ჯარიმები კამერებით, პანკისის სპეცოპერაცია, სააკაშვილის სასამართლოები, ირანის არეულობა და ბირთვული ღილაკის მაგიდა

      უნალექობა იწინასწარმეტყველეს და ყველაფერი კარგი ისე აგიხდეთ, როგორც დღეს სითბო და უნალექობა იყო. თუმცა საახალწლო განწყობა ყველგან არ დამდგარა - მაგალითად, პანკისის საქმე კვლავ აქტუალურია და 19 წლის ახალგაზრდა კვლავ მძიმე მდგომარეობაში, ასევე, დღესაც აქტიურად განიხილებოდა საქარტველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლოები ორ ქვეყანაში, ირანში ჯანყი და არეულობა (ეგენი საერთოდ არ ზეიმობენ ახალ წელს 1 იანვარს, იხილეთ: 7 ქვეყანა სადაც ახალ წელს არ აღნიშნავენ ) და კორეული ბირთვული იარაღი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 3 იანვარი, 2018/

      ჭკვიანი კამერები მართლაც ჭკვიანობენ - ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა ერთ თვეში 31 377 დარღვევა დააფიქსირეს. აქედან, ყველაზე მეტი რუსთაველის გამზირზე, შარტავასა და ბელიაშვილის ქუჩებზე. ჯარიმების დროულად გადახდისთვის ფასდაკლებით 8 626-მა მძღოლმა ისარგებლა. აქვე მართვის მოწმობები და სხვა საავტომობილო სიახლეები - 2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს 2018 წლის პირველი იანვრიდან იურიდიული ძალა კვლავ უნარჩუნდებათ.

      ავარიული ახალი წელი - პიროტექნიკის გამოყენებისას მიღებული დაზიანებებით 44 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა. საჩხერეში, პიროტექნიკის აფეთქების გამო, არასრულწლოვანმა ხელის მტევანი დაკარგა.

      პანკისის საქმე - სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი ისევ უგონოდაა. ექიმი - თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა, შეიძლება ითქვას კრიტიკულიც. თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობაში ამერიკიდან ჩამოსული ექიმი ჩაერთვება. გიორგი კანდელაკი - პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს საიდუმლოებას, უნდა გასაჯაროვდეს. დავით სერგეენკო - თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობაზე კიდევ ერთი კონსილიუმი ჩატარდება და გადაწყდება, პაციენტს გადაიყვანენ თუ არა სხვა კლინიკაში ან სხვა ქვეყანაში. ”უხუცესთა კავშირის გამგეობა” მიიჩნევს, რომ მათ მიერ გავრცელებული განცხადება საზოგადოებას დაეხმარება, სწორად აღიქვან სუს-სთან შეხვედრის მიზანი. ადვოკატი - ვერსიებია, რომ მაჩალიკაშვილის გადაყვანა განხორციელდეს გერმანიის, ისრაელის ან თურქეთის კლინიკაში, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის ჩართვას გეგმავს. კახეთის გუბერნატორი პანკისში უხუცესთა საბჭოს წევრებს შეხვდა. ექიმი - თემირლან მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ ტრანსპორტირების საკითხზე კონსილიუმის მეორე ეტაპი დასრულდა, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხდა. მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი - ჩემი ინფორმაციით დასტურდება, რომ ჩატაევთან ერთად ლიკვიდირებული პირები საქართველოში საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდნენ. თემირლან მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ადვოკატი ექიმებისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს. კახეთის გუბერნატორი - პანკისის ხეობის მცხოვრებლებთან შეხვედრაზე სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციები გავცვალეთ. დუისში, სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში ექსპერტები მუშაობენ. ადვოკატი - ახმედ ჩატაევი იყო საერთაშორისო ტერორისტი, რა კავშირი შეიძლება ჰქონოდა გამოუცდელ ბიჭთან და რატომ გაიხდიდა იგი თანამზრახველად მაჩალიკაშვილს? ირაკლი ქადაგიშვილი - ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების ჩატაევსა და მის დაჯგუფებასთან კავშირი ცალსახად იკვეთებოდა. მალხაზ მაჩალიკაშვილი - ჩემს შვილს ჩატაევთან არანაირი ნაცნობობა არ აკავშირებს, ძალიან გთხოვთ, ჩატაევს ჩემს წინაშე ნუ ახსენებთ. მალხაზ მაჩალიკაშვილი - ჩამოსულმა ექიმმა თქვა, რომ ოპერაცია მაღალ დონეზეა ჩატარებული, თემირლანისთვის ყველაფერი კეთდება. ზაზა ლურსმანაშვილი - კონსილიუმი თემირლან მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე შეთანხმდა. ირაკლი ქადაგიშვილი - პანკისის ხეობის უხუცესებზე გარკვეული ზეწოლა მიმდინარეობს.

      გირგვლიანი საქმე - სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს განახლდა. პროკურორი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებს. ადვოკატი მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვს. ხატია დეკანოიძე - არ მაქვს მოლოდინი, რომ მოსამართლე არევაძე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე ობიექტური იქნება. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი მოსამართლეს - თუ თქვენ გამოიტანთ გამამტყუნებელ განაჩენს, ეს იქნება კონსტიტუციის დარღვევა. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა სანდრო გირგვლიანის საქმის პროკურორებს კანფეტები ესროლეს. ადვოკატი - სააკაშვილის მიმართ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს. პროკურორები იმედოვნებენ, რომ გირგვლიანის საქმეზე, სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

      თბილისი - მამუკა სალუქვაძე - გენგეგმას მერიას დღეს წარვუდგენთ, რა შენიშვნებიც გასათვალისწინებელი იყო, გავითვალისწინეთ - კარგი იქნება, რომ წაიკითხონ, მივუთითებთ გვერდებს, სად რა წერია. თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი მერიისგან დაკისრებული 140 ათას ლარიანი ჯარიმის გაუქმებას ითხოვს. მერიის არქიტექტურის სამსახური დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფისთვის დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას არ აპირებს.

      უშუქო უშგული - უშგულის მოსახლეობას 10 დღეა ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

      საწრთვნელი გემი ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს - დიმიტრი ქუმსიშვილი - სასწავლო-საწვრთნელი გემის არსებობა ბათუმის საზღვაო აკადემიას სტუდენტების პროფესიულ მომზადებაში დაეხმარება.

      იუბილე მიღებების გარეშე - პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით ხვალ, საპატრიარქოში ტრადიციული საყოველთაო მიღება არ გაიმართება. ისრაელის პრეზიდენტი ილია მეორეს - თქვენმა სულიერმა წინამძღოლობამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა თანამედროვე საქართველოს განვითარებაში და ტოლერანტობის სულის განმტკიცებაში.

საზღვარგარეთულები:

      ისევ სააკაშვილი, ამჯერად უკრაინაში - უკრაინის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დღეს გაიმართა. უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის სარჩელის არსებითი განხილვა დღეს გაიმართა. მიხეილ სააკაშვილი - გადავწყვიტე სააპელაციო სასამართლოში მომეყვანა ჩემი ვაჟი, რადგან რომ გაიზრდება, ემახსოვრება როგორ გამოიყურებოდა საბჭოთა კავშირი. მიხეილ სააკაშვილი - კიევსა და თბილისში ჩემს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი იწყება - ოლიგარქები ახერხებენ მოლაპარაკებას, თუმცა არ ვიცოდი, რომ ასეთი სულელები არიან. მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით უკრაინის გენპროკურატურის საჩივრის განხილვა 11 იანვრამდე გადაიდო. მიხეილ სააკაშვილი - დღეს ცრუ ბრალდებებზე დაყრდნობით განაჩენს გამომიტანენ. მიხეილ სააკაშვილი - აქციების თარიღებზე ყველა პარტია ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ, რათა არავინ უწოდოს მათ „მიხო მაიდანი“ და „სააკაშვილის აქციები“. კიევის საოლქო სასამართლომ სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

      არეულობა ირანში - ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი - ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების უკან აშშ, დიდი ბრიტანეთი და საუდის არაბეთი დგანან. დონალდ ტრამპი - როგორც იქნა, ირანელმა ხალხმა სასტიკი და კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ მოქმედება დაიწყო. თეთრი სახლის პრესმდივანი - ჩვენ ვხედავთ ნამდვილ სახალხო აჯანყებას, რომლის უკან მამაცი ირანელები დგანან. ნიკი ჰეილი - ირანელი ხალხი თავისუფლებას მოითხოვს, თავისუფლების მოყვარე ყველა ადამიანმა მათ მხარი უნდა დაუჭიროს. ჰასან რუჰანი იმედოვნებს, რომ ირანში პროტესტი რამდენიმე დღეში დასრულდება. ზურაბ ბატიაშვილი - ირანში რეჟიმის ცვლილება და ლიბერალური დემოკრატიის დამკვიდრება ნაკლებად მოსალოდნელია. თურქეთმა ტრამპი და ნეთანიაჰუ ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. დონალდ ტრამპი - პატივისცემა ირანელ ხალხს, თქვენ აშშ-სგან დიდ მხარდაჭერას მიიღებთ. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელი - არეულობა დასრულდა და აჯანყება ჩახშობილია.

      სამუშაო მაგიდა როგორც ასეთი - კიმ ჩენ ინი - არავის ვემუქრები, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბირთვული ღილაკი ჩემს სამუშაო მაგიდაზეა. დონალდ ტრამპი - გთხოვთ, კიმ ჩენ ინის დაუძლურებული რეჟიმიდან ვინმეს უთხარით, რომ მეც მაქვს ბირთვული ღილაკი, თანაც ჩემი უფრო ძლიერია, ვიდრე მისი. ნიკი ჰეილი ჩრდილოეთ კორეაზე - ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის თავზეხელაღებული რეჟიმი. რუსი სენატორი - ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიც ამერიკაა, ჩრდილოეთ კორეას ატომური ბომბის ღილაკის სიდიდით არ უნდა შეეჯიბროს.

      ტრამპმა წელსაც აქტიურად დაიწყო - დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ პალესტინა ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ წარმართავს, ფინანსურ დახმარებას შეუწყვეტს. დონალდ ტრამპი „წლის ყველაზე უნამუსო და მოსყიდული მედიისთვის“ ჯილდოს მინიჭებას გეგმავს. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, რუსეთი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ერეოდა და ეს ტრამპისთვის ცნობილია.

      სიკვდილით დასჯა აფრიკაში - ეგვიპტეს ხელისუფლებამ ტერორიზმში ბრალდებული ხუთი პატიმარი სიკვდილით დასაჯა

      წაგებულები პრეზიდენტდებიან?! - ჰონდურასში პრეზიდენტობის დამარცხებული კანდიდატი ინაუგურაციის გამართვას გეგმავს.

      გვინეა არ გადატრიალდა - ეკვატორული გვინეის ხელისუფლებამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აღკვეთა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 220

ტეგები: qwellynews, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters