Qwelly ბლოგი! - სიყვარული (123)

ძნელია სიცოცხლე როცა

ფიქრები? - ისევ მაწამებენ;

ოცნება? - რავიცი გაქრა;

დანახვის სურვილი? - შემომრჩა...

იმედის ნაპერწკალი? - ჩაქრა.

უშენოდ ვერ ვძლებდი? - გავძელი.

ძნელია - რა ვუყოთ ახლა?!

ეს სევდა ბოლოს თუ მომიღებს. ვერ გეტყვი, შენ თვითონ ნახავ.

ოცნება? - რავიცი დასრულდა

ფიქრები? - მაწუხებს ახლაც.

რა ძნელი ყოფილა სიცოცხლე, გულს თუ სიყვარული ახლავს.

დაამატა ani gelashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 26, 2013 წელი. 2:30am — 3 კომენტარი
________________

სიყვარული უკვდავება

      - მე კი ვერ ვხვდები - მეთქი ვუთხარი.

      - კეთილი, მაშინ უფრო გარკვევით გეტყვი - მითხრა მან, - თითოეული ჩვენგანი, სოკრატე, ნაყოფიერდება როგორც ხორციელად, ისე სულიერადაც, და რა მივაღწევთ გარკვეულ ასაკს, შობის სურვილი აატოკებს მაშინ ჩვენს ბუნებას. მაგრამ შობა მახინჯში არ ძალუძს მას, მშვენიერში კი ძალუძს. მამრისა და მდედრის თანაყოფის შედეგი შობაა, ხოლო ჩასახვასა და შობას ღვთაებრივ აქტს ვუწოდებ მე, როგორც უკვდავი საწყისის გამოვლენას…

გაგრძელება

დაამატა mariami_მ!
თარიღი/დრო: მაისი 19, 2013 წელი. 7:30pm — 7 კომენტარი
________________

სიგიჟის მოფიქრებული თამაში

ერთხელ დედამიწაზე ყველა ადამიანურმა გრძნობამ და თვისებამ ერთად მოიყარა თავი.

სიგიჟემ თქვა: დამალობანა ვითამაშოთო. დაიწყეს დამალვა! სიმარლე არ დაიმალა, მაინც მიპოვიანო. სიცრუე ცისარტყელაში დაიმალა, სინამდვილე - ოკეანეში, სიზარმაცე ყველაზე ახლოს დაიმალა. თავისუფლება ნიავს ამოეფარა, სიკეთე კარგახანს სხვას უთმობდა ადგილებს! რწმენა ზეცაში აიჭრა, შური კი სხივში მიიმალა. სიყვარული სადაც მივიდა ყველგან დაკავებული იყო. ბოლოს…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: მაისი 13, 2013 წელი. 2:00pm — 5 კომენტარი
________________

ქრისტიანული სიყვარული

• წმიდა წერილი ამბობს: "შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი" (მათ. 22,39). ნუ იტყვი: ეს სათნოება დიდია და არ ძალმიძს მისი მოხვეჭა. როგორ შემიძლია შევიყვარო მოყვასი საკუთარი თავივით? მის გაჭირვებებზე როგორ ვიზრუნო ისე, როგორც საკუთარზე, მით უმეტეს მის გულში დაფარულზე, რომელიც არავინ უწყის? ნუ გაგიტაცებს ამგვარი ფიქრები, არამედ ღმრთის სასოებით შეუდექი ამ სათნოების აღსრულებას, უჩვენე უფალს სურვილი და მცდელობა და ღმრთის შეწევნას მიიღებ, რომელიც…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 30, 2013 წელი. 4:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ქადაგება სიყვარულის შესახებ

მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას“ (იოანე, 13:34) სახელითა მამისათა, და ძისათა და წმიდისა სულისათა. სახარება გვაუწყებს, რომ დედამიწაზე ადამიანები ღმერთს გამოსცდიან! შენ, ადამიანო, ნუთუ შეგიძლია, ღმერთი გამოსცადო. როგორ ბედავ ამას!... წმიდა წერილის თანახმად: "ჰკითხა ერთმან მათგანმან სჯულის-მოძღვარმან, გამოსცდიდა მას და ეტყოდა: მოძღუარ, რომელი მცნებაჲ უფროჲს არს სჯულსა შინა? ხოლო იესუ რქუა მას: შეიყუარო…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 15, 2013 წელი. 9:30pm — არ არის კომენტარები
_______________

სიყვარულიცაა და სიყვარულიც

".... ცეცხლი იმიტომ კი არ გარბის წყლისგან, რომ სძულს ის, არამედ საკუთარი თავის სიყვარულის გამო,  რომ გადაარჩინოს საკუთარი თავის წყლის სიცივისგან, ხოლო წყალიც აქრობს ცეცხლს, არა სიძულვილის გამო მის მიმართ, არამედ ერთგვარი სურვილის, გაავრცელოს საკუთარი სიცივე. ასე რომ ყველანაირი სურვილი მიმართულია სიკეთისკენ და არა ბოროტებისკენ. 

ჩვენ გვშურს ყოვლისშემძლე და ძლიერი ადამიანების, არა მათ მიმართ სიძულვილის, არამედ სიყვარულის გამო…

გაგრძელება

დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: მარტი 19, 2013 წელი. 11:00pm — 9 კომენტარი
________________

უმისამართო წერილი

      – მე შენ მიყვარხარ! - არა გჯერა? - ვიცი რაღაც დაკარგა ამ სიტყვამ მეოცე საუკუნეში, თითქოს გაიცვითა და აღარავინ იჯერებს. ხომ შენც ასე ფიქრობ და ალბათ ამიტომ ხარ ასე შორს და არ გჯერა ჩემი. მე კი... მე კი ისევ იმის თქმა მინდა რომ... მე შენ მიყვარხარ! ყველაფერმა აზრი დაკარგა ჩემს ირგვლივ შენს გარეშე. ურთიერთობას ვეღარ ვახერხებ ვერც სულიერთან და ვერც უსულოსთან. ისინი მე გამირბიან. თითქოს დაიცალა მთელი სამყარო და დავბორიალობ უსახო სიცარიელეში. დილით…

გაგრძელება

დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: მარტი 1, 2013 წელი. 11:30pm — 6 კომენტარი
________________

რუსულით ვგრძნობ, ქართულით ვცოცხლობ!

რატომ რუსული? სიმართლე გითხრათ არ ვიცი, ალბათ იმიტომ რომ,როგორც კი ხალხში გავედი რუსულად ამალაპარაკეს, რუსულად მიხსნიდნენ, რუსულად აზროვნებას მიმაჩვიეს. მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ქართული სულ ჩემთან იყო და იქნება მუდამ! გამოგიტყდებით იმაშიც, რომ ფიქრებიც რუსულად მომდის, რაღაცნაირად მიადვილდება აზრის ჩამოყალიბება .ალბათ დანაშაულადაც ჩამითვლიან, ქართველი, საქართველოში დაბადებული, ქართულად აღზრდილი რატომ რუსულადო?! ბევრჯერ…

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 7, 2013 წელი. 12:30am — 8 კომენტარი
________________

მე და შენ

მერამდენედ უნდა გაქცევა .... მერამდენედ უნდა მიატოვოს ეს სისხლიანი ადგილი, ვერ გაიგებ როგორ სტკივა, ვერ მიხვდები თუნდ მისი ნაკვალევი რაოდენ სევდას ტოვებს. თველები?

__ოჰ, თვალები გამჯდარი სიძულვილით და სიღატაკითსავსე.

სხივი მომკვდარი!

ია სინაზედაკარგული!!!!!!!

უყვარდი!!!!

კაცი_სავსე, კაცი_კაცია! კაცი ჰო კაცი და მისი თვალები!

__ღიმილი?

__ოჰ, ღიმილი, მშვენიერი, ყალბი,! სავსე ბედნიერებით, რა ლამაზია, რა ლამაზი ხარ ცხოვრებავ როგორ უყვარხარ კაცს!___…

გაგრძელება

დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 31, 2013 წელი. 1:45am — არ არის კომენტარები
_______________

პეპელა

      გწამდეს ჩემი სიყვარულის და იმ გრძნობის მარადიულობის, იცოდე გულის კუნჭულში დაიმკვიდრე ადგილი. მე თუ არა ჩემი გული იოცნებებს შენზე, მე თუ მივატოვე შენზე ფიქრი, ჩემი გული ამას ვერასდროს შეძლებს...

      ფეთქავს გული შენით ფეთქავს. მე მიყვარხარ დღეს! მინდა დაგხატო ფერებსი ჩაგხატო, ნისლის სარტყელი გარს შემოგაჭდო ტუჩის კონტური სურნელით დავატკბო, თვალის ქუთუთო ლექსით მოგიხატო, ჩემი ლექსები შორს გადავმალო ... მეც მათთან ერთად გადავიკარგო...…

გაგრძელება

დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 22, 2013 წელი. 2:30am — არ არის კომენტარები
_______________

არა, ქაა! მე მაგნაირი სიყვარული არ მწამს

- ეხლანდელები ქაა?! ეხლანდელები აღარც სირცხვილს დაგიდევენ და აღარც ნამუსსა, გვიყვარსო! აეტუზებიან ერთმანეთსა და ჰპროშნიან. ზედაც არ გიყურებენ, გინდა ყოფილხარ იქა გინდა არა, გვიყვარსო! მერეე ქაა?! ეხლანდელი ცოლ-ქმარი რო დადიან, ეგრე დავდიოდით ჩვენა? ჩვენ კი არ გვიყვარდა ერთმანეთი?! თუ მაგათ სწავლა რომ აქ, სხვანაირი სიყვარული იციან? ჩემ ქმარს რო დავინახავდი, იგრე შამაზრიალებდა ტანში, როგორც რო რა? მაგრამა რას შავიმჩნევდი, სახელი რა არის, სახელითაც ვერ მივმართავდი ხალხშია, მრცხვენოდა. ისრე…

გაგრძელება

დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 19, 2013 წელი. 12:30am — 21 კომენტარი
________________

დედა მიყვარს სიცოცხლეზე მეტად!

დედა მიყვარს სიცოცხლეზე მეტად!

ეს სიტყვები ადრეც უნდა მეთქვა,

იგი გახლავთ ჩემთვის გულის ფეთქვა;

სიყვარულის სათავეა დედა!

როცა ზოგჯერ ულევ სითბოს ელი,

ან,როდესაც მოფერება გინდა იმ სიმშვიდეს,

როგორც ყოვლადწმინდა,

ისე მოგფენს დედის თბილი ხელი...

მშობელია ჩემი შემოქმედი მისით ვცოცხლობ,

მისით მიდგას სული!

დედის ღვაწლი არის ერთობ რთული,

როგორ გიძღვნა მადლი ჩემო დედი?!

შენი ფიქრი მე მეხება მუდამ

მიფრთხილდები…

გაგრძელება

დაამატა ruska_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 27, 2012 წელი. 7:30pm — 4 კომენტარი
________________

მონანიება

"ნურაფრისა გეშინია, არასოდეს შეგეშინდეს და ნუ ინაღვლებ, ოღონდ მონანიება არ დაივიწყო და უფალი ყველაფერს მოგიტევებს. ისეთი ცოდვა არ არსებობს და ვერც იარსებებს ამ ქვეყნად, რაც ჭეშმარიტ მომნანიებელს არ მიეტევება.. და ვერც ჩაიდენს ადამიანი ისეთ დიდ ცოდვას, ღვთის უსაზღვრო სიყვარული რომ ამოწუროს. განა არსებობს ცოდვა, ღვთის სიყვარულს რომ აღემატებოდეს? მონანიება არ დაგავიწყდეს, მუდმივად მოინანიე და ილოცე .  შიში კი განიგდე. გწამდეს, რომ უფალს ისე უყვარხარ, შენ რომ ვერ…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 27, 2012 წელი. 11:30pm — 6 კომენტარი
________________

დაკარგული სიყვარულის დასაბრუნებლად

ყოველთვის, როცა სიტყვა შეყვარებულებზე ჩამოვარდება,

მაშინვე ბექა გამახსენდება ხოლმე და მეშინია...

არ ვიცი კი რისა.

მეშინია სიკვდილისა თუ სიყვარულის...

არა! არა!

სიკვდილისა ნამდვილად არ მეშინია.

ალბათ სიყვარულისა მეშინია;

თუმცა რას გაიგებ, იქნებ სიყვარულისა იმიტომ მეშინია, რომ შეიძლება სიკვდილს დაატარებდეს თან...

     ოთახში ორნი იყვნენ.…

გაგრძელება

დაამატა ნათი მორბედაძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 22, 2012 წელი. 2:00am — 3 კომენტარი
________________

გათენდა

შენზე ფიქრებში მომეჩვენა რომ წამი გაჩერდა,

ქარი ამღერდა, გულმა ოცნება გაბედა,

ღრუბელი ცას კვალს აღარ ამჩნევდა,

ფიქრის ზღვაც უფრო აღელდა.

ძველი მოგონება აღსდგა და გამთელდა,

მივხვდი ღიმილი, საღ აზრს მართმევდა.

აწმყოს მაშორებდა, მარბევდა, მაბნევდა....

უნებური სევდა გულს ავსებდა,

და ეს ცხოვრებას მუქ ფერებს აძლევდა,

მომავლის კარიბჭეს დაკეტილს, აღებდა.

შენი გამოხედვა ფრთებს მასხამდა, მაფრენდა..

თითქოს…

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 21, 2012 წელი. 10:30pm — 1 კომენტარი
________________

თუ გაგებუტე, იმას ნუ იტყვი გულს უხარია შენი სიშორე

      სიყვარული-ო, რა მშვენიერი და ამაღლებულია ეს გრძნობა. მე მჯერა სიყვარულის, მაგრამ ცარიელი სიყვარულის არ მწამს, რომელიც მხოლოდ უაზროდ ლაქლაქებს და სიტყვით ვერ ამტკიცებს. გრძნობას მრავალსიტყვაობა არ უყვარს. ის უსათუოდ თვალებით ლაპარაკობს და მაინც სინამდვილეში რა არის სიყვარული?ამაზე დანამდვილებით ვერავინ ისაუბრებს. სიყვარული სხვადასხვაგვარია: სამშობლოს, ერის, მეგობრების, მშობლებისა და ახლობლების სიყვარული, მაგრამ მათგან განსხვავებული და…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 15, 2012 წელი. 6:00pm — 9 კომენტარი
________________

მე... წვიმა და ფიქრები

      ცაზე ღრუბლები ერთმანეთს მიუახლოვდა და ჩამობნელდა... ალბათ იწვიმებს, მიხარია... იმიტომ, რომ მარტო აღარ ვიქნები... ვიქნებით სამნი: მე, წვიმა და ფიქრები... ფიქრებში კი სულ ჩემთან ხარ და მინდა რომ ეს დიდხანს გაგრძელდეს... ვდგავარ წვიმაში და წვიმის წვეთები მისველებენ სახეს, მათ ესმით ჩემი და ყველა მიტოვებული ადამიანის, ცდილობენ მანუგეშონ და მეფერებიან... ნელ-ნელე სახეზე სითბო ვიგრძენი, სითბო ცივი წვეთებისგან განსხვავებით... ეს ცრემლებია,…

გაგრძელება

დაამატა თამუნა გოგინაშვილი_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 5, 2012 წელი. 11:00am — 1 კომენტარი
________________

სერენადა

" მგონი ისიც შეყვარებულია ხო იცი , ვარსკვლავებს უყურებს " :)))

   სერენადა არის  სატრფოსადმი მიძღვნილი სიმღერა, რომელსაც მისი ფანჯრის წინ ასრულებს  მამაკაცი გიტარის ან სხვა სიმებიანი საკრავის აკომპანემენტით

აი ასე უყვართ საქართველოში ! :) :) …

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 30, 2012 წელი. 10:00pm — 1 კომენტარი
________________

პეპელა

     გწამდეს ჩემი სიყვარულის და იმ გრძნობის მარადიულობის, იცოდე გულის კუნჭულში დაიმკვიდრე ადგილი. მე თუ არა ჩემი გული იოცნებებს შენზე, მე თუ მივატოვე შენზე ფიქრი, ჩემი გული ამას ვერასდროს შეძლებს....~

     ფეთქავს გული შენით ფეთქავს. მე მიყვარხარ დღეს! მინდა დაგხატო ფერებსი ჩაგხატო, ნისლის სარტყელი გარს შემოგაჭდო ტუჩის კონტური სურნელით დავატკბო, თვალის ქუთუთო ლექსით მოგიხატო, ჩემი ლექსები შორს გადავმალო ..…

გაგრძელება

დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 27, 2012 წელი. 3:00am — 2 კომენტარი
________________

შენ ხარ, ეს საკმარისია!

   არასრულფასოვნების განცდა ამბიციებს, პატივმოყვარეობასა და პრეტენზიულობას ბადებს. .. ვინც არასრულფასოვნად მიიჩნევს თავს, ცდილობს სხვებზე მაღლა დადგეს და ამის გამო მუდმივ კონფლიქტში იმყოფება. ის მხოლოდ ერთი რამითაა დაკავებული - უპირატესობის იმიჯზე ფიქრითა და ამ იმიჯის შენარჩუნებით.

ამ ყალბი ნიღბის შენარჩუნების მიზნით, ზოგი პოლიტიკაში მიდის, სხვები გამდიდრებას ცდილობენ, ვიღაცეები ასობით ფილოსოფიურ თეორიებს "იმარაგებენ", ზოგიც…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 3, 2012 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters