გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      კიდევ რამდენი საოცარი რამ გამჟღავნდა ჩემთვის პატარა დავიწყების შემდეგ, ასე მეჩვენება, თითქოს ნისლის ფაფუკი ბოლქვები აიკრიფაო. უფლის თვალთა ბრწყინვალებაც კი ვიხილე... .

      როგორც ვარდის კოკორი გაიხსნება გაფურჩქვნისას, ისე გაიხსნა სამოთხის ზეცა. სივრცეები ფერადი ფურცლებივით გადაიშალნენ, და მე დავინაზე უთვალავი მზე. ბევრნი იყვნენ, ძალიან ბევრნი და ერთმანეთს ოდნავადაც არ ავიწროებდნენ, არც ხელს უშლიდნენ, ყველა მათგანი თავისი ბრწყინვალებით ნათობდა, რომელსაც თავისი ელფერიც თან ახლდა.., მეწამული, მტრედისფერი თუ ოქროსფერი...

      ჩვენი მზეც დავინახე, მე ის მაშინვე ამოვიცანი, და ძალიანაც გამიხარდა მისი დანახვა. რამდენი მზე ენთო ირგვლივ, მათგან ბევრი იყო გამორჩეული ბრწყინვალებით გარემოსილი, მაგრამ ჩვენი მზე მაინც ყველას მერჩივნა. ყველა სხვა მზეზე უფრო მესალბუნება და მომწონს მისი ოქროვანი გვირგვინი. ახლა უკვე შემეძლო დიდხანს მეცქირა მისთვის, თვალებს აღარ მჭრიდა დაფურცლულ სივრცეთა წიაღში, მაგრამ მაინც სხვა მხარეს გამექცა თვალი.

      რამდენი რამ იყო სანახავი... თუნდაც მთვარე, ჩემთვის კარგად ნაცნობი მთვარეც გამოერია ამდენი მზეების რიგში, ფერმკრთალი სახე ჩემსკენ მოაბრუნა და ჩვეულებისებრ სევდიანად შემომხედა. მთვარეც ნათობდა თავის ნაზი შუქით, უთვალავ მზეთა ბრწყინვალება ხელს როდი უშლიდა, მასაც ეფრქვია თავისი მკრთალი შუქი. ციცინათელებიც კი დავინახე, მნათი ნაპეწკლებივით კიაფობდნენ, ამ უსაზღვრო ბრწყინვალების წიაღში არც მათ დაჰკარგვიათ ნათების ნიჭი.

      მერე კი პაწია ცთომილებმა და კუდიანმა ვარსკვლავებმა ჩააბეს ნამდვილი ფერხული, ძალიან თავშესაქცევი სანახავნი იყვნენ. განსაკუთრებით კუდიანი ვარსკვლავები. ისეთ მარყუჟებს ავლებდნენ ცაზე, ძლივს ვასწრებდი თვალის მიდევნებას. ნათებით, ცხადია, ისინიც ნათობდნენ, ამ მხრივ მათ ვერაფერს აკლებდა უთვალავ მზეთა თაიგულები... და საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ შეიძლებოდა თავი ერთად მოგეყარა ყველა მნათობისთვის, ერთად შეგეკრიბა ყველა მათგანის ბრწყინვალება, მაგრამ უფლის თვალთა ბრწყინვალებასთან ახლოსაც ვერ მოვიდოდნენ. ამავე დროს კი მის გვერდით არავის ეკარგება თავისი წილი ნათელი, თუნდაც სულ მცირე. აგერ, კუდიანი ვარსკვლავები, განსაკუთრებული ელვარებით სულაც ვერ დაიკვეხნიან, მაგრამ აქ მშვენივრად ნათობენ და ძალიანაც მართობენ თავიანთი საოცარი მარყუჟებით. ვუყურებ, ვუყურებ და არ მბეზრდება, მაინც როგორ არ იღლებიან, თავბრუც კი დამეხვა მათ შემყურეს...

      ჰოდა, ამ საოცარი სანახაობით თვალებაჭრელებულმა დროზე ვერ შევამჩნიე, გაფერმკრთალება რომ იწყეს კუდიანმა ვარსკვლავებმა. ვხარობდი მათი შემყურე, ტაშს ვუკრავდი, ისინი კი თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდნენ... და ზუსტად იმ ადგილიდან მზემ შემომცინა ჩემთვის ესოდენ ნაცნობი ალერსიანი ღიმილით. სამოთხის ბაღის თავზე კვლავ ლურჯი ცა კამკამებდა, ჩვეულ რიგს დაბრუნებოდა ირგვლივ ყოველივე. ერთი წამით დავფიქრდი და გამახსენდა, რომ არც კი მიცდია, უფლის თვალისთვის გამესწორებინა მზერა, მხოლოდ მის თანმდევ სხივთა კონებს შევყურებდი. A მეტისმეტად გავერთე იმ საოცარი სანახაობების ჭვრეტით, სამოთხის ცაზე რომ გადაიშალა. თითქოს ხელახლა ჩამესმა სამოთხის ჩიტის სიტყვები, შენ ყოველთვის ცოტათი დაუდევარი იყავიო.

      ძალიან, ძალიან ვეცდები, აღარ დავივიწყო ეს სიტყვები და უფრო მეტი ყურადღებით ვუყურო სამოთხის ზეცას, როდესაც იგი კვლავ დაიფურცლება ვარდის კოკორივით.

ორნი

      ადამმა ერთხანს გადაივიწყა ქვების სროლა და ხეებზე ჯოხების ბრახაბრუხი, რითაც თავს ირთობდა ხოლმე, ფრინველების მიბაძვა მოსწონს. თან როგორც ვატყობ, ჩემთან ერთად ურჩევნია ამ ახალი თამაშით გართობა. დამინახავს თუ არა, მაშინვე ხელებს ფართოდ გაშლის და ჩამოუვლის, აქაოდა ფრინველი ვარო. მეც ძალიან მომწონს ეს თამაში, არც მბეზრდება... და აი ასე ხელებგაშლილები დავფარფატებთ სამოთხის ბაღში. სამოთხის ბაღის ყველა მკვიდრი ჩვენ შემოგვხარის, და თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ ორივენი.

      მერე სხვა გასართობიც მოვიფიქრეთ (აბა სანამდე უნდა გვეფარფატა ფრინველებივით ხელებგაშლილებს?), მე გამახსენდა, როგორ ვეთამაშებოდი მზეს დამალობანას და ადამს შევთავაზე, დამალობანა ჩვენც ვითამაშოთ-მეთქი. ადამმა მკითხა, როგორი თამაშიაო.

      მე ავუხსენი:

      - ერთერთი ჩვენგანი უნდა დაიმალოს, ისე როგორც მზე იმალება ღრუბლებს იქით, მეორემ კი უნდა მოძებნოს.

      სიტყვა დამთავრებული არ მქონდა, რომ ადამი გაიქცა და დაიმალა, არც კი დაუცადა, სანამ თვალებს დავხუჭავდი. ჰოდა, მეც სულ ადვილად მოვძებნე იგი, თან ჩუმჩუმად მეცინებოდა მის სულსწრაფობაზე.

      - ახლა კი მე დავიმალები, შენ თვალები დახუჭე, - ვეუბნები ადამს.

      - რატომ მაშინვე არ მითხარი?

      - როდი მაცალე, უკანმოუხედავად გაიქეცი.

      თითქოს გაბრაზება დააპირა, მაგრამ ეტყობა, ძალიან უნდოდა ამ ახალი თამაშით გართობა, თვალები მაინც დახუჭა. მეც დავიმალე. ადამმა თვალები გაახილა, დიდხანს მეძება, მაგრამ ვერ მიპოვა. რას მიპოვიდა, ისეთ გაბარდულ ბუჩქებში შევძვერი, ტანზეც მწვანე ფოთლები შემოვიხვიე.

      - ჭიტა! - დავუძახე ადამს და ბუჩქებიდან გამოვძვერი. შემომხედა, ძალიან დაბნეული სახე ჰქონდა.

      ასე რამდენჯერმე განმეორდა, ადამმა ვერა და ვერ მიპოვა.

      - ახლა კი მე დავხუჭავ თვალებს და შენ დაიმალე, - დავრთე ადამს დამალვის ნება. ისიც მაშინვე გაიქცა და დაიმალა. მე ახლაც სულ ადვილად ვიპოვე იგი, მის ფეხის ხმას მივაყურადე. ისეთი ხმაურით და ბრაგაბრუგით დარბის, თითქოს კამეჩი დაკუნტრუშებსო, მე კი ვცდილობ ბალახიც კი არ შევარხიო ჩემი ნაფეხურებით. ჰოდა, ახლა ძალიან გამომადგა. არა, დამალობანას თამაშში ადამი ნამდვილად ვერ მაჯობებს.

ადამი ისევ ძველი ადამია

      მე და ადამმა დაჭერობანა ვითამაშეთ. აი ეს კი კარგად გამოსდის, რადგან ძალიან სწრაფად დარბის. აბა რა იქნება, სულდგმული არ დარჩენილა სამოთხის ბაღში, სირბილში რომ არ გაჯიბრებოდა. სულ ადვილად დამიჭირა, როცა პირველად გამომიდგა, მე კი ძალიან გამიძნელდა მისი დაჭერა.

      თუმცა მერე მეც მოვახერხე რაღაც... გზა მოვუჭერი და წინ დავხვდი, როცა თვითონ თვალაბმულივით მიჰქროდა. ოღონდ სწრაფად ერბინა, სხვაზე აღარაფერზე ფიქრობდა.

      მერე კიდევ, როცა თვითონ გამომიდგა დასაჭერად, დროზე ვუგანე და გვერდზე გავხტი. ადამმა თავი ვერ შეიმაგრა, თავდაყირა გადაეშვა ეკლებში. მე სიცილი ამიტყდა. ძალიან გაბრაზდა ადამი. იმდენი მდია, ბოლოს მაინც დამიჭირა და თმებში ხელი ჩამავლო. ეკლების ამბავი სულაც არ ყოფილა ჩემი ბრალი, ამაზე წინდაწინ არ მიფიქრია. ასედაც ვუთხარი ადამს, მაგრამ ვინ გაგიგონა..... ისე მაგრად მომქაჩა თმები, სიმწრისგან ცრემლები გადმომცვივდა, ძლივს დავუძვერი ხელიდან.

      - შენთან აღარასოდეს ვითამაშებ, - ვუთხარი ადამს, გავიქეცი და ბუჩქებში დავიმალე. იქ ნამდვილად ვერ მომძებნიდა, მე კი ,,ჭიტას~ დაძახებას აღარ ვაპირებდი. ადამის ნაცვლად ცისფერმა ჩხიკვმა მომძებნა, ტოტზე შემოჯდა და ტკბილად აღუღუნდა. მწარედ გულნატკენს ძალიან მესიამოვნა ცისფერი ჩხიკვის ხმის გაგონება. დავაპირე მისთვის მეამბნა ჩემი თავგადასავალი, რაც ადამთან თამაშისას გადამხდა. გამაჩუმა, ისედაც ყველაფერი ვიციო. მერე მხარზე დამასკუპდა, ფერადოვანი ფრთებით მომეფერა. რა გულისხმიერია ცისფერი ჩხიკვი, თანაც რა ლამაზია. მასთან შეიძლება დაუსრულებლად ვითამაშო, ადამთან კი არასოდეს აღარ ვითამაშებ.

      მერე კი აი რა მოხდა: ადამს მოენატრა ჩემთან თამაში, მომძებნა და მითხრა, ისევ ვითამაშოთო. უარზე ვიყავი, გავახსენე თმები როგორ მომქაჩა. შემპირდა მეტს აღარ ვიზამო. თუ ასეა, მაშინ შეიძლება-მეთქი. ჰოდა, ვითამაშეთ, მართლაც კარგად გავერთეთ. ადამმა ისწავლა დამალობანას თამაში, მეც შევეჩვიე უფრო სწრაფად სირბილს. ვთამაშობთ, დროს მშვენივრად ვატარებთ, მერე კი დაღლილები ერთად ვისვენებთ მწვანედ მობიბინე მოლზე. მივირთმევთ ნაირნაირ მწიფე ხილს, რომელიც ძალიან გემრიელი მეჩვენება ამდენი სირბილის მერე. ადამის გარეშე ალბათ მოვიწყენდი, მგონი ადამიც ასე ფიქრობს.

ადამს ისევ გავებუტე

      სულ ტყუილად მეგონა, უჩემოდ მოიწყენდა ადამი, თითქოს რაიმედ უღირდა ჩემთან თამაში. არა, ასეთ რამეებზე ფიქრით საერთოდ არ იტკიებს თავს, სრულიად მოულოდნელად ჩაშლის ხოლმე თამაშს. თანაც რისთვის? სულ არაფრისთვის.

      იმ დღეს დაჭერობანას თამაშის დროს კურდღელი გამოხტა ბუჩქებიდან. მაშინვე იმას გაეკიდა, მე საერთოდ არ გავხსენებივარ. დამალობანას თამაშის დროს კიდევ თურმე წითელ ციყვს მოჰკრა თვალი. მთელი დღე იმის ძებნაში დააღამა, სანამ ბოლოს მაინც არ იპოვა მაღალ ხეზე ფუღუროში შემძვრალი, მე კი ბუჩქებში საიმედოდ დამალული ვიჯექი და ველოდი, როდის მომძებნის-მეთქი.

      - იცოდე, გაგებუტები, - ვემუქრები ასეთ დროს ადამს. მაინცდამაინც არც ამაზე ფიქრით იწუხებს თავს. ნეტავი მაცოდინა, ეს ყმაწვილი რაიმეზე თუ ფიქრობს საერთოდ? სანამდე უნდა ირბინოს ასე უთავბოლოდ...

      არადა, სათვალავი აღარ აქვს, იმდენჯერ გავებუტე და იმდენჯერ შევრიგდით. რაც არ უნდა გაბრაზებული იყო, რაღაცას ისეთს მოიგონებს, მაინც წამძლევს სული სათამაშოდ, მერე კი ყველაფერი თავიდან იწყება.

ნახვა: 191

ტეგები: Qwelly, ადამი, ბიბლია, ბლოგი, მოთხრობა, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters