მოდი ვნახოთ, რა იყო, ან თუ არ იყო, როგორ იყო, მაგრამ ერთი კია - ღვთის უკეთესი რა უნდა ყოფილიყო?!

      მაგრამ მაინც, ერთი გიორგიც იყო. გიორგი დაიბადა თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, შედარებით ღარიბი ცოლ-ქმრის ოჯახში, დედას - ელენე, მამას კი კონსტანტინე ერქვა. ისე მოხდა, რომ იმ პერიოდში, თბილისში უამრავი პრობლემა იყო, მტერი მაშინაც არ გვასვენებდა და ამის გამო, თბილისში მარილი არ იშოვებოდა, არადა გიორგის ძალიან, ძალიან უყვარდა მარილი და მასზე მონატრებულს, ბავშვობიდან ოცნებად ჰქონდა მარილის ბიზნესი ჰქონოდა. უნდოდა, საკუთარი საჭმელიც გაეგემრიელებინა და მის გარშემო, სხვა გაჭირვებულებიც მარილით მოემარაგებინა, ყველა დაემარილებინა, მას მხოლოდ და მხოლოდ მარილის წარმოება უნდოდა და სხვა არაფერი - უბრალო, სუფრის მარილი და მორჩა. გიორგი გაიზარდა. როგორც ასეთ ისტორიებში ხდება ხოლმე, მალევე შეიძინა უახლოესი მეგობრები - ნიკა, თორნიკე, საბა, ერეკლე, მარიამი და სალომე. ის თავის მეგობრებს თავის სურვილებს და ოცნებას უზიარებდა, მთელს დროს მათთან ატარებდა, იმდენი მოახერხა, მეგობრებსაც მოანდომა მარილის ბიზნესის წამოწყება. მარილი ხომ ყველას სჭირდებოდა? ამიტომ მარილს დაარიგებდნენ, გასცემდმე, გააჩუქებდნენ - კომპანიას საქველმოქმედო ხასიათიც ექნებოდა - მარილი ყველას, შეძლებულს თუ უქონელს, ახლობელს თუ შორებელს, ნათესავსა და უცხოს, მტერსა თუ მოყვარეს. მონდომებით ხომ ყველაფრის მიღწევა შეიძლება?! ჰოდა, ეს ოცნებაც მალე ასრულდა - მარილის ბიზნესი წამოიწყო და თავადვე ჩაუდგა სათავეში კომპანიის მართვას. გვერდით, რა თქმა უნდა უახლოესი მეგობრები ამოიყენა. დრო გადიოდა და კომპანიაც იზრდებოდა - უახლოესმა მეგობრებმა თავიანთი მეგობრები მოიყვანეს, მათ კიდევ თავიანთი და ასე გამრავლდა ასად, ათასად და ათიათასად...

      ერთ დღესაც, გიორგიმ გადაწყვიტა სხვა ქვეყაანში წასულიყო, ხოლო კომპანია უახლოეს მეგობრებს დაუტოვა სამართავად. ცხადია, თანამედროვე სამყაროში კონტაქტს და კავშირს რა გაწყვეტდა?! ამიტომ ამერიკიდან მოგაქცევთ ყურადღებასო - უთხრა - თქვენ უბრალოდ, ჩემი იდეები და ჩვენი საერთო წამოწყება არ დაივიწყოთო. ასეც მოიქცა, წავიდა შორეულ დასავლეთში. უახლოესმა მეგობრებმა კომპანიის მართვა განაგრძეს გიორგის დანატოვარის მიხედვით. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ერთად ირკიბებოდნენ, გიორგისთან რეკავდნენ და მისგან იღებდნენ სამართავ რჩევა-დარიგებას. ერთ დღესაც, ერთ-ერთი თანამშრომელს გაუჩნდა იდეა - გიორგის მარილის ბიზნესი კი არა, მარილიანი კვერების ბიზნესი უნდოდა და მგონი მე უფრო სწორად მივხვდი მის სურვილს, რადგან მარილიანი კვერებით უფრო მეტი ადამიანის დაინტერესება შეიძლებაო. იყო დიდი მითქმა-მოთქმა და გაწევ-გამოწევა. საქმე იქამეც კი მივიდა, თავად გიორგისაც კი არ იცნობო - ეუბნებოდნენ ამ კაცს - ეს უკანასკნელი კი თავგამოდების ამტკიცებდა, როგორ არ ვიცნობ, მისი მშობლების სახელიც ვიცი, გიორგის წარმომავლობაც და მისი მთელი ცხოვრებაც პატარაობიდან ვიდრე დღემდეო. ვერაფერი გააწყეს ამ კაცის წინაშე და ისე მოხდა, რომ ამ კაცმა გადაწყვტა მარიალინი კვერების ცხობა დაეწყო, ოღონდ გიორგის კომპანიისგან დამოუკიდებლად, მისგან შორს.

      წლები გადიოდა, კვერების მსგავსი ბევრი ახალი იდეა იბადებოდა და მტკივენეული ან ნაკლებმტკივნეული გარჩევებიც არ სრულდებოდა - ტკივილის ფონზე კი ახალ-ახალი კომპანიები ჩნდებოდა - მარილიანი ორცხობილები, მარილის ზოდები, ზღვის მარილი და ქვა მარილი, მარილი შინაური ცხოველებისთვის და მლაშე პომინდვრების ბიზნესებიც კი. ზოგიერთი მათგანი, მართლაც, გამორჩეულად კარგ საქმეს ეწეოდა - უგემრიელეს ორცხობილებს ამზადებდა და უფრო მეტადაც კი ქველმოქმედებდა, ვიდრე გიორგის დატოვებული კომპანია აკეთებდა ამას. გიორგის კომპანიას კი ახალ-ახალ ბრალდებებს უყენებდნენ, თავად გიორგიზე ხომ ათასი ჭორი დადიოდა - ბიზნესი მოიპარაო, მაგას მარილი კი არა, უბრალოდ ფული უნდოდაო, კაი ცხოვრება და დირექტორობაო და ა.შ. ამ ბრალდებების დამცვალები, გიორგის უახლოესი მეგობრები, ნიკა, თორნიკე, საბა, ერეკლე, მარიამი და სალომე, ზოგჯერ საკუთარი რეპუტაციის, ოჯახის, სიცოცხლისა და სისხლის ფასადაც კი იცავდნენ გიორგის კომპანიის პოზიციებს. გამორჩეულად დიდი ტკივილი და დანაკარგი იყო, ასეთ დაპირისპირებაში გახეთქილი ერეკლეს გული - ის ასეთ დაპირისპირებას შეეწირა.

      წლების შემდეგ, გიორგი დაბრუნდა თბილისში. დაბადების დღე უნდა გადაეხადა და ......

      აქ შევაჩერებ ისტორიის თხრობას, რადგან რამდენიმე კითხვა მაქვს.

      აქვს თუ არა გიორგის უფლება თავისი დაბადების დღის აღსანიშნავად, მოიწვიოს მხოლოდ თავისი კომპანიის თანამშრომლები?

      აქვს თუ არა გიორგის უფლება, თავისი დაბადების დღის აღსანიშნავად, მოიწვიოს ის ხალხიც, რომლებიც გიორგის კომპანიას გამოეყვნენ?

      ვინ უნდა უკარნახოს გიორგის, რომელი გადაწყვეტილება იქნება სწორი? დაბადების დღე მისია, მასპინძელი ის არის, ის იხდის რესტორანში გაშლილი სუფრის ფულს - ვის აქვს უფლება, მიუთითოს რომელი იქნება სწორი გადაწყვეტილება?

      მაგრამ როგორ გგონიათ, ნიკას და საბას ანდა მარიამსა და სალომეს რომ ჰკითხოთ, ვის დაპატიჟებს გიორგი თავის დაბადების დღეზეო - რას გიპასუხებენ? ერეკლეს მკვლელებსო? სხვა კომპანიის ხალხს, რომლებაც უარი თქვენს გიორგისთან მუშაობაზეო? ან თავად როგორ გგონიათ, გულწრფელად, ვინ უნდა დაპატიჟოს გიორგიმ? გიორგის ხომ სიკეთე უნდოდა? და ის მარილიანი ორცხობილების წამომწყებები ხომ ასევე სიკეთეს აკეთებდნენ? ...

------------------------------------------------------

      იქნებ მეზღაპრე და ლეგენდებში დაკარგულმა ერმა, ზღაპრებით მაინც გაიგოს, რომ ღმერთი თავად გადაწყვეტს ვინ აცხონოს და ვინ არა, ვინ დაამკვიდროს მის სასუფეველში და ვინ არა, უბრალოდ ეკლესია ვალდებულია(!) თქვას და შეასრულოს ის, რაც თავად ღმერთმა დაუბარა. ეკლესიას, მხოლოდ ეს ვალდებულება აქვს - ქრისტეს ნათქვამი და დანატოვარი უცვლელად შეინარჩუნოს და გადასცეს მომავალ თაობებს ქრისტეს მეორედ მოსვალმდე, თორემ მერე ღმერთი მოვა და როგორმე თავადაც დაალაგებს არეულ სიტუაციას.

      P.S. ...მაგრამ როგორც ერთ იგავშია, თუ წინასწარმეტყველებს არ ერწმუნენ, აღმდგარიც რომ მივიდეს ვინმე, არც მას დაუჯერებენო, არათუ ზღაპრებს...

ნახვა: 216

ტეგები: Qwelly, ბლოგი, გარდაცვალება, გირჩი, ეკლესია, ზღაპარი, ქრისტიანობა

George: ნოემბერი 12, 2019||10:38pm

საერთოდ არ მესმის, რაში სჭირდება ურწმუნოებს წესის აგება, მათთვის მხოლოდ უაზრო რიტუალი?

ლაშა: ნოემბერი 12, 2019||11:19pm

საქმე ისაა, რომ ქრისტეზე უფრო ქრისტიანები აცხადებდნენ - გირჩის მღვდელმსახური, სინამდვილეში ქრისტიანი იყო და მღვდლობა ფორმალობას წარმოადგენდაო. 

George: ნოემბერი 12, 2019||11:26pm

იმამობა ისლამში და რაბინობა იუდაიზმში მართლაც მხოლოდ ფორმალობა-მასწავლებლობაა და არა ღვთისმსახურება, მაგრამ მათი ნათესავნი რატომ არ ითხოვენ წესის აგებას?

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The franchise's inception for the use of both the FC 24

გამოაქვეყნა Ludwighench_მ.
თარიღი: ივლისი 27, 2024.
საათი: 5:23am 0 კომენტარი

There is always going to be excitement over playing with one of the highest-rated players in FC 24 Coins. Sports fans and gamers alike can unite in being giddy about somebody that has statistics that puts them in a league above the others.

While OVR might tell a general story, it's actually what composes OVRs that make the big difference. A high OVR defender might have a bad tackle rating or a low OVR center might have otherworldly…

გაგრძელება

Diablo 4's Season 5 Poised for Major Updates: MMoexp

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივლისი 27, 2024.
საათი: 4:25am 0 კომენტარი

Diablo 4 gold players can look forward to an exciting period ahead, as Blizzard has announced a series of significant updates and the highly anticipated Season 5. The development team has been actively addressing player feedback and working to continuously enhance the Diablo 4 experience.
The forthcoming mid-season patch will introduce several noteworthy changes. One key update is an overhaul of the loot respawn system.…
გაგრძელება

Pennsylvania Qualifications

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივლისი 25, 2024.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







Pennsylvania Qualifications Checks are completed to investigate the background of the candidates who apply for work in various private and non-private worries. These background checks are done to validate If your applicant has the needed qualification for their Careers and likewise whether they are reliable, honest and don't have any prison fees against them. Pennsylvania Qualifications Checks generally validate the personal identification record, instructional…

გაგრძელება

How To eliminate Ants in Seattle

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივლისი 24, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







You’re hectic at perform, at your home, and also you definitely do not need time to determine how to get rid of ants in the Seattle residence yourself. You could possibly even be tempted to ignore the challenge with the hopes that it's going to all just magically disappear By itself. Ants won’t just disappear, but we’re in this article to aid.



We have been here to supply assurance and help you just take again your home which means you, Your loved ones, and your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters