ერთი... ორი... ხუთი ... ნაბიჯებს ვითვლით. კიდევ ერთი გუბეა წინ, ესეც თუ "გადავცურეთ", ისე რომ არ დავსველდეთ, ჩვენთვისაც გადაიღებს წვიმა. შენი ლექსებისგან შეკოწიწებულ ქოლგას შენივე კარადის ბოლო თაროზე მივუჩენ ადგილს.

      დამიჯერე, გუბის იქით მარტოობის პროსპექტს მზის ამოსვლის ქუჩა შეცვლის. ცოტაც მოითმინე, მალე სულში ჩაგისახლდები, შენთან ავიშენებ ბუდეს ... ჩამოიფერთხე ეგ სევდა სახიდან, არ მინდა ამღვრეული თვალებით მიყურებდე, ვეღარ ვხედავ ჩემს ანარეკლს...

      გახუნებული მოგონებები დაფარფატებენ უკან, არ მიიხედო, გთხოვ. აღარ მოვიწამლოთ გულები წარსულში ქექვით. არ დაუშვა რომ დრომ სიცივე მომახუროს მხრებზე, ხელები მაგრად მომხვიე, მხოლოდ მაშინ დავიჯერებ რომ მეც ვუყვარვარ ღმერთს. დამაბრუნე უფალთან, თორემ მოგიკვდები იცოდე. კოცნით ამომიშრე ცრემლები თვალებიდან, აღარ მინდა ტირილი, ჩამიშავდა თვალები.

      მაინც რა ცელქი ხარ, თითქოს ვეღარ გიტევს სული, ერთი წამით არ ისვენებ და მეც აღარ მავიწყდება რომელ მხარეს მაქვს გული... არა, ნუ გწყინს, არ გსაყვედურობ, პირიქით, იხმაურე, იყვირე, მინდა ყველამ გაიგოს ჩემი გულიდან ამოხეთქილი შენი სიტყვები.

      ახლა შენს წინ ვდგავარ, მეუბნები რომ გიყვარვარ, მე კი თავი მაქვს დახრილი, წამწამებზე სიმორცხვეა ჩამოწოლილი, თითებით კაბის ბოლოს ვაწვალებ... შენ ყველაფერი იცი, აწითლებულმა ლოყებმა გამცეს. სიხარული შეერია სისხლს, მთელი სხეული შემოიარა, ყველა უჯრედით ბედნიერი ვარ. მიყურებ, იღიმი, მე კი მწყინს, მგონია რომ დამცინი, გაწვიმებას აპირებს გაბუტული ბავშვის თვალები... გულში მიხუტებ, მავიწყდება წყენა, სულ ყველაფერი მავიწყდება. ნახე ცისარტყელა დაიბადა, გამოიდარა...

      დღეს, ჩემთვის სამყაროს ოცნების სურნელი ასდის, გონება მერევა, შენს ლექსებში დავხეტიალობ გზააბნეული... სულაც არ მეშინია, ვიცი აქ არ დავიკარგები , მაინც ვიპოვი გზას, მოვალ და მარტოობაში გაყინულ ღამეებს ჩემი სუნთქვით გავათბობ. შენი ოთახის კუთხეში დავრგავ ნატვრის ხეს, მერე სახელსაც დავარქმევ...

      ვიცი ახლა გძინავს, მეც დავიძინებ, ამ წერილს კი როგორც ყოველთვის ბალიშის ქვეშ დავმალავ. გკოცნი დახუჭულ თვალებზე...

      გახსოვდეს, მოვა დრო და მარტო შენთვის ჩავიცვამ თეთრ სარაფანს, ჩამოვიშლი დაწნულ თმას და ფეხშიშველი გავივლი ზღვის ნაპირზე...

ნახვა: 316

ტეგები: anonymous, blog, cry, god, letter, love, poetry, qwelly, qwellyblog, ბალიში, მეტი...დამალული, ლექსები, საიდუმლო, სარაფანა, სიყვარული, ფეხშიშველი, ღმერთი, ცრემლი, წერილი, ხეტიალი

ლაშა: სექტემბერი 28, 2012||11:38pm

ეს გოგონა, თანდათან, გზადაგზა, პოსტდაპოსტ, უფროდაუფრო მომწონს... :)))))))) :*

tiko: სექტემბერი 28, 2012||11:45pm

)))... :* shevifereb da arafers vityvii : ))

თა _ მო: სექტემბერი 29, 2012||9:57am

dzalian-dzalian momwonebia:))))))bravoooo :)

ლაშა: იანვარი 8, 2013||1:05am

მეც კი მომწონებია თამუნ, მაგრამ დაიკარგა tiko :(

tiko: იანვარი 10, 2013||12:21am

megobrebo :* 17 ianvris mere aqtiurad viqnebi qwellze )))

ლაშა: იანვარი 10, 2013||12:31am

გელით თიკო, გელიიიიით... :) :) :) :) 

tiko: იანვარი 10, 2013||12:43am

madloba aseti yuradgebianebi rom xart :*

khatuna zitanishvili: აგვისტო 18, 2015||8:21pm

მომეწონა სამყაროს "ოცნებისსურნელადენა"

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მელომანი დიასახლისის ალბომები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 9, 2020.
საათი: 11:38pm 0 კომენტარი

      კორონას ეპოქის შემოქმედება არ მგონია მსოფლიო კულტურის ისტორიასი ახალ რენესანსად შევიდეს, მაგრამ ეპიდემიების ისტორიაში ყველაზე არტისტულ ხანად ნამდვილად შევა. რამდენიმე კვირის წინ ალბომებზე დისტანციის დაცვა უკვე შევეხეთ - სოციალური დისტანცია ალბომებზე, ახლა კი ერთ საკარანტინე სასტუმროს ფოტოგრაფია უნდა შემოგთავაზოთ. ლონდონის ერთ გარეუბანში არის პატარა სასტუმრო, სიდმარ…

გაგრძელება

ქუჩების გამოცოცხლება - მთელი მსოფლიო ერთი სცენაა

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 8, 2020.
საათი: 7:46pm 2 კომენტარი

      მთელი დედამიწა სცენაა - ასეთი სლოგანი გაეშურა ანა ულმანი (Anna Ulman) ესპანეთის ქუჩებში და მარბელას სანაპიროებზე მოცეკვვავეების გადასაღებად. ცხადია, მოცეკვავეებიც თან გაიყოლა, მაგრამ სანახაობა შთამბეჭდავი გამოვიდა. ცეკვა როგორც სულის გამოძახილი, ანდა სულის მოძრაობა, ერთ-ერთი ყველაზე უფრო სახასიათო და გამომსახველობითი ხელოვნებაა, სწორედ ამიტომ ცეკვამ ქალაქები გამოაცოცხლა. ანას ობიექტივი ძირითადად ბალერინებსა და ბალერონებს დაეთმო,…

გაგრძელება

მეთორმეტე წელი აგვისტოს ომიდან

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 7, 2020.
საათი: 11:25pm 0 კომენტარი

      როგორც ტრადიციულად აგვისტოში ხდება - დღევანდელი დღე სრულად მიეძღვნა 2008 წლის ომს, გახსენებებს, ურთიერთ ბრალდებებს, ოკუპანტის ლანძღვას, მუქარას და თითის ქნევას, ევროპელების შეგულიანებასა და სიტყვიერ მხარდაჭერას.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 7 აგვისტო, 2020

      საკორონე ამბები - საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. მარინა ეზუგბაიას…

გაგრძელება

პრემიერის ანონსები და დარიგებული ფულები, ბაჩალიაშვილის საქმე და არჩევნობანა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 6, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      პრემიერმა გადაწყვიტა ხალხს ფული დაურიგოს. ახლა 17 წლის ჩათვლით მოზარდები, ახალგაზრდები დაფინანსდებიან 200 ლარით, ამას გარდა სხვა სოციალური პაკეტებიც მუშავდება ფულის დასარიგებლად. თუმცა ეკონომიკური პროგნოზები ერთმნიშვნელოვნად მძიმეა - ზამთარსა და მომავალ წელს უარესი იქნებაო. ცხადია არჩევნები და კორონა ლიდერობენ და ბაჩალიაშვილის საქმე კვლავ მეინსტრიმულია. აგვისტოს ამბავი - ომიდან კიდევ ერთი წელი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 6…

გაგრძელება

Qwelly World

free counters