უამინდო ამბები, ნარკოკარტელები ქართულად, მერიის დაპირებები, სააკაშვილის შემოძახილები და წაკინკლავებული მსოფლიო

      აპრილი ცივად დაიწყო და ნასესხები ამინდები საზიანო აღმოჩნდა. მაგალითად, საამინდო ამბების მთავარი ლოკაცია დასავლეთ საქართველო იყო - ძლიერმა ქარმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა და ხეები მოგლიჯა. ძლიერმა ქარმა სამეგრელოს მუნიციპალიტეტი დააზარალა. დღევანდელი დღე კი განაპირობა ნარკოდაკავებებმა და მერიის სიახლეებმა, ასევე გარმოს დაცვამ და სხვა წვრილ-წვრილმა ამბებმა. მსოფლიოს კინკლაობამაც.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 3 აპრილი, 2018 /

      პანკისური ანონსები და ამბები - მალხაზ მაჩალიკაშვილი აღდგომის დღესასწაულის შემდეგ აქციებს აანონსებს. მალხაზ მაჩალიკაშვილი - გამომძიებლის მჯერა, მაგრამ ზემოთ ფარცხავენ საქმეს. პანკისის ხეობის სოფელ ქორეთის მოსახლეობა სტადიონზე სკოლის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს.

      პრემიერის ტრიბუნა, დღე მეორე - გიორგი კვირიკაშვილი - არც ერთი კომპრომისი ქვეყნის სუვერენულ გადაწყვეტილებებში და ტერიტორიულ მთლიანობაში არ იქნება.

      პრეზიდენტის შემფასებლები - დავით მათიკაშვილი - პრეზიდენტის მიერ მემორანდუმის გაფორმების მიზანი იყო ის, რომ თავის დროზე მის მიერ გაკეთებული ნეგატიური შეფასებები გადაფაროს. კახა კოჟორიძე - პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით პროექტს პრეზიდენტი ალბათ საერთოდ არ დააფინანსებდა, ყველაფერი რომ თავის ადგილზე იყოს.

      სადღესასწაულო მგზავრობა - აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზა” მატარებლის დამატებით რეისებს დანიშნავს.

      ტატუნაშვილის ნაკვალევზე - მურატ ჯიოევი - საქართველოს ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება გამოიყენა, რათა კიდევ ერთხელ დაედანაშაულებინა რუსეთი.

      მერიის სიახლეები - 10 აპრილიდან ავტობუსის კონტროლიორებს თბილისში პარკირების კონტროლი დაევალებათ. კახა კალაძე - თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს მომავალ წელს 70 ახალი ავტომანქანა დაემატება. კახა კალაძის განცხადებით, 26 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში მიიღება. კახა კალაძე - ოპოზიციის ეჭვები მიყვარს, მათი ეჭვიანობა ყოველთვის საინტერესოა. კახა კალაძე - მეტროსადგურები მძიმე მდგომარეობაშია. უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, რომელი ადგილები შეირჩევა თბილისში მიწისქვეშა პარკინგების მოსაწყობად. 2010-2017 წლებში დედაქალაქში 4 220 საცხოვრებელი შენობა აშენდა.

      პარლამენტური ორთაბრძოლები - პარლამენტში გია გაჩეჩილაძემ და გიორგი ვაშაძემ იჩხუბეს. გიორგი ვაშაძე - ვერავინ გაიგო რატომ წამოხტა გია გაჩეჩილაძე და რატომ დაიწყო გინება.

      ხალხის ნაყიდი საქართველო - გიორგი ვაშაძე - აუქციონზე ნაყიდი ხისთვის დაახლოებით, 14 000 ლარი უკვე შეგროვდა, ჩვენი მოთხოვნა იქნება, რომ ის იმ ადგილზე დარჩეს, სადაც 100 წელზე მეტია დგას.

      ნარკოდაკავებები - თბილისში, აჭარაში, კახეთში, გურიაში, შიდა ქართლსა და სამეგრელოში ნარკოდანაშაულისთვის 13 პირი დააკავეს, საიდანაც 5 ნარკორეალიზატორია. მამუკა ჭელიძე გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე - გამოძიება გრძელდება, რათა მოხდეს შესაძლო უფრო მსხვილი საერთაშორისო დანაშაულებრივი სქემის გამოვლენა. ახალ ბრალთან დაკავშირებით, დღეს მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. ადვოკატი - გიორგი გიორგანაშვილისთვის ე.წ. ნარკოკარტელში მის ჩართულობაზე განცხადებები ღიმილის მომგვრელია. გიორგი გიორგანაშვილი - არანაირ კომპრომისზე წასვლას არ ვაპირებ და მრცხვენია იმ პარლამენტარების, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის და პრეზიდენტის დისკრედიტაციას. პროკურორი - გიორგი გიორგანაშვილს ორგანიზებული ნარკოდანაშაულისთვის ბრალი მას შემდეგ წაუყენეს, რაც გამოძიებამ საკმარისი მტკიცებულებები შეკრიბა.

      ხელფასების კონტროლი - პარლამენტს წარედგინება პროექტი, რომლის მიხედვით მარეგულირებელი კომისიების წარმომადგენლების ანაზღაურება პრეზიდენტის ანაზღაურების ერთი თვის ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს.

      აღდგომა იერუსალიმში - სააღდგომოდ ისრაელში ქართველ მომლოცველთა 94-კაციანი ჯგუფი უკვე გაემგზავრა.

      მუსიკალური წარმატება - ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ჰამბურგში კონცერტი გამართა.

      ფეისბუკ სასამართლო - ზვიად დევდარიანი - გამოვდივარ Facebook-სასამართლოს წინააღმდეგ, ვიწყებ სამართლებრივ ბრძოლას საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად. დევდარიანის ადვოკატი - შსს-ს მოწოდების მიუხედავად, ე.წ. შელახული უფლებების დაცვის მოთხოვნით არავის მიუმართავს, თუ ისინი არ მიდიან, ჩვენ მათ დროის მოკლე მონაკვეთში ვამხელთ. ადვოკატი ზვიად დევდარიანის პირადი ტელეფონებისთვის ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს.

      გარემოს დაცვა და კომპანიები - ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ RMG Copper-სა და RMG Gold-ს დაბა კაზრეთში, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ნაწილში დარღვევები აქვთ. კახა კუჭავა „ნაციონალურ მოძრაობას“ - რატომ არ ესწრება კომიტეტის სხდომას თქვენი დეპუტატი კობა ნაყოფია, რომელიც „არემჯი გოლდის“ მეწილეა. ლევან დავითაშვილი - RMG Cooper-მა და RMG Gold-მა სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში უნდა აღმოფხვრან მდინარეების დაბინძურება. რომან გოცირიძე მინისტრს - გარემოს ყველაზე დიდი დამაბინძურებელია RMG, „ჯორჯიან მანგანეზი“, „საქნახშირი“ და „ჰაიდელბერგ ცემენტი“, ამ ოთხიდან, რომელი რამდენი მილიონით დააჯარიმეთ? ლევან დავითაშვილი ბოკერიას - თქვენ დროს არავითარი შემოწმება არ ხდებოდა გარემოს დაცვის ნაწილში, ახლა გამოდიხართ და ბრტყელ-ბრტყელებს საუბრობთ. თინა ბოკუჩავა - კახა კუჭავა „არემჯის“ შვილობილი კომპანია GCG-ის დირექტორი იყო და პირადი ინტერესები აქვს. ლევან დავითაშვილი რომან გოცირიძეს - უკიდურესი ზომა იყო, როცა „ჭიათურ მანგანუმში“ დროებითი მმართველის დანიშვნა მოხდა - შეიძლება უკიდურესი ზომა იყოს გამოყენებული RMG-ის შემთხვევაში.

      მოახლოებული პრეზიდენტობა - ნიკა მელია - საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი კანდიდატურა ნამდვილად არ განიხილება.

      ფაროსანამჭერი - ხობის მუნიციპალიტეტში ფაროსანას დამჭერი 158 ხაფანგი დამონტაჟდა.

საზღვარგარეთულები:

      ბომბური დეკლარაცია - ჩრდილოეთ კორეის ლიდერისა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტის შეხვედრაზე, შესაძლოა, კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების დეკლარაცია მიიღონ.

      აფრიკელები ისრაელში - ბენიამინ ნეთანიაჰუმ აფრიკელ მიგრანტებთან დაკავშირებით გაეროსთან შეთანხმება შეაჩერა.

      დაპირებები და გეგმები - მიხეილ სააკაშვილი - ჩემზე საქმეების აღძვრა ხდება იმიტომ, რომ საქართველოში ჩასვლა არ ვიფიქრო - ვერ მოესწრებით, მე ჩამოვალ. მიხეილ სააკაშვილი - ხელისუფლება საქართველოში უნდა შეიცვალოს წელსვე, საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ. მამუკა მდინარაძე - სააკაშვილის ჩამოსვლით ნურავინ გვაშინებს, ჩამოვიდეს, მას ქართული მართლმსაჯულება და პენიტენციური დაწესებულება ელოდება. გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილი ცდილობს საწყის წერტილს დაუბრუნდეს, ტაქტიკად აირჩია ის, რაც 2003-2004 წლებში ჰქონდა. უკრაინის უზენაესმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს დამატებითი დაცვის სტატუსის მინიჭებაზე უარი განუცხადა. ნიკა მელია - მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჟღერებული ინიციატივები მოსახლეობას ჰაერივით სჭირდება. დავით უსუფაშვილი - სააკაშვილმა თანაგუნდელებს შეახსენა, რომ ლიდერი კვლავ თვითონაა, ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლება საზოგადოების მანიპულირებას დაიწყებს.

      პუტინი საბუთიანი პრეზიდენტია - რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტის მოწმობა გადასცა.

      მეამბოხის ექსტრადირება - კარლეს პუჩდემონის ესპანეთში ექსტრადიციის მოთხოვნით, გერმანელი პროკურორები დღეს სასამართლოს მიმართავენ.

      საბერძნეთის პრემიერმა თურქეთს მოუწოდა, შეწყვიტოს დაძაბულობის ესკალაცია.

      დონალდ ტრამპი - პოპულარობის 50%-ს მივაღწიე, ეს გაცილებით მეტია, ვიდრე მატყუარა ობამას ჰქონდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 228

ტეგები: qwellynews, აპრილი, ბლოგი, ნიუსები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

EA’s AI Controversy: Why Developers Are Pushing Back Against the Future

გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.

The broader gaming landscape…

გაგრძელება

გახარებს და გადარდებს

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ... 

15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე. 

გალა კონცერტი

ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…

გაგრძელება

Master the New Moves

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and  how to effectively utilize them on the pitch.

1. Big Feint (2 stars):

The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…

გაგრძელება

პირველადი დახმარების მრავალფუნქციური ყუთი

გამოაქვეყნა jiabgee_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

A Roadside Car First Aid Kit is an essential safety companion for any vehicle, designed to provide immediate access to critical medical supplies during unexpected accidents or minor emergencies. Compact and well-organized, this kit ensures that drivers and passengers have the necessary tools at hand, offering peace of mind and readiness whenever travel takes you away from home. Its portable design combines convenience with reliability, making it an indispensable addition to any car. The kit…

გაგრძელება

Qwelly World

free counters