ქარაშოტის შედეგები, პრეზიდენტის ევროპული გამოსვლა, პრემიერის მიმართვის პრობლემატიკა, ვიზალიბერალიზაციის საფრთხე და პატრიარქის ფიქრები

      ჯერ კიდევ დილიდან იტყობინებოდნენ ძლიერ ქარს. ქალაქის მერია ძლიერ ქართან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებდა კიდეც და საღამო ხანს მართლაც იმატა ქარმა და ახლა ზუზუნი გააქვს ადგილ-ადგილ, არის სახურავის ახდის შემთხვევებიც. აღსანიშნავია, რომ ძლიერი მთელს საქართველოშია - ამბროლაურში ძლიერმა ქარმა სახლს სახურავი გადახადა. ძლიერი ქარის გამო საქართველოში, სახანძრო-სამაშველო გამოძახების მოთხოვნით ჯამში 250-ზე მეტი ზარი განხორციელდა. თბილისში ძლიერი ქარის შედეგად 54 სახლი, 68 ხე, 7 გარეგანათების ბოძი, 43 ელექტრო სადენი, 6 ავტომანქანა, 5 გაზის ცენტრალური მილი და 6 სარეკლამო ბანერი დაზიანდა. დღის სხვა ამბები კი ეხებოდა პრეზიდენის ევროპულ გამოსვლას, პრემიერის მიმართვას რუსეთისადმი, რამაც ტრადიციული მოწონება-არ მოწონება გამოიწვია. ასევე რეზოლუციას მკვლელობაზე, ცოტა ღამის ეკონომიკას და საპატრიარქოში შეხვედრასაც.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 9 მარტი, 2018 /

      გაპრობლემებული რეზოლუცია - არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციები იგეგმება. გიორგი მარგველაშვილი - მე გაგიზიარეთ ჩვენი ხალხის მწუხარება და ტკივილი, რომელიც გამოწვეული იყო საქართველოს მოქალაქის ტრაგიკული სიკვდილით. ზურაბ ჭიაბერაშვილი - თუ მმართველი გუნდი არ გაიზიარებს ”ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” შექმნის ინიციატივას, არაფრისმთქმელ რეზოლუციას მივიღებთ. რომან გოცირიძის შეფასებით, უმრავლესობა ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კონსულტაციების ილუზიას ქმნის. ნუკრი ქანთარია - ყველაფერი გაგვიგია - მიცვალებულის გამოსყიდვაც, მოპარვაც, მაგრამ ბავშვების აქციაზე გამოყვანა და ძახილი, რომ მიცვალებული ჭირისუფალს არ გადასცეთ, არ მსმენია. არჩილ თალაკვაძე - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადმოეცეს. თამარ ჩუგოშვილი - თუკი რაიმე არის ქვეყნისთვის დამაზიანებელი, ეს არის ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღების თემაზე კინკლაობა. საფრანგეთის ელჩი ტატუნაშვილის საქმეზე - საერთაშორისო თანამეგობრობა აქტიურადაა ჩართული ამ საკითხში და ელოდება შედეგებს.

      პრეზიდენტის გამოსვლა - გიორგი მარგველაშვილი – ევროპა კიდევ უფრო დაუახლოვდა საქართველოს და საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპას. გიორგი მარგველაშვილმა და დონალდ ტუსკმა საქართველოს ევროპული მომავალი, სექტორული თანამშრომლობის პერსპექტივები და უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს. გიორგი აბაშიშვილი - საქართველო და ევროკავშირი ორმხრივი თანამშრომლობის ახალ, უმაღლესი დონის ფორმატზე გადავა. გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს სამუშაო სადილზე უმასპინძლა. თენგიზ ფხალაძე - ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ახალი ფორმატი განსაკუთრებით დააჩქარებს ევროინტეგრაციის ტემპს. გიორგი მარგველაშვილმა ფედერიკა მოგერინისთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილა. იენს სტოლტენბერგმა გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს 2018 წლის სამიტზე მიიწვია. გიორგი მარგველაშვილი - სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა 2013 წელს პარლამენტის დეკლარაციის მიხედვითაა მიღებული და საქართველო ამ პოლიტიკის ფარგლებში მუშაობს. გიორგი მარგველაშვილი - ბრიუსელში მოლაპარაკებების შედეგად, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, კონკრეტული ღონისძიებების გატარება შეთანხმდა. გიორგი მარგველაშვილი - ბრიუსელში ყველა შეხვედრას მძიმე ფონად დაჰყვებოდა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა.

      მომავალი პრეზიდენტის წინასწარ მოლოდინებზე - ლევან ბერძენიშვილი - ოპოზიციის ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატის იდეა კარგი და გრანდიოზულია, მაგრამ პროგნოზია, რომ ეს ვერ მოხერხდება. ნინო გოგუაძე - ყველა პარტიას უნდა ჰქონდეს საერთო ინტერესი, რომ პრეზიდენტის პოსტი, ეს ბოლო “დაუპყრობელი ბასტიონი“ არ დავაკავებინოთ “ქართულ ოცნებას“.

      ახალი ტერმინი თბილისს - ღამის ეკონომიკა - სერგი გვარჯალაძე - „ღამის ეკონომიკა“ არის საკმაოდ მზარდი ეკონომიკის ნაწილი და ჩვენ ამის დიდი პოტენციალი გვაქვს. მერი - კახა კალაძე - ცხოველების დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი - უფრო ჰუმანურები უნდა ვიყოთ. კახა კალაძე ღამის ეკონომიკაზე - გაუგებარი პოლიტიკოსებისგან იყო ინტერპრეტეცია - რა კონცეფცია უნდა დაენახათ, როცა პროექტის ხელმძღვანელად ადამიანი გუშინ დავნიშნეთ?! კახა კალაძის განცხადებით, აეროპორტის მიმართულებით მოძრავ ავტობუსში უსახლკარო ადამიანებისგან შექმნილ პრობლემას მერია მოაგვარებს. არქიტექტურის სამსახური - გენგეგმის დოკუმენტაციის შეფასების ეტაპზე, ექსპერტების დათხოვნა იმ მიზეზით, რომ წარსულში გარკვეულ კონკურსში მონაწილეობდნენ, ლოგიკას მოკლებული იქნება.

      ქალთა უფლებები - იურიდიული დახმარების სამსახური - ჩვენი საქმიანობის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქალთა უფლებების დაცვაა.

      აეროპორტში გამოკეტილნი - აჭარის მთავრობა - საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დიდი ხანია იმყოფებიან თურქეთის მხარეს გამშვებ პუნქტზე, უზრუნველყოფილნი არიან საკვებით, სასმელი წყლითა და აუცილებელი პირობებით.

      პრემიერის მიმართვა რუსეთს - მთავრობის მეთაური მიმართავს რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, „დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად. ლევან ბერძენიშვილი - პრემიერმა თავი მოიჭრა. გიორგი კანდელაკი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვა არათანმიმდევრულობის მაგალითია. მიხეილ გიორგაძე - პრემიერის განცხადება ნამდვილად დროული იყო. გიორგი ბარამიძე პრემიერის განცხადებაზე - ასე საწყლად და თავჩაქინდრულის პოზიციიდან რუსეთს არ უნდა ესაუბრო - ტყუილად არ არის ნათქვამი - ”მოსკოვს ცრემლების არ სჯერა”. მიხეილ ჯანელიძე - პრემიერის განცხადება იყო კონკრეტული გზავნილებით და კონკრეტულ ფორმატებთან დაკავშირებული - ველით, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს. გია ვოლსკი პრემიერის მიმართვაზე - არის ორი გზა: სამხედრო შეიარაღებული დაპირისპირება და მოლაპარაკების გარკვეული ფორმატების შექმნა. ნინო გოგუაძე პრემიერის განცხადებაზე - როცა რუსეთს მიმართავ და ლაპარაკობ ჰუმანურობაზე, გონიერებაზე, ცოტა შეუფერებელი მგონია. რომან გოცირიძე პრემიერის განცხადებაზე - ეს არის კაპიტულაცია რუსეთის ზეწოლის წინაშე. გიგა ბოკერია პრემიერის განცხადებაზე - ”მგლის თავზე სახარების კითხვით”, რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლება. ლევან ბოძაშვილი - საქართველო იმყოფება ჰიბრიდული სახის კონფლიქტსაშიშ ვითარებაში და პრემიერის განცხადება იძულებითი აუცილებლობა იყო. ზურაბ აბაშიძე პრემიერის რუსეთისადმი მიმართვაზე - ეს არის სახელმწიფო მოღვაწის განცხადება. ზაზა გაბუნია - პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ პრემიერის განცხადება ისე გაასაღონ, თითქოს მან რუსეთთან რაიმეს დათმობაზე ისაუბრა, თავს ისულელებენ. ირაკლი მენაღარიშვილი - განსაკუთრებული ოპტიმიზმი იმისა, რომ პრემიერის მოწოდებას რუსეთის მხრიდან პოზიტიური ნაბიჯები მოყვება, არ მაქვს. დავით უსუფაშვილი - ქვეყანამ თავი არ უნდა ჩავიყენოთ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ცხედრის გადმოცემა რუსეთისგან მოწყალების გაღებად ჩაითვლება. ნინო ბურჯანაძე - ის, რომ ჩვენს ქვეყანაში დალაპარაკება პრორუსულობა და კრემლის აგენტობა გახდა, არის სიბრიყვე.

      კულტურული მარშრუტები - კულტურის სამინისტრო ოფიციალური კულტურული მარშრუტების სერტიფიცირების ევროპის საბჭოს მიმართავს. მიხეილ გიორგაძე - ერთმნიშვნელოვნად პრობლემაა ის, რომ ქართული შრიფტი დღეს არ არის გამოყენებული გარე სარეკლამო საშუალებებზე ან აბრებზე. მიხეილ გიორგაძე - ჩვენი მთავარი მიზანია, ვუთხრათ ევროპელებს, რომ ჩვენ მივისწრაფვით უკან ჩვენს ისტორიულ ევროპულ ოჯახში. მიხეილ გიორგაძე - სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ადგილობრივი მუნიციპალიტეტები მათ ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ მემკვიდრეობაზე გარკვეულ პასუხისმგებლობას არ იღებენ. მიხეილ გიორგაძე - ის, რომ რუსეთთან კონტექსტში ყველანაირი კულტურული ურთიერთობა უნდა გავწყვიტოთ, ვფიქრობ, სწორი არ არის.

      საქართველოს მიგრაცია - დიმიტრის ავრამოპულოსი - საქართველოს მთავრობა მოწადინებულია ჩვენთან კონკრეტულ ზომებზე მუშაობით, რათა მიგრაციის საკითხი გადაწყდეს. ზურაბ პატარაძე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინატორს მარკ ჰულსტს შეხვდა. მიხეილ ჯანელიძე - სამი კონკრეტული მიმართულება უზრუნველყოფს იმას, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა იყოს ეფექტური და ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საჭიროება არ გახდეს.

      გამოძიება პატარკაციშვილის გარდაცვალებაზედ - დიდი ბრიტანეთის დეპუტატები მოითხოვენ, 14 ადამიანის, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებაზე გამოძიება ჩატარდეს.

      ციანიდის საქმიდან - მამა კახაბერი - დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პატრიარქთან რაღაც დამაბარა.

      პანკისის დაუმთავრებელი ამბავი - ადვოკატი - ხელყუმბარა, რომლის გამოც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლეს, განადგურებულია. ადვოკატი - მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს თბილისში ჩამოსვლას გეგმავს, რათა მისი შვილის საქმეზე სამომავლო ნაბიჯები დაიგეგმოს. თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა დღეს გახდება ცნობილი.

      იაპონური კრაზანა - მძლეთამძლე აზიური ფაროსანისა - ლევან დავითაშვილი - აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად იაპონური კრაზანას შემოყვანის საკითხი განხილვის საგანია და ამას სჭირდება ღრმა შესწავლა. ლევან დავითაშვილმა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის პროგრამა წარადგინა. ლევან დავითაშვილი - მოსახლეობას მივმართავ, ერთობლივად ვებრძოლოთ ფაროსანას მექანიკური მეთოდებით - ეს არ ნიშნავს სახელმწიფოს უსუსურობას. ლევან დავითაშვილი - ფაროსანა პროტეინის წყაროა და შეუძლიათ ჭამონ ქათმებმა, ინდაურებმა - რაც შეეხება ამ ფრინველის ხორცის ვარგისიანობას, მის სუნს, ეს ინდივიდუალური აღქმის საგანია.

      საეკლესიო ამბები - პატრიარქმა და მეუფე შიომ ახალგაზრდებში მომატებულ აგრესიის საკითხებზე მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოებასა და ფსიქოლოგებთან შეხვედრა გამართეს. პატრიარქი - ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას, დღევანდელი მდგომარეობა ჰგავს დაგორებულ ლოდს, ქვას, მთიდან რომ დაგორდება და ვეღარ გააჩერებ. მეუფე შიო - რომელ ჩხუბზე და დაჭრაზე საუბრობთ, როცა წელიწადში 40 ათასი აბორტი კეთდება? ნებისმიერი ქმარი თუ ცოლს სცემს, არაკაცია, მაგრამ იქვე რატომ არ ამბობთ, რომ ვინც ბავშვი მოკლა ნატურალური ფაშისტია? დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - სამარცხვინო არის ის განცხადება, რაც ლევან ბერძენიშვილმა გააკეთა და არა ის, რომ ჩვენ მოსკოვის საპატრიარქოს მივმართეთ.

საზღვარგარეთულები:

      ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა რუსეთის პატრიარქს „КГБ-ს აგენტი“ და „რუსეთის სიგარეტის მიტროპოლიტი“ უწოდა.

      აიათოლა ალი ხამენეი - ირანი არ გამართავს მოლაპარაკებებს დასავლეთთან ახლო აღმოსავლეთის პროცესებში მის ჩართულობასთან დაკავშირებით.

      ისტორიული შეხვედრის შესაძლებლობა - დონალდ ტრამპი მზად არის კიმ ჩენ ინს შეხვდეს. რუსეთი იმედოვნებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შორის შეხვედრა შედგება. რექს ტილერსონი - დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრა სრულფასოვანი მოლაპარაკებების დაწყებას არ ნიშნავს.

      მევლუთ ჩავუშოღლუ - ტერორისტული ორგანიზაციები ევროპაში თავს ისე არ უნდა გრძნობდნენ, როგორც სამოთხეში.

      ბენიამინ ნეთანიაჰუ ნიკი ჰეილის - გაერო-ში თქვენ სუფთა ჰაერის ცუნამივით ხართ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 288

ტეგები: qwellynews, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: მარტი 10, 2018||3:11pm

კი, ჯერ ახალია კრაზანა მაინც და რამდენიმე კვირა კიდევ იქნება. მე ის უფრო მომწონს - გადმოსვენება როგორ ვერ მოხერხდაო, აცხადებენ და ხელს ოკუპანტი ქვეყნისკენ იშვერენ - იმის ფონზე, რომ ამდენი ხანი, რეზოლუციის შედგენა რომ ვერ მოახერხეს, ამ კონკრეტულ საკითხზე მაინც თანამოაზრე პარტიებმა. 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters