კოსმოსი

  - გაფრენისთვის მზად ხარ ლუკ?

  - როგორი გაფრენისთვის?

  - კოსმოსს ვგულისხმობ, რეალურ კოსმოსს და არა ნარკოტიკით გამოწვეულ ილუზიებს!

  - ნარკოტიკიც ასწორებს ნიკ, ჩვენ ხომ ასეთ დროს წარმოდგენები სრულ რეალიზმში მოგვყავს... არ ვჩერდებით, სულ მოძრაობაში ვართ, ჭეშმარიტები. აი ეს ასწორებს. გაფრენა სხვანაირიც ვიცი.

  - ჭკუიდან გადასვლას არ ვაპირებ!

  - და მაინც რას გულისხმობს ადამიანი, როცა ამბობს ჭკუიდან არ გადავალო?

  - გონებას არ დავამცირებთ და შეურაწყოფას არ მივაყენებთ, არ დავაკნინებთ ლუკ, აი ამას გულისხმობენ. ჩვენ გავფრინდებით!

  - ცდები, სულ სხვა რამეა. ჭკუა ცივი და ბნელია. მაინც სად ვაპირებთ წასვლას?

  - პლუტონზე.

  - პლუტონი ხომ გაზების გროვაა, რას აპირებ, დედამიწაზე მონოპოლიის დამყარებას კაცობრიობის სიცივისგან დახსნის იდეით? მეტეორიტების კორიანტელში გავლას აპირებ ნიკ? სიმამაცის დამტკიცება თუ გსურს ჩვენს პლანეტაზე დაამტკიცე, რაღა კოსმოსში მიდიხარ.

  - გაზების გროვა შორიდან ჩანს, ეს წყალია, იქ სიცოცხლეა, მე ამის მჯერა და დავამტკიცებ კიდეც.ბოლოჯერ გიმეორებ, მზად ხარ ამ წყეულ ერთფეროვნებას მოშორდე, ის ნახო,რაც არ გინახავს? ის, რისი ნახვაც გინდა?

  - შემდეგ გადავფრინდეთ ევროპაზე, მეორე დედამიწაზე, "სხვა ხალხი" აღმოვაჩინოთ!

      და ისინი გაფრინდნენ კოსმოსში...

      გრავიტაციის ძალა არცერთ მათგანს არ გაუთვალისწინებია...

      სხვა პლანეტაზე მოხვდნენ, რომლის შესახებაც არ იცოდნენ, პლუტონი ეგონათ მაგრამ ის უფრო ცივი და ბნელი იყო მაღალი გრავიტაციის მქონე...

      ლუკი თავისმა თავმა მოკლა, მძიმე თავი აღმოაჩნდა და გაიჭყლიტა...

      ნიკს გული გაუსკდა...

      კოსმოსმა კვლავ გაიმარჯვა ადამიანებზე...

ნახვა: 1198

ტეგები: qwelly, qwellypost, გაფრენა, კოსმოსი, პლანეტა, პლუტონი, სხვა ხალხი, უცხოპლანეტელები, ხალხი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კიბერ ომი და კიბერ საზღვრები, ტრენდი მერაბიშვილი და გასაყიდი პარლამენტი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 21, 2020.
საათი: 11:15pm 0 კომენტარი

      სითბო მოვიდა, დაგვიანონსეს კიდეც, რომ უქმეებზე თბილი ამინდები გველის და შეგვიძლია ნელ-ნელა გაზაფხულის სურნელიც ვიგრძნოთ აქა-იქ. მოკლედ, კიბერშეტევის შედეგები იმაზე საინტერესო და ხმაურიანი გამოდგა, ვიდრე თავის დროზე თავად კიბერშეტევის ფაქტი. მსოფლიო გმობს რუსეთის მიერ კიბერშეტევას, ხოლო კარასინი გაკვირვებული კითხულობს - დადასტურდა რომ ეს ჩვენ ვქენით? ეჭვი მეპარებაო. მეორე ამბავია მერებაშვილის გატრენდებული ნიუსები. ახალი ამბავი - ქუთაისის…

გაგრძელება

თავისუფლება დასამხობად, ბიუჯეტის მთავარი გამგებელი პარლამენტში და კიბერდაუცველობა - შემოვიდნენ და გავიდნენ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 20, 2020.
საათი: 10:59pm 1 კომენტარი

      დავიწყოთ საღამოს კარგი ამბით - საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა 2021 წლის ევროჩემპიონატის საწყისი ფეხბედნიერად დაიწყო. დღეს, ვანო მერაბიშვილისთვისაც ბედნიერი დღე გამოდგა - მან მატროსოვის ციხე 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა და აქტიურად შეუდგა პოლიტიკურ საქმიანობას - გამოვიდა თუ არა, ხელისუფლების დამხობა დააანონსა. დღის მთავარი თემა იყო ფინანსთა მინისტრის საპარლამენტო გამოსვლა და უფრო ხმაურიანი და საერთაშორისო…

გაგრძელება

დაპირისპირება პოლიტ. ველზე, მერაბიშვილის გამოსვლა, კალაძის დედაქალაქელობა, შოთაძის პრობლემები, მარგველაშვილის პოლიტიკა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 19, 2020.
საათი: 11:30pm 5 კომენტარი

      ქვეყნის მთავარი ამბავი დღევანდელ ნიუსრუმში, პოლიტიკური დაპირისპირებაა ნაცებსა და ქოცებს შორის - დღეს ერთი უცხოელი მხატვარი ამბობდა, გაოცებული ვარ ქართველებით - სად გაგონილა ოპოზიციამ სახელმწიფო ინსტიტუტს ბოქლომი დაადოსო ან კიდევ, მთავრობამ იმაზე ისაუბროს რომ ქვეყანას დემოკრატიით მართავს ან კიდევ მთავარი პრობლემა ოპოზიციააო. თუმცა ქვეყნის შიგნით სხვა ამბავი კალაძის თბილისია, მერაბიშვილის გათავისუფლება, აჭარის ტელევიზია და გარემოს დაცვის…

გაგრძელება

მხარდაჭერილი შოთაძე და საიქიოდ წასული რეჟისორი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 17, 2020.
საათი: 9:00pm 1 კომენტარი

      დღევანდელი დღე სამწუხარო ამბით იქცა გამორჩეულად და ისტორიაში ჩასაწერად - დღეს გარდაიცვალა გიორგი შენგალაია (იხ. ქველინიუსი). თუმცა, პოლიტიკოსებმა გიორგი შენგელაია ნაკლებად გაიხსენეს, როდესაც საქმე მთავარი პროკურორის არჩევნებს და დანიშვნების შეეხო. კიდევ ერთი ამბავია - გიორგი მარგველაშვილი აქტიურ პოლიტიკას…

გაგრძელება

Qwelly World

free counters