ბორჯომის ალიაქოთი, საქმეები გვარებით, ქალაქური ხანძრის შედეგები და გაზაფხულის პირველი სიახლეები

      კეთილი იყოს ჩვენი გადაბიჯება გაზაფხულში - პირველმარტობას გილოცავთ ყველას, ქველინიუსის ერთგულ მკითხველს. მთელი ყურადღება დღევანდელ დღეს მიპყრობილი იყო კურორტ-ქალაქისკენ - ბორჯომისკენ, სადაც იმართებოდა „ქართული ოცნების“ აქცია და მცირე სიტყვიერი დაპირისპირება პოზიცია-ოპოზიციას შორის. დღის მეინსტრიმულ ამბებს შორის არის, რა თქმა უნდა ტატუნაშვილის საქმე, ასევე რობაქიძის და თბილისური ხანძრის ნიუსებიც.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 1 მარტი, 2018 /

      რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ ბაქრაძე საქართველოში ჩამოსვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს. ბუტა რობაქიძის საქმეზე დაკავებული ზურაბ ბაქრაძის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს. ადვოკატი - ბუტა რობაქიძის საქმეზე დაკავებული პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსან ზურაბ ბაქრაძესთან საპროცესო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკება არ შემდგარა.

      პერსონალური მონაცემების დაცვა - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიში - შსს-ს მიერ, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში ფოტო და ვიდეოგადაღება გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში, გასულ წელს, სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერასთან დაკავშირებით მოსამართლის 699 განჩინება შევიდა.

      ოკუპაციის სიავე - არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე ერგნეთში მორიგი შეხვედრა გაიმართა. ეკა გიგაური - არჩილ ტატუნაშვილის საქმე კიდევ ერთხელ გვანახებს, რომ რუსეთი არ შეიძლება იყოს საქართველოს მეგობარი. ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება - ანტიოსურმა ბაკქანალიამ, რომელიც ტატუნაშვილის გარდაცვალებას საქართველოში მოჰყვა, რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. იტალიის ელჩი - შეშფოთებულნი ვართ იმ ფაქტით, რომელიც სამხრეთ ოსეთში მოხდა. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო - არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება სამხრეთ ოსეთის ინტერესებში არანაირად არ შედიოდა. „ევროპული საქართველო“ დღეს პარლამენტში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნის ინიციატივას დაარეგისტრირებს. იან კელი ტატუნაშვილის საქმეზე - უნდა დადგეს მომხდარის გამო პასუხისმგებლობის საკითხი, ოკუპანტ ძალას თავისი წილი პასუხისმგებლობა გააჩნია. მიხეილ ჩხენკელი არჩილ ტატუნაშვილის შესახებ - მომხდართან დაკავშირებით მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს და ოკუპაციურ რეჟიმს. დეპუტატებმა ევროპარლამენტარებთან უვიზო მიმოსვლის, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების და არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხზე ერგნეთის შეხვედრაზე პასუხი ისევ ვერ მიიღო, რის გამოც სხდომა დატოვა. ქეთევან ციხელაშვილი - ჩემი ინფორმაციით, ოსურმა მხარემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მასალები არის გადაგზავნილი რუსეთში და ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინში არიან. ქეთევან ციხელაშვილი - ყველა ე.წ. ბრალდება, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის მიმართ ვრცელდება, სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს ეროვნული პლატფორმა - არჩილ ტატუნაშვილის საეჭვო გარდაცვალების საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განხილვის საგანი უნდა გახდეს. საღამოს საპატრიარქოში არჩილ ტატუნაშვილის მშობლების და პატრიარქს შორის შეხვედრა გაიმართა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს წერილობით მიმართავს.

      მსჯელობა სასამართლოზე - 38 არასამთავრობო ორგანიზაცია კამპანიას “მინდა ვენდო სასამართლოს” იწყებს. კობა ნარჩემაშვილი 38 არასამთავრობოს კამპანიაზე - მართებულია, პოლიტიკურმა გუნდმა სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე მსჯელობა დაიწყოს.

      ანტიფაროსანა - ლევან დავითაშვილი - ფაროსანას წინააღმდეგ თუ შარშან გვყავდა 14 ეკიპაჟი, წელს 150 სპეცტექნიკა გვაქვს შეძენილი.

      უბედური შემთხვევა ბარათაშვილზე - ფანჯრის შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული 5 მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მიხეილ ჩხენკელი შენობიდან მინის ჩამოვარდნის შესახებ - შესაბამისი ორგანოებიდან ამ ტრაგედიის გამომწვევი ფაქტების უსწრაფეს გამოძიებას და შესაბამის რეაგირებას ველოდებით. დავით სერგეენკო - შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ბავშვები შესაბამის მკურნალობას გადიან და რაც დასჭირდებათ, ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი.

      თუკი გადაიფიქრებთ - ვალუტის გაცვლის ოპერაციის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში, მომხმარებლის მოთხოვნით გადამცვლელი პუნქტები ვალდებული გახდებიან აღნიშნული ოპერაცია გააუქმონ.

      დედაქალაქური ამბები - სოც. დაუცველთა სწავლა - თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების მიზნით, განაცხადების მიღებას იწყებს. ბარათაშვილის ხიდის ქვეშ, დიდი გაბარიტების მქონე სატვირთო ავტომობილი გაიჭედა. სავაჭრო ცენტრ ”ქალაქის გულის” ადმინისტრაციამ ექსპერტ-კრიმინალისტებისგან ტერიტორიაზე მოვაჭრეების გარკვეული ნაწილის შესვლის ნებართვა მიიღო. მოვაჭრეების ნაწილმა ხანძრის შედეგად დამწვარ სავაჭრო ცენტრ ”ქალაქის გულიდან” საკუთარი პროდუქციის გამოტანა დაიწყო. ”ქალაქის გულის” ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - მოვაჭრეთა შეშვებისა და გადარჩენილი პროდუქციის გამოტანის პროცესი ორგანიზებულად მიმდინარეობს. ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შესაძლოა, განადგურებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობები ჩამოეწეროთ. სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ ერთ-ერთი მოვაჭრის განცხადებით, ხანძრის შედეგად მისი პროდუქცია არ განადგურებულა და საქონლის გამოტანა შეძლო. ”ქალაქის გულის” ერთ-ერთი მოვაჭრის განცხადებით, ხანძრის შედეგად მისი საქონელი სრულად არის განადგურებული. შემოსავლების სამსახური - სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ახალი ან დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები აღარ წარმოეშვებათ. ”ქალაქის გულის” ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოვაჭრეების გარკვეული ნაწილისთვის ალტერნატიული ფართი უკვე გამოინახა. გიორგი ტყემალაძე - თბილისის მერის საქმიანობის პირველი 100 დღე საკმაოდ წარმატებული იყო. ირაკლი ბენდელიანი - რა თქმა უნდა, დედაქალაქის მასშტაბით პრობლემები არის, ბუნებრივია, ყველაფრის 100 დღეში მოგვარება ვერ მოხდებოდა. კახა კალაძე - ასი დღის განმავლობაში საფუძველი უკვე ჩაყრილია, რომ განვახორციელოთ საფუძვლიანი და არა ფასადური ცვლილებები. კახა კალაძის ინფორმაციით, მერიის სამსახურების სტრუქტურული რეფორმის მეორე ეტაპი იწყება. კახა კალაძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხრივ არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს. კახა კალაძე - აღმშენებლობაზე რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, თუ ყველაფერი ხარისხიანად არ შესრულდება, ჩვენი განხორციელებული პროექტების ფასი „კაპიკი“ იქნება. კახა კალაძე - ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ "შტადლერის" საწარმო საქართველოში გადმოვიდეს. კახა კალაძე - ჩვენ არავის ხელს არ დავაფარებთ, კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანები ვართ. კახა კალაძე - სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს და ჩვენ ამისთვის მზად ვართ.

      მამაქალაქური ამბები - ქუთაისში გარე ვაჭრობა აიკრძალა. გარემოვაჭრეებმა ქუთაისის მერიის შენობაში აქცია გამართეს. ქუთაისში გარემოვაჭრეებმა ცენტრალური გამზირი გადაკეტეს.

      საზღვაოქალაქური ამბები - ბათუმში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა აიკრძალება. ბათუმის მერის 100-დღიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

      მინერალური ქალაქის ამბებიც - ბორჯომში, ნიკა მელიას ვიზიტს გუშინ ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. სერგო რატიანი - ბორჯომის საკრებულოში იყო უკონტროლო სიტუაცია, შს სამინისტრო ძალიან დაგვიანებით მოქმედებს. კობა ნარჩემაშვილი ბორჯომში განვითარებულ მოვლენებზე - ასეთი ფორმები პოლიტიკაში მიუღებელია, დასაგმობია და კატეგორიულად ვემიჯნები. შსს - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ბორჯომში წესრიგის და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით იმყოფებიან. ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, მას და მის ოპოზიციონერ კოლეგებს საკრებულოს შენობაში არ უშვებენ. ელენე ხოშტარია - "ქართული ოცნება" ბორჯომში საბოტაჟს აწყობს. შსს იმ მიზეზს განმარტავს, რის გამოც პოლიციელები ბორჯომის საკრებულოს შენობაში ოპოზიციონერ დეპუტატებს, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარეს არ უშვებენ. ოპოზიცია რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ბორჯომში მიმდინარე მოვლენების განხილვას ითხოვს. ხატია დეკანოიძე - პოლიციას ჰქონდა ბრძანება, რომ ნიკა მელია არ დაეცვა. ბორჯომის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება” საპროტესტო აქციას გამართავს, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს. ნიკა მელია ზაზა გაბუნიას - პირდაპირ გეტყვი, რომ უნამუსო ხარ. "ევროპულმა საქართველომ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა დატოვეს. ირმა ინაშვილი - ბორჯომის საკრებულოში კრიზისი “ქართულმა ოცნებამ“ გამოიწვია, რომელიც მენტალურად ვერ ეგუება ოპოზიციის უმრავლესობას. ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე - ხელფასების მომატებას იმ შემთხვევაში მოვაწერ ხელს, თუ დავადგენ, რომ საკრებულოს სხდომა ლეგიტიმურად ჩატარდა. ზაზა გაბუნია ნიკა მელიას - ბორჯომის საკრებულოში გუშინდელი მოვლენები თქვენს აღწერილობაში არის ცალმხრივი და თქვენი ბინოკლიდან დანახული. ნიკა მელია - თბილისის საკრებულოში რომ ვცემოთ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, კაბინეტში გამოვკეტოთ თავმჯდომარე ტყემალაძე, პოლიცია არ მივა და არავინ დაისჯება? ზაზა გაბუნია - თბილისიდან ბორჯომში დეპუტატების ჩასვლა იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუკი ამას შედეგი მოყვება და არა ისე, როგორც გუშინ მოხდა. ბორჯომის მერი - მზად ვარ, უარი ვთქვა საკუთარი თანამდებობრივი სარგოს ზრდაზე. ზაზა გაბუნია - მოვუწოდებ ბორჯომის საკრებულოს ოპოზიციას, რომ დავდგეთ პარტიულ ინტერესზე მაღლა. ბორჯომში საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. 

      ჯანდაცვის ჩავარდნა - აკაკი ზოიძე - ჯანდაცვის სისტემაში ყველაზე დიდი ჩავარდნა არის პირველადი ჯანდაცვა.

      მუსტაფა ემრე ჩაბუქი დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართეს.

      ბურჭულაძის საქმე - ადვოკატი - პაატა ბურჭულაძის მეუღლე გერმანიის მოქალაქეა და მისი გამოკითხვა უნდა მოხდეს განსხვავებული წესით, რაც ასევე მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას ითვალისწინებს. პროკურატურა ვასილენკოს საგამოძიებო უწყებაში დაბარების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ გამოძიების მიზანია ფონდ „იავნანას“ თანხების ხარჯვის კანონიერებისა და მიზნობრიობის შესწავლის პროცესში, გამოარკვიოს თუ რატომ ფინანსდებოდა უდედმამო და მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის განკუთვნილი თანხებით ფონდის იმჟამინდელი პრეზიდენტის ოჯახის წევრის, კერძოდ მეუღლის - ანჟელა ვასილენკოს მგზავრობისა და სასტუმროს თანხები, ასევე რამდენად მიზნობრივად და კანონიერად გაიცემოდა მასზე ფონდიდან ხელფასები და სხვადასხვა სახის თანხები.

      გარდაცვალება - ავადმყოფობის შედეგად, 57 წლის ასაკში, გარდაიცვალა, ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია.

      მუქარა ახმეტელის თეატრში - ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მას მუქარისშემცველი ზარებით ქართულ-აფხაზურ პროექტზე მუშაობის შეწყვეტას სთხოვენ.

საზღვარგარეთულები:

      სააკაშვილის ალეგორიები - მიხეილ სააკაშვილი - პოროშენკოს სთხოვო კორუფციას ებრძოლოს იგივეა, რომ ფუტკრები აიძულო თაფლი არ უყვარდეთ

      აშშ და ნატო - ათწლიანი პაუზის შემდეგ, აშშ-ის სენატში ნატო-ს სადამკვირვებლო ჯგუფი აღადგინეს.

      რუსეთის მხარე - პუტინი - რუსეთი არაა წინააღმდეგი, რომ დონბასის მთელ ტერიტორიაზე გაერო-ს სამშვიდობო ძალები განთავსდეს. პუტინი - რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მთავარი მტერი და საფრთხე ჩამორჩენაა. ვლადიმერ პუტინი - ჩვენზე და ჩვენს მოკავშირეებზე ბირთვულ თავდასხმას რუსეთი მყისიერად უპასუხებს.

      ახალი პრეზიდენტი სომხეთს - სომხეთის პარლამენტი დღეს პრეზიდენტის პოსტზე არმენ სარქისიანის კანდიდატურას უყრის კენჭს.

      ბრიტანეთი - ტერეზა მეიმ პირობა დადო, რომ „ბრექსიტის“ შეთანხმების პროექტს, რომელიც ევროკავშირმა გამოაქვეყნა, არასდროს მიიღებს

      საჩივარი ტვიტერის პოსტისთვის - მარინ ლე პენს „ტვიტერის“ გვერდზე „ისლამური სახელმწიფოს“ მსხვერპლთა სურათების გამოქვეყნების გამო ბრალი წაუყენეს

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 258

ტეგები: qwellynews, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters