაზე ტანჯვა-წამება

      პოლიტიკა თუ ბინძური საქმეა, მაშინ მცხეთა ერთ-ერთი ყველაზე სუფთა და წკრიალა ქალაქია მსოფლიოში. არა, განა იმიტომ რომ მცხეთაში პოლიტიკოსები არ არიან, არა - უბრალოდ მცხეთელები არასოდეს ერევიან ამ პოლიტიკოსების მართვის საქმეში. როგორ უნდა ჩაერიონ? შეთავაზებით, მსჯელობით, კრიტიკით, არგუმენტაციით. პოლიტიკური აქტიურობა ანდა რაიმეს პროტესტი ისეთი იშვიათი მოვლენაა, რომ მყისვე საყოველთაო ყურადღებას იპყრობს. იშვიათად მცხეთაში ვინმემ რამე გააპროტესტოს და…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 14, 2021 წელი. 4:30pm — 3 კომენტარი
________________

წმინდა სინოდის განჩინება (11 თებერვალი, 2021)

      გუშინ გამართულ სინოდის სხდომას დიდი მოლოდინი ჰქონდა, მითუფრო რომ აქტუალური თემების განხილვა უნდა მომხდარიყო. ტრადიციულად, სხდომა დღის თორმეტ საათზე დაიწყო და დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. სხდომის ოქმი, მხოლოდ რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.

სინოდი, განჩინება, სხდომა, სინოდის ოქმი, სინოდის სხდომა, Qwelly, qwellynews

საქართველო სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 12, 2021 წელი. 9:30pm — არ არის კომენტარები
_______________

აზრდაუტანებელი საჩუქარი

      სტატუსში ჩასატევი პოსტი არ გამომივიდა, ამიტომ მცირე ბლოგად უნდა მოვყვე.

      წარმატებული წლის მოლოდინით დაიწყო 2021. სულ მინიმუმ 2020_ზე უკეთესი ვუსურვეთ ერთმანეთს, მაგრამ...

      მოკლედ, ასეთი ამბავი შეგვემთხვა დღეს. მეზობელი შემოვიდა ოფისში. ერთი მოხუცი კაცია. ჯერ კიდევ ძველი სტამბების დროიდან ცხოვრობს დიღმის მასივში. ვნაცნობობთ ერთმანეთთან, ამიტომ მოურიდებლად იკითხა - სტამბა მაკულატურას ხომ აბარებსო.

     …

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 8, 2021 წელი. 10:30pm — 1 კომენტარი
________________

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე 2021

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე 2021, პატრიარქი ილია II

      ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 7, 2021 წელი. 8:01pm — არ არის კომენტარები
_______________

გილოცავთ ახალ წელს!

      მთელი წელი ვირუსის გარშემო ტრიალებდა, მაგრამ როგორც ერთ ცნობილ ბეჭედზე ეწერა, ესეც ჩაივლის და კიდევ ბევრი რამ ჩაივლის.

      ამიტომ

გილოცავთ ახალ წელს!

საახალწლო, მილოცვა, 2021 წელი, მისალოცი ბარათი

      სიკეთის, სიუხვის, სიყვარულის, ბედნიერების, უღალატობის, მეგობრობის და მრავალი, მრავალი სიხარულის და რაც მთავარია, ქველობის წელი ყოფილიყოს 2021!…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 1, 2021 წელი. 12:00am — 1 კომენტარი
________________

ტაძრადმიყვანებიდან მიძინებამდე

მოვედით და მხიარულ იყვენით,

რამეთუ განმზადებულ არს ქორწილი!

      ცხრა წლის წინ ცრემლები იყო და ცხრა წლის შემდეგაც პირველი ემოცია ცრემლიანი გამოდგა, ასეთი ყოფილა კაცის ბუნება - სიცოცხლე უყვარს და გულს უფრთხილდება, ცრემლებზე კი არ დარდობს, თუნდაც ნიაღვრად იდინონ, ოღონდ გული კი მოიოხოს. არა, დღეს ტირილი არ შეიძლება, დღეს ქორწილია!

      არც ძველი ამბების მოსაყოლი წერილია და არც ახლის,…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 27, 2020 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ნუთუ მხოლოდ შენებაა მთავარი?!

