- მე კი ვერ ვხვდები - მეთქი ვუთხარი.

      - კეთილი, მაშინ უფრო გარკვევით გეტყვი - მითხრა მან, - თითოეული ჩვენგანი, სოკრატე, ნაყოფიერდება როგორც ხორციელად, ისე სულიერადაც, და რა მივაღწევთ გარკვეულ ასაკს, შობის სურვილი აატოკებს მაშინ ჩვენს ბუნებას. მაგრამ შობა მახინჯში არ ძალუძს მას, მშვენიერში კი ძალუძს. მამრისა და მდედრის თანაყოფის შედეგი შობაა, ხოლო ჩასახვასა და შობას ღვთაებრივ აქტს ვუწოდებ მე, როგორც უკვდავი საწყისის გამოვლენას მოკვდავ არსებაში. მაგრამ ეგ აქტი ხორცს ვერ შეისხამს მასში, რაც არაჰარმონიულია, მახინჯი და ღვთაებრივი კი ჰარმონიული კავშირით ვერ შეუღლდებიან, მაშინ როცა მშვენიერი ჰარმონიულად ეთვისება ღვთაებრივს; ამრიგად შობისთვის მშვენიერება მოირაცაა (ბედისწერის ქალღმერთი) და ილითიაც (ზევსის და ჰერას ასული, ქალღმერთი მშობიარობისა). ამიტომ, როცა ორსული არსება მშვენიერს უახლოვდება, ნეტარებით ივსება იგი, სიხარულით იღვრება და შობს და წარმოშობს. ხოლო როცა მახინჯს უახლოვდება ჭმუნავს, დრტვინვით იკუმშება... უკუიქცევა და კი არარ შობს, არამედ საშოთი დაატარებს ნაყოფს თავისას და იტანჯება. აგრე ამიტომაც აღელვებს ორსულს და ვნებით განაწამებ არსებას მშვენიერება, რომ იგია მშობიარობის მძაფრ ტკივილთაგან მისი დამხსნელი. რადგან სიყვარული სრულიადაც არ არის სურვილი მშვენიერებისა, როგორც შენ ფიქრობ,

      - მაშ რისა?

      - ჩასახვისა და შობისა მშვენიერისა.

      - დაუშვათ რომ აგრეა - ვთქვი მე.

      - დავუშვათ კი არა, აგრეა ჭეშმარიტად - გამაწყვეტინა მან,

      - მაგრამ რატომ შობისა?

      - იმიტომ რომ შობა ანიჭებს უკვდავებას მოკვდავ არსებას. ამრიგად, თუ ჩვენ წეღანდელ შეთანხმებას გავითვალისწინებთ, სურვილს სიკეთისას უკვდავების სურვილიც უნდა დავუმატოთ, რაკი სიყვარული მხოლოდ სიკეთის მარადიული ფლობის სურვილია, სხვა არაფერი, აქედან გარდაუვლად გამომდინარეობს: სიყვარული აგრეთვე სურვილია უკვდავებისა..

ნახვა: 371

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დიალოგი, დიოტიმა, ნადიმი, სიყვარული, სოკრატე, უკვდავება, ფილოსოფია, შობა

ლაშა: მაისი 20, 2013||1:31am

აუხ რა გენიალურია!!! რომელი დიალოგია?

ცისია: მაისი 20, 2013||4:06am

like

mariami: ივნისი 16, 2013||11:53pm

platonis nadimia,diotomasa da sokrates saubari,25 Tavidanaa aq amogebuli patara monakveTi ...

ლაშა: ივნისი 17, 2013||12:00am

შენ შეკრიბე მარიამ?

mariami: ივნისი 17, 2013||12:31am

:Dho 

ლაშა: ივნისი 17, 2013||8:44am

მაშ მადლობა უნდა გადაგიხადო :) :*

Tamila Moshiashvili: სექტემბერი 24, 2013||3:24pm

მომწონს ფილოსოფიური დიალოგები ყოველ წაკითხვაზე :) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

While it may not be until the release of a new Change model

გამოაქვეყნა Weiweismart_მ.
თარიღი: ივნისი 21, 2021.
საათი: 4:19am 0 კომენტარი



EA's long-running soccer simulation series continues to sell well, despite obvious criticism from what sounds like the vast majority of …

გაგრძელება

რა შორი ყოფილა შენამდე, თბილისო ანუ ისევ მარშრუტკები?!

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 29, 2021.
საათი: 11:30pm 2 კომენტარი

სკოლაში მათემატიკას კარგად ვსწავლობდი.

მეუბნებოდნენ, A წერტილიდან უმოკლესი მანძილი B წერტილამდე ტოლია, B წერტილიდან A წერტილამდე უმოკლესი მანძილისო.

® მარი კიური

      ის ჟურალისტი ხომ გახსოვთ, „სერჩის“ ცოდნას რომ გვამადლიდა? ჰოდა, რომ „დასერჩოთ“ მცხეთა, გუგლისავე აღწერილობაში ამოიკითხავთ - მცხეთა თბილისიდან დაშორებულია 20 კილომეტრით. ახლა,…

გაგრძელება

შუაშისტი გუმათელები, ქირურგია სასამართლოში და 2024-ში ევროკავშირში თან კი, თან არა!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2021.
საათი: 11:31pm 2 კომენტარი

      ჯერ-ჯერობით წრეზე დავდივართ, იგულისხმება ის რომ დღის ამბებში კვლავ ამნისტიის კანონპროექტი, მოსამართლეების დანიშვნა-არ დანიშნვა ისმის და მისთანები. დღეს ასევე გახარიას პარტიის ლოგო გამოჩნდა და ხვალი პრეზენტაციის ანონსები. გუშინ გუმათში დაკავებულების სასამართლოებიც ჩაინიშნა და პროტესტის ორჭოფობული გამოხმაურებებიც. ევროკავშირში გველიან, მაგრამ არ მიგვიღებენ. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.2779 ლარია.…

გაგრძელება

რიონელები გუმათთან საპროტესტო ყიჟინით, გაძვირებული გაზი და ამნისტიის დამტკიცბის დასაწყისი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 27, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      მაისი ბოლო ისევ აქტიური იქნება და ბუნებაც გააქტიურდება, როგორც ააონსებენ - წვიმები და ძლიერი ქარები გველის. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპარეზს - პარლამენტმა დღეს ამნისტიის კანონპროექტი ნახევრად დაამტკიცა, ასევე დღეს, პოლონელი კოლეგა ესტუმრა ჩვენს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. დღის მთავარი საინფორმაციო ამბავი მაინც რიონის მცველების შეუპოვარი პროტესტია, ამჯერად ისევ ხეობაში, გუმათთან. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს…

გაგრძელება

Qwelly World

free counters