დამცველის ანგარიში, სითიგეგმა, იუსტიციის დადგმები, ნარკოდანაშაულის ბრალდებულები, სპორტული წარმატება და პირველი პირების გამოსვლები

      ახალ თვეში პირველად ვხვდებით ქველინიუსებში და ისიც როდის, როცა აღდგომის მარხვის ბოლო კვირა დაიწყო, ვნების ორშაბათად იწოდება დღევანდელი დღე მართლმადიდებლურ სამყაროში. დღე მრავალფეროვნად საინტერესოდ გადანაწილდა, რამდენიმე მიმართულებთ - 1. იუსტიცია; 2. სახალხო დამცველი; 3. ქალაქის მერია და მისი გენგეგმის პრობლემები; 4. პოლიტპატიმრები და პრეზიდენტი; 5. ნარკოდანაშაული და 6. პრემიერი ტრიბუნასთა. ასევე იყო წვრილ-წვრილი ამბები და სპორტსმენების სიხარული.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 2 აპრილი, 2018 /

      საეკლესიო, კვირადანგამოყოლილი ამბები - ხარება მცხეთის დღესასწაულად და მისი კურთხევის დღედ დადგინდა. ილია მეორე - განსაცდელი არის გზა სასუფევლისკენ და მისი არ უნდა გვეშინოდეს.

      დამცველის მოხსენება - სახალხო დამცველმა საზოგადოებას დღეს, 2017 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის მთავარი საკითხები გააცნო. ნინო ლომჯარიამ პარლამენტს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 347-გვერდიანი ანგარიში წარუდგინა. ომბუდსმენი - მაჩალიკაშვილის საქმეში შესწავლის საგანი უნდა გახდეს, სასამართლოს განჩინებიდან ოპერაციის ჩატარებამდე შემუშავებული დაკავების გეგმა. სახალხო დამცველი ანგარიშში ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებულ პრობლემებზე საუბრობდა. ომბუდსმენი “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის” შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებს. ომბუდსმენი მერაბიშვილის საქმეზე - კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა იშვიათი პრეცედენტია და მსგავს შემთხვევებს სახელმწიფოები, უმეტესწილად, პირის პატიმრობიდან გათავისუფლებით პასუხობენ. მამუკა მდინარაძე - ომბუდსმენის ანგარიშში მოცემულ თითოეულ წინადადებას ყურადღებით გავეცნობით.

      იუსტიციის რეალითი - სერგო მეთოფიშვილი - ის ფორმა, რომ ზოგჯერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა რეალითი შოუში გადაიზრდება, არ მომწონს. ნაზი ჯანეზაშვილი ირაკლი კობახიძეს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების ღიაობა კანონმდებლობით განისაზღვროს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი - გამორიცხული არაა, სერგო მეთოფიშვილის საშიშმა ინიციატივამ მხარდაჭერა მოიპოვოს. გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია, თუ რას გულისხმობს იუსტიციის საბჭოს სხდომების დახურვაზე სერგო მეთოფიშვილის ინიციატივა. ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრ სერგო მეთოფიშვილს მუქარაში ადანაშაულებენ. სერგო მეთოფიშვილი ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს მოუწოდებს, რომ 365-ე პრიმა მუხლის შეხსენებას მუქარად ნუ აღიქვამენ.

      შევიწროების დანაშაული - პედაგოგს, რომელიც მოსწავლემ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ექსპერტი ელდარ პირმისაშვილი მიიჩნევს, რომ საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე პირებმა სექსუალური შევიწროების შესახებ ცოდნა უნდა აიმაღლონ.

      დანაშაული ნარკოტიკით - ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ირაკლი ქორიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ირაკლი ქორიძისთვის ორთვიანი პატიმრობის შეფარდებას დაცვის მხარე გაასაჩივრებს. ადვოკატი - წარმოუდგენელია, რომ მიუნხენიდან ქორიძეს 300 აბი სუბუტექსი შემოეტანა მაშინ, როდესაც მას გავლილი ჰქონდა საბაჟო კონტროლი. ირაკლი ქორიძე - შეიძლება შევეწირო ამ საქმეს, მაგრამ სამართლიანობას მაინც აღვადგენ. პროკურორი - ბრალდების მხარე აპელირებდა იმაზე, თითქოს ქორიძე მხოლოდ ჯაბა ხულორდავას ჩვენების საფუძველზეა დაკავებული, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სოზარ სუბარი - ნარკოტიკის გამავრცელებელი თითოეული ჩვენი მოქალაქისა და ზოგადად, კაცობრიობის მტერია. თემა იგივე, ბრალდებული სხვა - მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს. ვანო ზარდიაშვილი - ბოდიში აქვს მოსახდელი ყველას, ვინც ამტკიცებდა, რომ ქორიძეს და "ბახალას" ნარკოტიკი ჩაუდეს. მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისთვის წარდგენილი ახალი ბრალდება 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

      თბილისინიუსი - კახა კალაძე „სითი ინსტიტუტის” წარმომადგენლებს შეხვდა. კახა კალაძე - არსებული სახით წარმოდგენილი გენგეგმის მიღება ვერ მოხდება - გადავწყვიტეთ, „სითი ინსტიტუტს“ ვალდებულებების შესრულება დავასრულებინოთ. კახა კალაძე - თბილისის მერია ბოლომდე იქნება ჩართული, რომ დედაქალაქის გენგეგმა დახვეწილი და გამოყენებადი იყოს. "სითი ინსტიტუტის" ხელმძღვანელი - სხვადასხვა მიზეზის გამო, გენგეგმასთან დაკავშირებით თბილისის მერიას ვეთანხმებით. გიორგი ტყემალაძე - "სითი ინსტიტუტთან" დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. ილია წულაია - კახა კალაძემ გენგეგმასთან დაკავშირებით სამართლიანი და პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო. არჩილ თალაკვაძე გენგეგმაზე - კახა კალაძის წინადადება აბსოლუტურად სამართლიანი და საბოლოო შედეგზე ორიენტირებულია. ილია ელოშვილი - ჩვენ არ გვინდა, რომ "სითი ინსტიტუტის" მიერ გაწეული შრომა დაიკარგოს, გვსურს, სამართლიანები ვიყოთ და მათთან ვითანამშრომლოთ. ელენე ხოშტარია - კალაძემ ამჯერად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, არავითარი კომპლექსი არ გვაქვს, რომ სწორს დავარქვათ სწორი და არასწორს - არასწორი. ბექა დავითულიანი - ჩვენი გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ სრულყოფილი გენგეგმა მივიღოთ. ნიკა ვაჩეიშვილი - კარგია, რომ მერიამ პროცესები არ გააჩერა, რადგან გენგეგმას აქვს შანსი კარგი დოკუმენტი იყოს. სოფო კილაძე - კალაძის გადაწყვეტილება „სითი ინსტიტუტთან“ დაკავშირებით, გონივრულია. გია ვოლსკი - გენგეგმასთან დაკავშირებით, ოპონენტების ისტერიული განცხადებები სრულიად უსაფუძვლო და სკანდალზე ორიენტირებული იყო. გოჩა ენუქიძე - კახა კალაძემ დაამტკიცა, რომ თანამშრომლობის დიდი რესურსი აქვს და ქალაქის ინტერესები მისთვის ამოსავალი წერტილია. ზაზა გაბუნია გენგემაზე - ამაზე უფრო ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იყო. ზაალ უდუმაშვილის შეფასებით, თბილისის გენგეგმასთან დაკავშირებით მერიას უკან დახევა მოუწია.

      პოლიტპატიმრობა - გიორგი მარგველაშვილი - მნიშვნელოვანია, პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე ადამიანებს თავიანთი სიმართლის მტკიცების შესაძლებლობა ჰქონდეთ. კახა კოჟორიძე - კითხვა, თუ რა შუაშია პოლიტპატიმრები ”გირგვლიანის შესწორებებთან“ იგივეა, ვიკითხოთ, რა შუაშია თავად გირგვლიანი ამ შესწორებებთან.

      დააზღვიე მასობრივი სივრცე - მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელებს სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობის გამო ადმინისტრაციული ჯარიმები დაეკისრება.

      სპორტული წარმატეტები - რუსთაველი მოკრივე ლაშა გურული ევროპის ჩემპიონი გახდა. ქართველ მოკრივეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტყიბულელი ილია სულამანიძე ძიუდოში კადეტთა შორის ევროპის თასის მფლობელი გახდა.

      აკრძალვები აფხაზეთს და აკრძალვები აფხაზეთში - რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთიდან გარკვეული სახის პროდუქციის შეტანას კრძალავს. ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მცენარეული პროდუქციის შეტანა აიკრძალა.

      სასტუმროს მშენებლობის სიავე - "ნაციონალური მოძრაობის" წევრი - ქუთაისის აეროპორტთან სასტუმროს მშენებლობა მნიშვნელოვნად დააზარალებს ქუთაისს.

      პატრიოტი თავმჯდომარე - ბორჯომის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გიორგი გოგიჩაიშვილი გახდა.

      პრემიერი ტრიბუნასთან - გიორგი კვირიკაშვილი - დღეს მოდაშია ნეგატივი და ხშირად, ადამიანებმა, სამწუხაროდ, არ იციან თუნდაც მეზობელ სოფელში თუ ქალაქში გაკეთებული საქმის შესახებ. გიორგი კვირიკაშვილი - ქვეყნის გამთლიანება იყო და რჩება ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად და ქვეყნის დეოკუპაცია, ნომერ პირველი ამოცანაა ხელისუფლებისთვის. გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი ამოცანაა, გადაწყვეტილებების მიღების სიმძიმის ცენტრმა გადაინაცვლოს რეგიონებში, თვითმმართველობის ორგანოებში. გიორგი კვირიკაშვილი - ყველას გვახსოვს სახელმწიფო პროგრამები, როდესაც ფულს უხდიდნენ ვენახის გასაჩეხად, დღეს მიმდინარეობს ვენახების განაშენიანება. გიორგი კვირიკაშვილი - არც ერთი კომპრომისი ქვეყნის სუვერენულ გადაწყვეტილებებში და ტერიტორიულ მთლიანობაში არ იქნება. გიორგი კვირიკაშვილი - აუცილებელია რეგიონებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს მეტი გადაწყვეტილების მიღების უფლება მივცეთ.'

      უმომავლო ხალხის საქმენი საგმირონი - მარტის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 758 ფაქტი გამოავლინეს.

      საზმაუს კიდევ ერთი კანდიდატი - სახალხო დამცველმა პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატად იზაბელა ოსიპოვა წარუდგინა.

      სიცრუე რუსთავი 2-სგან? - მაკა ასათიანი "რუსთავი 2-ს" ცრუ ინფორმაციის გაჟღერებაში ადანაშაულებს.

      გველები ბათუმში - ბათუმში, დასახლებულ ტერიტორიებზე ქვეწარმავლების გამოჩენის ფაქტები დაფიქსირდა.

      პრეზიდენტის დამოწმებული კონსტიტუცია და მოწყალე პირველი პირი - პრეზიდენტმა ახალი რედაქციის კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა. პრეზიდენტმა 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე 3655 მსჯავრდებული შეიწყალა, მათგან 1645 განსაკუთრებით მძიმე, ხოლო 1812 ნარკოტიკული დანაშაულისათვის მსჯავრდებულია შეწყალებული.

საზღვარგარეთულები:

      ბელორუსის პრეზიდენტმა ბიზნესმენებს მოუწოდა, რუსეთის ალტერნატიული ბაზრები ეძიონ.

      ნეთანიაჰუ ერდოღანს - ისრაელის არმიას ჭკუას არ ასწავლის ის, ვინც წლების განმავლობაში განურჩევლად ბომბავს სამოქალაქო მოსახლეობას. ბენიამინ ნეთანიაჰუ - ერდოღანი მიჩვეული არ არის, როდესაც მას პასუხს უბრუნებენ, თუმცა, დროა მიეჩვიოს. ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი - გაერო „ჰამასის“ საგარეო საქმეთა სამინისტროდ იქცა.

      მავნე წიწიბურა - The Sun - პოლიცია ვარაუდობს, რომ სკრიპალებისთვის რუსეთიდან ჩატანილი წიწიბურა ნერვულ-პარალიტიკურ ნივთიერებას შეიცავდა.

      ბავშვური თამაშები - სერგეი ლავროვი დიპლომატების გაძევებაზე - ეს ბავშვური თამაშებია, არ გვსურს ამ თამაშებში ჩაბმა. სერგეი ლავროვი - სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამლვა ბრიტანეთის სპეცსამსახურებსა და ხელისუფლებას აწყობდა.

      კოსტა-რიკაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტიის კანდიდატი კარლოს ალვარადო კესადა იმარჯვებს.

      ამერიკული, გაძვირებული პროდუქტი - ჩინეთი აშშ-დან იმპორტირებულ 128 დასახელების საქონელზე გაზრდილ გადასახადებს აწესებს.

      თურქული რეპრესიები - რუსეთის ელჩის მკვლელობის გამო, თურქეთმა გიულენის და კიდევ შვიდი ადამიანის დაპატიმრების ორდერი გასცა.

      მარკ ცუკერბერგი „ფეისბუქის“ მონაცემების უსაფრთხოების პრობლემის გადასაჭრელად რამდენიმე წელიწადს ვარაუდობს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 209

ტეგები: qwellynews, აპრილი, ბლოგი, ნიუსები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters