სტატუსში ჩასატევი პოსტი არ გამომივიდა, ამიტომ მცირე ბლოგად უნდა მოვყვე.

      წარმატებული წლის მოლოდინით დაიწყო 2021. სულ მინიმუმ 2020_ზე უკეთესი ვუსურვეთ ერთმანეთს, მაგრამ...

      მოკლედ, ასეთი ამბავი შეგვემთხვა დღეს. მეზობელი შემოვიდა ოფისში. ერთი მოხუცი კაცია. ჯერ კიდევ ძველი სტამბების დროიდან ცხოვრობს დიღმის მასივში. ვნაცნობობთ ერთმანეთთან, ამიტომ მოურიდებლად იკითხა - სტამბა მაკულატურას ხომ აბარებსო.

      დავთანხმდით, ცხადია, აბა ამდენი ქაღალდი სად უნდა წავიღოთო - ვუთხარით. ძალიან კარგიო, აქვე „პარკში“ მაქვს აგროვებული და გადმოვიტანო. წავიდა და 20 წუთში მართლაც პატარა ტომრით დაბრუნდა, მაკულატურის ყუთთან მივიდა და ამოაპირქვავა, ამოაცარიელა.

      მაკულატურას შორის იყო გასული საუკუნის, რუსულენოვანი სკოლისთვის შექმნილი სახელმძღვანელოები, რამდენიმე სანოტო კრებული, 60_იანი წლების ტელეფონების წიგნაკი, გაყვითლებული ჟურნალ-გაზეთები და კიდევ ერთი წიგნი, რომელმაც ჩვენი ყურადღება მიიქცია.

დიდი კურთხევანი

      მოჩანდა ყდაზე ასომთავრულად, მოოქროვილი წარწერა.

      გადავშალე და 2004 წლის გამოცემა, „დიდი კურთხევანი“ შემრჩა ხელთ.

      ვინ აჩუქა ამ კაცს, რატომ, რისთვის ჩვენთვის სრულიად უცნობია. როგორ მოხვდა თქვენთან ეს წიგნითქო, კითხვა მოვასწარი და არ ვიცი, არ მახსოვსო.

      შეიძლება ძველმა სტამბებმაც აჩუქეს ინტერესიან მეზობელს იმის თავდაჯერებით, რომ კარგ რელიგიურ, სულიერ წიგნს ჩუქნიდნენ. ვინ იცის...

      კურთხევანი ხუცურად არის შესრულებული.

დიდი კურთხევანი, საჩუქარი, ბლოგი, qwelly

      სულ ეს იყო.

ნახვა: 55

ტეგები: Qwelly, ამბავი, ბლოგი, საჩუქარი

Kakha: იანვარი 9, 2021||12:50am

უმიზეზოდ არაფერი ხდება ჩემო სოსო 

ლაშა: თებერვალი 5, 2021||10:18pm

რა შედარებაა, მაგრამ მაინც მეწყინა - დღეს მაკულატურად, ენტონი გიდენსის სოციოლოგის დაშლილი წიგნი შემოიტანეს (( 

Kakha: თებერვალი 5, 2021||10:46pm

კარგი წიგნი იქნებოდა გამოცემისას

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

გულწრფელი სიყვარული ანუ მრწამს და გიზიარებ

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 11, 2021.
საათი: 11:27pm 0 კომენტარი

      გულწრფელი სიყვარული იცით როგორია?

      ძალიან მოკლე ამბავი უნდა მოგიყვეთ.

      22:30 იყო, როდესაც თომას უკვე ძილისპირული ეწყებოდა და დედამისს დავუტოვე ოთახში. გამოვედი და ტელეფონზე დახვდა 8 გამოტვებული ზარი ერთი და იმავე ადამიანისგან. შეშინებულმა გადავურეკე, რა ხდება, ხომ მშვიდობაათქო.

- კი, მშვიდობაა. როგორ ხარ?

- რავიცი, ცოტა მეძინა და შენი ზარები რომ დამხვდა, შემეშინდა, დაგირეკეთო.

- არაფერი, უბრალოდ…

გაგრძელება

სამი ოპოზიციის ბლოკი, ბაბილოვის მავნებლობა და ომი აღმოსავლეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 11, 2021.
საათი: 11:12pm 0 კომენტარი

      ცოტა უინტერესო დღე გამოვიდა. ქვეყნის შიგნით, კოვიდ ამბები იყო აქტუალური და ასევე, სამი ოპოზიციის ბლოკი - პირველი ნაცები, მეორე ევრონაცები და მესამე ახალი ოპოზიცია, ანუ გახარიას გუნდის წევრობა როგორც ახალი არჩევანი. სიახლეებია ამინდის პროგნოზში - მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში, საქართველოში ტემპერატურა 35 გრადუსამდე მოიმატებს. ქვეყნის გარეთ კი ომიანობაა შუა აღმოსავლეთში. ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.4271 ლარია.…

გაგრძელება

მელიას გათავისუფლება და პრესა ჭყონდიდში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 10, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      დაიწყო ახალი კვირა და როგორც ჩანს, აღდგომის დღესასწაული მიულოცეს ოპოზიციას - დღეს ნიკა მელია გაათავისუფლეს. გირაო ევროკავშირმა გადაიხადა. დღეს ასევე პრესკონფერენცია გამართეს ჭყოდიდში - მეუფე სტეფანემ და მამა ანდრია ჯაღმაიძემ და ეპარქიის პრობლემებზე ისაუბრეს. ოკუპაცია კვლავ გრძელდება, ცესკოში კვლავ რეფორმები და ცვილებების მოლოდინია. ეროვნულ ვალუტას და მის ლაკმუსს დოლარს რაც შეეხება, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4174 ლარი…

გაგრძელება

კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი დიმიტრი უილიამსი

გამოაქვეყნა Weiweismart_მ.
თარიღი: მაისი 8, 2021.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

Cities like the dwarven city Ironforge and Wow gold classic orc town Orgrimmar were overrun in hours. Non-playable characters, who could not die as a result of particular coding, could also catch the effect, meaning any player that passed by them could get Corrupted Blood.

Once word got out, players searched frantically for news about what was happening.

"The entire world chat would burst any time a town dropped," says Nadia Heller, an ex-World of Warcraft player whose persona…

გაგრძელება

Qwelly World

free counters