სიყვარული-ო, რა მშვენიერი და ამაღლებულია ეს გრძნობა. მე მჯერა სიყვარულის, მაგრამ ცარიელი სიყვარულის არ მწამს, რომელიც მხოლოდ უაზროდ ლაქლაქებს და სიტყვით ვერ ამტკიცებს. გრძნობას მრავალსიტყვაობა არ უყვარს. ის უსათუოდ თვალებით ლაპარაკობს და მაინც სინამდვილეში რა არის სიყვარული?ამაზე დანამდვილებით ვერავინ ისაუბრებს. სიყვარული სხვადასხვაგვარია: სამშობლოს, ერის, მეგობრების, მშობლებისა და ახლობლების სიყვარული, მაგრამ მათგან განსხვავებული და ამაღლებული მაინც ქალ-ვაჟის სიყვარულია, რადგან ადამიანს სამშობლოსა და ოჯახის სიყვარული ბავშვობიდან მოჰყვება. ხოლო ნამდვილი გრძნობა ორ უცნობ ადამიანს სამუდამოდ ერთმანეთთან აახლოვებს. ისინი ერთმანეთთან საერთო ენას პოულობენ, შემდეგ კი მონათესავე სულები ხდებიან და სულიერ საზრდოს აწვდიან ერთმანეთს. მათ ერთნაირად უხარიათ, მაგრამ ორჯერ უფრო მეტად სტკივათ ერთურთის ტკივილი. ნამდვილი სიყვარული არ დაეძებს ასაკს და არც კითხულობს რაიმეს. მიდის მასთან ვისთანაც უნდა და როცა უნდა. „მე შენ მიყვარხარ... იქნებ არ მაქვს ამის უფლება მაგრამ სიყვარულს ვინ წაართვა თავისუფლება.“ სიყვარული შეიძლება დაუშალონ ადამიანს, მაგრამ ის გულში რჩება. როცა გიყვარს ყველაფერს სხვა თვალით უყურებ, უფრო ბედნიერი ხდები. მისი ღიმილის დანახვა გინდა. მას ყოველთვის ესმის შენი. ეს ის ადამიანია, რომელმაც შენს სულსა და გულში დიდი სითბო შემოიტანა. ყველასთვის ის ჩვეულებრივი ადამიანია. აი, შენთვის კი მთელ სამყაროს უდრის, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ადამიანს გარეგნობით აფასებენ, ხოლო პიროვნებით დიდად არ ინტერესდებიან. „სილამაზეში არ უნდა ვეძებოთ სიყვარული, არამედ პირიქით სიყვარულში სილამაზე.“ შენ ის ისეთი გიყვარს როგორიცაა და მის ნაკლს ვერ ამჩნევ. მისი სულიერი სამყარო გხიბლავს. მას ყოველთვის დაიცავ და რაც არ უნდა აძაგონ, ის შენთვის მაინც უცვლელი რჩება. აი, ესაა ნამდვილი სიყავრული, თუმცა იგი მცირეა ამქვეყნად. მას ცრემლებიც უხდება, რადგან განშორება საუკეთესო საზომია სიყვარულისა. ნამდვილი გრძნობა ღრმავდება და ძლიერდება, პატარა-ნელდება და ქრება. ხშირად ადმიანი, რომელიც გიყვარს, ეს სწორედ ის ადამიანია, ვინც ყველაზე მეტად გტანჯავს.
„თუ გაგებუტე, იმას ნუ იტყვი
გულს უხარია შენი სიშორე,
მინდა უშენოდ გავძლო როგორმე,
რომ უჩემობის ფასი იცოდე. “
სიყვარულში ისევე როგორც ხელოვნებაში, გაუბედაობა არას არგებს ადამიანს“გაუბედავებს გაურბით ბედიო, "ნათქვამია. სამწუხაროდ, ხშირად ყველაზე უბედურნი სიყვარულში სწორედ ისინი არიან, ვინც უფრო ღირსნი არიან სიყვარულისა. იმიტომ, რომ ისინი სხვათა კეთილდღეობაზე ზრუნავენ და თავს ივიწყებენ. ამიტომაც კარგავენ ყველაზე საყვარელ ადამიანს. ცუდი ისაა, რომ რაღაცის ფასს მისი დაკარგვის შემდეგ უკეთ იგებ. მაგრამ ერთი რამ ვიცი დანამდვილებით, სიყვარულშია სიცოცხლის აზრი და უსიყვარულოდ, სიცოცხლესაც არა აქვს ფასი. თუმცა ფაქტია, რომ “სიყვარული წიგნებშია ტკბილი, ცხოვრებაში წამებაა მხოლოდ. "იმიტომ, რომ ბევრი შეყვარებული წყვილი სიყვარულმა დაახლოვა, მაგრამ ცხოვრებამ დააშორა ერთმანეთს. ცხოვრებაში ბევრი უსამართლობა ხდება, მაგრამ რას ვიზამთ. მას ვერ შევცვლით, მაგრამ ბრძოლა არ უნდა შევწყვიტოთ. სასწულები ხდება!
„სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში,
ის დღე იყო გაზაფხული იღვიძებდა იაში,
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს, უსათუთეს ლიანებს
სიყვარული რიგდებოდა და მე დავიგვიანე“...
"ეტყობა ავტობუსები იყვნენ გაფიცულები ;) ;) "
რაც შეეხება ზემოთქმულებს:
1. სიყვარული სხვადასხვაგვარია:სამშობლოს, ერის, მეგობრების, მშობლებისა და ახლობლების სიყვარული, მაგრამ მათგან განსხვავებული და ამაღლებული მაინც ქალ-ვაჟის სიყვარულია - ვერ დაგეთანხმები შორენ, სიყვარული ერთია!!! ის არ არის სხვადასხვაგვარი, ეს უბრალოდ ურთიერთობეიბს ფორმებია ასეთი, სიყვარულის გამოხატვაა ასეთი! მე სულ ვამბობ - თუ ერთი ადამიანი მაინც გეყვარება ჭეშმარიტი, ღვთაებრივი სიყვარულით, ეს იმხელა ნარკოტიკი იქნება რომ შენ ვერ შეძლება ყოველ გამვლელს არ უთხრა რომ გიყვარს და მართლა არ შეიყვარო ის!
ასეთი სიყვარული შეუძლია ადამიანს, ქრისტემ გვასწავლა რომ შეუძლია!
2. შენ ის ისეთი გიყვარს როგორიცაა და მის ნაკლს ვერ ამჩნევ. - ისეთი უნდა გიყვარდეს როგორიცაა, მაგრამ მის ნაკლს ხედავდე და ცდილობდე გამოასწორო, თორემ სხვაგვარად სიყვარული ბრმაა, და სიყვარულს კი სიბრმავე არ ეკადრება! ;)
კარგი გოგო ხარ რომ სიყვარულზე ფიქრობ!
shenc martali xar mec getanxmebi lasha sruli cheshmaritebaa rasac shen ambob
მიხარია რომ ერთ აზრზე ვართ :*
mec dzaliann...es isetii temaa romelzedac dausruleblat visaubrot sazogadoebam
კი... გეთანხმები! სიყვარული ამოუყურავია... :)
მიყვარს ეს ლექსი ძალიან:)
კარგი ხარ თამუნ!!! :) :*
მადლობა ლაშაა:):*შენც კარგი ხარ:)
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია