"ამ საკითხში არაფერი შენ არ გესმისო"...

ჩემი ერთადერთი უბედურება იწოდება სახელად "ზედმეტად"!!! თუ ვბრაზობ - ზედმეტად, თუ მშვიდად ვარ - ზედმეტად (სხვისთვის გამაღიზიანებლად), თუ მიყვარს - ზედმეტად, თუ ვმეგობრობ - ზედმეტად, თუ ვღელავ - ზედმეტად (ეს არავის სჭირდება), თუ დარდი მაწვება - ზედმეტად (ეს მითუმეტეს აღარავის სჭირდება, ყველას საკუთარი გასაჭირი ყოფნის), თუ მჭირდება(ი) - ზედმეტად, თუ თავს გაბეზრებთ - ზედმეტად, თუ გეჩვევით, გეჩვევი, გეჩვევი... - ეჰ ზედმეტად!

თუ გეგულახდილებით - ესეც ზედმეტად, თუ მკაწრავთ - მტკივა ზედმეტად, თუ გულს გადაგიშლით - ზედმეთად ღიად, თუ ჩემთან ხართ - ზედმეტად მეჩემები, და როცა მეჩემებით - ზედმეტად მარტივად მტოვებთ...

და ის სიტყვებიც ზედმეტად ყელში უჭერენ გულს.

ნახვა: 292

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დაჩემება, დღური, მეგობრობა, ტკივილი, ურთიერთობა, ქველი

Kakha: თებერვალი 3, 2015||11:52am

მართალი უთქვიათ არ გესმის არაფერი :DD

თა _ მო: თებერვალი 3, 2015||1:14pm

Kakha გაგიმართლა რომ გუშინ არ დაწერე ეს :D :P

Kakha: თებერვალი 3, 2015||1:18pm

თა _ მო ჰო მიმართლებს, იღბლიანი ვარ :D

თა _ მო: თებერვალი 3, 2015||1:20pm

Kakha ვხედავ :P

Kakha: თებერვალი 3, 2015||1:25pm

თა _ მო ისე ეს სიტყვა " ზედმეტად" რა საჭიროა :DD

თა _ მო: თებერვალი 3, 2015||1:29pm


Kakha მეც ეგ მაინტერესებს, ვინ მოიგონა საერთოდ რა :D

Kakha: თებერვალი 3, 2015||1:59pm

თა _ მო გრამატიკოსებს უნდა ვკითხოთ, შანიძეს შენ კითხე მე კვაჭაძეს ვკითხავ :D

თამარი: თებერვალი 3, 2015||10:54pm

"თუ დარდი მაწვება - ზედმეტად (ეს მითუმეტეს აღარავის სჭირდება, ყველას საკუთარი გასაჭირი ყოფნის)" :(

თა _ მო: თებერვალი 3, 2015||11:20pm

გარკვეული მიზეზების გამო დგეს კომენტარებზე ვერ გიპასუხებთ სათანადოდ :*

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

There is not anything to champion

გამოაქვეყნა Megaomgchen_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2021.
საათი: 5:52am 0 კომენტარი



I would call it cautious optimism, as NFL teams start to submit formal request slips to …

გაგრძელება

უზენაესი გამარჯვება რუსეთზე და ცივი აცრა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 21, 2021.
საათი: 11:03pm 0 კომენტარი

      დავაში გამარჯვებული ქვეყნის სტატუსი გვაქვს - რუსეთს მოვუგეთ. მართალია ომიც მოვუგეთ 2008-ში, მაგრამ აღმოჩნდა რომ არ მოგვიგია. ახლა კი სტრასბურგში მოვუგეთ - უზენაესი სამართლის სახელით მოღვაწე ამ ორგანიზაციაში. ქვეყანა ამ გამარჯვებას ზეიმობს, იქით კოვიდის ვაქცინაციას იწყებს, აქეთ ელიაშვილის ოპოზიციონერობას განიხიავს. მელაშვილისა და ილიჩოვას საქმის გამოძიებაც დასრულდა. ბაიდენი - პრეზიდენტია! რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა -…

გაგრძელება

გირჩულ-ელისაშვილური ტანდემი, პანდემიის შემცირება და ნავალნის დაპატიმრება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 18, 2021.
საათი: 10:30pm 3 კომენტარი

      როცა შიდა ამბებში აქტიურობა კლებულობს, გარედან მეტი ნიუსი ისმისო, უთქვამთ. ასე იყო დღესაც - ნავალნის რუსეთში ჩასვლა და მისი დაპატიმრება ჩვენი პოლიტიკური ამბების ნაწილიც გახდა და შეფასებებიც ისმოდა ქართულ ინტერვიუებში. ქვეყნის შიგნით ელისაშვილის და გირჩის დამეგობრების და დანარჩენ ოპოზიციასთან კინკლაობის ამბავია. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 247915, გუშინ დილის შემდეგ - 110; გამოჯანმრთელებული - 234636, გუშინ დილის შემდეგ…

გაგრძელება

კაპიტოლიუმის დაცვა

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: იანვარი 17, 2021.
საათი: 6:46pm 1 კომენტარი

      უკვე დიდი ხანია, ამერიკას ასეთი რამ არ უნახავსო, ასეთი სირცხვილი არ უგემია და ასეთი უსუსური არ ყოფილაო - ასეთი შეფასებები ისმოდა ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმში შეჭრის შეფასებებში. ეს ამბავი, მართლაც იანვრის მთავარი ნიუსი იყო და სულ მალე, შეჭრილი „აჭრილები“ მსოფლიოს ვირუსულად მოედნენ, გაპოპულარულდნენ და გავარსკვლავდნენ.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters