ახალ წელს ყველაზე ნაკლებად კრიმინალი უხდება, მაგრამ ყველაზე კრიმინალური პერიოდიც სწორედ საახალწლოდ დგება ხოლმე - გაიხსენეთ რამდენი ფილმი გადაღებულა საახალწლო ძარცვებზე. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის ამბებს, აქაც შსს ლიდერობს, ასევე პანკისის ხეობის საქმე და პრემიერის ვრცელი განცხადებები. მნიშვნელოვანი იყო ასევე ორფრაქციული უმრავლესობა:
პოლიცია და ხალხი - ზვიად რატიანი - არა მხოლოდ ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს, არამედ ფურთხებაც იყო და დამამცირებელი მოპყრობაც, გაიჟღერა კიდეც ბოლოს - „ხომ არ მოვკლათ?! ადვოკატი ზვიად რატიანის დაზარალებულად ცნობას და ამოცნობის საგამოძიებო მოქმედების დროულად ჩატარებას ითხოვს. ნინო ლომჯარია - დროა დავსვათ შეკითხვები, რამდენად გამართლებული და ეფექტურია ადამიანის უფლებებში ჩარევის ის მეთოდი, რაც საპოლიციო კონტროლს უკავშირდება. ნინო ლომჯარია - ჩვენთან გამოძიება არის ნამდვილად სუსტი რგოლი, როდესაც საქმე ეხება სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო დარღვევის ფაქტებს. სამართალდამცავებმა ქურდობის ფაქტებზე 27-ჯერ მხილებული არასრულწლოვანი დააკავეს.
პანკისის საქმე - ომბუდსმენი პროკურატურას მოუწოდებს, პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული საქმე ოპერატიულად გამოიძიოს. ექიმის ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს დაჭრილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ვითარების პროგნოზირება შეუძლებელია. პანკისის ხეობაში დაჭრილის მამა - ამ პლანეტაზე თუ სადმე არსებობს სამართალი, ყველაფერს მივმართავ. უმარ იდიგოვი - პანკისის ხეობაში „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლებს საერთოდ ვერ ვხედავ. ლევან გოგიჩაიშვილი - სპეცოპერაციებთან დაკავშირებით გასაჯაროვდება მხოლოდ იმ რაოდეობის ინფორმაცია, რაც სახელმწიფოს არ დააზარალებს. სოფელ დუისში დღეს უხუცესთა საბჭო შეიკრიბა. პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი ახალგაზრდის და დაკითხეს. პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულ პირებს ბრალს, სავარაუდოდ, უახლოეს საათებში წაუყენებენ. პანკისის ხეობის უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე - სპეცოპერაცია გასაგებია, მაგრამ მძინარე 19 წლის ბავშვს შუბლში რომ ტყვიას ესვრი, ეს არ არის ნორმალური. პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულების ადვოკატების ნაწილი სუს-ში უკვე მივიდა. პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭო და ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას განცხადებით მიმართავს. პროკურატურამ პანკისის ხეობაში გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უხუცესთა საბჭოს წევრი - ეს სპეცოპერაცია არის ხეობის აუტანელი შეურაცხყოფა, ფეხქვეშ გათელეს პანკისის სახელი. დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა - სტრასბურგამდე მივალ და სიმართლეს დავადგენ, რომ ჩემი უდანაშაულო შვილი გაიმეტეს.
ჯანმრთელობა - ჯანდაცვის კომიტეტი დღეს ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს. ნინო ლომჯარია პანკისის სპეცოპერაციაზე - პროკურატურამ უნდა შეისწავლოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი სპეცრაზმის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს.
ომბუდსმენი, ან უქნებ ომბუდსვუმენი - ომბუდსმენი ავტოტრანსპორტის ე.წ. ტექდათვალიერების გადავადების ფაქტს აკრიტიკებს. ნინო ლომჯარიას გადაწყვეტილებით, ომბუდსმენის აპარატის კუთვნილი “მერსედეს-ბენცი” გაიყიდება, თანხა კი ცენტრალურ ბიუჯეტს დაუბრუნდება. ნინო ლომჯარია მოადგილეებს იანვრის დასაწყისში წარადგენს. ნინო ლომჯარია - აფგან მუხთარლის საქმეს ჩვენ მუდმივად შევეხებით ჩვენს ანგარიშებსა თუ განცხადებებში.
მერია და ქალაქური ამბები - ირაკლი ბენდელიანი - კომპანია „ელფთან“ დაკავშირებით, რომელიც თბილისის ბაგა-ბაღებს საკვები პროდუქტებით ამარაგებდა, გამოძიება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. კახა კალაძე ბაღების კვებით უზრუნველყოფის ტენდერთან და მასში მონაწილე კომპანია „ელფთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას „უსაფუძვლო აჟიოტაჟს“ უწოდებს. თბილისის მერის მოადგილე ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გარკვეული პირების პასუხისმგებლობის საკითხს არ გამორიცხავს.
კიდევ უფრო ახლოს უკრაინასთან - საქართველოსა და უკრაინას შორის ID ბარათით გადაადგილების საკითხზე მუშაობა დაიწყო.
პრემიერის განცხადებები - გიორგი კვირიკაშვილი - კონსტანტინე ზალდასტანიშვილი იყო ადამიანი, რომელიც ყველას გვეამაყებოდა. გიორგი კვირიკაშვილი - დარწმუნებული ვარ, მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შედეგს მომავალში არაერთხელ დავინახავთ. პრემიერი - კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა იქნება ჩვენი მთავრობისთვის სტრატეგიული ხაზი. გიორგი კვირიკაშვილი - ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ვიწყებთ ახალი დღის წესრიგით მოქმედებას. პრემიერ-მინისტრი - 4-პუნქტიანი გეგმის მეშვეობით ქვეყანას განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანთ. გიორგი კვირიკაშვილი - რეგიონების განვითარება ჩვენი მომავალი პოლიტიკის ერთ-ერთი ცენტრალური ხაზი იქნება. პრემიერი - იგეგმება, რომ 2020 წელს ანაკლიის პორტმა პირველი დიდი მოცულობის გემები მიიღოს. გიორგი კვირიკაშვილი - სასჯელაღსრულების სისტემა ჰუმანური რეფორმების ნათელი მაგალითია. გიორგი კვირიკაშვილი - ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ, რომ არასრულწლოვანთა შორის ძალადობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. პრემიერი 2018 წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას და მოსახლეობასთან სპონტანურ შეხვედრებს გეგმავს. გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ყოფილ და მოქმედ წევრებს, საჯარო მოხელეებს და მედიას მადლობა გადაუხდა.
ორფრაქციული უმრავლესობა - უმრავლესობის შემადგენლობაში ორი ახალი ფრაქცია - „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნება - ეკონომიკა“ იქმნება. გიორგი კახიანი - უმრავლესობა ერთიანი და ძლიერი გუნდია, არანაირი განხეთქილება არ არსებობს. რომან გოცირიძე - უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქცია ძლივს შეკოწიწდა, ეს არის ბიუჯეტის მორიგი მჭამელი ორგანიზაციები. გია ვოლსკი - იმაზე მეტი სისულელე, რომ უმრავლესობაში ახალი ფრაქციები ვიღაცების მეგობრობის ნიშნით გადანაწილდა, დიდი ხანია არ მომისმენია. პარლამენტში ორი ახალი ფრაქცია დარეგისტრირდა - ფრაქცია „ქართული ოცნება -ძლიერი საქართველო“ და „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“.
საზღვარგარეთულები:
უკრაინა, ოღონდ სააკაშვილით - უკრაინის გენერალური პროკურორი - სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდებისთვის საკმარისზე მეტი საფუძველი არსებობს. გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე მიხეილ სააკაშვილის ხმის ავთენტურობის დასადგენად ჩატარებული. ექსპერტიზის შედეგები ერთ თვეში გახდება ცნობილი. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა. უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მიერ შსს-ს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა 26 თებერვლამდე გადადო.
ტრამპის სადგური - იერუსალიმში გოდების კედლის მახლობლად მდებარე ახალი რკინიგზის სადგურს დონალდ ტრამპის სახელი მიენიჭება.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ბაშარ ალ-ასადთან თანამშრომლობა შეუძლებელია.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 10, 2024.
საათი: 9:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the globe dominated by mass production, there’s some thing deeply fulfilling about possessing a handcrafted merchandise. Irrespective of whether it’s a bit of home furniture, a leather-based wallet, or maybe a ceramic mug, substantial-high-quality handcrafted merchandise keep a Specific put inside our lives. They tell a Tale of care, creative imagination, and custom — a considerably cry from the uniform, equipment-produced products which flood today’s…
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: დეკემბერი 5, 2024.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Deep Dive into the Upcoming Aeternum
As New World: Aeternum approaches its highly anticipated October launch, Amazon Games has ramped up efforts to prepare both new and returning players for the latest iteration of their popular MMORPG. In a move that underscores their commitment to player engagement and education, Amazon Games has relaunched its previous video series, Touring Aeternum, under the new banner Discovering Aeternum. This expansive 34-episode YouTube video…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 4, 2024.
საათი: 12:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In today's Electrical power-driven earth, having a dependable, successful, and long-lasting electric power resource is essential for several purposes. 36V LiFePO4 batteries, constructed with reducing-edge Lithium Iron Phosphate technology, are swiftly starting to be a top choice for gadgets and programs necessitating a secure and strong energy provide. From electrical autos and golfing carts to solar units and industrial equipment, these batteries deliver exceptional…
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: დეკემბერი 4, 2024.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Unveiling Path of Exile: Affliction - A Journey into the Viridian Wildwood
Path of Exile, the beloved ARPG by Grinding Gear Games, continues its tradition of expansion and innovation with the highly anticipated release of Path of Exile: Affliction. Scheduled to launch on December 8, 2023, this expansion promises to deepen the game's immersive experience and provide players with exciting new challenges and opportunities. As we eagerly await the arrival of Affliction, let's delve into…
გაგრძელება© 2024 George. •
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია