არ ვფიქრობდი, რომ ივლისის პირველ ბლოგს რამე ასეთ თემაზე დავწერდი, მაგრამ ყური მოვკარი სიტყვებს - წმინდა წერილიო და რატომღაც თვალიც ტელევიზორისკენ გამექცა.

      ვუსმენ შემდეგ ინფორმაციას - ვციტირებ:

„ბერძნული წყაროსგან განსხვავებით, ქართული წყარო გვეუბნება ...

აქ კადრი არის და ამ კადრში ჩანს გამოცხადების ციტატა:

მე ვარ ანი და ჰოე, იტყვის უფალი ღმერთი. (გამოცხადება 1:8)

ანთროპუს           ადამი-ანი

ანი და ჰოეა ქართულ წერილში, ხოლო ალფა და ომეგა არის ბერძნულ წერილში. არა მხოლოდ ბერძნულში, არამედ ყველა დანარჩენ სხვაენოვან ბიბლიაში. ახლა რაშია საქმე ... ალფა ბერძნულად ნიშნავს საწყისს, ქართულში ანი გამოდის საწყისი. მაგრამ ორი სიტყვა რომ შევადაროთ ერთმანეთს კადრიდან

ბერძნულად ადამიანს ჰქვია ანთროპუს

ადამიანს ვუყურებთ რომ ჰქვია ადამი-ანი.

ანი საწყისი, ადამი პირველი კაცი.

ანუ ქართული სიტყვა პირდაპირ აღწერს პირველ საწყის არსებას. ანუ ქართულმა სიტყვამ იცის ეს, მაგრამ ანალოგიური რამ ბერძნულს არ აქვს. ეს პირდაპირ მეტყველებს იმას, რომ ბერძნულს წესით და რიგით შეხება ბიბლიის დედან დამწერლობასთან არ აქვს, იმიტომ რომ არ იცის საწყისი, პირველი.“

      ამ გენიალური კვლევისა და ციტატის ავტორს, სამწუხაროდ ვერ დავასახელებ, რადგან საბედნიეროდ არ ვიცი ვინ არის, საიდან მოხვდა ტელევიზიაში, რატომ დაუთმეს ეთერი და ა.შ. მაგრამ მისი კვლევა მხოლოდ ამ ინფორმაციით არ შემოიფარგლება - ამის შემდეგ ადამისა და თამადის შესახებაც ისაუბრეს, თამადა რომ უკუღმა წავიკითხოთ ადამათ გამოდის და ეს საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კვლევის საგანია. იქამდე, ვენახი, როგორც წმინდა წერილის ქართული შესატყვისი, ისე განიხილეს და ა.შ.

      მერე ჩემს მოთმინებასაც აევსო თამადის ფიალა და ემოციებისგან დასაცლელად დავწერე ეს ტექსტი ბლოგად...

-------------------

ჰოდა, რა მაინტერესებს - აბა, რას ფიქრობთ, რა უნდა გვეშველოს?

ნახვა: 16

ტეგები: Qwelly, ბლოგი, კვლევა, ლეგენდები, ტელევიზია, ცრუმეცნიერება

Kakha: ივლისი 3, 2019||11:10pm

ვწერდი ვრცელ კომენტარს მაგრამ იყოს! კრიტიკის გარეშეც გვეშველება! )

ლაშა: ივლისი 3, 2019||11:13pm

მეც ეგრე ვიყავი - როცა ვისმენდი, ემოციებისგან ტექსტის აკრეფა დავიწყე. ამან დამამშვიდა და რომ გადავიკითხე, გავიფიქრე, რა აზრი აქვს გამოქვეყნებასთქო, მერე - ჰო, მაგრამ ხომ უკვე ვიწვალე აკრეფაზეთქო და დავაჭირე გამოქვეყნებას )) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

დასკვნები ცუდ განვითარებაზე და მოწყალება შეწყალების გარეშე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 11:04pm 0 კომენტარი

      ისევ აცივდა, ისევ გაწვიმდა და ვინ იცის როდემდე გაგრძელდება. როგორც იტყობინებიან, საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დღეს კი, ვიდრე წვიმა შეგვაწუხებდა, დღის…

გაგრძელება

ადამი და ყვავილების გვირგვინი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      არა, არ შეუძლია სხვანაირად. არაფერს შეგარჩენს, აუცილებლად წასართმევად გამოგენთება, თუნდაც არაფრად…

გაგრძელება

სწავლის დასაწყისი და განათლების ეროვნულობა, პატრიოტიზმი „ანტირუსული“ ძახილით

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 16, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      სექტემბერის მთელი ხიბლი სწორედ დღევანდელ დღეს გადმოიღვარა - სწავლა დაიწყო და ათეთრებული, აბავშვებული, ამხიარულებული და გაოცებული ქალაქი მშვენიერი სანახავი იყო. დღის ამბავიც სწორედ, განათლების და…

გაგრძელება

ველური ბუნების ფოტოისტორია

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 15, 2019.
საათი: 11:32pm 2 კომენტარი

      უკვე 5 წელია, რაც ბუნების ისტორიის მუზეუმი, ლონდონში, ყოველწლიურად მართავს „წლის ველური ბუნების ფოტოგრაფიის“ კონკურსს. კონკურსისთვის, მთელი მსოფლიოდან იგზავნება ფოტოები - 100 ქვეყნის, 50 000…

გაგრძელება

Qwelly World

free counters