კულუარული ამბები ოცნებიდან, ამერიკა-რუსეთის სარაკეტო მუქარები და ტვიტერ დიპლომატია, მერია და სწავლა

      ხანგრძივი სააღდგომო არდადეგების შემდეგ, ქველინიუსი ისევ დაბრუნდა და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა გილოცავთ:

ქრისტე აღსდგა!

      განსაკუთრებით სასიხარულოა დაბრუნება, როცა იცი რომ კარგი ამინდებია ნაწინასწარმეტყველები და ბუნებაც ნელ-ნელა გაზაფხულ-ზაფხულის კოლექციაზე გადადის. რაც შეეხება დღის ამბებს, დღეს ვისმენდით: რუსულ-ამერიკულ დაპირისპირებებს თუ ფსევდო დაპირისპირებებს, ქართულ ოცნებაში არსებული შიდა კონფლიქტის ჭორებს, ასევე ახალ გამწვანებას, ახალ სასწავლოს სისტემას და სხვა წვრილ-წვრილ თუ მსხვილ ამბებს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 11 აპრილი, 2018 /

      ოცნების შიდაშეხვედრა - მამუკა მდინარაძე - შეხვედრის მთავარი თემა იყო პარტიული დისციპლინა, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში უხეშად არღვევს უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი. რომან კაკულია - საკუთარ თავს „ქართული ოცნების“ გუნდში ვხედავ და ასე დავრჩები ბოლომდე. სოზარ სუბარი - რაც შეეხება ოპოზიციის ჟრიამულს იმაზე, რომ გუნდი იშლება, გეტყვით, რომ არანაირი ბანაკები გუნდში არ არსებობს. ირაკლი სესიაშვილი - ვერ ვხედავ საფრთხეს, რომ აზრთა სხვადასხვაობა „ქართული ოცნების“ ან უმრავლესობისთვის პოლიტიკური რისკის მატარებელი იყოს. სიმონ ნოზაძე - “ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის მთავარი ლეიტმოტივი იყო ის, რომ ვართ ერთი გუნდი და საერთო ენა ადვილად უნდა გამოვნახოთ. გია ხუხაშვილი - „გადამწიფებულ თინეიჯერებს“ ამბიცია აქვთ, მართონ არა მარტო პარლამენტი, არამედ ქვეყანა. დავით ჭიჭინაძე - პარლამენტში არავინ არავის უფროსი არ არის - ამ ახალგაზრდა ყმაწვილებს საკუთარი აზრი ჩამოუყალიბდათ, ეს ხალხი გავს გუგულს, რომელიც სხვის ბუდეში დებს კვერცხებს. ნუკრი ქანთარია - გედი ფოფხაძის ერთგვარმა ემოციურმა, ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ გარკვეული პრობლემები გააშიშვლა. ბიძინა გეგიძე - გუშინდელ შეხვედრაზე საუბარი იყო იმ აუცილებელ ნაბიჯებზე, რაც უმრავლესობაში პროცესების გაჯანსაღებისთვის უნდა გადაიდგას. ლევან კობერიძე - არავინ არავის გადადგომას და უმრავლესობიდან გასვლას არ ითხოვს. ლევან გოგიჩაიშვილი - არანაირი დაპირისპირება უმრავლესობაში არ არსებობს. მამუკა მდინარაძე - შეფასებას, რომ რამდენიმე დეპუტატმა - მათ შორის ფოფხაძემ, ქანთარიამ და ჭიჭინაძემ თავისი განცხადებებით პარტიული დისციპლინა უხეშად დაარღვიეს, პრემიერიც დაეთანხმა. მამუკა მდინარაძე - ისეთი თემები, როგორიცაა გუნდიდან ვიღაცის გარიცხვა, გადადგომა, უმრავლესობის გაყოფა და ა.შ. არ განიხილება. გია ვოლსკი - შეცდომაშია შეყვანილი და სიღრმისეულად ვერ აფასებს მდგომარეობას ის, ვინც ფიქრობს, რომ უმრავლესობაში გავლენებისთვის მიდის ბრძოლა. გია ჟორჟოლიანი - დღეს არსაიდან გასვლას არ ვაპირებთ - რა იქნება მომავალში, ამას დრო გვაჩვენებს. ქეთევან ციხელაშვილი - ვფიქრობ, არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არის და პარლამენტის წევრები ურთიერთობებს ძალიან მალე დაალეგებენ.

      ბოლო დღეების თემაა ქართული რასიზმი. საკითხი უკავშირდება ფერადკანიანი მამაკაცების ცემის ფაქტს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა ერთ-ერთ სათამაშო მოედანზე - სოზარ სუბარი - მუდმივად იმაზე ლაპარაკი, რომ საქართველო ტოლერანტობის აკვანი იყო, არ ნიშნავს იმას, რომ დღესაც ისეთივე ტოლერანტები ვართ, როგორც ოდესღაც.

      ფაროსანასთან ბრძოლის კიდევ ერთი სტრატეგია - რუსული - აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებულ საკითხებს რუსი სპეციალისტები გაეცნობიან. ვახტანგ ყოლბაია - გალში ფაროსანასთან ბრძოლა „აქტიურდება“.

      უსაფრთხო ქვეყანა საქართველო - ელჩი - გერმანიის შს სამინისტროს განმარტებით, საქართველო სრულად აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც უსაფრთხო ქვეყნად აღიარებისთვისაა დადგენილი.

      დედაქალაქური ამბები - თბილისის მერია ცენტრალური გამზირებისა და ესტაკადების გამწვანება-დასუფთავების სამუშაოებს იწყებს, ასევე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა თბილისში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო. თბილისის მერია 30 ჰიბრიდულ ავტომობილს „ჰიუნდაი ავტო საქართველოდან“ 1 488 450 ლარად იყიდის. კახა კალაძე - „სითი პარკთან“ დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერია, რადგან კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს არღვევდა.

      მამალაძის საქმე - „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ - დეკანოზი გიორგი მამალაძე სახელმწიფოს მხრიდან ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მსხვერპლი გახდა.

      პრეზიდენტნიუსი - გიორგი მარგველაშვილი - ყველა ერი, რომელსაც აქვს მომავალი, ეთაყვანება იმ ადამიანებს, ვინც შესაძლებელი გახადა დღევანდელი დღე. გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს მთავარი მიზანი მეტი მეგობრისა და ისეთი მოკავშირის შეძენაა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ პატარა ქვეყნის უსაფრთხოებით. პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ემირატების კულტურული ღირსშესანაშნაობები დაათვალიერეს.

      სტატისტიკური ინფო - 2018 წლის სამი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 36%-ით გაიზარდა. საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 88%-ით გაიზარდა.

      ჯარი სკოლაში და განათლების ახალი სისტემები- საჯარო სკოლებში თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტი - „ჩვენი ჯარი“ დაიწყო. ლია გიგაური - ახალი სასწავლო წლიდან მეორე კლასელებისთვის გაკვეთილი 5 წუთით შემცირდება, პირველიდან მე-6 კლასამდე კი განახლებული სახელმძღვანელოები იქნება

      ტყე ისევ ფულია - თეთრიწყაროში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

      ენტევე ქართულ ბაზარზე - რუსული მედიაჰოლდინგი „გაზპრომ-მედია“, რომელსაც „НТВ-плюс“-ის ბრენდი ეკუთვნის, საქართველოს სატელევიზიო ბაზარზე შემოდის.

      რობაქიძის საქმე - ექსპერტის მტკიცებით, ბუტა რობაქიძის საქმეზე წარდგენილი ჩანაწერი, რომელზეც 2004 წლის 23 ნოემბრის მოვლენებია ასახული, მონტაჟია. ზურაბ ბაქრაძე - სასამართლოს მივეცი ის ჩვენება, რაც სიმართლეა.

      ფრიდონი დემოკრაიისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე - Freedom House – საქართველოში მედიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით 2017 წელს სამმა უარყოფითმა მოვლენამ გამოიწვია კითხვები.

      აუცილებელი უშიშროება - ლევან ბოძაშვილი - დგას უშიშროების საბჭოს მოწვევის აუცილებლობა.

      ბრინჯაოს მედალი უკუღმართობაში, საქართველოს - ჰაერის დაბინძურების გამო, სიკვდილიანობის დონით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა.

საზღვარგარეთულები:

      რუსული ვეტო - გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის რეზოლუციის პროექტს ვეტო დაადო. დონალდ ტრამპი - მოემზადე, რუსეთო, სირიაში მშვენიერი, ახალი და „ჭკვიანი“ რაკეტები წამოვა. რუსეთის საგარეო უწყება ტრამპის განცხადებაზე - „ჭკვიანი“ რაკეტები ტერორისტების მიმართულებით უნდა მიფრინავდნენ და არა კანონიერი მთავრობის წინააღმდეგ. მიხეილ სააკაშვილი - ვამბობდი, რომ ტრამპი პუტინს ბოლოს მოუღებს - რეიგანსაც კი არ უსაუბრია ასე საბჭოთა კავშირზე, ბრავო, დონალდ ტრამპ! ვლადიმერ პუტინი - რუსეთი იმედოვნებს, რომ მსოფლიოში ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს. ვლადიმერ პუტინი - რუსეთი კვლავაც თანმიმდევრულად გამოვა გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გასაძლიერებლად. დიმიტრი პესკოვი - კრემლი „ტვიტერ-დიპლომატიის“ მომხრე არ არის. ამერიკული და რუსული ამბები - სირიაში ქიმიური შეტევის გამო, დონალდ ტრამპმა ლათინურ ამერიკაში ოფიციალური ვიზიტი. შიდა უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი გადადგა. რუსული ჩქაროსნული გზა - დიმიტრი მედვედევი - ექვს წელიწადში რუსეთმა ისეთი გზა გაიარა, რომლის გასავლელად სხვა ქვეყნებს რამდენიმე ათწლეული დასჭირდათ.

      არჩევნები აზერბაიჯანში და სხვა აზერბაიჯანული ამბები - ილჰამ ალიევმა ბაქოში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სტენდი დაათვალიერა.

      ფეისბუკის უსუსური თავისმართლებები - მარკ ცუკერბერგი - „ფეისბუქის“ თანამშრომლები რუსეთის მიერ დაფინანსებულ ჯგუფებთან „გამალებულ შეიარაღებაში“ არიან ჩართული.

      ბრიტანეთი - The Times - ტერეზა მეიმ ტრამპს განუცხადა, რომ ასადის რეჟიმის მიერ სავარაუდო ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ბრიტანეთს მეტი მტკიცებულებები დასჭირდება.

      სომხური დღის ნიუსები - სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირთან ყოვლისმომცველი და გაფართოებული საპარტნიორო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

      ავიაკატასტროფა ალჟირში - Al Arabiya - ალჟირში ჩამოვარდნილ სამხედრო თვითმფრინავში მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა. ალჟირში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 257-ს მიაღწია.

      საფრანგეთიდან სირიამდე - Figaro - სირიაზე დარტყმის შემთხვევაში, საფრანგეთი ამას საკუთარი ტერიტორიიდან გააკეთებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 294

ტეგები: qwellynews, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: აპრილი 11, 2018||11:54pm

ისეთი სასაცილო და საწყალი გამოსვლა ჰქონდა, სასაცილოდ არ ეყო არავის. თითქოს მილიარდები ამ პირადი ინფოს გაყიდვით არ იშოვა )) მარტომ დავიწყე კოლეჯის ერთ ოთახში ეს საქმე, მარტო შევქმენი და ასე რომ განვითარდა, ცხადია შეცდომებიც იყო და ყველაფერში დამნაშავე მე ვარო. ცრემლი მომადგა კინაღამ. ♥

ლაშა: აპრილი 12, 2018||12:04am

ჩემი გუნდი უპასუხებსო, ხომ თქვა მაგაზე, როგორც სხვა შემთხვევებში - მოშორებაზე იყო. რა უნდა ეთქვა - მაგით მიდგას სული და მაგას რა მათქმევინებსო, ხომ არ იტყოდა? თან 50 მლნ დეაქტივაიცა, 1 დღეში - არაა მარტივი გადასატანი :D 

vako: აპრილი 12, 2018||12:17pm
ერტი კორეას მოჭამა შტატებმა ფეხები და მეორე რუსეთს მოჭამს კიდე ,ფორმაშიააა ვლადიმერრ ვლადიმეროვიჩიი :DDD

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

While the decision to eschew

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 24, 2024.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

Embracing the Unknown

While the decision to eschew PTRs may result in more bugs and glitches, it also paves the way for unexpected delights and unforgettable moments. In a world where information is readily available and secrets are few and far between, the allure of the unknown holds a special charm. By allowing players to stumble upon WoW Classic SoD Gold new content organically, the Season of Discovery rekindles the spirit…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters