ირაკლი იმედაძე - ფსიქოლოგიის ისტორია ანტიკური ხანიდან ჩვენ დრომდე

      სოციალური მეცნიერების შესწავლისთვის უმნიშვნელოვანესია ამათუიმ მეცნიერების ჩამოყალიბების ისტორიის ცოდნა, მისი განვითარების ეტაპების გააზრება და იმ ისტორიული კონტექსტის გათვალისწინება, რომელშიც ჩაისახა ეს მეცნიერება, ან რომელშიც ვითარდებოდა და ყალიბდებოდა.

წიგნის დასახელება: ფსიქოლოგიის ისტორია ანტიკური ხანიდა ჩვენ დრომდე

ავტორი: ირაკლი იმედაძე

ჟანრი: ფსიქოლოგიური, სამეცნიერო, სასწავლო

ფაილის ტიპი: ონლაინ საკითხავი

პოსტების რაოდენობა: ***

გვერდების რაოდენობა წიგნში: 701

გამოცემის წელი: 2014

თბილისი

წინასიტყვაობა

      ეს წიგნი მემკვიდრეა 2008 წელს გამოსული წიგნისა „ფსიქოლოგიის ისტორია“. იგი მოიცავს ფსიქოლოგიური აზრის განვითარების ძირითადი ტენდენციების ანალიზს, მისი ადრეული ფორმებიდან დღევანდლამდე. ის, რომ ფსიქოლოგიის ისტორიის ცოდნა აუცილებელია ყველასთვის, ვინც ეუფლება ფსიქოლოგიის სპეციალობას, უდავოა. ფსიქოლოგიის ისტორიის მონაცემები სასარგებლოა ფსიქოლოგიის სპეციალისტებისთვისაც და მომიჯნავე მეცნიერებათა წარმომადგენლებისთვისაც, რამდენადაც ფსიქოლოგია უნიკალურია თავისი დისციპლინათშორისი კავშირების სიმრავლის თვალსაზრისით.

      ამ წიგნზე დიდი მოთხოვნა არსებობდა და არსებობს; იგი ორჯერ გამოიცა, მაგრამ მისი სახელმძღვანელოს სახით გამოყენების გამოცდილებამ ცხადყო, რომ საჭირო იყო მასში გარკვეული ცვლილებების შეტანა. გარდა ამისა, ამ წლების განმავლობაში გაჩნდა ახალი მასალა, რომელიც თავის ასახვას მოითხოვდა. გათვალისწინებული იქნა კოლეგების რჩევებიც. პრაქტიკულად ყველა თავი მეტ- ნაკლებად შეიცვალა. რაც მთავარია, წიგნს დაემატა საკმაოდ დიდი ახალი თავი, რომელშიც დალაგებულია ფსიქოლოგიის ისტორიის მეთოდოლოგიის ძირეული საკითხები. უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ ფსიქოლოგიაში საერთოდ არ არსებობს ნაშრომი, რომელშიც თავმოყრილი და გაანალიზებული იქნება თანამედროვე მეცნიერების, და, კერძოდ, ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიის პრობლემატიკა. ასეთი ნაშრომი ჯერ კიდევ შესაქმნელია, თუმცა აღნიშნული თავი გარკვეულად შეავსებს ამ ხარვეზს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მოცემული კომპენდიუმი უკვე ფაქტობრივად ახალ გამოკვლევად შეიძლება ჩაითვალოს, უფრო სრულად და, იმედია, სრულყოფილად, ვიდრე მისი წინამორბედი.

      უცვლელი დარჩა მთავარი - გამოკვლევის იდეოლოგია. სახელდობრ, როგორც მასალის შერჩევის, ისე ანალიზისა და შეფასების პრინციპები ყველგან, სადაც კი ეს შესაძლებელია, განწყობის ზოგადფსიქოლოგიური კონცეფციის პოზიციების გათვალისწინებით არის შემუშავებული და რეალიზებული.

      ახალმა თავმა ეს მომენტი კიდევ უფრო გააძლიერა, რამდენადაც, უზნაძის სკოლის შესახებ ინფორმაციით, ისიც გარკვეულწილად ავსებს ქართული ფსიქოლოგიის საერთო სურათს, რომელიც წიგნშია წარმოდგენილი. სწორედ ეს არსებითად განასხვავებს მას ფსიქოლოგიის ისტორიის უცხოური სახელმძღვანელოებისაგან. სპეციალურ თავში საკმაოდ ვრცლად არის განხილული როგორც საკუთრივ უზნაძის ფსიქოლოგიური სკოლის მონაპოვარი, ასევე ქართული ფსიქოლოგიური აზრის უფრო ადრინდელი ნიმუშები.

      ფსიქოლოგიის ისტორია არ არის მხოლოდ წარსულის გახსენება და მისთვის პატივის მიგება, ის დღევანდელობის შეფასებისა და მომავლის განჭვრეტის საფუძველია. ამაჟამად ფსიქოლოგია ჩვენს ქვეყანაში რთულ მდგომარეობაში იმყოფება და მისი განვითარების პერპექტივებიც ბუნდოვანია. იმედია, ეს წიგნი ყველას შეახსენებს, რომ ქართულ ფსიქოლოგიას სათანადო ადგილი უჭირავს ფსიქოლოგიური მეცნიერების რუქაზე და შეუძლია თავისი სიტყვა თქვას როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ამოცანების გადაჭრის საქმეში.

ირაკლი იმედაძე

სარჩევი

თავი 1. ფსიქოლოგიის ისტორიის მეთოდოლოგია

  1. ფსიქოლოგიის ისტორიის საგანი და ფუნქციები
  2. ფსიქოლოგიის ისტორიის პერიოდიზაცია
  3. ცოდნის დაგროვების პროცესის დინამიკა
  4. მეცნიერების განვითარების მოდელები და ფსიქოლოგია
  5. მეცნიერების განვითარებაზე მოქმედი ფაქტორები
  6. სამეცნიერო სკოლა

თავი 2. ანტიკური ფსიქოლოგია

  1. ანტიკური ხანის პირველი ფსიქოლოგიური შეხედულებები
  2. კლასიკური პერიოდის ფსიქოლოგიური შეხედულებები
  3. ელინიზმის ხანის ფსიქოლოგია

თავი 3. შუა საუკუნეების ფსიქოლოგია

  1. არაბული ფსიქოლოგია
  2. ფსიქოლოგია გვიანდელ შუა საუკუნეებისა და რენესანსის ეპოქაში

თავი 4. ფსიქოლოგიური აზრის განვითარება ახალი დროიდან ფსიქოლოგიური მეცნიერების დაფუძნებამდე

  1. ფსიქოლოგიური აზრი ახალ დროში
  2. ემპირიული და რაციონალური ფსიქოლოგია მეთვრამეტე საუკუნეში
  3. ემპირიული ფსიქოლოგიის განვითარება მეცხრამეტე საუკუნეში

თავი 5. ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბების საბუნებისმეტყველო წინამძღვრები

  1. თავის ტვინის, ნერვული სისტემის და გრძნობის ორგანოთა ფიზიოლოგია
  2. ფსიქოფიზიკა და ფსიქომეტრია

თავი 6. ფსიქოლოგიის როგორც დამოუკიდებელი დისციპლინის პირველი თეორიული სისტემები

  1. ცნობიერების შინაარსების ფსიქოლოგია
  2. სტრუქტურული ფსიქოლოგია
  3. ინტენციონალურ-ფენომენოლოგიური ფსიქოლოგია
  4. ცნობიერების ნაკადის ფსიქოლოგია
  5. ფუნქციონალური ფსიქოლოგია
  6. ჰორმული ფსიქოლოგია
  7. აღწერითი და გაგებითი ფსიქოლოგია

თავი 7. ფსიქოლოგიის დარგების განვითარება

  1. ზოგადი ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის განვითარება
  2. დიფერენციალური ფსიქოლოგიის განვითარება
  3. ბავშვისა და პედაგოგიური ფსიქოლოგიის განვითარება
  4. ზოოფსიქოლოგიის განვითარება
  5. სამედიცინო ფსიქოლოგიის განვითარება

თავი 8. სიღრმის ფსიქოლოგია და მისი განვითარება

  1. კლასიკური სიღრმის ფსიქოლოგია
  2. პოსტფროიდიზმი

თავი 9. ბიჰევიორიზმი და მისი განვითარება

  1. კლასიკური ბიჰევიორიზმი
  2. ნეობიჰევიორიზმი
  3. ოპერანტული ბიჰევიორიზმი

თავი 10. გეშტალტფსიქოლოგია და მისი განვითარება

  1. კლასიკური გეშტალტფსიქოლოგია
  2. ველის თეორია

თავი 11. ჰუმანისტურ-ეგზისტენციალური მიმდინარეობა

  1. ჰუმანისტური ფსიქოლოგია
  2. ეგზისტენციალური ფსიქოლოგია

თავი 12. კოგნიტური ფსიქოლოგია

  1. კოგნიტივიზმი როგორც შემეცნების პროცესების ფსიქოლოგია
  2. ქცევითი კოგნიტივიზმის ფსიქოლოგიური სისტემები

თავი 13. ფსიქოლოგია საქართველოში

  1. ფსიქოლოგიური აზრი საქართველოში უზნაძემდე
  2. უზნაძე და მისი სკოლა

ტეგები: Qwelly, ელ.წიგნები, იმედაძე, სამეცნიერო, ფსიქოლოგია

ნახვა: 2475

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

შეწყალება როგორც დანაშაული, აქციების აღნიშვნა თვეგამოშვებით, ექსტრადირება რუსეთში და მილოცვა ხაჯიმბას

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2019.
საათი: 9:43pm 0 კომენტარი

      შემოდგომას ისე არაფერი უხდება, როგორც ფოთოლცვენა, ამინდის გაუარესება რომელიც უკვე გვიწყინასწარმეტყველეს სინოპტიკოსებმა - 22 სექტემბრიდანო და რა თქმა უნდა, ცხელ-ცხელი აქციები. მალე აქციების…

გაგრძელება

დასკვნები ცუდ განვითარებაზე და მოწყალება შეწყალების გარეშე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 11:04pm 0 კომენტარი

      ისევ აცივდა, ისევ გაწვიმდა და ვინ იცის როდემდე გაგრძელდება. როგორც იტყობინებიან, საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დღეს კი, ვიდრე წვიმა შეგვაწუხებდა, დღის…

გაგრძელება

ადამი და ყვავილების გვირგვინი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      არა, არ შეუძლია სხვანაირად. არაფერს შეგარჩენს, აუცილებლად წასართმევად გამოგენთება, თუნდაც არაფრად…

გაგრძელება

სწავლის დასაწყისი და განათლების ეროვნულობა, პატრიოტიზმი „ანტირუსული“ ძახილით

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 16, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      სექტემბერის მთელი ხიბლი სწორედ დღევანდელ დღეს გადმოიღვარა - სწავლა დაიწყო და ათეთრებული, აბავშვებული, ამხიარულებული და გაოცებული ქალაქი მშვენიერი სანახავი იყო. დღის ამბავიც სწორედ, განათლების და…

გაგრძელება

Qwelly World

free counters