მსოფლიოს უდიდესი ნაწილის საერთო მხიარულებას უერთდებით და ქველინიუსი გილოცავთ ახალ, 2018 წელს! სიკეთე და სიხარული მოეტანოს ამ წელს, მხოლოდ კარგი ამბები ისმოდეს და სასიამოვნე სიახლეების წერა გვიწევდეს და მთელი წლის განმავლობაში! რა ხდებოდა დღეს, ახალი წლის, პირველი თვის, პირველი დღეს? თან ორშაბათს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 1 იანვარი, 2018/

      იყო მილოცვები და მხოლოდ და მხოლოდ მილოვები, ამიტომ დღეს ყველა სიახლე ერთად იქნება: გაერო-ს გენერალური მდივანი - 2018 წლის დამდეგს, მოგიწოდებთ ერთობისკენ - გულწრფელად მჯერა, რომ შეგვიძლია სამყარო უფრო საიმედო და უსაფრთხო გავხადოთ. ილია მეორე - წარსული წელი იყო მძიმე, მაგრამ ღვთის მადლით დავძლიეთ - სიყვარულით ვულოცავ ახალ წელს მკვიდრთა საქართველოისათა. გიორგი მარგველაშვილი - თავისუფალი საქართველოს შესაქმნელად კარგად უნდა გავიაზროთ ყველა გამოწვევა და გავერთიანდეთ მთავარი მიზნის მისაღწევად. პრეზიდენტი - 2018 წელს გილოცავთ დარბაზიდან, სადაც 100 წლის წინ დამოუკიდებლობა გამოცხადდა. გიორგი კვირიკაშვილი - მინდა, საუკეთესო სურვილებით მივულოცო ახალი წლის დადგომა მათ, ვინც თავდაუზოგავად ემსახურება ჩვენს ქვეყანას და ხალხს. პრემიერი - გისურვებთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც ყველა იდეის განხორციელება შესაძლებელია, სადაც ვუფრთხილდებით არსებულს და საკუთარი ხელით ვქმნით მომავალს.

      თბილ თბილსს თოვლი არ მოეკარა, მაგრამ იყო დიდთოვლობაც საქართველოში - გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამერიკაში, საერთოდ ნიაგარას ჩანჩქერი გაიყინა.

      გუშინ ცის გასანათებლად კიდევ ერთხელ დაიხარჯა მილიონები მთელი საქართველოს მასშტაბით. იყო სავალალო შემთხვევებიც - თითების ამპუტაცია და მრავლობითი დაზიანებები - პიროტექნიკით 20-ზე მეტი პირი დაშავდა.

      როგორ აღნიშნა მსოფლიომ ახალი წელი:


ახალი ზელანდია


ჰონგ-კონგი


სეული


სიდნეი


სინგაპური

გილოცავთ ახალ წელს!

ნახვა: 350

ტეგები: qwellynews, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

პარლამენტის შინ და გარეთ არეულობები, დაპირისპირებები და საბოლოოდ დამტკიცებული მოსამართლეები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 12, 2019.
საათი: 11:41pm 0 კომენტარი

      12 დეკემბერი სრულად პარლამენტმა დაისაკუთრა. დილიდან ჯერ პარლამენტის წინ იყო არეულობა და გაურკვევლობა, დაპირისპირებები, პიკეტირება და გზის პოლიციური გახსნა და მოგვიანებით, პარლამენტის შიგნით გაიმართა განკითხვა-განუკითხაობა მოსამართლეების დანიშვნი თაობაზედ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 12 დეკემბერი, 2019

      პარლამენტთან დილიდან და მთელი დღე - პარლამენტის ყველა შესასვლელთან ოპოზიციის…

გაგრძელება

ადამთან საუბარი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: დეკემბერი 12, 2019.
საათი: 1:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - ამჩნევ რაიმეს?

      - რაზე ამბობ...

      - სამოთხის ბაღში რაღაც გაუგებარი ხდება.

      - მაინც რა?

      - შეიცვალა. ისეთი აღარაა, როგორიც უწინ იყო...

      მეძნელებოდა ამაზე საუბარი, მაგრამ რახან სათქმელი უკვე ვთქვი, სიტყვა აღარ გავწყვიტე. გულდაწყვეტით შევჩივლე ადამს, რომ სამოთხის ბაღს ვეღარ კი ვცნობ ამ ბოლო…

გაგრძელება

მთავარსარდალი მთავარ ჯარზე და გალახული ოპოზიციონერები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 11, 2019.
საათი: 9:00pm 2 კომენტარი

      დეკემბერი დადგაო და აქციების ჯერ კიდევ არ სცივათ. თვის განზოგებას, მასშტაბური აქციები და გამოსვლებიც კი იგეგმება, მაგრამ ეს მომავლისთვის. დღის მთავარი თემა პრეზიდენტის განცხადება გახდა - უჩვეულოდ, სალომე ზურაბიშვილი ნიუსების მეინსტრიმში მოხვდა. ამჯერად, ქალი მთავარსარდალი ქართულ ჯარზე და უფრო სწორად, ქართულ ძალაზე თუ უძლურებაზე ალაპარაკდა. დღის მთავარი თემა იყო გაბაშვილი-უგულავას აეროპორტის თავგადასავალიც.

საქართველოს და…

გაგრძელება

ევროპელებით თანდასწრებით განხილული პროპორციულობა ან ბევრი მაჟორიტარიზმი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 9, 2019.
საათი: 7:30pm 0 კომენტარი

      დავიწყოთ დეკემბრისთვის დამახასიათებელი ამბებით - ამ თვის 15 რიცხვამდე, საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია პროგნოზირებული. დღის მთავარი თემა, არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კამათები და შეხვედრები, ოპოზიციურ-პოზიციურ-ევროპული განხილვები და რჩევა-შენიშვნების გაცვლა-გამოცვლა იყო.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 9 დეკემბერი, 2019

      მოლაპარაკებები ქვეყნის მომავალზე - კარლ ჰარცელი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters