რეზოლუცია მკვლელობაზე, ქალების ჩაგვრა გაეროს კვლევაში, წინმჯდომის არჩევნები და ევროპაში შელახული ქართული რეპუტაცია

      მარტის მოღრუბლული, ცივი და მარტისთვის დამახასიათებლად არეული ამინდების ფონზე, რამდენიმე მნიშვნელოვანი ამბავი მაინც იყო დღის სიახლეებში. მაგალითად, პირველ ადგილზე კვლავ ტატუნაშვილის გადმოსვენების საქმეა, რომელშიც უკვე საპატრიარქოც ჩაერთო, შემდეგი მსხვილი თემაა ვიზალიბერალიზაციის შედეგები და გაფუჭებული რეპუტაცია, ამასვე მოსდევს აქტუალურობით გაეროს კვლევა ქალებზე ძალადობის შესახებ. მოკლედ,

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 6 მარტი, 2018 /

      ტატუნაშვილის გადმოსვენების საქმე - მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე უმრავლესობისა და უმცირესობის რეზოლუციები ერთ დოკუმენტად ჩამოყალიბდეს. ქეთევან ციხელაშვილი - საქართველოს მთავრობის სამშვიდობო კურსი არის თანმიმდევრული და ურყევი. ფილიპ ხაჩიროვი - ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზად გულის უკმარისობა დასახელდა - რომ მჯეროდეს ამ ვერსიის, გეტყოდით კი, რომ არ მჯეროდეს, გიპასუხებდით - არა. პრემიერი - მეგობრები, რომლებიც კომუნიკაციაში არიან ჩართული, გვიდასტურებენ, რომ კვირის ბოლოს არ უნდა გადაცდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. Amnesty International - რუსეთმა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ტატუნაშვილის სიკვდილთან დაკავშირებით, სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიება უნდა უზრუნველყოს. ეკა ბესელია ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე - მთავარია, დოკუმენტს ჰქონდეს არამხოლოდ შეფასების შინაარსი, არამედ მკვეთრი ეფექტი. იან კელი - მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსკოვს და ცხინვალს, გაათავისუფლონ ორი დაკავებული და დააბრუნონ გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი. გიორგი გახარია - იმედი გვაქვს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხი გონივრულ ვადებში გადაწყდება. ნილ სკოტი - ყოველ წუთს ველოდებით, რომ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემა მოხდება. თამარ ჩუგოშვილი არ გამორიცხავს, რომ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ უმრავლესობის რეზოლუციაში, ოპოზიციის დასმული საკითხებიც აისახოს. „ნაცმოძრაობა“ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციაში რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე კონსულტაციების დაწყებას და კიდევ რამდენიმე წინადადების გათვალისწინებას მოითხოვს. დავით ბაქრაძე - ტატუნაშვილის მკვლელობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენები პარტიული თემა არ არის, ეს ის საკითხია, რომელსაც სახელმწიფომ ღირსეული პასუხი უნდა გასცეს. არჩილ თალაკვაძე - უმრავლესობის მიზანია ტატუნაშვილთან დაკავშირებით პარლამენტმა ერთიანი, ძლიერი რეზოლუცია მიიღოს. ირაკლი კობახიძე - იმედი მაქვს, რომ შევჯერდებით ოპოზიციასთან და არჩილ ტატუნაშვილის საკითხთან დაკავშირებით ერთიანი რეზოლუციის მიღება შესაძლებელი იქნება. პასკალ მენიე - დე ფაქტო ხელისუფლებას მოვუწოდეთ, ნათელი მოჰფინონ იმ გარემოებებს, რომელმაც ტატუნაშვილის გარდაცვალება გამოიწვია. საქართველოს პატრიარქმა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რუსეთის პატრიარქისგან საპასუხო წერილი მიიღო: თქვენი წერილის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ იქნა მიღებული მოცემული სიტუაციისთვის ყველა შესაძლო ზომა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღგვითქვა, რომ, როგორც კი მიიღებენ გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კრიმინალური ექსპერტიზის მონაცემებს, ცხედარს უმოკლეს ვადაში დააბრუნებენ. ა. ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემა იგეგმება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანადგომით. ცხინვალში აქციის მონაწილეები მოითხოვენ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს არ გადასცენ. არჩილ თალაკვაძე - იმედი მაქვს, მოვამზადებთ რეზოლუციის პროექტს, რომელიც გამოხატავს ერთიან ძლიერ პასუხს არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით.

      შუალედური არჩევნები - გიგი უგულავა - გივი ჭიჭინაძეს იცნობენ, როგორც კარგ მომღერალს - თუ ის იქნება ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი, დადასტურდება, რომ „ქართულ ოცნებას“ რესურსი არ აქვს.

      ქალაქის მართვა - ბოლო ორ თვეში, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დარღვევის გამო მშენებლობა 46 ობიექტზე შეაჩერა. კახა კალაძე - ნებართვის გარეშე მშენებლობები სერიოზული პრობლემაა და ჩვენ ამას დავასრულებთ. კახა კალაძე - უახლოეს მომავალში გენგეგმასთან დაკავშირებით საზოგადოებას ჩვენს მოსაზრებებს გავაცნობთ.

      კვლევის შედეგები - კვლევა - საქართველოში გამოკითხული ქალების 22%-ს და კაცების 31%-ს მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით რეგულაციები მკაცრდება. გიორგი გახარია - ბოლო წლების განმავლობაში, უფრო მეტი ქალი მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს მათი ინტერესების. ერიკა კვაპილოვა - 50%-ით შემცირდა იმ ქალების რაოდენობა, ვინც მიიჩნევდა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა მათი პირადი საქმეა. კვლევის თანახმად, საქართველოში დაახლოებით 15 000 ქალი, ორსულობის პერიოდში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. გამოკითხული ქალების 12% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქალმა უნდა მოითმინოს ძალადობა, რათა ოჯახი შეინარჩუნოს.

      ბუნება და ფაროსანა - გარემოს ეროვნული სააგენტო - დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე, განსაკუთრებით რიონის აუზში, წყლის დონემ მნიშვნელოვნად მოიმატა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ამერიკელმა მეცნიერებმა ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო გეგმა მოიწონეს.

      მოახლოვებული საპრეზიდენტო არჩევნები - გია ხუხაშვილი - თუ პრეზიდენტობის ქალ კანდიდატზე ვსაუბრობთ, წულუკიანზე და ზურაბიშვილზე მეტი შანსები ენძელა მაჭავარიანს აქვს. გიგი უგულავა - თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთიანი კანდიდატი გვინდა, ფონი უნდა იყოს შესაბამისი, სამწუხაროდ „ნაციონალური მოძრაობიდან“ დესტრუქციული ტონი მოდის. ირაკლი კობახიძე - საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გუნდში კონსულტაციები აქტიურ ფაზაში არ არის შესული და კონკრეტულ კანდიდატებზე საუბარი ნაადრევია.

      ქართველები საზღვარგარეთ - გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი თანამოქალაქეები სხვადასხვა გვარით მიდიან ევროკავშირის ქვეყნებში და სამწუხაროდ, ჩადიან დანაშაულს, ამიტომ ვართულებთ პროცედურას. გერმანიის საელჩო - მხოლოდ იანვარში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 700-ზე მეტმა მოქალაქემ მოითხოვა და მათგან თითქმის 100%-მა უარი მიიღო. გერმანიის საელჩო - გერმანია, შენგენის ზონაში რამდენიმე წლით შესვლას აუკრძალავს იმ პირებს, რომლებსაც თავშესაფარზე უარი ეთქვათ. ეკა ბესელიას განცხადებით, საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს მუდმივი დიალოგი აქვს ყველა ქვეყანასთან, რათა შენარჩუნდეს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. თამარ ჩუგოშვილი - მოქალაქეებმა უვიზოდ მიმოსვლის შეთანხმების ბოროტად გამოყენება უნდა შეწყვიტონ. შს მინისტრი - უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი არ დგას. ირაკლი კობახიძე - ვიზალიბერალიზაცია ჩვენთვის არის როგორც პრივილეგია, ასევე პასუხისმგებლობა და ეს სათანადოდ უნდა გავიაზროთ. მოქალაქეებს, რომლებმაც უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე გვარი ერთხელ უკვე შეიცვალეს, მისი ხელმეორედ შეცვლის შესაძლებლობა აღარ ექნებათ. გერმანიის შს ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელი - საქართველო დაცული ქვეყანაა და ამ ქვეყნიდან თავშესაფრის მთხოვნელებს სამშობლოში დააბრუნებენ. საფრანგეთის ელჩი - საქართველოს იმ მოქალაქეების სამარცხვინო საქციელის გამო, რომლებიც კრიმინალს ჩადიან, არ გვინდა დავსაჯოთ ღირსეული ადამიანები.

      ოლიმპიადა ჩვენთან - 2030 წელს ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების პერსპექტივის შესწავლის მიზნით, საქართველოში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტები ჩამოვიდნენ.

      წითელას ეპიდემია - წითელას გავრცელების მხრივ, კლების მცირე ტენდენცია აღინიშნება, თუმცა სპეციალისტები აცრების ჩატარებას კვლავ მნიშვნელოვანად მიიჩნევენ.

      ღვინის ჯილდოდ - საკურა - შვიდმა ქართულმა ღვინომ იაპონიაში „საკურას“ კონკურსის ჯილდოები დაიმსახურა

საზღვარგარეთულები:

      რასიზმი - The Independent - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პარლამენტმა თეთრკანიანი ფერმერებისთვის კომპენსაციის გადახდის გარეშე მიწის წართმევას მხარი დაუჭირა

      აღმოსავლეთის მსხვილი ამბები - მაიკ პენსი - აშშ ირანს არასდროს მისცემს უფლებას, რომ ბირთვული იარაღი შექმნას. იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს ჯარები ერაყში დარჩება და ბაღდადის თხოვნის შესაბამისად, შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას გააგრძელებს. ნიკი ჰეილი - გაერო-ში ისრაელს ჩაგრავენ. შრი-ლანკას ხელისუფლებამ კანდის რაიონში ბუდისტებსა და მუსლიმებს შორის შეტაკებების გამო 10 დღით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. Fox News - ჩრდილოეთ კორეა თანახმაა, არ გამოიყენოს ბირთვული იარაღი სამხრეთ კორეის წინააღმდეგ და გამართოს მოლაპარაკებები აშშ-სთან.

      ვიყიდით სარაკეტო დანადგარებსო, თურქეთმა - რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი უარს არ იტყვის რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენაზე.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 243

ტეგები: qwellynews, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

Qwelly World

free counters