ძველი მერის ბრალეულობა, ოკუპაციის სიავე, საწარმოების განახლება, მოწევა ისევ კლავს და უბედური შემთხვევა

      ზამთრის ბოლო დღეც მიიწურა და ხვალიდან უკვე გაზაფხულის სურნელით და განწყობით დაგიბრუნდებით. თუმცა თებერვლის ბოლო დღეს, აქტუალური იყო კვლავ ოკუპირებული ტერიტორიების საქმე, ასევე დედაქალაქური ამბები, კერძოდ - ხანძარი და სპეცოპერაციით დაზარალებულები, ამასთავე ყოფილის მერის ახალი მსჯავრი, ახალი საწარმო და ჯანდაცვა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 28 თებერვალი, 2018 /

      ოკუპირებული ტერიტორიების თემა და ტატუნაშვილის საქმე - ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტი - საჭიროა ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებების საქმის საჩქარო გამოძიება მომხდარზე პასუხისმგებლობის დასადგენად. გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მონიტორინგის მიზნით შესაღწევად ძალისხმევას გააგრძელებს. გიორგი გახარია - ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ტრაგედია რაც შეიძლება მალე დავასრულოთ. ახალგორის გამგებელი - არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით სხვა გზა არ გვაქვს, უნდა დაველოდოთ. ახალგორის გამგებელი - ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი საკუთარ სახლებში იმყოფებიან და ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების საშუალებას არ აძლევენ. ლაშა დარსალია არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებაზე - ეს სპექტაკლი მხოლოდ დროის გაჭიანურებას ემსახურება. დავით ზალკალიანმა აშშ-ს მხარეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებისა და საქართველოს კიდევ 2 მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ოთარ გრიგოლია - უახლოეს მომავალში გვეცოდინება, ეს იყო დივერსია, თუ უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული ისე, როგორც საჭიროა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს ჟენევის ოფისის დირექტორს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასა და საქართველოს მოქალაქეების გატაცებაზე მიაწოდა ინფორმაცია. ელენე ხოშტარია - სიველურეა, რაც მათ გააკეთეს ტატუნაშვილთან დაკავშირებით, რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ასეთი ტიპის ქმედებებზე ფასის გადახდა მოუწევს. ლევან ბოძაშვილი - ყველა საერთაშორისო დოკუმენტში ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ „შიდა ქართლით“ ან „ცხინვალის რეგიონით“ უნდა შეიცვალოს. არასამთავრობოები ტატუნაშვილის საქმეზე ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთშორისი განაცხადის შეტანას მოითხოვენ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მორიგ შეხვედრაზე არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე იმსჯელებენ. მიხეილ ჯანელიძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა გამართა. მიხეილ ჯანელიძე ტატუნაშვილის საქმეზე - ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო საზოგადოების მკაცრ რეაგირებას. სოზარ სუბარი - როდესაც საქმე გვაქვს ისეთ აგრესორთან, როგორიცაა რუსეთი და აბსოლუტურად არალეგიტუმურ სახელისუფლებო წარმონაქმნებთან, გადმოსვენების ზუსტი თარიღის თქმა ძალიან ძნელია.

      განაჩენი ძალაშია - სააპელაციო სასამართლომ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულ დათა ახალაიას და გია დგებუაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

      თბილისური ამბები - თბილისში - ლევან ხაბეიშვილი - არაერთხელ გვინახავს ჩვენ გადამწვარი თბილისი, ხალხს აქვს შიში. კახა კალაძე - ხანძრის შედეგად დამწვარი სავაჭრო ცენტრი თავის ფუნქციას დაიბრუნებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი - სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ მისულ მეხანძრეებს ცეცხლი ნულ და მესამე სართულზე დახვდათ. სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ თანამშრომლები, რომელთა საქონელიც ხანძარს გადაურჩა, საწყობებში შესვლას ითხოვენ. „ქალაქის გულის“ დაზარალებული მოვაჭრეები სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ხვალ ან ზეგ შევლენ. კახა კალაძე - ქვეითთა უფლებები უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული, მათ შორის ზებრა გადასასვლელებზე დამონტაჟდეს განათება. თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსი გამოცხადდება. ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაზარალებული რამდენიმე ოჯახი მერიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვს. ირაკლი ბენდელიანი სპეცოპერაციისას დაზარალებული სამი ოჯახის მოთხოვნაზე - მათ თავად არ უნდათ მერიაში შემოსვლა, ჩვენ ძალით ვერავის შემოვიყვანთ. მერიის ინფორმაციით, კორპუსში, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, უახლოეს პერიოდში სარეაბილიტაციო სამუშოები განხორციელდება. კახა კალაძე - უახლოეს დღეებში მოვამზადებთ ცვლილებების პაკეტს, რომ უცხოენოვანი წარწერების განთავსებაზე საჯარიმო სანქციები გაიზარდოს. ხვალიდან თბილისის 32 ქუჩაზე ნაგავმზიდი მანქანები მხოლოდ ღამის საათებში იმოძრავებენ. ასევე, ხვალიდან დედაქალაქის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ მოსაცდელებზე გაჩერდებიან.

      ქუჩები:

  1. მერაბ კოსტავას ქუჩა
  2. ვაჟა-ფშაველას გამზირი
  3. შოთა რუსთაველის გამზირი
  4. პეტრე მელიქიშვილის ქუჩა
  5. ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი
  6. ვახტანგ გორგასალის ქუჩა
  7. დავით აღმაშენებლის ხეივანი
  8. დავით აღმაშენებლის გამზირი
  9. ილია ჭავჭავაძის გამზირი
  10. ჟიული შარტავას ქუჩა
  11. პეკინის ქუჩა
  12. მარშალ გელოვანის გამზირი
  13. ჯორჯ ბუშის ქუჩა
  14. კახეთის გზატკეცილი

      რეიჯერობა - კახა კუჭავა - რეინჯერების საქმიანობა უნდა დაფასდეს - თუ სავალალო მდგომარეობა დადგება, მათი ოჯახი თვეში მინიმუმ 1000- ლარიანი კომპენსაციით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - აქტიურად ვმუშაობთ გარემოსთვის მიყენებული ზიანის კანონმდებლობის დახვეწის საკითხებზე.

      უვადო მოსამართლეობა - ანა დოლიძე - ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს ის, რომ უვადოდ მოსამართლე მხოლოდ საბჭოს ყველა წევრის თანხმობის შემთხვევაში განმწესდეს. ლევან ალაფიშვილი - ძალადობის მსხვერპლმა ნინო გვენეტაძემ მისი განცხადებით აღიარა, რომ უვადოდ მოსამართლეები სუბიექტური შეხედულებების მიხედვით დაინიშნენ. გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, მოსამართლეთა უვადოდ განმწესების კუთხით დაგეგმილი ცვლილებები მომავალ კვირას გახდება ცნობილი. დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, კანონი, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ გამწესებას გულისხმობს, ცვლილებებს საჭიროებს.

      ქართული უმაღლესი განათლება - უნივერსიტეტების შეფასება საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით განხორციელდება.

      გატაცება - ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის გატაცების ფაქტზე შს სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს

      ბათუმის განაშენიანებაც - არმაზ ახვლედიანი - ბათუმი რკინა-ბეტონის ერთ დიდ კონსტრუქციად გადაიქცა.

      ბურჭულაძის საქმე - ადვოკატი - აღვირახსნილი, ცილისმწამებლური კამპანია ხორციელდება ფონდ „იავნანას“ და პაატა ბურჭულაძის მიმართ.

      ახალი საწარმო - დიმიტრი ქუმსიშვილმა სასმელი წყლისა და გაზის მაგისტრალური სადენების მწარმოებელი საწარმო გახსნა. დიმიტრი ქუმსიშვილი - „მესტია-ჭალაჰესი 1“-სა და „მესტია-ჭალაჰესი 2“-ის პროექტები სარგებლის მომტანია და ისინი უნდა განხორციელდეს. დიმიტრი ქუმსიშვილი - გავხსენით მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომლის პროდუქცია იმპორტის ჩანაცვლების კარგ შესაძლებლობას მოგვცემს. ბაზარზე ზედამხედველობის მიმართულებით პროდუქტის უსაფრთხოების კოდექსში ცვლილებები შედის.

      ომბუდსმენის შეფასებები - ნინო ლომჯარიას შეფასებით, ომბუდსმენის რეკომენდაციების გათვალისწინების მხრივ ყველაზე რთული მდგომარეობა სოციალური უფლებების მიმართულებით არის.

      ჯანდაცვა - დავით სერგეენკო - მედიკამენტებზე ხელმოსაწვდომობის პროგრამის გაფართოების რეალური შესაძლებლობები არსებობს. დავით სერგეენკო - ყველამ უნდა მიუთითოს სხვას, თუ იმ სივრცეში ეწევა, სადაც კანონი ზღუდავს. მამუკა ბახტაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს ხელმძღვანელს შეხვდა. აკაკი ზოიძე - თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვით, შემდეგი 15 წლის განმავლობაში 53 000 მოქალაქის სიცოცხლეს გადავარჩენთ ნაადრევად, ათი წლით ადრე სიკვდილისგან. ამირან გამყრელიძე - თამბაქოს მიერ გამოწვეული ზიანით საქართველოში ყოველწლიურად 11 400 ადამიანი იღუპება, აქედან 2 900 პასიური მწეველია. თამბაქოს ეპიდემიის მხრივ, საქართველო მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპაში მე-2 ადგილზეა.

      უგულავა ისევ დამნაშავეა - გიგი უგულავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. უგულავას 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მიერ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა შთანთქა დღეს გამოტანილი განაჩენი და შესაბამისად, დღეს გამოტანილი სასჯელი უგულავას მოხდილად ჩაეთვლება. უგულავას ბრალად ედებოდა თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, უგულავას სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით წარდგენილი ბრალი ამავე კოდექსის 333-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. გიგი უგულავას გარდა, სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის მერიის კიდევ 4 ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ გამოიტანა. ბექა ბასილაია - გიგი უგულავას წინააღმდეგ წარმოებული ყველა საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული. სოფო კილაძე გიგი უგულავას განაჩენზე - პოლიტიკურ მოტივაციას გამოვრიცხავ. პროკურატურა გიგი უგულავას და მასთან ერთად ბრალდებული ოთხი პირის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. გიორგი ტუღუში - ხელისუფლებამ გიგი უგულავას წინააღმდეგ მაშინ გადაწყვიტა სასამართლოთი მანიპულირება, როცა ის მაჟორიტარად იყრის კენჭს და ყველაზე ძლიერი კანდიდატია.

      უწყლოობა - კომპანიის ინფორმაციით, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სტრატეგიული მნიშვნელობის სამუშაოებს ახორციელებს.

      ახალი თეატრი - კულტურის მინისტრის მოადგილე - სომხური თეატრისთვის იმავე ადგილზე ახალი შენობა აშენდება, რომელიც კიდევ უფრო თანამედროვე იქნება.

      ღვინის წარმატება - სამეცნიერო ჟურნალმა Archaeology საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ღვინის ნაშთები 2017 წლის მსოფლიოს 10 უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას შორის დაასახელა.

      დაბალი ნდობა - სერგო რატიანი - გასაგებია, რომ ”საზოგადოებრივ მაუწყებელს” შეიძლება ჰქონდეს დაბალი რეიტინგი, მაგრამ ის ფაქტი, რომ ნდობა აქვს დაბალი, სხვა რამეზეც მეტყველებს. პრეზიდენტი “მაუწყებლობის შესახებ“ კანონს ხელს არ აწერს. სერგო რატიანის შეფასებით, პრეზიდენტმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ საკითხზე უმრავლესობას „სრულიად ადეკვატური“ პასუხი გასცა.

      უბედური შემთხვევა - ბარათაშვილის ქუჩაზე, თვითმხილველების ინფორმაციით, ბარათაშვილის ქუჩაზე შენობიდან შუშა იმ დროს ჩამოვარდა, როცა მოსწავლეები მის გასწვრივ მიდიოდნენ. მთავრობის ადმინისტრაცია - პრემიერის დავალებით, ფანჯრის მინის ჩამოვარდნის შედეგად ბავშვების დაშავების გამო, ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია. შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულ ერთ მოზარდს თავის არეში დიდი ზომის ჭრილობა აღენიშნება, რის გამოც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, მაგრამ სამწუხაროდ გარდაიცვალა. პრემიერ-მინისტრი ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად 14 წლის მოზარდის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. შსს - ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულზე პასუხისმგებელი ყველა პირი კანონის წინაშე უმკაცრესად აგებს პასუხს. ირაკლი კობახიძე - შეძრული ვარ დღეს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევით, რომელმაც 14 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა. მიხეილ ჩხენკელი - ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ბარათაშვილის ქუჩაზე დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი. შენობის ადმინისტრაცია, საიდანაც დღეს ჩამოვარდნილ შუშას მოზარდი ემსხვერპლა, განცხადებას ავრცელებს - საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა - არანაირი სარემონტო სამუშაოები არც ფასადზე და არც შენობაში არ მიმდინარეობდა. მიზეზების დასადგენად სამხარაულის ექსპერტიზა აწარმოებს მოკვლევას. მომხდარზე დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები. ვთანამშრომლობთ სამართალდამცავ სტრუქტურებთან და ველოდებით გამოძიების შედეგებს. ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი უბედურ შემთხვევის გამო თბილისის მერია მწუხარებას გამოთქვამს.

საზღვარგარეთულები:

      მოქნეული კუდი - კიევის პოლიცია - სააკაშვილის მომხრეებთან შეხლა-შემოხლაში 14 სამართალდამცველი დაშავდა. პეტრო პოროშენკო - მიხეილ სააკაშვილის რეადმისია უზადოდ ჩატარდა.

      ნიგერიის არმია „ბოკო ჰარამის“ ტყვეობიდან 1000-ზე მეტი ადამიანის გათავისუფლების შესახებ იუწყება.

      ავღანეთში შეიარაღებული პირები ავტობუსს თავს დაესხნენ და 30 მგზავრი გაიტაცეს.

      აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური - რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს არ იცავს. ჯოზეფ ვოტელი - რუსეთი აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში საჰაერო დომინირებაში თავისი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გამო, ხელს უშლის.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 286

ტეგები: qwellynews, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: მარტი 1, 2018||12:05am

მშვენიერი ბიზნესია - ცოტა გადააჭარბო უფლება-მოსილებას, 48 მლნ ჯიბეში ჩაიდო, ისე რომ დაგიმტიკონ და სასამართლომაც დამნაშავედ გცნოს, მაგრამ სასჯელად არც არაფერი - უკვე მოიხადაო (2 წელი იჯდე ციხეში). ))

vako: მარტი 1, 2018||2:47am

ისე გაუყომარეს საქმე თითქოს 100 ლარი ყოფილიყოს :DD მოვიდა კახა და დაეტყო თბილისს სიცოცხლე :D :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters