არაფერი.

გარდა დღეებში ჩამოწოლილი

თეთრი სიცარიელისა და

გაყინული თითების...

ფანჯარასთან გათენებული ღამეების,

ამქვეყნიურობას დაშორებული მსუბუქი

ნაბიჯების და ნეკნებს შორის გაჩხერილი

არსებობისა...

 

დგანან -

მოკუმულ ხელებში მოქცეული

უშენობაშემოცმული დეკემბერი...

უმთვარო ღამეებში აყეფებული

ძაღლები ეზოში,

და ცხოვრება,

რომელიც ძვლებში გამტვრევს და

ამით „კაიფობს“...

 

ვზივარ იატაკზე სულის ყველა ელემენტში

დამახსოვრებული

შენი გულისცემით

და გფიქრობ, -

ჯერ მოვკვდებოდი,

და მერე დავიბადებოდი,

ახლა

შენი მყარი ნაბიჯების ხმა რომ გაისმას

ჩემს ოთახში...

ნახვა: 203

ტეგები: blog, qwelly, ბლოგი, დღიური, ჩანაწერი

თა _ მო: დეკემბერი 4, 2014||10:10pm

Tamuna Restless რამდენი ხანია ველოდები შენგან პოსტს :) მიმაქვს შენი ლექსი საავტორო უფლებების დაცვით :D

Restless: დეკემბერი 4, 2014||10:38pm

თამო :) მადლობა <3

ლაშა: დეკემბერი 5, 2014||7:21pm
ეს როგორი მონატრებია გცოდნია :)))
Restless: დეკემბერი 6, 2014||12:11am

- მდე-ს  გარეშე რომ არი, ისეთი... (გამეღიმა, მაგრამ იმ სმაილის დახატვა რატომღაც აღარ მინდა ხოლმე... )

ლაშა: დეკემბერი 6, 2014||12:18am

და _დან ააქვს??

კარგია, ნაკლები სმაილი მეტი ემოცია. (მეც გამეღიმა, მაგრამ გადავწყვიტე შემოგიერთდე). 

Restless: დეკემბერი 6, 2014||12:55am

არა, -დან აქვს... (ისევ გამეღიმა)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ონლაინ თამაშების დავალებები

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: ოქტომბერი 18, 2021.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Cooperative games are an important part of Elder Scrolls Online, and Dungeons and Trials have continued to grow since their launch. The dungeon is a place of instantiation, where you can see a group of four completing the set tasks and facing the deadly boss on the way. Trials provide roughly the same functionality, but are more challenging, have more Elder Scrolls Online Gold, and allow teams of up to 12 people. Since its launch, new dungeons and trials have been added every year, and this…

გაგრძელება

კატები ღმერთებთან და ადამიანებთან

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 17, 2021.
საათი: 11:04pm 0 კომენტარი

      ეგვიპეტში კატების საკრაულობა ცნობილი ამბავია. ადამიანებისა და კატების მეგობრობა ათობით ათასწლეულს ითვლის. კატის სიწმინდეც ძველი წლებისაა, ეგვიპეტში, ქრისტეს შობამდე, მესამე ათასწლეულში მას უკვე თავისი ქალაქიც ჰქონდა ბუბასტისი. იმ ქალაქში კი ეთაყვანებოდნენ კატისთავიან ქალღმერთ ბასტესს, რომელიც ნაყოფიერების, მხიარულების, სიყვარულისა და სიხარულის ღმერთია ეგვიპტურ მითოლოგია. სწორედ ის იქცა კატების, როგორც რელიგიური თაყვანისცემის ობიექტად ქცევის…

გაგრძელება

მკვდარი მიწის თამაშობები

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: ოქტომბერი 14, 2021.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Bethesda Softworks announced that Elder Scrolls Online Deadlands will be released on all current game platforms next month. Players on PC/Mac and Stadia will get the head start of the DLC on November 1st, while the Xbox Series X|S, Xbox One, PlayStation 5 and PlayStation 4 versions will be available on November 16th in a few weeks.

ESO fans will get a unique opportunity to enter Deadlands for free. Players must participate in the ongoing Blackwood bounty activities and work together…

გაგრძელება

მცხეთობას ჩანიშნული აქცია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2021.
საათი: 10:57pm 2 კომენტარი

      ოქტომბერში მზე თითქის არ გამოჩენილა, ღრუბლებსა და ნისლებში მიდის თვე. პოლიტიკურ სიახლეებშიც ღრუბელია და წრეზე სიარული - კოვიდმა კვლავ იმატა და ბოლო დღეს 4700 ინფიცირებულს გასცდა. მიშას ჩამოსვლამ კვლავ აქციების ანონსები გამოიწვია და მისი გათავისუფლების მოთხოვნები. ბათუმის ტრაგედია ჯერ გვახსოვს და ჩვენი პრეზიდენტი, ავსტრიის პრეზიდენტს შეხვდა. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1329 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters