მე გიამბობთ ახალგაზრდა ქალზე, რომელიც უკურნებელი სენით იყო დაავადებული.
ქალმა იცოდა საკუთარი დაავადების შესახებ ... იცოდა, რომ სიკვდილი გარდაუვალი იყო. მისი საწოლი ფანჯრის პირდაპირ იდგა და ფანჯარაც ეზოს გასაჰყურება, სადაც ნეკერჩხლის ხე იდგა. გვიანი შემოდგომა იყო და ხეებს ფოთოლი შემოძარცვდათ. ქალის სიცოცხლეც დღეებს ითვლიდა და მან გასაწყვიტა, როოდესაც უკანასკნელი ნეკერჩხლის ფოთოლი ჩამოვარდებოდა ის გარდაიცვლებოდა და მისი მზერაც ფანჯარას არ სცილდებოდა.
მხატვარმა იცოდა ამის შესახებ და მან დახატა ნეკერჩხლის ყვითელი ფოთოლი და ტოტზე დაკიდა. და აი ხეს შერჩა უკანასკნელი ფოთოლი და ქალიც შიშით შეჰყურებდა... მისი დრო ახლოვდებოდა. მაგრამ დრო გადიოდა... ფოთოლი ისევ ეკიდა... შემოდგომა მიიწურა... დადგა ზამთარი... და ქალი ფეხზე დამდგარი შეეგება გაზაფხულს ნეკერჩხლის ფოთოლთან ერთად.
უბრალოდ ერთი რამის თქმა მინდა, ვიქონიოთ იმედი მაგრამ ვიყოლით ის ვინც მას მოგვცემს. თქვენ გადაწყვიტეთ ის ვინ იქნება.

ნახვა: 332

ტეგები: qwelly

ლაშა: სექტემბერი 28, 2014||3:43pm

ო'ჰენრის ეს შესანიშნავი მოთხრობა უფრო ვრცლად ამ ბმულზეა - http://www.qwelly.com/group/literature/forum/topics/last

Kakha: სექტემბერი 28, 2014||6:14pm

ო'ჰენრი ვინ არის მომღერალია? :О

ლაშა: სექტემბერი 28, 2014||6:51pm

გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე და წყალბურთელი ო ჰენრი არ გაგიგია კახავ? :D

Kakha: სექტემბერი 28, 2014||6:52pm

მე მხანძრე ვიცოდი მაგრამ ჰო იცი სანამ არ დააზუსტებ რომ ჰოკეის ლიგებში თამაშობს ადამაინი მანამდე არ დაიჯერებ რა კარგად ჯირითობს ცხენზე :D

P.s კაი ჟოკეი იქნებოდა თავიდ დროზე ეგ 

маия: სექტემბერი 28, 2014||11:48pm
მართლაც, რომ შესანიშნავი მოთხრობაა :)
ლაშა: სექტემბერი 28, 2014||11:50pm

Kakha მეშახტეც ხომ არ იყო? :D 

маия კამათს აზრცი არ აქვს :)) 

маия: სექტემბერი 29, 2014||12:06am
იქნებ პოლიტიკოსი იყო :)
ლაშა: სექტემბერი 29, 2014||12:17am

არაა, პოლიტიკოსობისთვის ზედმეტად აპრეხილი წვერები ჰქონდა, ასეთები უფრო მზარეულებს აქვთ. 

маия: სექტემბერი 29, 2014||12:20am
ქაქუცა ჩოლოყაშვილზე რას იტყვი ;)
ლაშა: სექტემბერი 29, 2014||12:21am

ქაქუცას გაშლილი და პიწკვანტილე ულვაშები აქვს და ო'ჰენრის ზემოთ აშლილ-აწვერილი :)) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ყინვის მოლოდინი, პოლიტიკური ტემპერატურა საკრებულოში, სასამართლოსა და ომბუდსმენთან

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 24, 2020.
საათი: 11:45pm 4 კომენტარი

      იანვარში ზამთარმა კუდი იმდენად მოიქნია, რამდენადაც საშინელი ყინვა, ქარი და სიცივე გაუჯდა ძვალ-რბილს, თოვლი და წყაპი არ გვაქვს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, 25-27 იანვარს ყინვაა მოსალოდნელი, მაღალმთაში კი ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემაო. ტემპერატურამ ძალიან აიწია ბარში - მაღალი ტემპერატურის თემები - მაღალი ჩინის ოჯახის წევრობა, მოზარდების ზრდასრული დანაშაული, ნაცემი დეპუტატი, ძვირი რეკლამა და კონგრესმენების ახალი…

გაგრძელება

კონგრესმენის კრიტიკა, ჩინური ვირუსი და ხორავას ქუჩაზე დაპირისპირებულები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 23, 2020.
საათი: 11:30pm 5 კომენტარი

      ჩვენი სწრაფვა დასავლეთისკენ იმდენად დიდია, რომ საკმარისია რომელიმე კონგრესმენმა 535_დან, რამე დაწერს ჩვენზე, მთელი დღის მეინსტრიმი სწორედ კონგრესმენის წერილს ეძღვნება - ასე იყო დღესაც, როდესაც კონგრესმენისგან კრიტიკული წერილი დავიმსახურეთ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით. დღის ამბებში აქტიურად დაბრუნდა სარალიძე-კალანდიების ამბები, ასევე, ავსტრალიიდან უკვე ჩინეთში გადავიდა მსოფლიო ყურადღება და ამჯერად ახლადგამოჩეკილი ვირუსის…

გაგრძელება

მონატრება

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2020.
საათი: 5:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (დასასრული)

      უკვე მერამდენედ ვინატრე გველთან საუბარი... სიზმრად ნანახმა ფრინველ-ღრუბელმა ძალიან დამაფიქრა.

      უპირველეს ყოვლისა, იმის შესახებ ვკითხავდი, თუ რად განშტოვდა სიზმარ-ცხადი ამ ზომამდე, რომ ხანდახან სრულებითაც აღარ ჰგვანან ერთმანეთს.

      თუნდაც ის საშიშარი ფრინველ-ღრუბელი ვთქვათ, სიზმარში რომ ვნახე... ფრინველ-ღრუბელის მსგავსი არსება,…

გაგრძელება

პოლიტიკოს ქალთა დაპირისპირება და ევროპარლამენტარების კითხვები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 21, 2020.
საათი: 7:00pm 3 კომენტარი

      დღის მთავარი ამბავი, ერთმნიშვნელოვნად, ომბუდსმენისა და მინისტრ წულუკიანის საპარლამენტო გამოსვლები და დაპირისპირება გახლდათ. კომპეტენცია, ცოდნა, საქმიანობა, რეფორმები, პრობლემები - ეს ის საკითხებია, რომლებსაც ეს ორი ქალბატონი დიდის მონდომებით უწუნებდა ერთმანეთს. დღის ერთ-ერთი ხმაურიანი თემა შორიდან, ევროპარლამენტიდან ისმოდა - პარლამენტარებმა კრიტიკული კითხვებით, შეფასებებით დახუნძლეს ქართული წარმომადგენლობა. კალაძი ისევ თბილისის ტრანსპორტსა და…

გაგრძელება

Qwelly World

free counters