Restless'ს ბლოგი || "დღიური" (28)

ისლანდიური დეკემბრის დღეები

       დეკემბერი. ყველაფერი და არაფერი. თოვლი ისევ ისეთი, როგორც... საკუთარი თავი? - პასუხი არ არის. წევხარ გულაღმა და იმის ნაცვლად, რომ ვარსკვლავებს ხედავდე, საკუთარ თავს დაჰყურებ ზემოდან. ხედავ მის უემოციო, გაყინულ თვალებს, სახეს, და გესმის გულში როგორ იმეორებს: „უნდა მოკლა. უნდა მოკლა. უნდა მოკლა“.

       ერთნაირი ტემპით ისმის საათის ისრების და საფეთქლების ხმა. „მოკალი“. დიდი ხანია ფანჯარასთან ბეღურები არ მოფრენილან.…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 5, 2016 წელი. 5:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ქაღალდის თვითმფრინავი

ახლა, ვუსმენდი წვიმის

აკორდებს, აჟღერებულს

მსოფლიო მელანქოლიის მინორში...

ჩემს ფანჯრებზე იმარცვლებოდა

ნოტებად და მესმოდა

როგორ აყოლებდა ხმას

რომელიღაც რომანტიკოსი ჩიტი...

ვფიქრობდი არაფერზე,

და მაინც,

ალბათ რაღაცაზე...

ჩემი ნაბოდვარით აჭრელებული

ფურცლები მოვაგროვე

და გავაკეთე ბევრი

ქაღალდის თვითმფრინავი...

ბახის "ჰაერით" ავუვსე ავზები,

რიგრიგობით ვუშვებდი

ხელიდან, და…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 28, 2016 წელი. 5:00pm — 1 კომენტარი
________________

ყოფნის მომენტები

      ასეთი, რაღაცნაირი დღეების დასაწყისი. თუ?.. მოკლედ, რაც არის. მხოლოდ რამდენიმე წვეთი რომ ცვივა ციდან, "ვითომ წვიმას ვაპირებო" ხასიათის. ისე გადის ზამთარი, მაინც არ დაიორთქლა ჩემი ოთახის ფანჯრები. და ვდგავარ, ვუყურებ ხოლმე, სხვების დაორთქლილ ფანჯრებს, და მინდება ჩემი ფანჯრიდან იმ დაორთქლილ ფანჯარაში საკუთარ თავს, პარალელურ მე-ს ვხედავდე. გკითხე კიდეც, ჰო გახსოვს, უცნაური სურვილები მაქვს-თქო? გაგეღიმა და მითხარი, ისე რაო... მეც გამეღიმა. ჰოდა,…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 31, 2016 წელი. 8:00pm — 4 კომენტარი
________________

დაზამთრებული დღეებიდან

გოგო.

ისეთი დღეებიც ხომ არის ხოლმე,

როცა ვარსკვლავებიან ზეცას ჩაისუნთქავ

და წვები ნაწვიმარი.

ქარწაღებული.

და გიკვირს, რატომ არ მოდიან

ძვირფასი ადამიანები,

როცა მათ ახსოვხარ,

როცა ალბათ, მათაც ეძვირფასები.

გიკვირს, და მერე მოდის სიზმარი,

რომ დგახარ,და მათი ზურგები

უხმოდ გელაპარაკებიან.

ისუნთქავ კიდევ ერთ ზამთარს.

კიდევ ერთ მარტოობას.

და…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 18, 2015 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

გულის ექო

როცა მგონია, რომ ამდენი ხნის მერე

გამოჩნდები და იმ ნაბიჯების ხმას გაამართლებ,

რომელიც თითქოს ფეხდაფეხ დამყვება,

შენ არ მოდიხარ.





როცა წვიმს და მოქცევა იწყება.

როცა ყველაფერს თეთრი ნისლი ფარავს.

და მხრებზე მაწევს…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 30, 2015 წელი. 8:00pm — 3 კომენტარი
________________

ნუ მოუძებნით სათაურს იმას, რაც უსათაუროა

ასეც ხდება.

ზოგიერთებისთვის წასვლა უფრო მარტივია,

ვიდრე ერთმანეთთან მისვლა

და უბრალოდ ჩახუტება.

ჩემთვის ყოველთვის მოსვლა იყო

უფრო მარტივი,

ვიდრე მეგრძნო,

როგორ რჩებოდი ჩემს ზურგს უკან,

ხელში შერჩენილი განახევრებული სიგარეტით,

ღრმა სუნთქვით,

სიშორისკენ მიმართული მზერით..

დამძიმებული ნაბიჯებით..

და მეც, მარტოჩრდილად დარჩენილს

გზა გამეკვლია შინისაკენ.

სადაც წვიმები უფრო…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 14, 2015 წელი. 11:00am — არ არის კომენტარები
_______________

შენ არავინ გგავს

შენ არავინ გგავს, ქველიბლოგი, Tamuna Restless, თამუნა თხელიძის ბლოგი, ქველი, ბლოგი, დღიური, qwelly, blog, qwellyblog

ხანდახან, მაინც დავფიქრდები ხოლმე,

ჩემი დღეებიდან

რომელი მენატრება ყველაზე მეტად.

და ისევ იქ მივდივარ.

შუა შემოდგომის ბოლო დღესთან.

ყოველთვის,

როცა გავდივარ ადგილებს,

რომლებმაც ერთად დაგვიმახსოვრეს,

ფეხებში მედებიან მოგონებები,

და ნაბიჯარეულს ისევ მინდება

შეუჩერებლად ვიარო.

შენი თითების შეხებამდე.

ისევ დადგება…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 13, 2015 წელი. 1:00am — 1 კომენტარი
________________

ერთი დღის ჩანაწერი

ერთი დღის ჩანაწერი

     ისეთი ღამეებია რთული, როცა კოშმარები კი არ გესიზმრება, თვითონ გადაიქცევი საკუთარი თავის კოშმარად. უძილო, უჰაერო, უსიბნელო (როცა საიდანღაც შუქი გიწვავს ისედაც ამწვარ თვალებს), უსულო ღამეები, რომლებიც გაძლებას გართმევენ, მთელ შინაგანს გტკენენ... და ფიქრობ, არ ჯობია ადგე და ფანჯრიდან გახვიდე? სწორედ მაშინ, როცა მზის პირველი სხივის ნახვას მოასწრებ,…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მაისი 26, 2015 წელი. 1:00am — არ არის კომენტარები
_______________

სიმარტოვე ღამისფერია

აღარ ვიცი,

როდის ამოდის მზე.

როდის შემოდის ჩემს ოთახში

მისი სინათლე.

გადის დღეები

და ჩვენ ჩუმად ვართ.

ალბათ ამიტომ.

არც ერთხელ გითქვამს

მზის ამოსვლა ვნახოთო ერთად.

მაგრამ კმაროდა ისიც ჩემთვის,

რასაც ამბობდი.

და ფანჯარასთან მდგარი,

მარტო,

ციდან მოფრენილ მზის ბეღურებს

მხრებზე ვისვამდი.

ახლა ვუყურებ მხოლოდ ღამეს.

და სიმარტოვეს.

და აღარც ვიცი,

თუ…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მაისი 18, 2015 წელი. 1:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ერთი ხარ, მაგრამ არა მარტივი

ერთი ხარ, მაგრამ არა მარტივი

არ არის ხოლმე მარტივი.

გადმოვაწყობ ნახატებს და

თითოეული ფურცლიდან

ჩემი ხელით დახატული

ჩვენი ერთად ყოფნა შემომყურებს.

ახლა წვიმების სეზონია.

და ყოველი დღე

დაუსრულებელი,

უმთვარო ღამეებივით იწელება.

ყოველთვის,

როცა გავდივარ გარეთ და

მეუთვალავედ ვიკრობ ფეხებზე

ერთი და იგივე ადგილების…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მაისი 10, 2015 წელი. 12:00am — არ არის კომენტარები
_______________

შენ არავინ გგავს

ისეთი დღეები მიდგას,

გამოვრთავ ხოლმე ყველა ხმას და

მხოლოდ დამახსოვრებულ

შენს გულისცემას ვუსმენ.

აღარ მთავრდება.

ისიც არ ვიცი, სად ვარ.

როდის მძინავს და როდის მღვიძავს.

იმიტომ, რომ დღეც და ღამეც

ერთნაირად ჰგავს სიზმარს,

რომელსაც საკუთარ თავზე ვხედავ.

ჩემთან ერთად დაიწყო და

ალბათ ჩემთან ერთად დამთავრდება.

მაგრამ,

ნუ დააკლდები შენ.

თუნდაც მართლა სიზმარი იყოს.…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მაისი 2, 2015 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ადამიანები არ ჰგვანან ხეებს

ადამიანები არ ჰგვანან ხეებს

qwelly | blog | post | ადამიანები არ ჰგვანან ხეებს | adamianebi | xe | dgiuri chanaweri

წვიმს და ფანჯარასთან ვდგავარ ძველებურად,

ისევ უძილო და ღამენათენები.

გხედავ ეზოში ხარ, მელოდები

გვირილებით ხელში.

როგორ მინდა გამოვაღო კარი,

კიბეზე დავეშვა,

და არეულ ნაბიჯებს შევაძლებინო

შენამდე მოიყვანონ ჩემი გაყინული თითები.

მაგრამ მაინც,

ძველებურად ვდგავარ…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 25, 2015 წელი. 5:30pm — 8 კომენტარი
________________

Nobody else

დღესაც,

როცა გარეთ მშვენიერი ამინდია,

და ვუყურებ როგორ დასეირნობენ:

ამაყად მომზირალი სახეები,

რომლებიც საკუთარი თუ

ოთხფეხა მეგობრის,

ძვირფასიანი „იმიჯის“ მიღმა

ვერავის და ვეღარაფერს ამჩნევენ;

ხელჩაკიდებული წყვილები,

რომელთაც ყველაზე მეტად არ სჭირდებათ

იცოდნენ, რას ვფიქრობ მე,

როცა მათ ვხედავ;

და გონებაშიც

კარუსელივით ტრიალებენ

მთელი მე-თი…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 17, 2015 წელი. 9:30pm — 3 კომენტარი
________________

უბრალო გზა ყველაფერია

უბრალო გზა ყველაფერია

გზა. არ დამთავრდეს.

და გააგრძელონ ვაგონებმა უსასრულოდ

რელსებზე დაგან...

მიდიოდეს არსად.

უბრალოდ მიდიოდეს.

ასე.

დროში გაწელილი...

და სხვაგან.

ჰორიზონტს იქით.

დილიდან ნერვებს წუხილი მიჭამს და გავქრე…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მარტი 3, 2015 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

სახლი

ახლა, სადღაც ტყეში,

ხის სახლში რომ ვიყო,

შენთან ერთად.

და ჭერს ვუყურებდე,

მის მაგივრად ვარსკვლავებს დავინახავდი...

მაგრამ ვარ ნაცრისფერ ქალაქში.

მარტო.

და ვარსკვლავები კი არა,

ჰაერიც არ არის.

არც სახლში.

არც…

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მარტი 3, 2015 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ერთი დღე

ყუმი, ქველი ბლოგი, Tamuna Rastless Blog, qwelly

თოვს და...

სველი ტოტებივით

დამძიმებული ხელებით ვდგავარ.

შეციებული,

მხრებში მოხრილი...

ვდგავარ და ფიფქებს ვუშვერ

ნაწვიმარ თვალებს.

დიდი ხანია აღარ ჰყოფნით

ჰაერი კედლებს.

დიდი ხანია უშუქობა წელავს ღამეებს.

აღარ ვეძებ სიტყვებს სიჩუმისთვის.

ვინც მოკუმულ ხელებზე შემომხედავს,

ისინიც ეტყვიან…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 24, 2015 წელი. 2:30pm — არ არის კომენტარები
_______________

დეკემბერი

ყოველდღე,

როცა მხრებით დამაქვს

ნეკნებჩალეწილი დეკემბერი,

და წინ მხვდებიან

გამარტივებული სახეები,

ერთადერთი,

რაც შემიძლია გავაკეთო,

თავის დახრა და

მიწის ყურებაა...

 

რა უნდა ავარსკვლავებდეს

ზეცას თვალებში,

როცა წვეთწვეთობით გასდით დღეებს

ჩვენი სიახლოვე...

 

როცა უბრალოდ ყოფნა მიჭირს,

ნერვებმორეულს,

ცივ კედლებს არ აქვთ შენი მხრები,

რომ…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 7, 2014 წელი. 2:00pm — არ არის კომენტარები
_______________

უბრალოდ, ისევ შენ.

ქუჩა-ქუჩა დამაქვს

არანორმალური გულისცემა და

მშრალი ყინვით დაბზარული ძარღვები...

არც შენ მოდიხარ და

აღარც თოვლი მოდის...

უშენობისფერი დაჰკრავს ყველა ნაბიჯს...

 

გაბზარულ ლავიწებს ვუშვერ საკენკად

ჩემს ფანჯარასთან მოფრენილ ჩიტებს...

ფილტვებს აღარ ჰყოფნით

ჩემს თმას შეტოვებული

შენი სუნთქვა...

ცხოვრებას არ აქვს ორი თავი

რომ უპატრონოს ჩემნაირ…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 4, 2014 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

შენ.

არაფერი.

გარდა დღეებში ჩამოწოლილი

თეთრი სიცარიელისა და

გაყინული თითების...

ფანჯარასთან გათენებული ღამეების,

ამქვეყნიურობას დაშორებული მსუბუქი

ნაბიჯების და ნეკნებს შორის გაჩხერილი

არსებობისა...

 

დგანან -

მოკუმულ ხელებში მოქცეული

უშენობაშემოცმული დეკემბერი...

უმთვარო ღამეებში აყეფებული

ძაღლები ეზოში,

და ცხოვრება,

რომელიც ძვლებში გამტვრევს და

ამით…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 4, 2014 წელი. 1:00am — 6 კომენტარი
________________

Falling Leaves

ისევ წუხილის სუნი ასდის

ამ შემოდგომას,

ფოთლების ცვენას არ უხდება ცარიელი

დღეების გემო...

არაფერია ჩემს ოთახში

სიჩუმის გარდა,

ვერ შევეჩვიე, ისე გდია

უშინაარსოდ...

ვდგავარ და ისევ,

თხელ ძარღვებში სიცივე ჟონავს,

ქუჩის გულგრილმა სახეებმა

ძვლებში დამტეხეს...

წვიმის ნასუნთქი აღარ ეყოთ

ჰაერი ალბათ,

ადგნენ მზისფერი ბეღურებიც და

მიმატოვეს...

ამ შემოდგომას არ უხდება…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 14, 2014 წელი. 5:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

გაფიქრებები პროცესებზე

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 29, 2024.
საათი: 6:52pm 0 კომენტარი

დღიურის მთელი იდეა ხომ იმ მონიშვნების გაკეთებაა, რომელიც გონების გაფიქრებებს შეინახავს? ჰოდა, იყოს აქ. გზადაგზა მივამატებ ხოლმე, განვაახლებ...

შეიძლება საღლიცინოდ სამყოფიც არ არის, მაგრამ იქნებ მართლა არსებობს „გლობალური ომის პარტია?“ აი, როგორც დორნში (უკიდურეს სამხრეთში) არ ეჯერათ თეთრი მოსიარულეების არსებობა და საბოლოოდ, ხომ გამოჩნდნენ?

ეს ზამთარიც…

გაგრძელება

With Sword and Shield in buying TL Lucent is a rewarding

გამოაქვეყნა Ludwighench_მ.
თარიღი: მაისი 29, 2024.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

In the expansive world of TL Lucent, the pursuit of wealth and resources is a constant endeavor for adventurers seeking to enhance their characters. One of the most efficient methods of accumulating both Sollant resources and gold is through dedicated farming. In this comprehensive guide, we will explore the art of Sollant and gold farming, focusing on the use of Sword and Shield. This classic combination offers a balanced approach, blending offense and defense to create a formidable farming…

გაგრძელება

Your Manual to Easy On-line Courting

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 28, 2024.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







Within the electronic age, getting a romantic link has not been simpler, because of the myriad of relationship web sites readily available. However, Lots of individuals are delay by the wearisome signal-up processes and unlimited questionnaires that the majority platforms need. For anyone trying to dive straight in to the courting pool without the headache of creating an account, free dating web sites without having signal-up provide a convenient and fast way to begin…

გაგრძელება

As disappointing because the minimum alternatives

გამოაქვეყნა Shelie Paley_მ.
თარიღი: მაისი 28, 2024.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

As disappointing because the minimum alternatives in Madden 24 have been, it is nevertheless come what may higher than what we've now. When we relocate, we've 3 pre-designed alternatives for uniforms, a number of  which might be manifestly in templates of actual groups in the sport. We're now no longer even capable of simply replacing a group's uniforms without relocating.

Logos have been on par with what you would anticipate 15 years in the past: the identical organization…

გაგრძელება

Qwelly World

free counters