დეცენტრალიზაციის მოდელი, გადმოსვენება ოკუპირებული ჩრდილოეთიდან, ფაროსანა VS კრაზანა, შუალედური არჩევნები და სხვა ამბები

      დღის მთავარი ამბები ისევ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებას უკავშირდება, რომელზეც ახლა უკვე საპატრიარქოს განცხადებაც გავრცელდა. ამასთანავე, სიახლეა მმართველობაშიც - იგეგმება დეცენტრალიზაცია, რასაც მთელი დღის საპარლამენტო ნიუსფიდი მიეძღვნა. თითოოროლა სიტყვით ისაუბრეს შეუალედურ არჩევნებზე, ფაროსანაზე, მაუწყებლობასა და მოსამართლეებზე. P.S. მთელი მსოფლიოს კულტურული ახალი ამბავი კი ეძღვნებოდა ოსკარის 2018 წლის დაჯილდოებას.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 5 მარტი, 2018 /

      საკვირაო ქადაგებიდან - ილია მეორე - ჩვენს თავს თუ დავძლევთ, ყველაფერს დავძლევთ და ყველაფერში გამარჯვებული ვიქნებით.

      ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი და ზოგადი ამბები ოკუპაციაზედ - საქართველოს საპატრიარქო - არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ექსპერტიზაზეა და მას წითელი ჯვარი ჩამოასვენებს. პრემიერი - უკანასკნელი საათების განმავლობაში მიღებული ინფორმაციით, გვაქვს საფუძველი განვაცხადოთ, რომ უახლოეს დროში ჩვენ ერთად მივაბარებთ მიწას ჩვენს თანამემამულეს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მზადაა, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაში მონაწილეობა მიიღოს. თავისუფლების მოედანზე არჩილ ტატუნაშვილისადმი სოლიდარობისა და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია „მშვიდობა ომზე მეტია!“ გაიმართა. ნინო ლომჯარია - ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მივაწვდინეთ ხმა, რომ დაჩქარდეს არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება. გაეროს ელჩი საქართველოში - უმნიშვნელოვანესია, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი სასწრაფოდ გადაეცეს ოჯახს. ირაკლი სესიაშვილი - არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ყველას საერთო ინტერესი გვამოძრავებს, ამიტომ ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულ წინადადებებზეც ვიმსჯელებთ. შვეიცარიის ელჩის განცხადებით, ქართულ მხარეს არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მოსკოვთან კომუნიკაციაში დახმარების თხოვნით მათთვის არ მიუმართავს. ნინო ლომჯარია - ძნელია იმის დაზუსტება, კონკრეტულად რა დრო დასჭირდება ტატუნაშვილის გადმოსვენების პროცესს, ოკუპირებული რეგიონიდან ინფორმაციის მიღება გართულებულია. მამუკა მდინარაძე - ჩვენ, უახლოეს პერიოდში ველოდებით არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებას. გიორგი კანდელაკი - ევროპარლამენტარებმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შემუშავებას მხარი დაუჭირეს. არჩილ თალაკვაძე - ყველას ამოცანაა, არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას მკვლელობების საკითხი დარჩეს საერთაშორისო დღის წესრიგში, ვიდრე რუსეთი კითხვებზე პასუხებს არ გასცემს. დავით ბაქრაძე - უმრავლესობის რეზოლუციაში სანქციებისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ჩამატების შემთხვევაში, მზად ვართ, რეზოლიციის ერთ პროექტზე შევჯერდეთ. იან კელი ტატუნაშვილის საქმეზე - ჩვენ ვესაუბრებით რუსეთს. ცხინვალის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის საკითხზე პარლამენტის ბიუროს რეზოლუციის ორი პროექტი წარედგინა.

      ხანძარი ისანში - ხანძრის შედეგად „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმო დაიწვა. გამგებლის ინფორმაციით, ხის საამქროში გაჩენილი ხანძრის შედეგად ძვირადღირებული დანადგარები და საღებავების საწყობია დამწვარი.

      მაუწყებლის არჩევნები - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევ კონკურსში 14 კანდიდატი მონაწილეობს. მკვდრის გაცოცხლება - ირაკლი კობახიძე - ამოცანაა, რომ მკვდარი გავაცოცხლოთ - ერთი მკვდარ ლენინს უცხადებდნენ ნდობას და მეორე მკვდარ საზოგადოებრივ მაუწყებელს. საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოში გამოცხადებული კონკურსი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დებატების თემა გახდა.

      სიმშვიდე და წარმატება ტურიზმში - დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა. თებერვალში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 19.8%-ით, ტურისტების კი 27.1%-ით გაიზარდა.

      მარტივარითმეტიკული ნიუსი - 12 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან 25 %-მა ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა.

      ბევრი ფაროსანა ჭამსო, კრაზანასთან ვერაფერს ხდებიანო - ლევან უჯმაჯურიძე - ამ ეტაპზე აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის - კრაზანას შემოყვანა არ იგეგმება. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები მაისიდან დაიწყება. ზურაბ ალავიძე - ფაროსანასთან საბრძოლველად ყველა ღონისძიება მომზადებულია.

      პრობლემური რეგიონი - გიორგი კვირიკაშვილი - მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა რეგიონებს შორის უთანასწორობის პრობლემა, რაც ხალხს აიძულებდა დაეტოვებინა თავიანთი სოფელი, ბევრმა მათგანმა დატოვა ქვეყანა.

      მიიღეთ მონაწილეობა სახელმძღვანელოების შერჩევაში - განათლების სამინისტრო დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს, I-VI კლასების ახალი სახელმძღვანელოების შერჩევის პროცესში ჩაერთონ. განათლების მინისტრის მოადგილე - დიდი წიგნები სექციებად დაიყოფა, რაც საშუალებას მოგვცემს, ბავშვმა გაცილებით უფრო მსუბუქი წიგნი ატაროს, ვიდრე ატარებდა.

      დეცენტრალიზაცია - ირაკლი კობახიძე - დეცენტრალიზაცია არის დემოკრატიული და ეფექტიანი მმართველობის სისტემის ფორმირების ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი. კახა კალაძე - ძლიერი თვითმმართველობა ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ღერძია. პრემიერი - ჩვენი ნატვრაა, ახალგაზრდებს სურვილი ჰქონდეთ, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობაში და რეგიონულ განვითარებას შეუწყონ ხელი. ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიზანია, ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ და ეს შეუძლებელია, თუ არ ჩამოვაყალიბებთ დეცენტრალიზებულ მმართველობის სისტემას. ირაკლი კობახიძე - სტრატეგიის მთავარი მიზანი უნდა იყოს თვითმმართველობების აღჭურვა სათანადო უფლებამოსილებებით, ფინანსური, მატერიალური რესურსებით. ზურაბ ალავიძე - დეცენტრალიზაციის სტრატეგია 8 წელზე იქნება გათვლილი. ირაკლი კობახიძე - რესურსების გარეშე ადგილობრივი თვითმმართველობა ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაძლიერდება. ირაკლი კობახიძე - მოხელეთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება აუცილებელი პირობაა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმატების. ირაკლი კობახიძე - ახლა მთავარია ის, რომ არსებობს დეცენტრალიზაციის პოლიტიკური ნება. ირაკლი კობახიძე - არასწორი მოცემულობაა, რომ თვითმმართველობის დონეზე ერთპარტიული უმრავლესობაა ჩამოყალიბებული.

      თუკი ვინმეს არ სურს უვადო მოსამართლეობა ან უარი უთხრეს? - იუსტიციის საბჭო, უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოსამართლეთა უფლებრივი მდგომარეობის განსაზღვრაზე მსჯელობს. ანა დოლიძე - კონკრეტული მოსამართლის უვადოდ დანიშვნის დროს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები გათვალისწინებული უნდა იყოს. საია მოსამართლეთა უვადოდ განმწესებისას ანა დოლიძის აცილების უკანონოდ ცნობას. დიმიტრი გვრიტიშვილი - მოსამართლეებს, რომელთაც უარი ეთქვათ უვადოდ გამწესებაზე, კონკურსში მონაწილეობის უფლება უნდა დარჩეთ. დიმიტრი გვრიტიშვილის შეფასებით, მოსამართლეთა უვადოდ განმწესებაზე გასაუბრებიდან ანა დოლიძე საფუძვლიანად იქნა აცილებული.

      შუალედური არჩევნები ვანსა და ხონში - ვანისა და ხონის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 12-მა პოლიტიკურმა პარტიამ გაიარა. „ქართულმა ოცნებამ“ ვანისა და ხონის მაჟორიტარად, შესაძლოა, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე წარადგინოს.

      ბურჯანაძე წარმოგიდგენთ - ნინო ბურჯანაძე - საქართველო-ნატოს ერთობლივი წვრთნები რუსეთის პროვოცირებას ისახავს მიზნად. ნინო ბურჯანაძე - ჩემსავით გამოცდილი და გაბედული პოლიტიკოსები ქვეყანაში უბრალოდ არ არიან.

საზღვარგარეთულები:

      არჩევნებში მზადება ამსტერდამიდან - მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ უნდა მოვიგოთ საპრეზიდენტო არჩევნები და მოვშალოთ ივანიშვილის ფეოდალური საკარმიდამო.

      აღმოსავლეთი - ბენიამინ ნეთანიაჰუ - აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრისას განხილვის მთავარი თემა ირანის საფრთხე იქნება. ბინალი ილდირიმი - ქალაქი რაჯუ სირიის აფრინში ტერორისტებისგან გაწმენდილია. გვატემალას პრეზიდენტი აცხადებს, რომ გვატემალა თელ-ავივიდან საელჩოს იერუსალიმში მაისში გადაიტანს. Tolo News - ავღანეთის სახელისუფლებო ძალებმა 42 „ბოევიკი“ გაანადგურეს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროპამ და აშშ-მა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმება დაარღვიეს და ამიტომაც არ აქვთ უფლება პირობები გვიკარნახონ. სირიის მონიტორინგის ცენტრი – სირიის არმიამ და მისმა მოკავშირეებმა აღმოსავლეთ ღუთას ტერიტორიის მესამედზე მეტი დაიკავეს.

      რუსული ნოვოსტი - ვლადიმერ პუტინი - რუსეთი ამერიკას თავის მოქალაქეებს არ გადასცემს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - აშშ-ში „ცხელ თავებს“ რუსეთში ლიბიისა და უკრაინის სცენარის გათამაშება სურთ. ე.წ. სამხრეთ ოსეთში მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქეებმა, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემა დღეიდან, ვადაზე ადრე დაიწყეს.

      იტალიური არჩევნები - წინასწარი მონაცემებით, იტალიის სენატში მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია იმარჯვებს, რომლის შემადგენლობაშიც ბერლუსკონის პარტია შედის.

      ზიანი შერიგების ატმოსფეროს - სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩრდილოეთ კორეის ახალი სამხედრო პროვოკაციები ზიანს აყენებს შერიგების ატმოსფეროს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 306

ტეგები: qwellynews, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

vako: მარტი 6, 2018||7:09pm
ფაროსანა Vs სამურაი კრაზანაა ,მე მაინც მგონია რო ფაროსანა დაჩაგრავსს იმიტო რო ვიღაც ფულსსს მოტეხავს და ბანძ ან ჰიბრიდულ სამურაი კრაზანას შენოიყვანს მაინც ქართულ ჰაერზე და საჭმელზე მოჯანებული ფაროსანა სუ სხვაა :D :DDD
vako: მარტი 6, 2018||7:26pm
ხოო კახა მარა მაგ შემთხვევაშიი 40შილინგს ჩამოვდივარ სამურაი კრაზანა ხარაკინს გაიკეთებს ქვეყანა კი ისევ ფაროსანას საჯიჯგნი გახდება და არ დასრულდება მათი ბოგინი გამოსავალი რაშია
vako: მარტი 7, 2018||1:05am

ხოო მარა უტყუარი ინფორმაცია მაქ ფაროსანათა ბანდებს სერიოზული სამზადისი აქვთ გაჩაღებული და მაგრად ემზადებიან სამურაი კრაზანათა არმიასთან შესაბმელად ესე უთქვამთ სადაც ვიწროა იქ გაწყდესო ახლობელმა კოღომ მითხრა მაგის ბიძაშვილია ფაროსანა და 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Elden Ring

გამოაქვეყნა Shelie Paley_მ.
თარიღი: ივნისი 13, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

We've visible a few Elden Ring Runes speedruns already, which include human beings beating the game with out ever dying a unmarried time in the Lands Between, among different hard runs. One character who is set statistics in the international for the present day Souls-like sport from FromSoftware with the quickest speed feasible is again with a new document-breaking score.

YouTuber and famous Souls speedrunner Distortion2 shared a video of their file-breaking of entirety speed of…

გაგრძელება

Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ივნისი 13, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Embarking on the journey in Throne and Liberty is an exciting adventure filled with challenges and triumphs. By adhering to these top 10 tips for beginners, you'll navigate the complexities of the realm with greater confidence and efficiency. Remember to immerse yourself in the lore, forge alliances, and embrace the dynamic nature of the game. May your journey be filled with epic battles, strategic victories, and the Throne and Liberty Lucent glory of claiming your rightful place in the…

გაგრძელება

The introduction of the dodge roll

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ივნისი 13, 2024.
საათი: 4:53am 0 კომენტარი

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly, every encounter became an opportunity to showcase my mastery of the game's mechanics.

Moreover, the dodge roll added depth to POE currency trade character builds and customization. Players could now tailor their playstyles around agility and evasion, opting…

გაგრძელება

Daily and Weekly Challenges

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ივნისი 12, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Manage Your Inventory Efficiently:

A cluttered inventory can be a hindrance to Throne and Liberty Lucent your progress. Regularly manage and organize your inventory by selling unnecessary items, storing important resources, and equipping the best gear. Prioritize items based on their utility and importance, ensuring that you are always prepared for the challenges that await.

Complete Daily and Weekly Challenges:

Throne and Liberty often features daily and weekly…

გაგრძელება

Qwelly World

free counters