ეს დღესასწაული ასეთ მცირე ბლოგს არ იმსახურებს, მაგრამ ახლა ემოციამ ისე მომაბჯინა ყელში ბურთი, რომ მეტი ვერ დავწერე. დღეს ხარებაა ხალხო, ხარება...

      ეს სამყარო არსებობს სამ კატეგორიაში - დრო, სივრცე, მატერია (ნებისმიერი თანმიმდევრობა მისაღებია, რადგან ერთმანეთის გარეშე უბრალოდ არ არსებობენ). ყველაფერი რაც ამდენი საუკუნის მანძილზე მეცნიერებამ, ამ ღმრთაებრივმა ანარეკლმა გვასწავლა, ამ სამი კატეგორიიდან ერთ-ერთის შემეცნებაა - ან დროის, ან სივრცის, ან მატერიის, რადგან მეცნიერება არ არსებობს შემოწმების გარეშე. შემოწმებადი კი მხოლოდ არსებული რეალობაა. და დღეს ვზეიმობთ იმ დღესასწაულს, რომელიც გვეუბნება რომ სამყაროს მიღმიდან, ანუ ყველაფერი იმის იქიდან, რაც ჩვენ ვიცით ან შეიძლება ვიცოდეთ, რაზეც ოდესმე ჩვენი გონება შეძლებს ფიქრსა და მსჯელობას, იმის მიღმა სამყაროდან ვიღაც ჩვენს ცნობიერში, ჩვენს სამყაროში შემოვიდა. და ეს „ვიღაცა“ ჩვენი სამყაროს შემოქმედია, ნეოა მატრიციდან, ქრისტეა ბიბლიიდან.

      როგორც ჩემი უფროსი მეგობარი და ლექტორი გვასწავლიდა, ამაზე მისტიური დღე არ არსებობს. კი, აღდგომაა დღესასწაულთა გვირგვინი, მაგრამ მისი გააზრება მაინც შეიძლება, რადგან ღმერთის აღდგომაზეა საუბარი, ამ სამყაროში არსებული ერთადერთი „კაცი სრულის და ღმერთი სრულის“ შესახებაა საუბარი. აი, ხარება კი სულ სხვაა, ყველაზე მისტიური დღეა, როცა შემოქმედი შესაქმის ნაწილი გახდა, როცა დაუკვირვებელი, მიღმიერი სამყაროდან, ჩვენს ცნობიერში არსებობა შემოვიდა. სწორედ ამ ლექტორის დამსახურებაა რომ ძალიან მიყვარს ეს დღე, მიყვარს არა იმ სტანდარტული მილოცვის ტექსტები გამო, არამედ იმ დიდი კოსმოგონიის გამო, რომელიც ამ დღეს ახლავ.

      ჰოდა, მოკლედ - გილოცავთ ხარებას!

ნახვა: 11

ტეგები: Qwelly, ბლოგი, გამოხსნა, ქრისტიანობა, ხარება

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Even though they might be purchased

გამოაქვეყნა Weiweismart_მ.
თარიღი: აპრილი 14, 2021.
საათი: 7:19am 0 კომენტარი



They are between 32 and 36 level of RuneScape gold wilderness which is a common location for player killers. If you…

გაგრძელება

არეულობა გუმათში და ციხეში დატოვებული მელია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2021.
საათი: 11:08pm 0 კომენტარი

      რამდენიმე დღიანი გამოდარება, აპრილის დასაწყისში რომ გვქონდა, გეყოფათო ბუნებამ - ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ნამახვანი ჰესის ირგვლივ ისევ აქციები იმართება და გუმათში კვლავ არეულობაა, ამ წუთებში ენკას ბაზასთან დაპირისპირებაა. დღის ამბავი კი მელიას სასამართლო იყო და ამ თემის ირგვლივ პოლიტიკური ამბები. კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 290129, ბოლო დღე-ღამეში - 1374, გამოჯანმრთელებული - 278251, ბოლო…

გაგრძელება

ჰესის საწინააღმდეგო აქციების დაშლა და კვლავ მედიაცია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2021.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

      სპეცრაზმი ნამახვანში - დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს იყო. კარვების დაშლა და აქციების ჩაშლი ან როგორც სამართალდამცავები ამბობენ, კომპანიისთვის საკუთარი საქმიანობის მშვიდ, დაცულ გარემოში ჩატარების უფლების უზრუნველყოფაო. მოკლედ, ნამახვანის ამბავი ძალიან მწვავდება. ოპოზიციასა და პოზიციას ისევ მედიაცია სჭირდება და გირჩებს კიდევ მიზეზი პარლამენტში შესასვლელად. კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 288755, ბოლო დღე-ღამეში -…

გაგრძელება

დრაკონის კოსმოსური კვერცხები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აპრილი 11, 2021.
საათი: 11:27pm 1 კომენტარი

      ყველა ნამდვილ მეოცნებეს აუცილებლად უფიქრია კოსმოსში გაფრენაზე. მრავალფეროვანი, უსასრულოდ ვრცელი სამყაროსთვის თვალის შევლებაზე. ოცნება რეალისტური მას შემდეგ გახდა, რაც უკვე მარსზეც კი დავიწყეთ ადგილების შემოკავება, რაც მათი რელიეფის და მარსიდან გადაღებული ფოტოების სურათები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ნასას მისიებმა კოსმოსის ჩვენი ხელოვნების ნაწილად აქცია, ამიტომ მეოცნებე ხელოვანები ცდილობენ კოსმოსი მათ გარშემო შექმნან. ჩვენი დღევანდელი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters