- ეხლანდელები ქაა?! ეხლანდელები აღარც სირცხვილს დაგიდევენ და აღარც ნამუსსა, გვიყვარსო! აეტუზებიან ერთმანეთსა და ჰპროშნიან. ზედაც არ გიყურებენ, გინდა ყოფილხარ იქა გინდა არა, გვიყვარსო! მერეე ქაა?! ეხლანდელი ცოლ-ქმარი რო დადიან, ეგრე დავდიოდით ჩვენა? ჩვენ კი არ გვიყვარდა ერთმანეთი?! თუ მაგათ სწავლა რომ აქ, სხვანაირი სიყვარული იციან? ჩემ ქმარს რო დავინახავდი, იგრე შამაზრიალებდა ტანში, როგორც რო რა? მაგრამა რას შავიმჩნევდი, სახელი რა არის, სახელითაც ვერ მივმართავდი ხალხშია, მრცხვენოდა. ისრე წავიდა შავ მიწაშია, მე იმისთვი თვალი არ გამიყრია თვალშია. ახლანდელები? ლამის არის, თვალებით დაჭამონ ერთმანეთი.

არა, ქაა! მე მაგნაირი სიყვარული არ მწამს.

არ მწამს და მამკალ, აჰა!


                                                           გოდერძი ჩოხელი

ნახვა: 454

ტეგები: Qwellyland, love, გოდერძი_ჩოხელი, სიყვარული, ჩოხელი

ლაშა: იანვარი 19, 2013||3:00pm

კარგიააააააააა.... :) 

არც მე არა მწამ :)  :) :) 

თათია: იანვარი 19, 2013||6:38pm

"არც მე ქა"  :)))

ეე დღევანდელების "სიყვარულს" რა დავარქვა არ ვიცი... 

lia (baia) beriani: იანვარი 20, 2013||12:24am

)) verc me gamovudzebne saxeli)) gansakutrebit tineijerebis siyvaruls)

ლაშა: იანვარი 20, 2013||12:32am

რატომ? მათაც თავისებურად უყვართ და ეგ სიყვარულიც ლამაზია ვიდრე ულამაზობაში არ გადავა... :D :D :D 

სად არის ზღვარი? არ ვიცი :( 

lia (baia) beriani: იანვარი 20, 2013||12:37am

me ver vxedav magashi sialmazes)) saqmec egaa rom ulamazobashia gadasuli umetes shemtxvevashi :D

ლაშა: იანვარი 20, 2013||12:39am

იგი(სიყვარული) სხვაა სიძვა სხვაა შუა უზის დიდი ზღვარი??? :) :) 

მესმის... ;) მაგრამ არა ეს (ხვევნა-კოცნა მტლაშა-მტლუში) არამედ თინეიჯერული უცნაური სიყვარული, ჩუმი, ყოველგავრი მოლოდინის და სამომავლო გეგმების გარეშე, ამას აქვს რაღაც ხიბლი... ;) 

vinme: იანვარი 20, 2013||12:42am

არ ვიცი მე ვფიქრობ რომ როდესაც 2 ადამიანს ერთმანეთი უყვარს , თავიანთი გრძნობები სხვების დასანახად არ უნდა გამოამზეურონ... :))  ქუჩაში რომ ჩამომიდგებიან და "ტყლოშნაობენ" სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით  არ არის სასიამოვნო შესახედი გამლელი ადამიანისათვის .... მე ძალიან მომწონს როდესაც შეყვარებულ წყვის ვხედავ და საზად საყავარლად რომ შესციცინებენ ერტმანეთს..ვფიქრობ რომ რაგაც ჩარჩოებში უნდ ამოექცნენ  ასეთი ადამიანებიიიიიიიიიი ..........

lia (baia) beriani: იანვარი 20, 2013||12:44am

ai eg mindoda metqvaaa)) getanxmebi nino

ლაშა: იანვარი 20, 2013||12:49am

ყველაზე ცუდი ფილმი გამახსენდა, მაგრამ პირველი ეს ამოტივტივდა და...

ევრიტურის საბოლოო კოცნა, საზოგადოდ გამხელილ-ახსნილი სიყვარული - ულამაზოა ნიინ???

ხალხნო, ზომიერი ყველაფერი ლამაზეა!!! :) 

lia (baia) beriani: იანვარი 20, 2013||12:53am

ra tqma unda zomieri yvelaperi lamazia magram vai rom araa zomiereba dges))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მოდა კორონას ხანაში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 24, 2020.
საათი: 10:59pm 1 კომენტარი

      იტალიური დიზაინი ანტიკური ხანიდან ცნობილი, პოპულარული და დაფასებულია. თანამედროვე სამყაროშიც ბევრი არაფერი შეცვლილა - იტალიური დეფილეები, მოდის კვირეულები, დიზაინერები და მოდელები მსოფლიოს მოდის სტანდარტს ქმნიან. ცნობილი ბრენდები მათ გარშემო ტრიალებს, მაგრამ კორონამ აქაც შეიტანა თავისი კვალი. დეფილე ძალიან განსახვავებულად და დისტანციის სრული დაცვით ჩატარდა - საუბარია მოსკინოს (Moschino) კოვიდ-დეფილეზე. წარმოიდგინეთ ამდენი ახალი…

გაგრძელება

ტერაქტიც საარჩევნოა, კოვიდიც, ავტობუსებიც და ყველაფერი არჩევნებს უტრიალებს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 23, 2020.
საათი: 11:28pm 0 კომენტარი

      საარჩევნოდ ტერორისტული ამბავი თუ ასეთ გამოხმაურებებს გამოიწვევდა და ამდენი დღე დარჩებოდა მეინსტრიმში, ბევრი ვერ წარმოიდგენდა ალბათ, მაგრამ ფაქტია ასე მოხდა. კორონა უკვე 1700 კაცს ითვლის ყოველდღიურად, უფრო ჩაშლილი კოვიდ ამბავი ასეთია - დღეის მდგომარეობით დადასტურებული შემთხვევა - 24562, გამოჯანმრთელებული - 9751, გარდაცვლილი - 183, კარანტინში - 4408. ლარის ამბავი - აშშ დოლარის ფასია 3.2202 ლარი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 23…

გაგრძელება

ტერორისტი სამეგრელოში და არჩევნებამდე ერთ კვირაზე ცოტა მეტი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 22, 2020.
საათი: 10:30pm 2 კომენტარი

      რთული და დაძაბული იყო ზუგდიდის ტერორისტული აქტი - საქ. ბანკში შევარდნილმა 4 მილიონი ჩაიდო და წავიდა, მაგრამ ინტერნეტ სივრცეს დიდი ხანია ამდენი არცერთ თემაზე არ უხუმრია რაც გუშინდელმა ტერაქტმა გამოიმუშავა. დღის მთავარია ამბავი დღესაც ეს იყო, კორონა უკვე 1500-ზეა ასული და არჩევნებამდე 10-ზე ნაკლებ დღეში, მხოლოდ ურთიერთბრალდებებია დარჩენილი. ადგილობრივი კორონა რიცხვებში - დადასტურებული შემთხვევა - 22803, გამოჯანმრთელებული - 9401, გარდაცვლილი -…

გაგრძელება

დაკარგული სახეები

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 21, 2020.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი

      - მე ერთხელ ძალიან მაგრად გამიმართლა...

      ასეთი სიტყვები ანკესივითაა, აუცილებლად მიიპყრობს ყურადღებას. აბა, ვინ არ ოცნებობს ასეთ რამეზე? მეც ძალაუნებურად მივუგდე ყური. ვიღაც ჭაღარა მამაკაცი ყვებოდა თავის ამბავს, ხის მერხზე ჩამომჯდარი.

      - აეროპორტში ვიყავი, საქონელს ველოდებოდი. სტიუარდესა მყავდა ერთი შეგულებული. გამოაცხადეს, რეისი იგვიანებსო. მოსაცდელ დარბაზს მივაშურე, იქ მებუფეტესთან მქონდა რაღაც ანგარიშები…

გაგრძელება

Qwelly World

free counters