ტრაგედია სავაჭრო-გასართობ ცენტრში, სანქციები ქალაქის იერსახეზე და გენგეგმის დაპირისპირება, ევროპის ნდობა ვიზებით

      მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია კემეროვოს ტრაგედიისკენ. საქართველოდანაც სამძიმრის არაერთი წერილი გაეგზავნა დაღუპულების ოჯახს და რუს ხალხს. ამ თემის გარდა, საქართველოში 27 მარტი საინტერესო იყო ევროპის მიერ საქართველოს შეყვარების რიტორიკით და დედაქალაქზე ზრუნვის ახალმერიული იდეებით.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 27 მარტი, 2018 /

      ვიზა როგორც ევროპის ნდობა და სხვა ევროპამიჯნურობის ამბები - გიორგი კვირიკაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ არის მხოლოდ უვიზო მგზავრობის უფლება, ეს არის უდიდესი პოლიტიკური ნაბიჯი და ნდობა საქართველოს მიმართ. ერთი წლის განმავლობაში, ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ საქართველოს 250 000-ზე მეტმა მოქალაქემ იმოგზაურა. ლევან იზორია - მონტენეგრო საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პრინციპული მხარდამჭერია. შს მინისტრის მოადგილე - ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს 192 453-მა მოქალაქემ ევროკავშირის/შენგენის ზონაში 258 663 ვიზიტი განახორციელა, საზღვრის გადაკვეთაზე უარი 1001 ადამიანს ეთქვა. თამარ ხულორდავა - ვიზალიბერალიზაციის პროცესის უხარვეზოდ მიმდინარეობა ჩვენი მნიშვნელოვანი ინტერესია. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - 15 სახელმწიფოდან, რომელსაც უსაფრთხო ქვეყნად აღიარების სისტემა აქვს, საქართველო უსაფრთხო ქვეყნად რვამ აღიარა. სალომე სამადაშვილი - ევროპაში საქართველოს იმიჯის სერიოზული პრობლემა აქვს. შს მინისტრის მოადგილე - ევროპაში თავშესაფრის მიღების მსურველი ქართველები ძირითად მოტივად ოჯახის გამთლიანებას ან ჯანმრთელობის პრობლემებს ასახელებენ. არჩილ თალაკვაძე - ვიზალიბერალიზაციის მიღების დღიდან ოპოზიციას აქვს მცდელობა, რომ ეს პროცესი დაჩრდილონ, ეს არის მათი პოლიტიკური ინტერესი. შს მინისტრის მოადგილე - საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე შესაძლოა, ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს ოფიცრები დასაქმდნენ. გია ვოლსკი - ფაქტი ის, რომ საერთაშორისო დონეზე საქართველო შეფასებულია იმ დონის პარტნიორად, რომელსაც უვიზო მიმოსვლა ეკუთვნის. შს მინისტრის მოადგილე - ევროკავშირის 17 ქვეყანასთან გაფორმებულია თანამშრომლობა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში, 10 ქვეყანასთან გაგზავნილია შეთანხმების ტექსტი.

      ქეთევან ციხელაშვილი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მისი აპარატის ავტომობილი, რომელიც მოზარდს დაეჯახა, გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობდა.

      ჟენევური დისკუსიები - ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 43-ე რაუნდზე საქართველოს დელეგაცია მთავარ საკითხად არჩილ ტატუნაშვილის საკითხს დააყენებს

      აუქციონიზაცია - „დმანისის გადარჩენის ფონდი“ ამჯერად ხის შესყიდვის მიზნით, აუქციონში მიიღებს მონაწილეობას

      პრეზიდენტების შეხვედრა - გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა.

      ექსპრეზიდენტის ქართული მართლმსაჯულება - მიხეილ სააკაშვილმა გირგვლიანის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

      გამკაცრებული კანონები - მიგრაციის დასჯა - არალეგალურ მიგრაციაში ხელშეწყობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება გახდება. ტყუილი და დაფარვა - დანაშაულის დაფარვის და შეუტყობინებლობის, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენების მიცემისთვის სასჯელი მკაცრდება

      ზრუნვა ქალაქზე იერსახის დაცვით იწყებაო - თბილისის იერსახის დამახინჯებაზე სანქციები მკაცრდება. თბილისის იერსახის თვითნებური შეცვლა, მათ შორის, შენობა-ნაგებობის ფერის შეცვლა – 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. თბილისში უნებართვო გარევაჭრობისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და შესაბამისი ჯარიმის ოდენობები იზრდება. დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას ხვალ პარლამენტს და თბილისის საკრებულოს წარუდგენენ. დედაქალაქის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება. ალეკო ელისაშვილი - გენგეგმის წინააღმდეგ მიმდინარეობს "ცეხავიკების" ბრძოლა და ამ ბრძოლას სათავეში კახა კალაძე უდგას. ზაალ უდუმაშვილი - ძალიან მალე მინდა მოხდეს გენგეგმის მიღება, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილს კიდევ არ მოუნდეს ტერიტორიების მიერთება. გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი - ეჭვი მეპარება რამდენად კარგად არის გაგებული მერიის მხრიდან თვითონ გენგეგმა რას წარმოადგენს. თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის დოკუმენტის საჯარო განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ილია ელოშვილი - გენერალურ გეგმაში უკვე არსებული კვარტალური გამწვანებები გამქრალია. გენგეგმის დოკუმენტის საჯარო განხილვისას ვახტანგ შაქარიშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ილია ელოშვილი - გენგეგმაზე მუშაობის პროცესში მთლიანად იგნორირებულია კერძო საკუთრების ცნება. კახა კალაძე - მე ვიწროპარტიული ინტერესებიდან არ გამოვდივარ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქალაქი სწორად განვითარდეს. კახა კალაძე - კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან მაქსიმალური მცდელობა იყო, რომ არეულობა შემოეტანათ. კახა კუკავა - კალაძემ უნდა იცოდეს, რომ თუ ნარმანია „სითი პარკს“ გადაჰყვა, ის თბილისის გენგეგმას გადაჰყვება. კახა კალაძე - გენერალური გეგმის მიღებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ქალაქის მთავრობა იღებს. კახა კუკავა - მერიას გადაწყვეტილი აქვს “სითი ინსტიტუტთან“ ხელშეკრულება გააუქმოს და დედაქალაქის გენგეგმის მიღება გადაავადოს. ვახტანგ შაქარიშვილი - მიუხედავად ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებებისა, ჩემი რეაქციისათვის საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი. თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის საკითხი, შესაძლოა, საკრებულოს დადგენილებით დარეგულირდეს. პარლამენტში ხვალ თბილისის მერს ელოდებიან. რუსუდან მირზიკაშვილი - შიში, რომ რა გვეშველება, თუ არ იქნება თბილისის ახალი გენგეგმა, უსაფუძვლოა.

      ჩუგოშვილის ნიუსები - თამარ ჩუგოშვილი - 43-ე რაუნდის დასრულების შემდეგ მეტი ინფორმაცია გვექნება, რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს ჟენევის ფორმატისგან. თამარ ჩუგოშვილი სამთავრობო ცვლილებებზე - ეს არის მორიგი ჭორი, არ ვიცი საიდან იგონებენ ადამიანები ამ ჭორებს. თამარ ჩუგოშვილი პაპუნა უგრეხელიძეზე - თუ ეს ფაქტი დადასტურდება, შესაძლებელია, კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა რეაგირება იქნას გამოყენებული.

      ფაროსანად იდენტიფიკაცია - კახეთში აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციისა და არეალის დადგენის მიზნით მონიტორინგის სისტემის დამონტაჟება დაიწყო.

      მოძალადე მედია და მედიაზე მოძალადეები - გია ვოლსკი - კონკრეტული მედიასაშუალებების მხრიდან თემის უტრირებულად, სერიოზული ინეტრპრეტაციებით წამოწევამ რაღაც ძალადობის ფორმა მიიღო. შს მინისტრის მოადგილე “ქართულ მარშზე“ - როცა მათი ქმედებები დანაშაულებრივ საქციელში გადაიზარდა, მაშინვე მოხდა რეაგირება.

საზღვარგარეთულები:

      გრძელდება კამპანია - გააძევე რუსი დიპლომატი - რუს დიპლომატებს მსოფლიოს 20 ქვეყნიდან გააძევებენ. სერგეი ლავროვი - რუსეთი არ მოითმენს დასავლეთის ქვეყნების მხრიდან უტიფრობას და რუსი დიპლომატების გაძევებას პასუხს გასცემს.

      ტრაგედია რუსეთში - კემეროვოში საპროტესტო აქციის მონაწილეები ხანძრის გამომწვევი მიზეზების განმარტებას ითხოვენ. ვრცელდება ვიდეო, რომელმაც რუსული სოციალური ქსელები ააფეთქა - მამაკაცი, რომელმაც, სავარაუდოდ, ხანძარი გააჩინა. "ვეღარ ვსუნთქავთ, ვიწვით, დედას უთხარით, რომ მე ის მიყვარს, მშვიდობით" - კემეროვოში ხანძარს შეწირული ბავშვების უკანასკნელი გზავნილები მშობლებს და ახლობლებს. ზურაბ აბაშიძე კემეროვოს სავაჭრო ცენტრში დაღუპულების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ვლადიმერ პუტინი კემეროვოში მომხდარზე - ვიღაცის დანაშაულებრივი გულგრილობისა და დოყლაპიობის გამო, ამდენი ადამიანი დავკარგეთ. კემეროვოში ხანძრის გაჩენის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად გამოძიება მოკლე ჩართვას ასახელებს. გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის ქალაქ კემეროვოში ხანძრის დროს დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. ნინო ბურჯანაძე კემეროვში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. რუსეთში 28 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა. ირაკლი კობახიძე კემეროვოში დაღუპულთა ოჯახებს და რუს ხალხს სამძიმარს უცხადებს. გიორგი კვირიკაშვილი კემეროვოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. კემეროვის ოლქის გუბერნატორი - ხანძარი სავაჭრო-გასართობ ცენტრში შესაძლოა საბავშვო ზეიმზე გაშვებული ფოიერვერკის გამო გაჩნდა.

      სტუმარ-მასპინძელი - მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ჩინეთს ესტუმრა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 229

ტეგები: qwellynews, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

A Comprehensive Look at a Norse-Fantasy Realm

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…

გაგრძელება

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Qwelly World

free counters