Qwelly ბლოგი! - დღიური (177)

უცნაური სამყარო

     გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს, მრავალს დაგასწროთ უფალმა... დღევანდელი დღის მადლით განახლებულიყოს და განწმენდილიყოს თითოეული ჩვენთაგანის დამძიმებული სული... ყოველთვის მნიშვნელოვანი გახლდათ ეს დღე ჩემთვის, თუმცა შეუძლებელია არ ავღნიშნო ამ "უცნაურ სამყაროში" ჩემი მოხვედრა...სამყარო, სადაც ერთი წლის წინ პირველკლასელი, დედის კალთას მოფარებული ბავშვივით მოვედი და ზუსტად ისეთი უბრალო, თბილი, სასიამოვნო გარემო დამხვდა, როგორზეც მიოცნებია...…

გაგრძელება

დაამატა khatuna zitanishvili_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 19, 2015 წელი. 3:30pm — 11 კომენტარი
________________

გილოცავთ ახალ, 2015 წელს!

      ახალ, 2015 წელს გილოცავთ, მეგობრებო! სასწაულების მომტანი თუ არა, ამ წელზე ბევრად კარგი ყოფილიყოს! პირველად ვხვდები ახალ წელს მარტო, თანაც სამსახურში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც მშვენიერ განწყობაზე ვარ! ასეთი ჩუმი ახალი წელი ჯერ არ მინახავს. ცოტა არ იყოს გული დამწყდა, უძრაობა რომ შევნიშნე ჩვენს დედაქალაქში ამ დღესასწაულს, ლამის ჩვენს ახალ მთავრობას ვუსაყვედურე და უცებ, გავხედე განათებულ მეტეხს, რა დიდებულია, ღმერთო! როგორ…

გაგრძელება

დაამატა mziko khutsishvili_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 14, 2015 წელი. 2:30am — 4 კომენტარი
________________

სახალისო გასართობი

არ ვიცი უხალისო გასართობი როგორია მაგრამ მაინც ☺

წელს მეც "მომიწია" ზოგიერთი პატარას გახარება ☺…

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 13, 2015 წელი. 2:30am — 2 კომენტარი
________________

დეკემბერი

ყოველდღე,

როცა მხრებით დამაქვს

ნეკნებჩალეწილი დეკემბერი,

და წინ მხვდებიან

გამარტივებული სახეები,

ერთადერთი,

რაც შემიძლია გავაკეთო,

თავის დახრა და

მიწის ყურებაა...

 

რა უნდა ავარსკვლავებდეს

ზეცას თვალებში,

როცა წვეთწვეთობით გასდით დღეებს

ჩვენი სიახლოვე...

 

როცა უბრალოდ ყოფნა მიჭირს,

ნერვებმორეულს,

ცივ კედლებს არ აქვთ შენი მხრები,

რომ…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 7, 2014 წელი. 2:00pm — არ არის კომენტარები
_______________

უბრალოდ, ისევ შენ.

ქუჩა-ქუჩა დამაქვს

არანორმალური გულისცემა და

მშრალი ყინვით დაბზარული ძარღვები...

არც შენ მოდიხარ და

აღარც თოვლი მოდის...

უშენობისფერი დაჰკრავს ყველა ნაბიჯს...

 

გაბზარულ ლავიწებს ვუშვერ საკენკად

ჩემს ფანჯარასთან მოფრენილ ჩიტებს...

ფილტვებს აღარ ჰყოფნით

ჩემს თმას შეტოვებული

შენი სუნთქვა...

ცხოვრებას არ აქვს ორი თავი

რომ უპატრონოს ჩემნაირ…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 4, 2014 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

შენ.

არაფერი.

გარდა დღეებში ჩამოწოლილი

თეთრი სიცარიელისა და

გაყინული თითების...

ფანჯარასთან გათენებული ღამეების,

ამქვეყნიურობას დაშორებული მსუბუქი

ნაბიჯების და ნეკნებს შორის გაჩხერილი

არსებობისა...

 

დგანან -

მოკუმულ ხელებში მოქცეული

უშენობაშემოცმული დეკემბერი...

უმთვარო ღამეებში აყეფებული

ძაღლები ეზოში,

და ცხოვრება,

რომელიც ძვლებში გამტვრევს და

ამით…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 4, 2014 წელი. 1:00am — 6 კომენტარი
________________

ჩვენ, ანუ შეყვარებულ ადამიანებს

     ჩვენ, ანუ შეყვარებულ ადამიანებს ნუ ეცდებით გაგვიგოთ... ჩვენ არ ვცხოვრობთ იქ სადაც თქვენ... იმიტომ რომ ეგ, თქვენი შავთეთრი სამყარო ჩვენთვის ფერადია, იმიტომ რომ თქვენ იღიმით, ხოლო ჩვენ ვიცინით, თქვენ ტირით? ჩვენ არა, ჩვენ ვგოდებთ... თქვენ ღამე მშვიდად გძინავთ... ჩვენ? ჩვენ არა, იმიტომ რომ ღამე გასათევადაა შექმნილი და არა გასაყვანად... ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ბედნიერები ცოტაოდენით! თქვენ კი ბევრითაც კი ვერა. ჩვენი ცხოვრება, ერთი პატარა ზღაპარია...…

გაგრძელება

დაამატა ტატე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 12, 2014 წელი. 2:00pm — 1 კომენტარი
________________

ლონდონში ვსწავლობდი

...დღეს მომხდარი ფაქტით დავიწყებ. დამღლელი და სრულიად მჯდომარე 2 კვირის შემდეგ (მანქანა-ოფისი, მანქანა-სახლი) უმოძრაობით შეწუხებულებმა გადავწყვიტეთ ბათუმის ქუჩებისთვის ფეხით შეგვეტია ( მე და დედა ). აქ არც ისე განებივრებულები ვართ გემოვნებიანი ტანისამოსის არჩევანით, ამიტომ, მაღაზიებში სიარული თივის ზვინში ნემსის ძებნას ჰგავს; ჩვენც მეტი რა საქმე გვქონდა და ამ შრომატევად საქმიანობას მივყეთ ხელი. ერთი, ორი, სამი და.. ერთ ერთ მაღაზიაში, რომლის…

გაგრძელება

დაამატა elisabed_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 9, 2014 წელი. 7:00pm — 7 კომენტარი
________________

Falling Leaves

ისევ წუხილის სუნი ასდის

ამ შემოდგომას,

ფოთლების ცვენას არ უხდება ცარიელი

დღეების გემო...

არაფერია ჩემს ოთახში

სიჩუმის გარდა,

ვერ შევეჩვიე, ისე გდია

უშინაარსოდ...

ვდგავარ და ისევ,

თხელ ძარღვებში სიცივე ჟონავს,

ქუჩის გულგრილმა სახეებმა

ძვლებში დამტეხეს...

წვიმის ნასუნთქი აღარ ეყოთ

ჰაერი ალბათ,

ადგნენ მზისფერი ბეღურებიც და

მიმატოვეს...

ამ შემოდგომას არ უხდება…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 14, 2014 წელი. 5:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ადამიანი სიყვარულის გარეშე..

ვალდებულება სიყვარულის გარეშე, ადამიანს ხდის - გაღიზიანებულს.

პასუხისმგებლობა, სიყვარულის გარეშე, ადამიანს ხდის - უცერემონიოს.

სამართლიანობა, სიყვარულის გარეშე, ადამიანს ხდის - სასტიკს.

სიმართლე, სიყვარულის გარეშე, ადამიანს ხდის კრიტიკოსს.

აღზრდა, სიყვარულის გარეშე, ადამიანს ხდის - ორპირს.

ჭკუა, სიყვარულის გარეშე ადამიანს ხდის - ეშმაკს.

თავაზიანობა, სიყვარულის გარეშე ადამიანს ხდის -…

გაგრძელება

დაამატა ტატე_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 10, 2014 წელი. 12:30am — 7 კომენტარი
________________

ადამიანი ადამიანისთვის დღეა

      "სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი… შენ მარტო იყავი, სუსტი და უმწეო და ამიტომ შეგეშინდა. შენთვის ღამე იყო. ხომ ღამე იყო ამ ორიოდე წუთის წინ, ახლა კი, ჩემთან რომ ხარ, ახლა ხომ დღეა? სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი..."

ადამიანი ადამიანისთვის დღეა...

დაამატა gvanca_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 8, 2014 წელი. 8:30pm — 1 კომენტარი
________________

მე და ის.

არაფერი.

უბრალოდ მახსენდება და ახლაც მავსებს რაღაცნარად...

მზიურში ვიყავი საქანელებზე... ამაში გასაკვირი და გასაოცარი არაფერია, მაგრამ იქ, საქანელის პირდაპირ, სკამზე იჯდა ერთი ხანში შესული კაცი და მასთან მიდიოდნენ მტრედები... კეთილი სახით მიყურებდა და მიღიმოდა... მგონი ორივემ ერთად წარმოვიდგინეთ ის ჩემს ადგილას, საქანელაზე... როგორ არ გამეღიმებოდა... ვუყურებდი და ვგრძნობდი რომ ვივსებოდი, როგორც ყოველთვის ყელში მწვდა ემოციები, თვალები ამიცრემლიანდა, ასე კარგი წიგნის კითხვისას…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 26, 2014 წელი. 5:00pm — 1 კომენტარი
________________

ბეღურა ჩიტი

"იგი ცა და დედამიწასავით განსხვავდებოდა"...

- იასუნარი კავაბატა; თოვლიანი მხარე

      წვიმდა და შემოდგომას არ ეკავა ხელში არც ქოლგა, არც საწვიმარი ეცვა, ფეხშიშვლი და თმაგაშლილი იდგა და წვიმდა... იდგა, და წვიმდა... ოთხს ოცი აკლდა და ის უკვე მესამედ ისხამდა ფინჯან ყავას... მთელი სხეული უთრთოდა, თითქოს დედემიწაც მასთან ერთად კანკალებდა... თავში ყველაფერი კარუსელივით უტრიალებდა,…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 22, 2014 წელი. 7:30pm — 6 კომენტარი
________________

Timens Group & მე - ახალი საშინელებათა ფილმი

ჩემი და Timens group-ის ისტორია კვლავ გრძელდება, მაგრამ ოდნავ სხვაგვარად. მინდა ჩვენი სამომავლო გეგმები გაგიმხილოთ და ის, რაც გუშინ მოხდა. ახლა უკვე ახალ ამპლუაში წარვსდგები თქვენს წინაშე – სცენარისტის ამპლუაში.

ჯერ კიდევ სამი დღის წინ გავიგე, რომ ირაკლი დონაძე (რეჟისორი) აპირებდა საშინელებათა ფილმის გადაღებას და მე მინდოდა დავხმარებოდი, რომელიც სიამოვნებით მიიღო. ერთი იდეა შევთავაზე, რომელზეც ბევრი არც მიფიქრია მაშინვე მომივიდა თავში, უბრალოდ ცოტა…

გაგრძელება

დაამატა გიორგი ლოგუა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 25, 2014 წელი. 4:00pm — 5 კომენტარი
________________

8 აგვისტოს ომი

8, august, blog, georgia, post, qwelly, russia, war, აგვისტო, ბლოგი, დღიური, ომი, პოსტი, ყაყაჩო, ჩანაწერი, 8_agvisto, agvisto, რუსეთ-საქართველოს ომი, omi, მეზობლების_ომი

      განა ვინმე არის ისეთი, ვისაც არ ახსოვს? განა არის ადამიანი ეს საშინელი დღე პირადად რომ არ შეეხო და რამე გავლენა არ მოახდინა მის ცხოვრებაში?

      არ დავიჯერებ ამას, რადგან ასეთი ადამიანი პრაქტიკულად შეუძლებელია იყოს საქართველოში, თუ არ ჩავთვლით ჩვილებს, რომლებიც დედის ძუძუს ეკვროდნენ და არ იცოდნენ ირგვლივ რა ხდებოდა, არც ადარდებდათ რადგან არ ესმოდათ რას მოასწავებდა ეს ყველაფერი და რაზე ნერვიულობდნენ…

გაგრძელება

დაამატა გიორგი ლოგუა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 8, 2014 წელი. 11:30pm — 2 კომენტარი
________________

სოციალური ასოციალურობისთვის

       ინტერნეტსივრცეში გამოჩენისა და მისი ,,გადატრიალების“ დღიდან ,,ფეისბუქის“ შესახებ უამრავი კვლევა ჩატარდა და  დასკვნა დაიდო. ,,ფეისბუქმა“ მან მოიცვა მსოფლიოს ყველა წერტილი. მილიარდობით ადამიანს, ჯერ დაუბადებელ ბავშვებს, კატებს, ძაღლებს და ყველას, ვინც ამქვეყნად რამედ ღირს, მოუყარა თავი. მავანნი დღემდე საუბრობენ მისი ავ-კარგიანობის შესახებ. რომ მას ბევრი დრო მიაქვს, რომ მისი საშუალებით უამრავ ინფორმაციას ვიღებთ და  მათ შორის გავცემთ კიდეც. ,,შპიონაჟშიც“ კი…

გაგრძელება

დაამატა elisabed_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 8, 2014 წელი. 1:30pm — 5 კომენტარი
________________

წმ. სერაფიმ საროველის სახელობის დედათა მონასტერი

ბორჯომის წმინდა სერაფიმ საროველი სახელობის დედათა მონასტერი ასლი საროვის მონასტრისა

ეს კელია არის ასლი იმ კელიისა, რომელშიც სიცოცხლის…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 3, 2014 წელი. 11:00pm — 2 კომენტარი
________________

ზებულოოოონ!

      გავათავე.... მოვრჩი და მინდა ზებულონზე ვისაუბრო, არ ვიცი როგორ დავიწყო.. დავიწყებ და დამეწერინება. მიჭირს ამ ტრაგიკულ გმირზე საუბარი. ზებულონი გახლავთ მთავარი პერსონაჟი რომანში. მის ცხოვრებას ბედისწერა განაგებდა. თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო, ლაღი ტკბილი ბავშვობა ქონდა, სწავლის გაგრძელებას აპირებდა, როგორც იოველ ბატონიშვილმა თქვა,…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 17, 2014 წელი. 10:30pm — 9 კომენტარი
________________

Wish You Were Here

ვწევარ ღამისფერი ჩრდილებით

სავსე ოთახში

ნეკნებში გაჩხერილი მოგონებებით

და სუნთქვა მიჭირს...

მე, ისევ ვწერ

შენზე...

როცა ვიცი,

რომ ამ სტრიქონებს წაიკითხავენ…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 14, 2014 წელი. 1:00am — 3 კომენტარი
________________

1 გადაწყვეტილება-ღა

     ვინ ვარ? არავინ. კითხვაზე ვინვარ, ერთეულები დიშვილს, ძმიშვილს, დას, მეგობარს, ახლობელს და ზოგჯერ არ ვიცისაც მიწოდებენ. მათთვის იქნებ ამ სიტყვების იქით არც არავინ ვარ. ამ სიტყვების გააზრებაც არ ვარ და საკუთარი თავისთვის ვინღა ვარ? ამაზე უფრო ნაკლები და კიდევ უფრო არაფერი. მაშ აბა რა ვარ? ამ შემთხვევაში ზუსტად ვიცი რა ვარ. ხოო მიწა ვარ. ამხელა დედამიწის ერთი პატარა პეშვი ვარ. ზეციერის მონდომება, სახე მისი და სახელი ადამის ადამიანი ვარ. ამის იქით…

გაგრძელება

დაამატა natia_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 12, 2014 წელი. 9:30pm — 6 კომენტარი
________________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

გაფიქრებები პროცესებზე 2

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ივნისი 2, 2024.
საათი: 11:53pm 0 კომენტარი

ვაგრძელებ გაფიქრებების ჩაწერას...

  • კითხვაზე - აბა მიშას დრო რომ დაბრუნდეს, ეგ გინდა?
  • პასუხია: არა, არ მინდა! და რომ არ მინდა, ამიტომ უნდა გავაპროტესტოთ მიმდინარე პროცესი. რადგან, ახლა იმ ეტაპზე მივედით, რომლის შემდეგ, მიშას ბოლო წლები იწყება. უფრო ვრცლად ეტაპების შესახებ:

პირველი…

გაგრძელება

Nikmati Suka A Pro – Slot Mesin Tips Untuk Pemula

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 1, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Slot menggunakan Random Number Generator (RNG) untuk mengacak jutaan gulungan kombinasi . Setiap campuran memiliki pembayaran dipilih yang pastikan peluang dari menang.



Meskipun probabilitas dari mengambil bagian dalam Slot seluruhnya acak, ada prosedur Anda boleh mematuhi untuk meningkatkan peluang dari sukses, dan Informasi ini akan berjalan Anda melalui tips.



10 Rekomendasi tentang Meningkatkan Probabilitas Keuntungan Anda dalam…

გაგრძელება

Season Ticket was aimed squarely at sports fans

გამოაქვეყნა Shelie Paley_მ.
თარიღი: მაისი 31, 2024.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

Following its final year, players will then have to EA FC 24 Coins turn to the current generation and the library presented by EA Access if they want to continue to feed that sports itch. It's not too late to pick up your Season Ticket if you still haven't made the generational jump yet, though. Clocking in with a lower price of entry, buying into the service's final year will come with the following perks for Xbox 360 and PS3 users:

This discounted price is available now for Xbox 360…

გაგრძელება

გაფიქრებები პროცესებზე

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 29, 2024.
საათი: 6:52pm 0 კომენტარი

დღიურის მთელი იდეა ხომ იმ მონიშვნების გაკეთებაა, რომელიც გონების გაფიქრებებს შეინახავს? ჰოდა, იყოს აქ. გზადაგზა მივამატებ ხოლმე, განვაახლებ...

შეიძლება საღლიცინოდ სამყოფიც არ არის, მაგრამ იქნებ მართლა არსებობს „გლობალური ომის პარტია?“ აი, როგორც დორნში (უკიდურეს სამხრეთში) არ ეჯერათ თეთრი მოსიარულეების არსებობა და საბოლოოდ, ხომ გამოჩნდნენ?

ეს ზამთარიც…

გაგრძელება

Qwelly World

free counters