გენგეგმის მიღება-ჩაბარება, თავისუფალი ევროპის ერთი წელი, იმპიჩმენტი და რუსეთის ტრაგედია და გარიყვა

      არასამარტო ახალი ამბები გრძელდება. სამარტო იმიტომ რომ საშინლად ცვალებადია ხოლმე, როგორც წესი, თუმცა ამჯერად ბოლო კვირის ნაკადს მივყვებით, მაგალითად, დღეს იზეიმება უვიზო მიმოსვლის 1 წელი, თავისუფალი ევროპის 1 წელი. ასევე, დღეს განიხილებოდა თბილისის გენერალური გეგმა და ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი. ყველაზე კარგი ფრაზა რაც მოვისმინეთ, ეს იყო კუთხეში მიმწყვდეული რუსეთი. აბა, როგორი წარმოსადგენია?

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 28 მარტი, 2018 /

      გავუფრთხილდეთ ევროპას ანუ უვიზობის 1 წელი - მიხეილ ჯანელიძე მოქალაქეებს მიმართავს, გაუფრთხილდნენ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებებს და დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის წესები. ირაკლი კობახიძე - მინდა ყველას მივულოცო უვიზო მიმოსვლის ამოქმედების ერთი წლის იუბილე, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი პრივილეგია და დიდი პასუხისმგებლობაა. ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი - პირველად ვარ თქვენს ქვეყანაში, როდესაც ვიზალიბერალიზაცია არის არა მოთხოვნა, არამედ რეალობა. მიხეილ ჯანელიძე - ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე, რომელიც რუსეთის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკის შედეგია. მიხეილ ჯანელიძე - დარწმუნებულები ვართ, რომ ევროპული ქვეყნების მხრიდან ძალიან მალე კითხვები მოიხსნება და ვიზალიბერალიზაციას არანაირი პრობლემა არ შეექმნება. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ერთი წლის იუბილეს ულოცავს. ლევან ბოძაშვილი - უვიზო მიმოსვლა საქართველოს ევროპული პერსპექტივის ერთგვარ აღიარებას ნიშნავდა. იანოშ ჰერმანი - შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე საუბარი არ არის, გვსურს, დარწმუნებული ვიყოთ, რომ ევროკავშირის წევრები დადებით გამოცდილებას შეიძენენ საქართველოს მოქალაქეებისგან.

      ხეებიც გააძვირეს - აუქციონზე გატანილი ხე 20 020 ლარად გაიყიდა. ”დმანისის გადარჩენის ფონდი” მიწის ნაკვეთის მსგავსად, აუქციონზე შეძენილი ხისთვის თანხის შეგროვებას მოსახლეობის ჩართულობით გეგმავს.

      პოლიტიკური იმპიჩმენტი - ბორჯომის საკრებულოში დღეს საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა იგეგმება. ბორჯომის საკრებულოს სხდომას, სადაც საკრებულოს თავმჯდომარისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება იგეგმება, ოპოზიციის ნაწილი არ ესწრება. ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს. "ქართული ოცნების" წევრი - ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ყველა კანდიდატურის, მათ შორის გიორგი გოგიჩაიშვილის კანდიდატურა განიხილება. ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი - რიგგარეშე სხდომას მოვიწვევთ და ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხს განვიხილავთ. ბორჯომის საკრებულო საშტატო ნუსხის განსაზღვრის საკითხის განხილვას ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ აპირებს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი - „პატრიოტთა ალიანსი” ბორჯომში ისეთივე ოპოზიციად დარჩა, როგორც რუსეთში პუტინისთვის ჟირინოვსკი. ბორჯომის საკრებულოს წევრი - დღეს ერთდროულად იყო “პატრიოტთა ალიანსის” პანაშვიდი და ირმა ინაშვილის ქორწილი, სადაც მეჯვარე იყო სუს-ი. გიგი უგულავა - ბორჯომის საკრებულოს მოვლენებზე “ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი.

      მფარველობა მოძალადეს - დავით ჯანდიერი - დადასტურდა, რომ თეა წულუკიანი მფარველობდა პაპუნა უგრეხელიძეს, ამიტომ მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს. პაპუნა უგრეხელიძე - იმისთვის, რომ სიმართლე დავამტკიცო, მჭირდება ვიყო თავისუფალი. გია ხუხაშვილი - სკანდალის შემდეგ დაიწყო წულუკიანმა საუბარი, რომ უგრეხელიძეს დაელაპარაკება, შიდა მოკვლევაც კი არ ჩაუტარებია, ყურადღება არ მიაქცია ამ ფაქტს.

      პოტიომკინი სოფლის ნგრევა - ანა დოლიძე - იუსტიციის საბჭოს სხდომების საჯაროობამ დაანგრია „პოტიომკინის სოფელი“, რომელიც სასამართლოსთან მიმართებაში არსებობდა.

      ქალაქის განვითარება - კახა კალაძე - ზოგიერთი პოლიტიკოსი ვერ აღიქვამს ზღვარს ვიწროპარტიულ ინტერესებსა და ქალაქის განვითარებას შორის. კახა კალაძე - ჩვენი მხრიდან „სითი ინსტიტუტის“ მიმართ არც ერთი შეურაცხმყოფელი განცხადება და სიტყვა არ ყოფილა. კახა კალაძემ ვიცე-მერს სთხოვა, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ნაწილს კომპენსაცია უმოკლეს ვადაში ჩაერიცხოთ. თბილისის მერია ზედამხედველობის სამსახურის რეფორმას იწყებს. კახა კალაძე - გადაუდებელი ამოცანაა, ლისის ტბის ტერიტორიაზე ქაოტური განაშენიანების პროცესის შეჩერება - ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ვერეს ხეობაში სპეციალური ზონალური შეთანხმების გასაბათილებლად. კახა კალაძე მზადაა, 15 წლის გიგი ანთაძეს საკუთარი ბიზნესის განვითარებაში დაეხმაროს. მაია ბითაძე - ყველა იმ ადგილზე, სადაც ქაოტური მშენებლობები მიმდინარეობდა, მერია განაშენიანების გეგმებს შეიმუშავებს. მაია ბითაძე - მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ტროტუარებზე ობიექტების ლოკაციები ისე შეცვალოს, რომ საგზაო მოძრაობას და ფეხით მოსიარულეებს პრობლემა აღარ შეუქმნას. ილია ელოშვილი - გენგეგმა, რომელშიც არ არის ასახული კერძო საკუთრება, არ შეიძლება გენგეგმა იყოს. დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე მსჯელობა პარლამენტში ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობდა. კახა კალაძის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში გადაწყდება, გენგეგმის პროექტზე მუშაობა "სითი ინსტიტუტთან" ერთად გაგრძელდება თუ არა. კახა კალაძე - „სითი ინსტიტუტისგან“ მივიღეთ ცინიკური დამოკიდებულება და შეურაცხყოფა, ეს დამოკიდებულება თავიანთ სამსახურებში გამოიყენონ. ელენე ხოშტარია - როგორ შეიძლება არ დასვა კითხვა, რა ბედი ელის გენგეგმას - ამ კითხვაზე პასუხის ნაცვლად ჩვენ ვიღებთ შეურაცხყოფას და დახურულ შეხვედრას. თბილისის მერია 30 ცალი მსუბუქი ჰიბრიდული მანქანით ზედამხედველობის სამსახურის ავტოპარკს განაახლებს. კახა კალაძე - გენგეგმასთან დაკავშირებით ვაპირებთ გადაწყვეტილება ორშაბათს მივიღოთ. კახა კალაძის ინფორმაციით, მეტრო “ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევაზე გამოძიების შედეგები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. ლევან ხაბეიშვილი - თბილისის გენგეგმის განხილვაზე პარლამენტში დღეს ოპოზიცია მიწვეული არ იყო, ამხანაგმა თალაკვაძემ და დედაქალაქის მერმა იცრუეს. კახა კალაძე - თბილისის სარეაბილიტაციო არეალთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილი ცვლილებები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პროექტები შეუფერხებლად განხორციელდეს. დავით ნარმანია - გენერალური გეგმა თავისი არსით ისეთი დოკუმენტია, რომ აბსოლუტურად უნივერსალურ და ყველასთვის მოსაწონ დოკუმეტს ვერ მივიღებთ.

      სექსუალური შევიწროვება თანამდებობის პირებს არ ახასიათებტ? - ომბუდსმენი - სექსუალური შევიწროების სავარაუდო შემთხვევებზე მიმდინარე საქმის წარმოების ფარგლებში არსებული არც ერთი შემთხვევა მოქმედ ან ყოფილ თანამდებობის პირს არ ეხება.

      ბზობას აქტუალური თემა, ბზები - კოლხური ბზის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, სანერგე მეურნეობის მოწყობა მიმდინარეობს.

      აღდგენა და ანაზღაურება - პროფკავშირები - “რუსთავის აზოტს“ უკანონოდ გათავისუფლებული 56 თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და მათთვის განაცდურის ანაზღაურება დაევალა.

      სასამართლო და კუთხეში მიმწყვდეული რუსეთი - დავით დონდუა - მთავარი განხილვები წინაა, მაგრამ რაც მოხდა, უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ თუ ვინმე იყო კუთხეში მომწყვდეული, ეს არა ჩვენ, არამედ სწორედ რუსეთია. დავით დონდუა - არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ვერც რუსეთის, ვერც ცხინვალის წარმომადგენლებისგან ვერაფერი შინაარსიანი ვერ მოვისმინეთ. გრიგორი კარასინი - რუსეთი ჟენევის დისკუსიების ფორმატის რეფორმირებას გეგმავს. გრიგორი კარასინი - ვფიქრობთ, როგორ შევწყვიტოთ რაღაც ტექსტის განხილვა და ვისაუბროთ გეგმებზე. დავით დონდუა - ძალის გამოუყენებლობაზე რუსეთმა ყველანაირად თავი აარიდა კონსტრუქციულ მსჯელობას. დავით დონდუა - ჟენევის მოლაპარაკებების რეფორმირების საკითხი არ განხილულა და არც ერთ მონაწილე მხარეს ეს საკითხი სხდომის მიმდინარეობისას არ დაუყენებია.

საზღვარგარეთულები:

      ტრაგედია - რუსეთში დღეს გლოვის დღეა. კემეროვოში ხანძრის შედეგად 64 დაღუპულიდან ჯერჯერობით მხოლოდ 27 პირის იდენტიფიცირება მოხერხდა. კემეროვოში მომხდარი ტრაგედიის გამო, ალექსანდრე ლუკაშენკომ ბელარუსში გლოვის დღე გამოაცხადა. კემეროვოს სასამართლომ სავაჭრო ცენტრის მოიჯარეს პატიმრობა შეუფარდა. კემეროვოში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას ბათუმში პატივი მიაგეს. ვლადიმერ პუტინმა საგამოძიებო კომიტეტს მოუწოდა კემეროვოში ხანძრის გაჩენის ყველა ვერსიაზე. საქართველოს პატრიარქმა რუსეთის პატრიარქსა და პრეზიდენტს კემეროვოს ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა.

      მსოფლიო - დიპლომატიური ვერსუს - რუსეთი - ნატო ალიანსში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის შვიდ თანამშრომელს გააძევებს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი - რუსეთი ცხოველია ზღვის სიღრმეებიდან, რომელსაც გრძელი საცეცები აქვს. მიხეილ სააკაშვილი - როდესაც ჩვენ 7 რუსი ოფიცერი დავაკავეთ, ეუთო-ს მაშინდელი თავმჯდომარე ჟურნალისტებთან ჭორაობდა, რომ დასავლეთს კონფლიქტში ვრთავ. ჯეიმს მეტისი - დაზვერვის სამსახურის ყოფილი პოლნოვნიკისა და მისი ქალიშვილის მოწამვლით რუსეთი დასავლეთის ერთიანობისთვის ძირის გამოთხრას აგრძელებს. დონალდ ტრამპმა რუსეთისა და სხვა ქვეყნებისთვის, აშშ-ზე განხორციელებული კიბერშეტევის გამო დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. დიმიტრი პესკოვი - სკრიპალის საქმეში ლონდონს რუსეთის კვალის დამადასტურებელი ადეკვატური და დამაჯერებელი მტკიცებულებები ჩვენთვის არ წარუდგენია. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაადასტურა, რომ სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით, ანკარა რუსეთის წინააღმდეგ ზომების მიღებას არ აპირებს.

      კორეულ-ჩინური შეხვედრა - კიმ ჩენ ინი ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს შეხვდა.

      მოპარული ლიანდაგი - უკრაინაში ლიანდაგების ქურდობის გამო, მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 271

ტეგები: qwellynews, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOexp: This is a chic that is complete for beginners to alpha with

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 7:17am 0 კომენტარი

The Spear will about never hit the abandon of Dark And Darker Gold any hallway, has a continued reach, and is appealing dependable overall. Felling Axe: Aback accession hits with the Felling Axe, the time it takes for them to be able to exhausted afresh is abundantly short. But, if they miss, there's a continued cleanup until the abutting swing. So, this is an advantage for Fighters who are assured…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:58am 0 კომენტარი



The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters