საქართველოს ეკლესიის უახლეს ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სხდომა გაიმართა დღეს, საქართველოს საპატრიარქოში. სხდომა დაიწყო ჩანიშნული დროისამებრ - 12:00 საათზე. ტრადიციულად სხდომას თავმჯდომარეობდა უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II, ხოლო დამსწრეთა შორის იყო - 42 მღვდელთმთავარი.

      სხდომის მდივნი - ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი).

      თავდაპირველად, მისასალმებელი სიტყვით სინოდს პატრიარქმა, ილია მეორემ მიმართა.

      მისმა უწმინდესობამ ისაუბრა წმინდა სინოდის მღვდელმთავართა პასუხისმგებლობის შესახებ, ღმრთისა და მამულის წინაშე. მან ბრძანა: „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, როგორც ეკლესიაში, ასევე ქვეყანაში მშვიდობის დამკვიდრებისათვის. ჩვენ არ უნდა მივცეთ საბაბი საზოგადოებას დაბრკოლდეს ეკლესიისა და სარწმუნოების მიმართ.

      დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, არა იმისათვის რომ ვინმე დავსაჯოთ, არამედ იმისათვის რომ დავეხმაროთ ერთმანეთს. ჩვენ კი არ უნდა დავუმძიმოთ ერთმანეთს ტვირთი, არამედ უნდა შევუმსუბუქოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არაერთხელ დაუმძიმებიათ ჯვარი, მე არასოდეს მიფიქრია ვინმეს დასჯა. მე მუდამ მხოლოდ თქვენს დახმარებაზე ვფიქრობ.

      მე აღვიზარდე ისეთ ოჯახში სადაც მუდამ იყო დიდი კრძალვა ღვთისადმი და თანაგრძნობა მოყვასისადმი. ჩვენი ოჯახი არაერთხელ იფარავდა დევნილ სამღვდელოებას.

      დღეს რთული დროა. ჩვენ უნდა გავიაროთ ბეწვის ხიდზე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერი არ დაბრკოლდეს, ჩვენი ქცევისა და გამოსვლების გამო. ყოველ მღვდელმთავარს აქვს დადებული ფიცი ღვთისა და პატრიარქის წინაშე ერთგულებისა და ამ ფიცის დარღვევის შემთხვევაში, იგი დიდ ცოდვას იდებს საკუთარ თავზე.

      დროის სირთულიდან გამომდინარე არ არის საკმარისი სინოდის წელიწადში ორჯერ მოწვევა. სინოდი უნდა იქნას მოწვეული უფრო ხშირად, ყოველი პრობლემის შემთხვევაში.

      ერთერთი ასეთი პრობლემა არის დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხი. ჩვენმა სიყვარულმა უნდა დაფაროს უარყოფითი მხარე, რაც მან გამოიჩინა.

  • წმინდა სინოდმა მოისმინა საკითხი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები გამოთქვეს:

      ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა), წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია), მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი), ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა), რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი), დმანისისა და ლორე-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა (იარაჯული), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია), ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ (ინწკირველი), ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი), ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი).

წმინდა სინოდმა განაჩინა:

      დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზის თხოვნის გათალისწინებით.

  • წმინდა სინოდმა განიხილა მთავარეპისკოპოს იაკობის (იაკობაშვილი) მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები. მთავარეპისკოპოსმა იაკობმა გამოხატა სინანული თავისი არაკორექტული საჯარო გამოსვლების გამო.

წმინდა სინოდმა განაჩინა:

      მთავარეპისკოპოს იაკობს მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი საქციელის გამო მიეცეს გაფრთხილება, ხოლო განმეორების შემთხვევაში მიღებულ იქნას მკაცრი ზომები.

  • მღვდელმთავრებმა იმსჯელეს მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) მიერ, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისა და წმინდა სინოდის მიმართ საჯაროდ არაერთგზის გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების თაობაზე.

      წმინდა სინოდის წევრებმა აღნიშნეს, რომ ეკლესიის ისტორიაში ჩვენ ვერ ვნახავთ პატრიარქის შეურაცხყოფის მსგავს მაგალითს. უწმიდნესმა ბრძანა, რომ მეუფე პეტრე იყო გამორჩეული მღვდელმთავარი, იგი იყო ახალშექმნილი ხევის პირველი ეპისკოპოსი და მეტად სამწუხაროა მისი ამგვარი ცვლილება.

      წმინდა სინოდის მღვდელმთავრებმა კათოლიკოს-პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფის, დაუსაბუთებელი ბრალდებების, ხშირ შემთხვევაში ცილისწამებებისა და სხვა კანონიკური დარღვევების გამო, ერთხმად მოუწოდეს მეუფე პეტრეს სინანულისაკენ.

      მიტროპოლიტმა პეტრემ არ სცნო თავი დამნაშავედ და არ დაეთანხმა სინოდის მოწოდებას მონანიების თაობაზე.

წმინდა სინოდმა განაჩინა:

      მიტროპოლიტ პეტრეს, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე (სადაც ნათქვამია, რომ მკაცრად ისჯება სასულიერო დასის წევრი (კლერიკოსი), [1] რომელიც შეურაცხყოფს საკუთარ ეპისკოპოსს) აეკრძალოს მღვდელმოქმედება, განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად.

      ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნოს ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია).

  • ქუთაისისა და გაენათის ეპარქიაში მღვდელმთავრის დანიშვნის შესახებ.

წმინდა სინოდმა განაჩინა:

      ქუთაისისა და გაენათის ეპარქიის მღვდელმთავრად დაინიშნოს მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი).

      რუსთავის ეპარქია დროებით დაექვემდებაროს მცხეთა- თბილისის ეპარქიას.

------------------------------

      [1] ცნობილი სერბი კანონისტის, ნიკოდიმოს მილაშის განმარტებით (ტრულის კრების 77-ე კანონზე დართულ კომენტარში), კლირიკოსში (κλήρος) მოიაზრება, როგორც სამღვდელო დასი; ანუ ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკონი; ისე დაბალი რანგის ეკლესიის მსახურნი: იპოდიაკონი, მედავითნე, მგალობელი და სხვა. (იხ. ნიკოდიმოს მილაში „მსოფლიო კრებათა კანონების განმარტება“)

ნახვა: 80

ტეგები: qwellynews, ამბები, განჩინება, ნიუსები, ოქმი, საპატრიარქო, სიახლეები, სინოდი

ლაშა: ნოემბერი 2, 2019||2:31pm

ღია გაურკვევლობა, ყოველშემთხვევაში იქიდან, რასაც გვიყვებიან. ხოლო რასაც არ ამბობენ, ეს ხომ ნამდვილი ამოცანაა ყველაზე რთული შემთხვევა დეტექტივებისთვისაც. 

მეუფე პეტრე ცაავა ამბობდა, რომ მისი სურვილია, საქართველოს ეკლესიაში მდგომარეობის გაუმჯობესება. ამ მიზნით მან წამოიწყო მამათმავლობის მხილება სინოდზე. როგორც თავად ყვება, მას არ დაასრულებინეს, მღვდელთმთავრობა შეუჩერეს, გარეთ გამოუშვეს და სინანულისთვის მონასტერში გაამწესეს.

საინტერესოა, თუ პეტრე ცაავას, მართლაც აქვს მტკიცებულობა იმ ბრალდებებზე, რომლებსაც საქართველოს პატრიარქს უყენებს, კვლავ აქვს თუ არა სურვილი ან/და ვალდებულება იზრუნოს საქართველოს ეკლესიაში მდგომარეობის გაუმჯობესებაზე? თუ ყველაფერი ცნობილ პრინციპის მიხედვით განვითარდება - ჩემს მერე ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილა? თუ პირადი, მეგობართან ერთად და საბოლოოდ კრებულში მხილებამაც არ გაჭრა, მომდევნო გზა კვლავ ქრისტიანული იქნება, თუ „ეროვნულ-პატრიოტული“ ან პარტიული და საანგარიშწორებო? 

ლაშა: ნოემბერი 2, 2019||2:54pm

ერთი კომენტარიც გულწრფელი ინტერესისთვის და მორჩა ...

სხომის დაწყებამდე, ყველა ელოდა, რომ სინოდის განხილვის მთავარი საგანი იქნებოდა ბოდბელი მთავარეპისკოპოს იაკობის და დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმეები. გამოდის, რომ მეუფე პეტრეს არც წერილობით, არც საჯაროდ არ მიუმართავს სინოდისთვის და არ უთქვამს, რომ მინდა განვიხილოთ ისეთი საკითხი, როგორიცაა მამათმავლობის მძიმე სენი. ასეთ ფონზე, მეუფე პეტრე იწყებს სინოდზე იმ საკითხის განხილვას, რომელიც არ არის დღის წესრიგში.

ახლა მეორე - მეუფე ამბობს, რომ ჰყავს მოწმეები, რომლებსაც მოიყვანს, ხვალ-ზეგ. რა გამოდის, მისი ბრალდება მხოლოდ ლიტონი სიტყვებია იმ წუთას, როდესაც ამ ბრალებას აყენებს? სასამართლო პროცესის მიხედვით, ხომ არ სჯობს, თან მიეყვანა ის მოწმეები, რომლებიც მის ბრალს დაამტკიცებდნენ? თუ შეუთანხმებელი საკითხის განხილვა დაიწყო, არ სჯობდა მოწმეებიც თან ჰყოლოდა?

თუ სინოდს და პატრიარქს უფრთხილდებოდა და აქამდე, საჯაროდ ამიტომ არ საუბრობდა ამ პრობლემებზე, ახლა ცხელ გულზე წამოაყენა ეს ბრალდება? იქნებ, ამ განცხადების მთელი იდეა სწორედ ის იყო, რომ მისთვის წაყენებული მსჯავრი (რომელიც შესაძლოა წინასწარაც სცოდნოდა, როგორც შიდა კულუარებში ხდება ხოლმე, საპატრიარქოში) სინოდის მხრიდან შურისძიებად ჩათვლილიყო?

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

გველის ტყავი გველის მაგივრად

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ნოემბერი 21, 2019.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ერთხელ ყვავილოვან მდელოზე დავსეირნობდით მე და ჩემი პაწია მზეები. მე მათ ვასწავლიდი, თუ როგორ უნდა…

გაგრძელება

ობიექტური სასამართლოს მოლოდინის ხმაური, ექიმი საოკუპაციო ტყვეობაში და რეფინანსირება და თბილისი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2019.
საათი: 11:44pm 0 კომენტარი

      სასამართლო საინფორმაციო ობიექტივის ფოკუსში იყო. ბევრ საქმეს შორის, რომელიც დღეს იმართებოდა, განსაკუთრებით აქტუალური და ხმაურიანი იყო, მოლოდინისამებრ, 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა სასამართლო.…

გაგრძელება

კვლევა ცხელ კვალზე, აქციის შედეგები და დაკავებულების სასამართლო, ექიმი ოკუპაციურ ტყვეობაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 19, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      პიკეტირების, ბოქლომების, ქვიშებისა და შეშის აქციები არ აპირებენ დასრულებას, თუმცა სამუშაო კვირა უფრო მშვიდი და ნაკლებ ხმაურიანი გამოდგა, როგორც მოსალოდნელი იყო, პრინიპში. მაგრამ ამ სიჩუმეში,…

გაგრძელება

პარლამენტის პიკეტირება და კარვობანა რუსთაველზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 18, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      კვირით დაწყებული აქციები ორშაბათსაც გაგრძელდა და პიკეტირებული პარლამენტი სპეცრაზმით გათავისუფლდა - ცხადია დღის მთავარი თემა ეს იყო და რა თქმა უნდა, ახსენებდნენ პრორუსობისა და რუსეთუმეობის…

გაგრძელება

Qwelly World

free counters