მგონი არცერთი საახალწლო სიმღერა არ გამოვა და ფიფქები ნამდვილად არ ჩამოცვივა, თუ ეს პროგნოზი გამართლდება - საქართველოს ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა 20 გრადუსამდე აიწევს. ამასთანავე, ტემპერატურამ უკვე მოიმატა პანკისის ხეობის საქმეზე, ვანოს დაკავებაზე, პოეტის ფიზიკურ შეურაცხყოფაზე და დღის ნეგატივზე - გაძვირებულ წყალზე!
გაზრდილი ტარიფები - ირინა მილორავა - ტარიფის ზრდა განაპირობა კომპანიების მიერ ინვესტიციების მაღალმა მოცულობამ, ვალუტის კურსის ცვლილებას გავლენა არ მოუხდენია. ირინა მილორავა - დადგენილი ტარიფები მომდევნო სამ წელზე გავრცელდება. სემეკმა დღეს წყალმომარაგების ტარიფები დაადგინა. თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი ძვირდება. თბილისში - გამრიცხველიანებული აბონტებისთვის 1 მ3-ზე დაახლოებით, 6 თეთრით, ხოლო გაუმრიცხველიანებლისთვის 1 სულზე დაახლოებით, 75 თეთრით იზრდება. რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო სეტქორს, ამ შემთხვევაში წყლის ტარიფი მცირედით დაახლოებით, 2 თეთრით იკლებს. GWP-ს ოპერაციების მართვის დირექტორის პირველი მოადგილე - ჩვენი მოლოდინი მისაღებ შემოსავლებთან დაკავშირებით იყო უფრო მეტი, ვიდრე სემეკმა დაიანგარიშა. გოჩა შონია - წყლის ახალი ტარიფი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ეფექტურად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. მცხეთა - 12 თეთრით, გაუმრიცხველიანებულ აბონენტებს დაახლოებით, 1 ლარით და 48 თეთრით, არასაყოფაცხოვრებო სექტორს კი დაახლოებით, 35 თეთრით გაუძვირდა. სემეკის წევრი - წყლის ტარიფის ზრდა ძირითადად გამოიწვია იმ კაპიტალურმა დანახარჯებმა, რომელიც კომპანიებმა გასწიეს.
ვანო არ გამოუშვეს - ვანო მერაბიშვილს ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობაზე უარი ეთქვა. სოფიო კილაძე - მერაბიშვილის სასარგებლოდაც რომ მიგვეღო გადაწყვეტილება, თეორიულად მაინც გამორიცხულია, რომ მან უახლოეს მომავალში დატოვოს საპატიმრო დაწესებულება. ციხეში ყოფნის მიზეზი - ხატია დეკანოიძე - მერაბიშვილი, ახალაია და სხვა პოლიტპატიმრები ციხეში იმის გამო სხედან, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე ჩვენება არ მისცეს. თამარ ჩუგოშვილი - მერაბიშვილთან დაკავშირებით სამართლებრივი გადაწყვეტილებებია მიღებული, ეს არის იურიდიულად სწორი გადაწყვეტილებები.
პოეტის საქმე - ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 29 დეკემბერს გამოაცხადებს. თამარ ჩუგოშვილი რატიანის საქმეზე - სასამართლომ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, პროკურატურა კი გამოიძიებს სამართალდამცავთა მხრიდან თუ იყო დარღვევა. გიორგი გახარია - ზვიად რატიანის საქმეზე ობიექტურობის უმაღლესი ხარისხი იქნება. გიორგი გახარია - საპოლიციო სისტემა უნდა იყოს მოქალაქეზე ორიენტირებული და პოლიტიკურად ნეიტრალური. რატი ამაღლობელი - კანონდამრღვევები გამოძიების დასრულებამდე დაკავებულ თანამდებობას უნდა ჩამოშორდნენ.
პანკისი - პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილი ბრალს არ აღიარებს. ბადურ ჩოფანაშვილი ბრალს არ აღიარებს და ახმედ ჩატაევთან ყველანაირ კავშირს უარყოფს. პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული პირებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ლევან იზორია - მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ამავდროულად დავიცვათ კანონი. სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ნუგზარ წიკლაური - უსამართლობით გამოწვეული უკმაყოფილება საფრთხეს უქმნის პანკისში და მთლიანად ქვეყანაში სტაბილურობას, რაც ოკუპანტ რუსეთს აძლევს ხელს. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს ბრალი არ წაუყენონ. ადვოკატი პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს. ადვოკატი - გორნაკაშვილის სასამართლო პროცესის ცალკე ჩატარება არ ნიშნავს იმას, რომ ის ბრალს აღიარებს. სპეცოპერაციისას დაკავებული რუსლან ალდამოვის ადვოკატი - თუ ალდამოვის მიმართ გამოყენებული იქნება გირაო, შესაძლებელია, მისი რესურსის გამოყენება გამოძიების ინტერესებისთვის. ადვოკატი - ჩოფანაშვილი წარდგენილი ბრალდების შინაარსს არ ეთანხმება, საქმის მასალებით, ჩატაევთან ნაცნობობაც კი არ დასტურდება. ადვოკატი სპეცოპერაციის დროს დაკავებულებზე - ამ ადამიანებს რაიმე სახის დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირი არ აქვთ. სპეცოპერაციისას დაკავებული რუსლან ალდამოვის დედა - წარმოდგენა არ მაქვს, რატომ დააკავეს ჩემი შვილი, ის ბრალს არ აღიარებს. არჩილ თალაკვაძე - ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დაპირება მივიღეთ, რომ ამ საქმეს კომპლექსური გამოძიება მოჰყვებოდა და სუს-მა ეს პირობა შეასრულა. პანკისში დაკავებულ სამ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ჩაგვრა - აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის მშობელი აცხადებს, რომ მისი შვილი საახალწლო ზეიმზე არ შეუშვეს. ზუგდიდის მე-15 საბავშვო ბაღის გამგე - კარი სპეციალურად არ ჩაგვიკეტავს. ზუგდიდის მერის დავალებით, მე-15 საჯარო ბაღში, სადაც გუშინ ინციდენტი მოხდა, დღეს აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ნარკოპოლიტიკა - ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა. დიმიტრი ხუნდაძე - ჩვენ ვხედავთ რეალურ რისკებს, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი გაიზრდება. დეკანოზი დავით ისაკაძე პარლამენტს მოუწოდებს, ნარკოპოლიტიკაზე მსჯელობაში სასულიერო პირებიც ჩართოს. აკაკი ზოიძე - ღმერთთან მისვლით და დაშინებით ჯანსაღი ცხოვრებისკენ წასვლამ არ გაამართლა. აკაკი ზოიძე - მთავარი საკითხი აზრთა სხვადასხვაობის არის ლეგიტიმური შიში, საპატიმრო სასჯელის მოხსნა ხომ არ გამოიწვევს ნარკოტიკების მოხმარების წახალისებას. მირიან წიკლაური - “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ცვლილებების წინააღმდეგია.
სამხედრო მოტივაცია - ახალგაზრდებში სამხედრო სამსახურის მოტივაციის ასამაღლებლად სკოლებში სამხედრო პირების მიერ ლექციების ჩატარება იგეგმება. ლევან იზორია - აღჭურვილობისთვის განკუთვნილი თანხები მომავალი წლიდან გაიზრდება.
საქართველო VS ფაროსანა - აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად შპს „მექანიზატორი“ 120 ერთეული შემასხურებელი სასოფლო-სამეურნეო იმპლემენტის შეძენას გეგმავს. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებზე სამეცნიერო წრეებთან შეხვედრა გაიმართა.
არასრულწლოვანი დამნაშავეები - პროკურატურამ 51-ე სკოლასთან მომხდარ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუზუსტა.
გადაადგილება დედაქალაქში - 14 ცენტრალურ ქუჩაზე, მარშრუტკები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან. სამარშრუტო ტაქსები, რომლებიც მოსაცდელების გარდა, ქუჩის სხვა მონაკვეთებზე გაჩერდებიან, დაჯარიმდებიან. ტაქსების, მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მოძრაობის რეგულირებასთან დაკავშირებით ცვლილებები იგეგმება.
საზღვარგარეთულები:
საქართველოს ოფიციალური სახელი - ლიტვა საქართველოს ოფიციალურ სახელწოდებად რამდენიმე ვერსიას განიხილავს.
რუსეთუმეობა ასე უნდა - ანატოლი ბიბილოვი - სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში უნდა იყოს, ეს ჩვენი ისტორიული სამშობლოა.
ევროკავშირი უთურქეთოდ, უუკრაინოდ - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - უახლოეს წლებში თურქეთი და უკრაინა ევროკავშირის წევრებად ვერ წარმომიდგენია
რუსეთი - ბაიდენის ცენტრის დირექტორი - რუსეთმა რევანშისტული ქმედებებისთვის საფასური უნდა გადაიხადოს. გრიგორი კარასინი - მოსკოვი მზად არის თანამშრომლობისთვის და ქართული მხარის ადეკვატური რეაქციის იმედი აქვს. ვლადიმერ პუტინმა სანკტ-პეტერბურგში მომხდარ აფეთქებას ტერაქტი უწოდა.
აშშ - რექს ტილერსონი - აშშ ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მიღწეული შეთანხმების ხარვეზების გამოსწორებაზე მუშაობას გააგრძელებს. რექს ტილერსონი - აშშ-ს ცუდი ურთიერთობა აქვს რუსეთთან, რომელიც ბოლო ათწლეულში საქართველოში და უკრაინაში შეიჭრა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ludwighench_მ.
თარიღი: იანვარი 18, 2025.
საათი: 6:20am
0 კომენტარი
0 მოწონება
"What we would like to prevent, completely, was in Diablo 4 Gold at which there were these Legendaries - mostly leftover from vanilla - that didn't have any additional Legendary affixes. It can be something that's more useful to builds such as Stone of Jordan across all classes, or even something specific. "That's an example that changes an extremely particular agility, and we can see it getting a build-specific piece for the Barbarian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: იანვარი 18, 2025.
საათი: 5:33am
0 კომენტარი
0 მოწონება
One of the most significant issues that plagues MMORPGs as well as Live-service games is the equipment becomes less valuable as time passes when you quit playing. It's not hard to understand why game developers have such systems, as games are designed to OSRS gold get you to continuing to play every expansion in order to prevent you from feeling like you're missing out. However, it could result in burnout. RuneScape guarantees that you will not…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: იანვარი 17, 2025.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Going to a different residence or Business office may be an remarkable new chapter, though the logistics of packing, transporting, and unpacking can truly feel too much to handle. That’s in which Calgary movers come in. With Qualified movers by your side, it is possible to deal with settling into your new space although they cope with the heavy lifting. Right here’s a information to help you choose the greatest Calgary movers for your sleek and problem-cost-free…
გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: იანვარი 11, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
It's obvious at a glance the difference between a veteran and newbie Wizard player in-game, as one will maintain trying to land the best Fireball and nothing else at the same time as the alternative sneaks up with Invisibility, receives a sneaky hit with Chain Lightning, creates distance with Haste, and then makes use of Magic Missile to save you each person from getting close.
A lot of people are calling the Ranger the strongest class in the sport, and whilst this is a…
© 2025 George. •
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია