Qwelly ბლოგი! - qwelly (347)

უბრალო გზა ყველაფერია

უბრალო გზა ყველაფერია

გზა. არ დამთავრდეს.

და გააგრძელონ ვაგონებმა უსასრულოდ

რელსებზე დაგან...

მიდიოდეს არსად.

უბრალოდ მიდიოდეს.

ასე.

დროში გაწელილი...

და სხვაგან.

ჰორიზონტს იქით.

დილიდან ნერვებს წუხილი მიჭამს და გავქრე…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მარტი 3, 2015 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

სახლი

ახლა, სადღაც ტყეში,

ხის სახლში რომ ვიყო,

შენთან ერთად.

და ჭერს ვუყურებდე,

მის მაგივრად ვარსკვლავებს დავინახავდი...

მაგრამ ვარ ნაცრისფერ ქალაქში.

მარტო.

და ვარსკვლავები კი არა,

ჰაერიც არ არის.

არც სახლში.

არც…

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მარტი 3, 2015 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ერთი დღე

ყუმი, ქველი ბლოგი, Tamuna Rastless Blog, qwelly

თოვს და...

სველი ტოტებივით

დამძიმებული ხელებით ვდგავარ.

შეციებული,

მხრებში მოხრილი...

ვდგავარ და ფიფქებს ვუშვერ

ნაწვიმარ თვალებს.

დიდი ხანია აღარ ჰყოფნით

ჰაერი კედლებს.

დიდი ხანია უშუქობა წელავს ღამეებს.

აღარ ვეძებ სიტყვებს სიჩუმისთვის.

ვინც მოკუმულ ხელებზე შემომხედავს,

ისინიც ეტყვიან…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 24, 2015 წელი. 2:30pm — არ არის კომენტარები
_______________

სიყალბემ დანაღმა ჰაერი

სიყალბემ დანაღმა ჰაერი, ღრუბელი შმორდება,

გრძნობ, რომ ერთნაირად გბეზრდება ძილიც და სიფხიზლეც,

დგახარ ფანჯარასთან, მაინც სულს უბერავ ცხოვრებას,

რომელსაც, აწ უკვე, იოლად გადაცვლი სიკვდილზე.

ცაა და არცაა. სიჩუმის ლეჩაქი ახურავთ

ბავშვობის ეზოში თამაშით გაცვეთილ ბილიკებს,

ჩეროდან ნაცნობი ღიმილი გიყურებს მაცდურად,

ადრე შენ უცქერდი იმ ღიმილს მაცდურად, პირიქით.

დროა... და ყველაფერს თავისი დაექვას…

გაგრძელება

დაამატა tiko_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 17, 2015 წელი. 4:00pm — 5 კომენტარი
________________

ემოციით დატვირთული

     დღე თითქოს ჩვეულებისამებრ დაიწყო... ვინაიდან საკმაოდ დიდხანს უნდა მემგზავრა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ჩემთვის ჩვეულ დაკვირვებას მივმართე და პრობლებაც აქ დაიწყო... ჩემი ადგილი დავიკავე და დავიწყე ადამიანური თვალების ძიება, სიღრმისეულად ვერავისზე შევჩერდი... სულ ცოტაც და გვერდით 20-23 წლის კაფანდარა გოგონა დამიჯდა, რაღა თქმა უნდა მის თვალებს ვერ ჩავწვდებოდი, მაგრამ მოხდა საოცრება... დაჯდა თუ არა წიგნი ამოიღო და გამალებით დაიწყო კითხვა, ვუყურებ…

გაგრძელება

დაამატა khatuna zitanishvili_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 8, 2015 წელი. 7:00pm — 2 კომენტარი
________________

ცხოველები კოცნიან ერთმანეთს, ფრინველები, თევზები - თან შესანიშნავად

როგორც ჩანს ადამიანი არ არის ერთადერთი არსება პლანეტაზე, რომელსაც შეუძლია სიყვარული გამოხატოს კოცნით. ცხოველებიც გამოხატავენ სიმპატიას ამ ფორმით. შეუძლებელია ამ სურათებს უყურო ემოციების გარეშე და არ აქვს მნიშვნელობა მიზანმიმართულად კოცნიან ერთმანეთს თუ უბრალოდ ფოტოგრაფის მიერ კარგად დაჭერილი კადრია. უბრალოდ შეხედეთ…

გაგრძელება

დაამატა qeti_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 16, 2015 წელი. 4:00pm — 6 კომენტარი
________________

გილოცავთ ახალ, 2015 წელს!

      ახალ, 2015 წელს გილოცავთ, მეგობრებო! სასწაულების მომტანი თუ არა, ამ წელზე ბევრად კარგი ყოფილიყოს! პირველად ვხვდები ახალ წელს მარტო, თანაც სამსახურში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც მშვენიერ განწყობაზე ვარ! ასეთი ჩუმი ახალი წელი ჯერ არ მინახავს. ცოტა არ იყოს გული დამწყდა, უძრაობა რომ შევნიშნე ჩვენს დედაქალაქში ამ დღესასწაულს, ლამის ჩვენს ახალ მთავრობას ვუსაყვედურე და უცებ, გავხედე განათებულ მეტეხს, რა დიდებულია, ღმერთო! როგორ…

გაგრძელება

დაამატა mziko khutsishvili_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 14, 2015 წელი. 2:30am — 4 კომენტარი
________________

სახალისო გასართობი

არ ვიცი უხალისო გასართობი როგორია მაგრამ მაინც ☺

წელს მეც "მომიწია" ზოგიერთი პატარას გახარება ☺…

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 13, 2015 წელი. 2:30am — 2 კომენტარი
________________

პოეზიის საღამო წალკა (სოფ ავრანლო)

       ყველაფერმა კარგად ჩაიარა მე აღარ ვჩერდებოდი ვყვებოდი ლექსებს, თან ეს ისეთი თბილი და რაღაცნაირი იყო კოცონის ფონზე რომ სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ბლოკნოტებიც ვაშუქეთ ბავშვებს და იმ ბლოკნოტებშ ჩაწერილი ლექსები წაიკითხეს ბავშვებმა. ეს მართლაც საინტერესო იყო. კიდევ გვექნება მსგავსი საღამოები…

გაგრძელება

დაამატა giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 17, 2014 წელი. 5:00pm — 1 კომენტარი
________________

დეკემბერი

ყოველდღე,

როცა მხრებით დამაქვს

ნეკნებჩალეწილი დეკემბერი,

და წინ მხვდებიან

გამარტივებული სახეები,

ერთადერთი,

რაც შემიძლია გავაკეთო,

თავის დახრა და

მიწის ყურებაა...

 

რა უნდა ავარსკვლავებდეს

ზეცას თვალებში,

როცა წვეთწვეთობით გასდით დღეებს

ჩვენი სიახლოვე...

 

როცა უბრალოდ ყოფნა მიჭირს,

ნერვებმორეულს,

ცივ კედლებს არ აქვთ შენი მხრები,

რომ…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 7, 2014 წელი. 2:00pm — არ არის კომენტარები
_______________

უბრალოდ, ისევ შენ.

ქუჩა-ქუჩა დამაქვს

არანორმალური გულისცემა და

მშრალი ყინვით დაბზარული ძარღვები...

არც შენ მოდიხარ და

აღარც თოვლი მოდის...

უშენობისფერი დაჰკრავს ყველა ნაბიჯს...

 

გაბზარულ ლავიწებს ვუშვერ საკენკად

ჩემს ფანჯარასთან მოფრენილ ჩიტებს...

ფილტვებს აღარ ჰყოფნით

ჩემს თმას შეტოვებული

შენი სუნთქვა...

ცხოვრებას არ აქვს ორი თავი

რომ უპატრონოს ჩემნაირ…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 4, 2014 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

შენ.

არაფერი.

გარდა დღეებში ჩამოწოლილი

თეთრი სიცარიელისა და

გაყინული თითების...

ფანჯარასთან გათენებული ღამეების,

ამქვეყნიურობას დაშორებული მსუბუქი

ნაბიჯების და ნეკნებს შორის გაჩხერილი

არსებობისა...

 

დგანან -

მოკუმულ ხელებში მოქცეული

უშენობაშემოცმული დეკემბერი...

უმთვარო ღამეებში აყეფებული

ძაღლები ეზოში,

და ცხოვრება,

რომელიც ძვლებში გამტვრევს და

ამით…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 4, 2014 წელი. 1:00am — 6 კომენტარი
________________

პასუხად დახატული ლექსისა

ნახე საერთო ბევრი გვქონია
მე ვწერ, შენ ხატავ ლექსებს გრძნობებად.
ყველა ყველა ღმერთისგან შექმნილი კაცი
დაბადებიდან ბედს ემონება!

დაამატა nika shelia_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 25, 2014 წელი. 12:30am — არ არის კომენტარები
_______________

Falling Leaves

ისევ წუხილის სუნი ასდის

ამ შემოდგომას,

ფოთლების ცვენას არ უხდება ცარიელი

დღეების გემო...

არაფერია ჩემს ოთახში

სიჩუმის გარდა,

ვერ შევეჩვიე, ისე გდია

უშინაარსოდ...

ვდგავარ და ისევ,

თხელ ძარღვებში სიცივე ჟონავს,

ქუჩის გულგრილმა სახეებმა

ძვლებში დამტეხეს...

წვიმის ნასუნთქი აღარ ეყოთ

ჰაერი ალბათ,

ადგნენ მზისფერი ბეღურებიც და

მიმატოვეს...

ამ შემოდგომას არ უხდება…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 14, 2014 წელი. 5:30pm — არ არის კომენტარები
_______________

უდიდესი და უმტკიცესი მეგობრობა - ამონარიდი

      "უდიდესი და უმტკიცესი მეგობრობა, როგორც ჩანს, ერთმანეთით აღფრთოვანებას ეფუძნება. სწორედ ეს არის ის უმთავრესი განცდა, რომელიც ორ ადამიანს დიდი ხნით აკავშირებს. ამა თუ იმ ადამიანს იმის გამო ეთაყვანები, რასაც ცხოვრებაში აკეთებს, ვინც არის და რასაც წარმოადგენს. იმის გამო, თუ როგორ მიაბიჯებს საკუთარ გზაზე ამ სამყაროში. ეს აღტაცება მას ძალას მატებს, აკეთილშობილებს, ისეთ სტატუსამდე აღამაღლებს, რომელსაც შენი წარმოდგენით ჯერ თავად ვერ შეწვდი. და თუ ეს…

გაგრძელება

დაამატა რუსა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 9, 2014 წელი. 5:00pm — არ არის კომენტარები
_______________

მიპასუხეთ აბა

მე მიყვარს ეს ღამე

მე ჩემი სიშავე კი არმანაღვლებს არამედ ის რომ ასე უმოძრაოდ უყურებ ამ ყველაფერს

არადა ადამიანებს წესების დარღვევა ნაკლებად ადარდებთ იმას უფრო განიცდიან რომ ამ წესების დარღვევისას ამჩნევენ !!!…

გაგრძელება

დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 28, 2014 წელი. 10:00pm — 10 კომენტარი
________________

იმედი

მე გიამბობთ ახალგაზრდა ქალზე, რომელიც უკურნებელი სენით იყო დაავადებული.

ქალმა იცოდა საკუთარი დაავადების შესახებ ... იცოდა, რომ სიკვდილი გარდაუვალი იყო. მისი საწოლი ფანჯრის პირდაპირ იდგა და ფანჯარაც ეზოს გასაჰყურება, სადაც ნეკერჩხლის ხე იდგა. გვიანი შემოდგომა იყო და ხეებს ფოთოლი შემოძარცვდათ. ქალის სიცოცხლეც დღეებს ითვლიდა და მან გასაწყვიტა, როოდესაც უკანასკნელი ნეკერჩხლის ფოთოლი ჩამოვარდებოდა ის გარდაიცვლებოდა და მისი მზერაც ფანჯარას არ სცილდებოდა.

მხატვარმა იცოდა ამის შესახებ და…

გაგრძელება

დაამატა маия_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 27, 2014 წელი. 10:30pm — 9 კომენტარი
________________

სიღატაკეში

გუშინ სიგიჯეების დღე იყო არგეგონოთ რაიმე ნაცრისფერი პირიქით სავსე იყო ფერებით.. ჩემით იყო სავსე სამყარო სანამ ფეხი არშევაბიჯე სევდიან სამყაროში.. ეს მხოლოდ ჩემით თუ მოხდებოოდა თორემ ჩემს ფერებს ჩემს გარდა ვინ გააშავებს?

ყვითელი ფოთლები კი ისე მღერიან იმდენ რამეს…

გაგრძელება

დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 27, 2014 წელი. 9:00pm — 2 კომენტარი
________________

ის ეძებს

ზამთარია...
ირგვლივ ნაცრისფერი მდუმარებაა,
ხეების ტოტები ისე აღპყრობილან მაღლა თითქოს ღმერთს შველას სთხოვენო.
უკანასკნელი ნეკერჩხლის ფოთოლი ჩამოვარდა მიწაზე შიშით, არ იცის დაბლა რა ხდება, რადგან უკან დაბრუნებული არავინ უნახავს.
შორიდან ხარ-ირემის განწირული ბღავილი ისმის თითქოს გულისსწორი დაკარგვია და ეძებსო.

დაამატა маия_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 27, 2014 წელი. 12:00am — არ არის კომენტარები
_______________

მე და ის.

არაფერი.

უბრალოდ მახსენდება და ახლაც მავსებს რაღაცნარად...

მზიურში ვიყავი საქანელებზე... ამაში გასაკვირი და გასაოცარი არაფერია, მაგრამ იქ, საქანელის პირდაპირ, სკამზე იჯდა ერთი ხანში შესული კაცი და მასთან მიდიოდნენ მტრედები... კეთილი სახით მიყურებდა და მიღიმოდა... მგონი ორივემ ერთად წარმოვიდგინეთ ის ჩემს ადგილას, საქანელაზე... როგორ არ გამეღიმებოდა... ვუყურებდი და ვგრძნობდი რომ ვივსებოდი, როგორც ყოველთვის ყელში მწვდა ემოციები, თვალები ამიცრემლიანდა, ასე კარგი წიგნის კითხვისას…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 26, 2014 წელი. 5:00pm — 1 კომენტარი
________________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

As I reflected on my experience with Path of Exile 2

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ივნისი 17, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly, every encounter became an opportunity to POE currency trade showcase my mastery of the game's mechanics.

Moreover, the dodge roll added depth to character builds and customization. Players could now tailor their playstyles around agility and…

გაგრძელება

Elden Ring

გამოაქვეყნა Shelie Paley_მ.
თარიღი: ივნისი 13, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

We've visible a few Elden Ring Runes speedruns already, which include human beings beating the game with out ever dying a unmarried time in the Lands Between, among different hard runs. One character who is set statistics in the international for the present day Souls-like sport from FromSoftware with the quickest speed feasible is again with a new document-breaking score.

YouTuber and famous Souls speedrunner Distortion2 shared a video of their file-breaking of entirety speed of…

გაგრძელება

Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ივნისი 13, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Embarking on the journey in Throne and Liberty is an exciting adventure filled with challenges and triumphs. By adhering to these top 10 tips for beginners, you'll navigate the complexities of the realm with greater confidence and efficiency. Remember to immerse yourself in the lore, forge alliances, and embrace the dynamic nature of the game. May your journey be filled with epic battles, strategic victories, and the Throne and Liberty Lucent glory of claiming your rightful place in the…

გაგრძელება

The introduction of the dodge roll

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ივნისი 13, 2024.
საათი: 4:53am 0 კომენტარი

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly, every encounter became an opportunity to showcase my mastery of the game's mechanics.

Moreover, the dodge roll added depth to POE currency trade character builds and customization. Players could now tailor their playstyles around agility and evasion, opting…

გაგრძელება

Qwelly World

free counters