სიყალბემ დანაღმა ჰაერი, ღრუბელი შმორდება,
გრძნობ, რომ ერთნაირად გბეზრდება ძილიც და სიფხიზლეც,
დგახარ ფანჯარასთან, მაინც სულს უბერავ ცხოვრებას,
რომელსაც, აწ უკვე, იოლად გადაცვლი სიკვდილზე.

ცაა და არცაა. სიჩუმის ლეჩაქი ახურავთ
ბავშვობის ეზოში თამაშით გაცვეთილ ბილიკებს,
ჩეროდან ნაცნობი ღიმილი გიყურებს მაცდურად,
ადრე შენ უცქერდი იმ ღიმილს მაცდურად, პირიქით.

დროა... და ყველაფერს თავისი დაექვას სახელი,
დაღვრემილ მთებიდან ერთგული ლანდები გიხმობენ,
ვეღარც ილუზია, თუ ვეღარც ის გრძნობა გახელებს,
რომელზეც ყოველთვის გულწრფელი თვალებით ფიქრობდი.

ხვდები, რა უზომოდ შორია ის სუნთქვა და ის გზაც,
რომელიც, რატომღაც, ყოველთვის აღწევდა შენამდე,
მუხლებმოკვეთილი კალამი ფურცელზე წაიქცა,
ალბათ, ამიტომაც, მარტივად ვეღარ წერ ვერაფერს.

იწვიმებს საცაა. სიშიშვლეს მალავენ ნერვები,
მზეს ელის ყვავილი გაშლილი ფოთლებით რაფაზე,
ცაა და არცაა. სიმშვიდეს არაფრით ნებდები,
დგახარ და სიტყვებით ტკივილთა სიღრმეებს აფასებ.

ნახვა: 308

ტეგები: poetry, qwelly, პოეზია, ქველი

ლაშა: სექტემბერი 27, 2012||1:29am

მომწონს თიკო, მაგარია, უბრალოდ რატომ არ არის ეს ლექსი პოეზიის ჯგუფში??? :) >>>> http://www.qwelly.com/group/poetry 

tiko: სექტემბერი 27, 2012||1:31am

ამ გვერდის არაფერი გამეგება და უბრალოდ მირჩევნია ასე დავპოსტო :)))

ლაშა: სექტემბერი 27, 2012||1:34am

აჰა... გასაგებია... მეც ძალიან მარტივი რამ გირჩიე, როგორც აქ გამოაქვეყნე ისე გამოაქვეყნებდი იმ ბმულზე გადასვლის შემდეგაც... :) უბრალოდ ის არიეს პოეზიის ჯგუფი და უფრო "გაშინაარსებული" პოსტი გექნებოდა... :) :) :) :) :*

tiko: სექტემბერი 27, 2012||1:36am

გავითვალისწინებ,მადლობა . ;)

ლაშა: სექტემბერი 27, 2012||1:39am

პირიქით... მადლობა თქვენ გულისხმიერებისთვის... :) და ამ შესანიშნავი ლექსებისთვისაც... :*

Kakha: თებერვალი 19, 2015||3:52pm

მერე გამნაღმელთა ჯგუფი გამოიძახე :DD არც გვყავს თუ? :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The above AI Logic mod, by way of instance

გამოაქვეყნა Megaomgchen_მ.
თარიღი: აგვისტო 6, 2020.
საათი: 5:06am 0 კომენტარი

The above AI Logic mod, by way of instance, was created particularly to mut coins madden 21 stop Madden's…

გაგრძელება

ჟურნალისტური სტანდარტები შეყვარებულს, ბეირუთის აფეთქება და პირველი ტურისტები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 5, 2020.
საათი: 11:19pm 0 კომენტარი

      ცხელი აგვისტო ცხელი ამბებით დაიწყო - ოკუპაციის პრობლემაზე საზღვარგარეთული გამოხაურებები, კორონას ახალი შემთხვევები და კორონას ხანის მოსწავლეობა, სტუდენტობა და პოსტკორონული პირველი ტურისტები თბილისში, თბილისის ამბებში - ჭავჭავაძეზე გადაადგილების გაურკვევლობა ჭარბობდა. ცხადია სასამართლოები და გამოძიებები გაუჩინარება-დაკარგვა-გარდაცვალებაზე კვლავაც აქტუალურია. ბეირუთის ტერაქტშიც საქართველო გაჟღერდა - აფეთქებული ტანკერი ბათუმიდან…

გაგრძელება

დაისუგი - კედარის ახალი სიცოცხლე

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2020.
საათი: 11:11pm 0 კომენტარი

      იაპონური გამოგონებები ყოველთვის იწვევს გაოცებასა და აღფრთოვანებას. ამჯერად, ხეების სწრაფი ზრდის ტექნიკა უნდა წარმოგიდგინოთ. მეთხუთმეტე საუკუნიდან მოყოლებული, ძველი სიცოცხლე ახალი სიცოცხლი მიზეზი ხდებოდა და კედარი კიდევ უფრო სწრაფად და მაღლა იზრდებოდა. კედარი აღმოსავლურ კულტურაში ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი ხეა (ცხადია, ბამბუკების შემდეგ). მისი რბილი მერქნიდან გამოდინარე, მას აქტიურად იყენებენ სხვადასხვა ნივთების დასამზადებლად, ამიტომ…

გაგრძელება

რაჭის სტიქია, 4 წელი პატიმრობა რურუას, კორონა და ანაკლიის საჩივარი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 30, 2020.
საათი: 9:30pm 4 კომენტარი

      ივლისის ბოლოა და სტიქიები უკვე დღის მთავარი ამბავია. ამჯერად რაჭა მოექცა დღის მეინსტრიმში. არჩევნების მოახლოება ჯერ თითქოს არ უნდა იგრძნობოდეს, მაგრამ ყველაფერი რაც ქვეყანაში ხდება სწორედ არჩევნებს მიწერება, მათ შორის რურუას 4 წლიანი პატიმრობა, ამერიკული წერილები და ანაკლიის კონსორციუმის სარჩელიც კი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 30 ივლისი, 2020

      ფეხმოკიდებული კორონა საქართველოს ტერიტორიაზე -…

გაგრძელება

Qwelly World

free counters