      განა შეიძლება ქრისტიანი ადამიანი, ქრისტეს მიმდევართა შესაკრებლების, ტაძრების აშენების წინააღმდეგი იყოს?! ანდა, როგორ წარმოგიდგენიათ, პირველ დევნილ ქრისტიანებს რომ შესძლებოდათ ისე თავისუფლად შეკრებილიყვნენ დიდ სახლებში, როგორც დღეს ჩვენ გვაქვს ამის საშუალება, განა არ გაიხარებდნენ?! ესეც ხომ ფაქტია, რომ არ არსებობს საღმრთო ლიტურგიაზე უფრო აღმატებული მსახურება დედამიწაზე - ეს უკანასკნელი ხომ სწორედ რომ ტაძრებში აღევლინება?! მაგრამ ერთი რამ კი…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 15, 2020 წელი. 2:00pm — 2 კომენტარი
________________

დღესასწაულის მოკლე ბლოგი

      აღდგომიდან მეხუთე კვირას, ქრისტეს ეკლესია ზეიმობს დღეს ანდა უფრო მართებულად რომ ვთქვათ, იხსენებს იმ დღეს, როდესაც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე სამარიტელ ქალს შეხვდა სუქარში, იაკობის ჭასთან. ადრე უკვე დავწერე გულისტკივილით, რომ არ შეიძლება ხარება დღის სიხარული გადაფაროს წმინდა ქალაქის კურთხევის დღესასწაულმა (იხ.…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 17, 2020 წელი. 9:00pm — არ არის კომენტარები
_______________

წმინდა სინოდის განჩინება (20 მარტი, 2020)

      დღეს წმინდა სინოდის კრება შედგა, რომლის მთავარი განსახილველი თემა იყო მსოფლიო პანდემია კორონავირუსი #COVID19. ტრადიციულად კრება გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს რეზიდენციაში, თბილისში, 12:00-ზე. სინოდის ოქმი, გამოქვეყნებამდე საპატრიარქოსი წაიკითხა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ.

საქართველო სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 20, 2020 წელი. 9:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ყოველივე მსოფლიო დავუტეოთ ზრუნავა

      როგორც ამბობენ, ოცდამეერთე საუკუნე იქცა მესამე ეპიდემიოლოგიურ გარდამავალ პერიოდად და ამ პერიოდში, ყველაზე ხმაურიანი გამოდგა კორონავირუსი (Covid-19). როგორც გვირგვინოსან ვირუსს, სწორედ მას ერგო პანდემიის სტატუსის მოპოვება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან. ვირუსის მასშაბურობა, მედია-აჟიოტაჟი (ხშირად აფსურდულიც) და შფოთი არც საეკლესიო შეკრების ირგვლივ დარჩენილა უხმაუროდ.

      იტალიამ დიდი ხანაი დაკეტა ტაძრები მრევლისთვის და სულ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 16, 2020 წელი. 12:00am — არ არის კომენტარები
_______________

ოსკარის 2020 წლის დაჯილდოება - ნომინირებულები და გამარჯვებულები

ოსკარი 2020 სრული სია

      ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოება 92-ე ცერემონიისთვის ემზადება. ტრადიციულად, კალიფორნია, ლოს ანჯელესი, დოლბის თეატრი და რა თქმა უნდა ისევ მილიონობით კონომოყვარულის გაფაციცებული თვალები. წელს კინომატოგრაფებს განსაკუთრებით რთული დავალებები აქვთ - არჩევანი უნდა გააკეტონ 2019 წლის ისეთ შედევრებში, რომელთა…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 9, 2020 წელი. 10:30pm — 9 კომენტარი
________________

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე 2020

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

      ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 7, 2020 წელი. 2:00am — არ არის კომენტარები
_______________

გირჩის მავნებლობა ანუ ბოროტებამ თავი ვერ დამალა

      მოდი ვნახოთ, რა იყო, ან თუ არ იყო, როგორ იყო, მაგრამ ერთი კია - ღვთის უკეთესი რა უნდა ყოფილიყო?!

      მაგრამ მაინც, ერთი გიორგიც იყო. გიორგი დაიბადა თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, შედარებით ღარიბი ცოლ-ქმრის ოჯახში, დედას - ელენე, მამას კი კონსტანტინე ერქვა. ისე მოხდა, რომ იმ პერიოდში, თბილისში უამრავი პრობლემა იყო, მტერი მაშინაც არ გვასვენებდა და ამის გამო, თბილისში მარილი არ იშოვებოდა, არადა გიორგის ძალიან, ძალიან უყვარდა მარილი და…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 12, 2019 წელი. 10:17pm — 3 კომენტარი
________________

ქართული ანი თუ ბერძნული ალფა?!

      არ ვფიქრობდი, რომ ივლისის პირველ ბლოგს რამე ასეთ თემაზე დავწერდი, მაგრამ ყური მოვკარი სიტყვებს - წმინდა წერილიო და რატომღაც თვალიც ტელევიზორისკენ გამექცა.

      ვუსმენ შემდეგ ინფორმაციას - ვციტირებ:

„ბერძნული წყაროსგან განსხვავებით, ქართული წყარო გვეუბნება ...

აქ კადრი არის და ამ კადრში ჩანს გამოცხადების ციტატა:

მე ვარ ანი და ჰოე, იტყვის უფალი ღმერთი. (გამოცხადება…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 3, 2019 წელი. 11:00pm — 1 კომენტარი
________________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

Qwelly World

free counters