ბავშვობაში ყველა ფიქრობს იმაზე თუ ვინ უნდა გამოვიდეს, როცა გაიზრდება. მეც, გაგიკვირდებათ და, მქონდა ეგეთი მომენტი ☺ სულ გავიძახოდი ექიმი უნდა გამოვიდეთქო ☺ სურვილი ნაწილობრივ ამიხდა, ხშირად ვათვალიერებ საავადმყოფოების კედლებს, ჭერს, საოპერაციო მაგიდებს ☺ ექიმის რა მოგახსენოთ, მაგრამ აქტიური პაციენტი მაინც ხომ გამოვედი... ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ბავშვობაშიც კი არ მომსვლია აზრად ნათურა ვყოფილიყავი, არა და ფანტაზიას არასდროს ვუჩიოდი ☺ თქვენც გაგიკვირდათ ხო? მეც ეგეთი გაკვირვებული ვიყავი, პირველად ამ აზრმა რომ გაისეირნ-გამოისეირნა ჩემს თავში. მაგრამ... აი წარმოიდგინე, ნათურა ჩვეულებრივად ანათებს ოთახს და თუ მოულოდნელად მაღალი დენი მოვიდა, ნათურა ვერ უძლებს და ძალიან მარტივად გადაიწვება ხოლმე. გადაიწვება, გამოცვლიან, ნაგავს გააყოლებენ და მორჩა მანდ მთელი ისტორია. ნათურას არ უწევს დიდი ხანი გაუძლოს მაღალ დენს, მისგან არავინ ელოდება, რომ ის გადაიტანს და ცოტა ხანში ისევ განათდება! მას უბრალოდ ისე შეცვლიან, თვითონ რომ ვერაფერს გაიგებს ☺ ამის მერე როგორ არ უნდა ინატრო ნათურად ყოფნა? ☺

თუმცა ამ სურვილთანაც ფრთხილად უნდა ვიყო, წეღან როგორც მოგიყევით, ჩემი სურვილები ხდება, ოღონდ პატარა სახეცვლილებებით და ნათურის ნაცვლად ელექტროენერგიად არ ვიქცე. ხომ გადავბუგე მერე ყველა ☺ ☺

ნახვა: 243

ტეგები: Qwelly, ბავშვობა, ბლოგი, დღიური, სეირნობა, სურვილები, ქველი

თა _ მო: იანვარი 19, 2015||9:42pm

ნათია ბიჭად ყოფნის სურვილი მე ახლაც მიჩნდება ხოლმე, როცა ვინმე ძალიან გამაბრაზებს :D :D :D

თა _ მო: იანვარი 19, 2015||9:55pm

ნათია მაშინ საჭიროების შემთხვევაში მოგმართავ :))))

ლაშა: იანვარი 20, 2015||7:24pm

თა _ მო შენც რაღა უბრალო ნათურობა მოინდომე, ან "პროჟექტორობა" თქვი, ან რამ ძლიერი და გამძლე მაინც მოითხოვე :((( სად გაგონილა შენი გადაწვა?? ვინ მოგცა ამის უფლება?? (( ეგოისტური ნათურა იქნებოდი :P :D 

თა _ მო: იანვარი 21, 2015||12:00am

 მოიცა რა ლაშა :) რა პროჟეკტორობა, ცოტა ხო უნდა შეესაბამებოდეს ახლანდელ ჩემს მდგომარეობას :D საპროჟეკტორო გოგო 47 კგ-ზე  ცოტა მეტი მაინც  უნდა იყოს :D

ლაშა: იანვარი 21, 2015||11:53am

ნუ, ეგ კიი თა _ მო, მაგრამ უბრალოდ ნათურობაც არ მომწონს, რაღაც სხვა უნდა მოვიფიქროთ :D 

თა _ მო: იანვარი 21, 2015||1:23pm

ლაშა თუ რამეს მოიფიქრებ, გამაგებინე :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ექსტრადირების ამბავი, კოკაინი და მიყურადება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2021.
საათი: 11:26pm 0 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება კოვიდის მეხუთე ტალღაზე საუბარი და შესამზადებლად ვაქცინაციის წახალისება. დღის მთავარ ამბებში კვლავ საარჩევნო „სისუფთავეა“, ასევე ფარული ჩანაწერები ნელ-ნელა გამომზეურება მტყუან-მართლის გარკვევის პარალელურად. მეგის ქარდავას ექსტრადაცია განხორცილდება. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პროტესტები საარჩევნოდ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 16, 2021.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      როგორც ჩანს დაანონსებული წვიმები მხოლოდ ქობულეთს აუხდა მძიმედ - ძლიერმა წვიმამ სახლები დაიტბორა, რამდენიმე სოფელში კი მეწყრული პროცესები განვითარდა. ქვეყანაში ისევ მოსმენების ამბავია აქტუალური და კვლავ სუს მიმართ ისმის კითხვები და პროტსტები. ცხადია, ყველაფერი არჩევნებს უკავშირდება და მის გარშემო ტრიალებს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1141 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 16…

გაგრძელება

საარჩევნო ტრადიცია - მოსმენები, მიყურადებები და ჩანაწერების გამომზეურება, მერე კომენტარები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 15, 2021.
საათი: 10:30pm 1 კომენტარი

      გამოდარებას არ შეგარგებენ რა, ხვალ და ზეგ წვიმა და ძლიერი ქარი გველოდებაო. დღეს კი მეინსტრიმული აღმოჩნდა ჩვენი საარჩევნო ტრადიცია - ფარული მიყურადების, მოსმენოების, ჩანაწერების მოულოდნელი გამომზეურება და სკანდალ-სკანდალ ნიუსები. დღის მთავარი თემა სწორედ ეს იყო. მეორე მთავარი ამბავია მოახლოებული არჩევნები. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 15…

გაგრძელება

ჩანაწერები საპატრიარქოზე და არჩევნები ნარკოტესტებზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 13, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      არჩევნების მთავარი ამბავი ნარკოტესტი და ბანერებია. კანდიდატების დაფიპირისპირება ვირტუალურ რეალობაში გადადის. ახლოვდება არჩევნები და ყველა თემა მის გარშემო აქტუალურდება. დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და კოვიდიც გააქტუალურდა. ტრანსპორტი კი ამუშავდა, მაგრამ როგორც კალაძე ამბობს - არც ერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დაიძვრება, თუ მგზავრი პირბადის გარეშე იქნება. დღის ახალი სკანდალი - ხელისუფლება საპატრიარქოს უსმენს, უმაღლესი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters